პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - დავით ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი
ადვოკატი - დავით ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ბერ­ძნეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე თა­ვის არე­შია დაჭ­რი­ლი და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჩხი­ტუ­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა, დალი იმ­ნა­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ინ­ცი­დენ­ტი ათენ­ში, სა­ექ­სტრა­და­ციო სა­პყრო­ბი­ლე­ში მოხ­და. ად­ვო­კა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მად ჩხი­ტუ­ნი­ძე ათე­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. იმ­ნა­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ად­გი­ლობ­რივ ად­ვო­კატს არ აჩე­ვე­ნებს. "მო­ვი­თხოვთ და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წარ­ფო ექ­სტრა­დი­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მის­თვის უც­ნო­ბია, ვინ გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს, თუმ­ცა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჩხი­ტუ­ნი­ძეს ათე­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში მყოფ­მა ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა პა­ტი­მარ­მა მი­ა­ყე­ნა.

ჩხი­ტუ­ნი­ძე ათენ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბერ­ძნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აიყ­ვა­ნეს. ჩხი­ტუ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას აპი­რებ­და და სა­ზღვარ­ზე იმ მო­ტი­ვით აიყ­ვა­ნეს, რომ მის დიპ­ლო­მა­ტი­ურ პას­პორ­ტს მოქ­მე­დე­ბის ვადა ჰქონ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძეს ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეპი­ზოდს, ჩხი­ტუ­ნი­ძეს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ცი­ხე­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა­ში ხელ­შე­წყო­ბა ბრალ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

ადვოკატი - დავით ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი

ადვოკატი - დავით ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, საბერძნეთში დაკავებული დავით ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩხიტუნიძის ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ინციდენტი ათენში, საექსტრადაციო საპყრობილეში მოხდა. ადვოკატის მონაცემებით, ამჟამად ჩხიტუნიძე ათენის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაშია. იმნაიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილობრივ ადვოკატს არ აჩევენებს. "მოვითხოვთ დავით ჩხიტუნიძის საქართველოში სასწარფო ექსტრადირებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისთვის უცნობია, ვინ გაუსწორდა ფიზიკურად მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაზიანებები ჩხიტუნიძეს ათენის საპყრობილეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა მიაყენა.

ჩხიტუნიძე ათენში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. ჩხიტუნიძის ადვოკატების ინფორმაციით კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებდა და საზღვარზე იმ მოტივით აიყვანეს, რომ მის დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ბრალდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ