სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სადილობდნენ ჯონ კერი და ბაშარ ასადი დამასკოს რესტორანში
რატომ სადილობდნენ ჯონ კერი და ბაშარ ასადი დამასკოს რესტორანში

გავ­ლე­ნი­ან­მა ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Daily Mail ჯონ კე­რი­სა და ბა­შარ ასა­დის სა­დი­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ფო­ტო­ებ­ში ჩანს, რო­გორ სა­დი­ლო­ბენ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი და სი­რი­ის ლი­დე­რი და­მას­კოს რეს­ტო­რან­ში 2009 წელს. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჯონ კერი, რო­მელ­მაც გუ­შინ ბა­შარ ასა­დი ადოლფ ჰიტ­ლერ­სა და სა­დამ ჰუ­სე­ინს შე­ა­და­რა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას­თან ერ­თად მყუდ­რო გა­რე­მო­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით სა­დი­ლობ­და.

ეს ფოტო 2009 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­გი­დას­თან ზის კე­რის მე­უღ­ლე, ტე­რე­ზა ჰე­ინ­ზიც. მა­შინ კერი მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტა­ტის სე­ნა­ტო­რი იყო. რო­გორც Daily Mail წერს, ფოტო სი­რი­ის დე­და­ქა­ლაქ და­მას­კო­ში რეს­ტო­რან Naranj-შია გა­და­ღე­ბუ­ლი. კერი დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად სტუმ­რობ­და სი­რი­ას, რათა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის გზებ­ზე ესა­უბ­რათ.

შე­გახ­სე­ნებთ, და­მას­კო­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, 1300 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მომ­წამ­ვლელ­მა გაზ­მა მძი­ნა­რე ქა­ლაქს შე­უ­ტია და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში ძილ­ში გა­გუ­და. სი­რი­ე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­ი­ო­ნის და­სა­ბომ­ბად ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლი რა­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. რამ­დე­ნი­მე გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მამ მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი, სა­დაც თეთრ სუ­და­რებ­ში გახ­ვე­უ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ცხედ­რე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი.

"ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ მსოფ­ლი­ოს, სა­დაც ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ზით მო­წამ­ლეს. მსოფ­ლიო უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ ჩვენ ვი­ცავთ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნორ­მებს", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ და დას­ძი­ნა, რომ 21 აგ­ვის­ტოს და­მას­კო­ში, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა "გა­მოწ­ვე­ვა იყო მსოფ­ლი­ოს­თვის, რო­მე­ლიც და­ე­მუქ­რა აშშ-ის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს".

ამას­თან, ბა­შარ ასა­დი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში აცხა­დებს, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას ბრალს სდე­ბენ და არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ.

"ნე­ბის­მი­ერ­მა, ვინც ბრალს მდებს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წა­რად­გი­ნოს, - ამ­ბობს ასა­დი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ სადილობდნენ ჯონ კერი და ბაშარ ასადი დამასკოს რესტორანში

რატომ სადილობდნენ ჯონ კერი და ბაშარ ასადი დამასკოს რესტორანში

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail ჯონ კერისა და ბაშარ ასადის სადილობის ამსახველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა.

ფოტოებში ჩანს, როგორ სადილობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და სირიის ლიდერი დამასკოს რესტორანში 2009 წელს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჯონ კერი, რომელმაც გუშინ ბაშარ ასადი ადოლფ ჰიტლერსა და სადამ ჰუსეინს შეადარა, რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად მყუდრო გარემოში სიამოვნებით სადილობდა.

ეს ფოტო 2009 წელსაა გადაღებული. მაგიდასთან ზის კერის მეუღლე, ტერეზა ჰეინზიც. მაშინ კერი მასაჩუსეტსის შტატის სენატორი იყო. როგორც Daily Mail წერს, ფოტო სირიის დედაქალაქ დამასკოში რესტორან Naranj-შია გადაღებული. კერი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა სირიას, რათა რეგიონში მშვიდობის დამყარების გზებზე ესაუბრათ.

შეგახსენებთ, დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 1300 ადამიანი დაიღუპა. მომწამვლელმა გაზმა მძინარე ქალაქს შეუტია და მოქალაქეები დედაქალაქის გარეუბანში ძილში გაგუდა. სირიელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რაიონის დასაბომბად ტოქსიკური ნივთიერების შემცველი რაკეტები გამოიყენა. რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ მხოლოდ სპეციალური ნებართვის შემდეგ გაავრცელა შემზარავი კადრები, სადაც თეთრ სუდარებში გახვეული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ცხედრებია ნაჩვენები.

"ჩვენ ვერ მივიღებთ მსოფლიოს, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მოქალაქეები გაზით მოწამლეს. მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს", - განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში, ქიმიური იარაღის გამოყენება "გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის, რომელიც დაემუქრა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს".

ამასთან, ბაშარ ასადი ინტერვიუებში აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მას ბრალს სდებენ და არავითარი მტკიცებულებები არ აქვთ.

"ნებისმიერმა, ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, - ამბობს ასადი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა