ბაგებში "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი წყნეთის გზატკეცილის 21 ნომერში მდებარეობს და თბილისში, "ნიკორას" რიგით 59-ე მაღაზიაა.
სუპერმარკეტში მომხმარებელს ყველაზე კომფორტული გარემო, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ჰიგიენის საშუალებები და სხვა ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები ელოდება.
15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "ნიკორას" ქსელი განსაკუთრებით აქტიურად ფართოვდება. წლის ბოლომდე, კომპანიის საკუთრებაში 100-მდე სუპერმარკეტი იქნება. წელს კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა აქციებითაც განსაკუთრებით ხშირად ანებივრებს. სექტემბრის თვიდან "ნიკორას" ქსელში ყოველთვიური ფასდაკლების აქციის ახალი ეტაპი დაიწყება.
2013 წელს "ნიკორას" ყველა ახალი სუპერმარკეტი შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9