საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს
პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი მზად არის კე­თი­ლი ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე #106 ლი­ცენ­ზია "იბე­რია TV"-ს გა­დას­ცეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის მერი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ, იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა პრო­ცე­სებს ჰქონ­და ად­გი­ლი და რო­გორ ცდი­ლობ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბას და მისი აქ­ტი­ვე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ბად­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჯო­ზეფ კეის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ მო­ა­ხერ­ხეს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და, ჩა­ა­ყე­ნეს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­დის სამ­სა­ხურ­ში.

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ე.წ. მფლო­ბე­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ არხი კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რის­თვის, თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მე­დია-ჰოლ­დინ­გის აქ­ტი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან ის უკვე გას­ხვი­სე­ბუ­ლი ან/და მით­ვი­სე­ბუ­ლი იყო იმ პი­რე­ბის მიერ, ვისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხელ­ში ჩა­იგ­დო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლებ­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას.

გვსურს ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვამ­ცნოთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჰოლ­დინ­გის სა­კუთ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა #106 ლი­ცენ­ზია, რო­მე­ლიც რო­გორც ირ­კვე­ვა, წარ­სულ­ში "იბე­რია TV"-ს სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ამ­დე­ნად, მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვის შემ­დეგ, ჩვენ­თვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ ჯო­ზეფ კეის და მსგავ­სი ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰოლ­დინ­გუ­რი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით აკონ­ტრო­ლებ­და "ტე­ლე­ი­მედს" და ამავდრო­უ­ლად ფლობ­და აღ­ნიშ­ნულ ლი­ცენ­ზი­ას.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენ­თვის უცხო არ არის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი ემის­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბის ფორ­მე­ბი და ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის გან­ცდა, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით, მზად ვართ, კე­თი­ლი ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­დავ­ცეთ #106 ლი­ცენ­ზია "იბე­რია TV"-ს.

და ბო­ლოს, გვინ­და და­ვარ­წმუ­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა­ო­დენ დი­დია ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახს მი­ად­გა ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩვენ ვიბ­რძო­დით და თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ­შიც ვიბ­რძო­ლებთ მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის და არა­სო­დეს შე­ვეც­დე­ბით სხვი­სი ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ასე­ვე, გვსურს გვწამ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­და ის დრო, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი­თა და სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი თაღ­ლი­თე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით სხვა­თა სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფას ახერ­ხებ­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს

პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის კეთილი ნების საფუძველზე #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს, - ამის შესახებ ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მერი გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი წინა ხელისუფლების დროს ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და როგორ ცდილობდა იმჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაზე კონტროლის დაწესებას და მისი აქტივების ხელში ჩაგდებას. ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჯოზეფ კეის გამოყენებით, მათ მოახერხეს და დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა, ჩააყენეს სახელისუფლებო პროპაგანდის სამსახურში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანიის ე.წ. მფლობელები იძულებული გახდნენ დაებრუნებინათ არხი კანონიერი მესაკუთრისთვის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედია-ჰოლდინგის აქტივების დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან ის უკვე გასხვისებული ან/და მითვისებული იყო იმ პირების მიერ, ვისი მეშვეობითაც ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო და წლების განმავლობაში აკონტროლებდა ტელეკომპანიას.

გვსურს ასევე საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შემდეგ ჰოლდინგის საკუთრებაში აღმოჩნდა #106 ლიცენზია, რომელიც როგორც ირკვევა, წარსულში "იბერია TV"-ს საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯოზეფ კეის და მსგავსი ელემენტების გამოყენებით, იმჟამინდელი ხელისუფლება ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით აკონტროლებდა "ტელეიმედს" და ამავდროულად ფლობდა აღნიშნულ ლიცენზიას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უცხო არ არის იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი ემისრების ქმედებების ფორმები და ამგვარი ქმედებების შედეგად მიღებული უსამართლობის და განუკითხაობის განცდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მზად ვართ, კეთილი ნების საფუძველზე, გადავცეთ #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს.

და ბოლოს, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია ზიანი, რომელიც ჩვენს ოჯახს მიადგა ძველი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ვიბრძოდით და თუ ეს აუცილებელი იქნება, მომავალშიც ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლიანობისთვის და არასოდეს შევეცდებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდებას. ასევე, გვსურს გვწამდეს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციებითა და საყოველთაოდ ცნობილი თაღლითების წახალისებით სხვათა საკუთრების ხელყოფას ახერხებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები