კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუგა კუზანოვი: "ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვო თუ ოპერაცია გავაკეთო?!"
გუგა კუზანოვი: "ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვო თუ ოპერაცია გავაკეთო?!"

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა კუ­ზა­ნო­ვი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დას­თან­ხმდა. "ამ­ბე­ბი.გე" გუგა კუ­ზა­ნოვს და­უ­კავ­შირ­და.

- რო­დე­საც შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" უნდა გე­ცეკ­ვათ, რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლათ?

- ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი წი­ნა­და­დე­ბა იყო, მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე, ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თო თუ ვი­ცეკ­ვო-მეთ­ქი, მაგ­რამ რა, მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი რამ არის, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- III სე­ზონ­ზე ბევ­რი სახ­ვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მა­ტე­ბულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­ი­ყა­რა თავი...

- რაც ძა­ლი­ან კარ­გია, სა­ინ­ტე­რე­სოა ამ­დენ სხვა­დას­ხვა სფე­როს ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. ჯერ ერთი, იქ ჩემი ბევ­რი ნაც­ნო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლებ­თა­ნაც კავ­ში­რე­ბი მაქვს.

- მათ შო­რის, თქვე­ნი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბიც ხომ არ არი­ან?

- არა, ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არ არი­ან.

- პო­ტენ­ცი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- (ღი­მი­ლით ამ­ბობს) ჰოო, ეს არ ვიცი. სა­კითხს მა­ინ­ცდა­მა­ინც თუ ასე მი­ვუდ­გე­ბით, მა­შინ ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩემი პო­ტენ­ცი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია. მათი სხე­უ­ლის ესა თუ ის ნა­წი­ლი კო­რექ­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა...

- პრო­ექ­ტის­თვის ვარ­სკვლა­ვე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან ხოლ­მე. ხან­გრძლივ რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ან. თქვე­ნი მძი­მე სა­მუ­შაო გრა­ფი­კის ფონ­ზე რო­გორ მო­ა­ხერ­ხებთ ამას?

- პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებს ვთხო­ვე, რომ ამის გამო ჩემ­თვის რა­ღაც შე­ღა­ვა­თე­ბი მო­ე­ცათ: რომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან შე­და­რე­ბით გვი­ან მი­ვი­დე, ან ხან­და­ხან გა­ვაც­დი­ნო კი­დეც. ისი­ნი დამ­თან­ხმდნენ, - თქვენს გრა­ფიკს მო­ვერ­გე­ბი­თო.

- რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ცეკ­ვას, ცეკ­ვავთ სა­ერ­თოდ?

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცეკ­ვა, რად­გა­ნაც ცეკ­ვა კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბას მიქ­მნის. ხოლო ეს საქ­მი­ა­ნო­ბა თუ რა შე­დეგს მო­მი­ტანს შო­უ­ში, ამას ცოტა ხან­ში ვნა­ხავთ. უბ­რა­ლოდ, ცუდი ის არის, რომ ხან­და­ხან მუხ­ლი მა­წუ­ხებს და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ არ გა­მიხ­სე­ნებს ტკი­ვი­ლი თავს. თუ ასე მოხ­და, მა­შინ ჩემ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მე­ტად უნდა შე­ვიდ­ნენ ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი და ძა­ლი­ან არ დამ­ტვირ­თონ. ისე, ისი­ნი თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმა­საც, რომ ქი­რურ­გი ვარ და ცეკ­ვებ­საც შე­სა­ბა­მის, პრო­ფე­სი­ას­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ კომ­პო­ზი­ცი­ებს შე­ურ­ჩე­ვენ, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი. ეს ხუმ­რო­ბით, ისე კი, მათ უკეთ იცი­ან ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, იმას ვი­ცეკ­ვებ. აბა, მე რა უნდა ვურ­ჩიო? ეს იგი­ვეა, მათ რომ ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას რა­ი­მე მი­თი­თე­ბა მომ­ცენ...

- თქვე­ნი ოჯა­ხი - მამა, მე­უღ­ლე - ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ შეხ­ვდა?

- ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეხ­ვდა, არ უთ­ქვამთ, - ეს რა გა­და­გი­წყვე­ტი­აო... თუმ­ცა ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე მა­შინ­ვე მეც არ მით­ქვამს თან­ხმო­ბა. დრო მო­მე­ცით-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. მა­მა­ჩე­მის, რო­გორც კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის აზრი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემი მე­უღ­ლის აზ­რიც, ასე­ვე ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პი­არ­მე­ნე­ჯე­რის, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი მშვი­დად და კარ­გად შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს. ასე რომ, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გუგა კუზანოვი: "ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვო თუ ოპერაცია გავაკეთო?!"

გუგა კუზანოვი: "ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვო თუ ოპერაცია გავაკეთო?!"

პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას დასთანხმდა.  "ამბები.გე" გუგა კუზანოვს დაუკავშირდა. 

- როდესაც შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" უნდა გეცეკვათ, რა გრძნობა დაგეუფლათ?

- ძალიან მოულოდნელი წინადადება იყო, მაშინვე ვიფიქრე, ოპერაცია გავაკეთო თუ ვიცეკვო-მეთქი, მაგრამ რა, მსოფლიოში მიღებული რამ არის, როდესაც ცნობილი ადამიანები ასეთ შოუებში მონაწილეობენ.

- III სეზონზე ბევრი სახვადასხვა სფეროს წარმატებულმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი...

- რაც ძალიან კარგია, საინტერესოა ამდენ სხვადასხვა სფეროს ადამიანთან ურთიერთობა. ამაში ცუდი არაფერია. ჯერ ერთი, იქ ჩემი ბევრი ნაცნობი მონაწილეობს, რომლებთანაც კავშირები მაქვს.

- მათ შორის, თქვენი ყოფილი პაციენტებიც ხომ არ არიან?

- არა, ყოფილი პაციენტები არ არიან.

- პოტენციური პაციენტები?

- (ღიმილით ამბობს) ჰოო, ეს არ ვიცი. საკითხს მაინცდამაინც თუ ასე მივუდგებით, მაშინ ნახევარი საქართველო მეტ-ნაკლებად ჩემი პოტენციური პაციენტია. მათი სხეულის ესა თუ ის ნაწილი კორექციას ექვემდებარება...

- პროექტისთვის ვარსკვლავები სერიოზულად ემზადებიან ხოლმე. ხანგრძლივ რეპეტიციებს გადიან. თქვენი მძიმე სამუშაო გრაფიკის ფონზე როგორ მოახერხებთ ამას?

- პროექტის ხელმძღვანელებს ვთხოვე, რომ ამის გამო ჩემთვის რაღაც შეღავათები მოეცათ: რომ რეპეტიციაზე, ქორეოგრაფებთან შედარებით გვიან მივიდე, ან ხანდახან გავაცდინო კიდეც. ისინი დამთანხმდნენ, - თქვენს გრაფიკს მოვერგებითო.

- რაც შეეხება თვითონ ცეკვას, ცეკვავთ საერთოდ?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცეკვა, რადგანაც ცეკვა კარგ განწყობილებას მიქმნის. ხოლო ეს საქმიანობა თუ რა შედეგს მომიტანს შოუში, ამას ცოტა ხანში ვნახავთ. უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ხანდახან მუხლი მაწუხებს და კარგი იქნება, თუ მაინცდამაინც მაშინ არ გამიხსენებს ტკივილი თავს. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩემ მდგომარეობაში მეტად უნდა შევიდნენ ქორეოგრაფები და ძალიან არ დამტვირთონ. ისე, ისინი თუ გაითვალისწინებენ იმასაც, რომ ქირურგი ვარ და ცეკვებსაც შესაბამის, პროფესიასთან მიახლოებულ კომპოზიციებს შეურჩევენ, მოხარული ვიქნები. ეს ხუმრობით, ისე კი, მათ უკეთ იციან ყველაფერი, რასაც შემომთავაზებენ, იმას ვიცეკვებ. აბა, მე რა უნდა ვურჩიო? ეს იგივეა, მათ რომ ოპერაციის მსვლელობისას რაიმე მითითება მომცენ...

- თქვენი ოჯახი - მამა, მეუღლე - ამ ყველაფერს როგორ შეხვდა?

- ყველა დადებითად შეხვდა, არ უთქვამთ, - ეს რა გადაგიწყვეტიაო... თუმცა ამ წინადადებაზე მაშინვე მეც არ მითქვამს თანხმობა. დრო მომეცით-მეთქი, - ვუთხარი. მამაჩემის, როგორც კლინიკის ხელმძღვანელის აზრი მაინტერესებდა. საინტერესო იყო ჩემი მეუღლის აზრიც, ასევე ჩვენი კომპანიის პიარმენეჯერის, მაგრამ ყველანი მშვიდად და კარგად შეხვდნენ ამ ამბავს. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება