საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისას ცოლი ქმარს პორნო-ვიდეოებს უღებდა
არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისას ცოლი ქმარს პორნო-ვიდეოებს უღებდა

ბოლო დროს არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის არა­ერ­თი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი გახ­მა­ურ­და. ამ პრობ­ლე­მა­ზე ცოტა ხნის წინ ჟურ­ნალ "გზა­ში" სტა­ტი­აც გა­მოქ­ვეყ­ნდა. სამ­წუ­ხა­როდ, მსხვერ­პლი უმე­ტე­სად მომ­ხდარს მა­ლავს, პე­დო­ფი­ლე­ბი ხში­რად და­უს­ჯე­ლე­ბი რჩე­ბი­ან და მათი უმ­სგავ­სო საქ­ცი­ე­ლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბაც ჭირს. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ის­ჯე­ბა - სქე­სობ­რი­ვად მო­უმ­წი­ფე­ბელ პირ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა, მა­მათ­მავ­ლო­ბა... ბოლო დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ პრობ­ლე­მა სა­გან­გა­შოა.

ორი­ო­დე კვი­რის წინ ამაზ­რზე­ნი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე: რუს­თავ­ში მა­მა­კა­ცი 12 წლის გო­გო­ნას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გო­გო­ნას თურ­მე ოთახ­ში კე­ტავ­დნენ, მას­თან სქე­სობ­რივ კავ­შირს ქმა­რი ამ­ყა­რებ­და, მისი ცოლი კი ამ ფაქტს ვი­დე­ო­თი იღებ­და(!).

საქ­მის დე­ტა­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, თუმ­ცა ამ ფაქ­ტზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა გა­მი­ჭირ­და. რა­ტომ­ღაც ძა­ლო­ვა­ნებს ეს და­კა­ვე­ბა არ გა­უხ­მა­უ­რე­ბი­ათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­მი­დას­ტუ­რეს, რომ მსგა­ვი ბრალ­დე­ბით ნამ­დვი­ლად იყო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი მა­მა­კა­ცი, მაგ­რამ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს. "იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტია, არ გირ­ჩევ ამის გა­შუ­ქე­ბას", - მი­თხრა პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

და­კა­ვე­ბუ­ლის მი­სა­მარ­თი სა­კუ­თა­რი წყა­რო­ე­ბით და­ვად­გი­ნე და მე­ზობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვცა­დე.

მა­ნა­ნა, მე­ზო­ბე­ლი:

- ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან და დიდი ხა­ნია, ჩვენს კორ­პუს­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩა­კე­ტი­ლი ოჯა­ხია, მე­ზობ­ლებ­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი არ აქვთ. მა­მა­კა­ცი მუ­შა­ობს, 14 წლის ბიჭი ჰყავთ. მა­მა­კაცს სხვა ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც ჰყავს უფ­რო­სი ვაჟი. ზოგ­ჯერ მო­დის, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი ბი­ჭია. ამ ოჯახ­თან პრობ­ლე­მე­ბი მე­ზობ­ლებს ად­რეც ჰქონ­დათ - მათ სახ­ლში ხში­რად ხე­დავ­დნენ წყვი­ლებს. ამ­ბობ­დნენ, ქალი "მა­მა­შობს" და ერ­თმა­ნეთს ახ­ვედ­რებს ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს, სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის­თვის მათ სა­კუ­თარ ბი­ნას უთ­მობ­სო. ერთი სი­ტყვით, სახ­ლში ბუ­ნა­გი ჰქონ­დათ. ბევ­რჯერ მათი ბინა ეშ­ლე­ბო­დათ და მე­ზობ­ლის კარ­ზე აკა­კუ­ნებ­დნენ. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყ­ვნენ მისი კა­რის მე­ზობ­ლე­ბი და ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მერე მოს­თხო­ვეს, - აქ არ და­ვი­ნა­ხოთ უცხო ხალ­ხიო, - და მას შემ­დეგ იკლო მათ­მა ნა­კად­მა, თუმ­ცა მა­ლუ­ლად მა­ინც ახერ­ხებ­დნენ ბი­ნა­ში შეს­ვლას. ძი­რი­თა­დად, სრულ­წლო­ვა­ნი ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ რაც ახლა გა­ვი­გეთ, ყო­ველ­გვარ ზღვარს სცილ­დე­ბა.

- რა შე­ი­ტყვეთ?

- მე­ზობ­ლე­ბი ხში­რად ვხე­დავ­დით მათ­თან მო­სულ პა­ტა­რა გო­გო­ნას. ეს ბავ­შვიც ამა­ვე უბან­ში ცხოვ­რობს, შავგვრე­მა­ნი თვა­ლე­ბბ­დღვრი­ა­ლა, ლა­მა­ზი გო­გოა. ისიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია ეროვ­ნე­ბით, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს. კორ­პუს­თან რომ მო­ვი­დო­და, გვე­სალ­მე­ბო­და და მერე მათ­თან ადი­ო­და. ჩვენ არ გვი­ნა­ხავს, რომ ეს ბავ­შვი ძა­ლით მო­ეყ­ვა­ნა იქ ვინ­მეს, მაგ­რამ რაც შე­ვი­ტყვეთ, შო­კის მომ­გვრე­ლია. თურ­მე იმ კაცს ამ ბავ­შვთან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­და, მისი ცოლი კი ამას ვი­დე­ო­ზე იღებ­და. რო­გორც ვიცი, ამ ბავ­შვს დედა, ძმა და და ჰყავს. რა­ტომ ვერ შე­ი­ტყო ეს ამ­ბა­ვი მის­მა ოჯახ­მა დრო­ზე, ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვს ამ პორ­ნო-ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ფულ­საც უხ­დიდ­ნე­ნო. არც ის ვიცი, რო­გორ შე­ი­ტყო ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ცი­ამ, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ცოლ-ქმა­რი და­ა­კა­ვეს.

- ეს გო­გო­ნა დიდი ხა­ნია, იქ და­დის?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა თქვა, და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლი­წა­დია, ეს ბავ­შვი და­დის ამ ოჯახ­შიო. თუმ­ცა, ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა თუ ხდე­ბო­და, ამა­ზე ეჭვს ვინ აი­ღებ­და?! ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­ზია, რაც ამ ოჯა­ხის მი­მართ ჰქონ­დათ, ის გახ­ლდათ, რომ ცუდი ყო­ფაქ­ცე­ვის წყვი­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ იქ და ყვე­ლამ იცო­და, რომ ის ქალი მათ ერ­თმა­ნეთს ახ­ვედ­რებ­და. ბი­ნის­თვის კი თან­ხას უხ­დიდ­ნენ. ორი­ვე რომ და­ა­კა­ვეს, მას მერე ძა­ლო­ვა­ნე­ბი ჩვენს მე­ზო­ბელს მო­ად­გნენ. ქალს პო­ლი­ცი­ა­ში, და­კი­თხვი­სას უთ­ქვამს, ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი კა­რის მე­ზო­ბელ­თან დამ­რჩაო. ქალ­მა მო­ა­ტყუა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. მე­ზო­ბე­ლი გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყო, - ჩემს სახ­ლში იმ ქალს რა უნ­დო­და, აქ ვინ შე­მო­უშ­ვებ­დაო?! არც ერთ მე­ზო­ბელ­თან არ შე­დი­ო­და. როცა მე­ზო­ბელ­თან ვერ იპო­ვეს ტე­ლე­ფო­ნი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მის ბი­ნა­ში დიდ­ხანს აკა­კუ­ნეს, ბო­ლოს შვილ­მა გა­უ­ღო კარი. სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ნეს კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნი და სხვა ნივ­თე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ლე­ი­ბე­ბიც კი გა­ი­ტა­ნეს ბი­ნი­დან. ალ­ბათ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სჭირ­დე­ბო­დათ და ვუ­ყუ­რებ­დით, ტომ­რე­ბით რო­გორ მიჰ­ქონ­დათ. რო­გორც გა­ვი­გეთ, და­კა­ვე­ბუ­ლის ცო­ლის ტე­ლე­ფონ­ში იპო­ვეს გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი. მე­ზობ­ლე­ბი ამ ამ­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი და აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას ვე­ლო­დე­ბით, შემ­დეგ მო­ვი­თხოვთ, ამ ხალ­ხმა და­ტო­ვოს ჩვე­ნი კორ­პუ­სი და სხვა­გან გა­და­იხ­ვე­წოს. მათ გვერ­დით ცხოვ­რე­ბა სა­ში­შია. მათ კა­რის მე­ზობ­ლებს იმ გო­გო­ნას ტოლი გო­გო­ნე­ბი ჰყავთ და არა­ვინ არაფ­რის­გა­ნაა და­ზღვე­უ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ხალ­ხს მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს. ქალი რა­ტომ­ღაც მალე გა­მო­უშ­ვეს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­დის ეზო­ში, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ასე­თი მე­ზო­ბე­ლი ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა.

ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და და წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა სექ­ტემ­ბერ­შია და­ნიშ­ნუ­ლი. ბრალ­დე­ბულს სა­ხა­ზი­ნო წე­სით ად­ვო­კა­ტი, მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვა იცავს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ად­ვო­კა­ტი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლის მო­ბი­ლურ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ო­ფი­რი. გა­მო­ძი­ე­ბამ ად­ვო­კატს ეს ფირი უკვე გა­დას­ცა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ტერ­ნე­ტი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით, სა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. გაჩ­ნდა ეჭვი, ცოლ-ქმა­რი ამ ფი­რებს მსგავ­სი ფორ­მით ხომ არ იყე­ნებ­და და ხომ არ ათავ­სებ­და მას ინ­ტერ­ნეტ­ში, მაგ­რამ ად­ვო­კა­ტი მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვა ამას გა­მო­რი­ცხავს. მისი თქმით, ამო­ღე­ბუ­ლი ფირი იმ­დე­ნად უხა­რის­ხოა, რომ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა მსგავ­სი მიზ­ნე­ბის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მევ­ლუდ ჯან­ჟღა­ვა:

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ ვი­ცავ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით, რაც 16 წლამ­დე ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს და ეს მუხ­ლი ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 3 წლამ­დე. მსგავს და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თია. მეც მო­რა­ლუ­რად მი­ჭირს მსგავ­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის დაც­ვა, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა, ის დამ­ნა­შა­ვედ შევ­რა­ცხოთ, სა­ნამ ამ საქ­მე­ზე არ იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი. ჩემი და­სა­ცა­ვი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და აცხა­დებს, რომ მისი მხრი­დან მსგავს ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

- ბა­ტო­ნო მევ­ლუდ, რო­გორ გა­იხ­სნა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი?

- ცოტა უც­ნა­უ­რად. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პი­რო­ბით მსჯავრში იმ­ყო­ფე­ბა და 6 წელი აქვს მის­ჯი­ლი. მან წა­რად­გი­ნა ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ფირი და თქვა, ეს ფირი გად­მომ­ცა მე­გო­ბარ­მა ქალ­მაო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ადრე ცრუ დას­მე­ნის­თვის არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. ის მე­გობ­რობ­და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ცოლ­თან და ამ­ბობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლ­მა გა­და­ა­წე­რი­ნა თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნი­დან ეს ვი­დეო.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ ცოლ­მა ამ­ხი­ლა ქმა­რი?

- გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­ი­ღო ეს ვი­დეო ტე­ლე­ფო­ნით ანუ - ქმრის კავ­ში­რი არას­რულ­წლო­ვან­თან. მერე თა­ვის და­ქალს უთხრა ამის შე­სა­ხებ: - ქმა­რი ხში­რად მცემს, მინ­დო­და, მას­ზე კომ­პრო­მა­ტი მქო­ნო­და და ამი­ტომ გა­ვა­კე­თეო. შემ­დეგ ეს ვი­დეო გა­და­ა­წე­რი­ნა და­ქალს, და­ქალ­მა - იმ მა­მა­კაცს, იმან კი პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა. ერთი სი­ტყვით, ამ ვი­დე­ომ ოთხი მო­ბი­ლუ­რი მო­ი­ა­რა და ასე აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ის ხელ­ში. საკ­მა­ოდ უხა­რის­ხო ფი­რია და იქ რა­ი­მეს გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ვინ ამ­ხელს ბრალ­დე­ბულს?

- ბრა­ლი ძი­რი­თა­დად აგე­ბუ­ლია 12 წლის ბავ­შვის ჩვე­ნე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ მა­სა­ლით მის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა. მა­მა­კა­ცი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსგავს ქმე­დე­ბას. მეც ვა­დას­ტუ­რებ, რომ ცოლ-ქმა­რი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ქალს რას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ის მალე გა­უშ­ვეს, პო­ლი­ცი­ას 72-სა­ა­თი­ა­ნი ვადა არ და­ურ­ღვე­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია, იმ მუხ­ლით ვერ მის­ცემ­დნენ ქალს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, რად­გან ეს მუხ­ლი კონ­კრე­ტუ­ლად სექ­სუ­ა­ლურ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. გო­გო­ნა იქ ხში­რად და­დი­ო­და თა­ვი­სი სურ­ვი­ლით. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კი­სა, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც ხდე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ აქვს წარ­დგე­ნი­ლი მა­მა­კაცს ეს მუხ­ლი და არა - გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლი.

- რამ­დე­ნი ფირი არ­სე­ბობს? ხომ არ ხდე­ბო­და გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბა? მათ უკან კი­დევ ხომ არ დგას სხვა დამ­ნა­შა­ვე?

- ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სამი ჩა­ნა­წე­რი. ერ­თი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მეს გარ­ჩე­ვა. ხა­რის­ხი­ა­ნი რომ იყოს ვი­დეო, შე­იძ­ლე­ბა, ეს ეჭვი გა­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია. ერთ ფირ­ზე ასა­ხუ­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, მაგ­რამ არ ჩანს მა­მა­კა­ცის სახე და არა­ვინ იცის, არის თუ არა ეს ბრალ­დე­ბუ­ლი. ერ­თში სხვა ეპი­ზო­დი ჩანს. ამა­ზე ჩემი და­სა­ცა­ვი ამ­ბობს, რომ არა­ნა­ირ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, გო­გო­ნამ მი­თხრა, - ცუ­დად ვარ და მას მხო­ლოდ წა­მა­ლი მი­ვა­წო­დეო. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ამ საქ­მე­ში ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. ჩემ­თვის ყოვ­ლად გა­უ­გე­ბა­რია ამ ფი­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა. 12 წლის ბავ­შვის ოჯა­ხი მე­გობ­რობ­და მათ ოჯახ­თან. ბავ­შვის დედა თურ­ქეთ­ში და­დის. ხში­რად მი­დი­ო­და ეს ბავ­შვი ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლში. პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნა სი­გა­რეტ­საც ეწე­ო­და, არაყ­საც სვამ­და. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და და მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, - საჭ­მელს ვაჭ­მევ­დიო.

- ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნას ფულ­საც უხ­დიდ­ნენ ამ ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ში.

- მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, - მე­ცო­დე­ბო­და და ფულ­საც ვაძ­ლევ­დიო. გო­გო­ნამ თქვა, რომ მა­მა­კაც­მა ორ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. ერთხელ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მე­ო­რედ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, მაგ­რამ ეს არ და­დას­ტურ­და. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გო­გო­ნას სა­ქალ­წუ­ლე აპკი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ აქვს. ის ქალ­წუ­ლია. ჩემი აზ­რით, არა­ვი­თარ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ამის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ამ ბავ­შვის ჩვე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მოდ­გეს, ვერ გე­ტყვით. სხვა სამ­ხი­ლი არ არ­სე­ბობს.

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი წყვი­ლებს თა­ვის ბი­ნა­ში ახ­ვედ­რებ­და ერ­თმა­ნეთს და იქ ბუ­ნა­გი ჰქონ­დათ. ამა­ზე რას იტყვით?

- არ ვიცი, თქვენ­გან მეს­მის. თუ ასე ხდე­ბო­და, მე­ზობ­ლებს უნდა მი­ე­მარ­თათ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის და მოხ­დე­ბო­და რე­ა­გი­რე­ბა. კა­ნო­ნით, მსგავ­სი ბუ­ნა­გის მო­წყო­ბა ის­ჯე­ბა. ცოლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა. მან არც ქარ­თუ­ლი იცის და არც რუ­სუ­ლი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ამ ფი­რის გა­და­ღე­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ვნა­ხოთ, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და­დე­ბენ. წი­ნას­წარ დას­კვნებს ნუ გა­ვა­კე­თებთ. ზო­გა­დად, მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბის დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია ცალ­სა­ხა და ხის­ტია, უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მა­მა­კა­ცი ბრალ­დე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც მო­სა­მარ­თლე გა­ექ­ცა ამ­გვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. არა­და, მას ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბა ბრა­ლი და შე­იძ­ლე­ბო­და, პა­ტიმ­რო­ბა არ შე­ე­ფარ­დე­ბი­ნათ. ვნა­ხოთ, რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისას ცოლი ქმარს პორნო-ვიდეოებს უღებდა

არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისას ცოლი ქმარს პორნო-ვიდეოებს უღებდა

ბოლო დროს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი შემზარავი ფაქტი გახმაურდა. ამ პრობლემაზე ცოტა ხნის წინ ჟურნალ "გზაში" სტატიაც გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, მსხვერპლი უმეტესად მომხდარს მალავს, პედოფილები ხშირად დაუსჯელები რჩებიან და მათი უმსგავსო საქციელის გამოაშკარავებაც ჭირს. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება - სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი, გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, მამათმავლობა... ბოლო დროს გამოვლენილი ფაქტები ადასტურებს, რომ პრობლემა საგანგაშოა.

ორიოდე კვირის წინ ამაზრზენი ამბავი გავიგე: რუსთავში მამაკაცი 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. გოგონას თურმე ოთახში კეტავდნენ, მასთან სქესობრივ კავშირს ქმარი ამყარებდა, მისი ცოლი კი ამ ფაქტს ვიდეოთი იღებდა(!).

საქმის დეტალებით დავინტერესდი, თუმცა ამ ფაქტზე ინფორმაციის მოძიება გამიჭირდა. რატომღაც ძალოვანებს ეს დაკავება არ გაუხმაურებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დამიდასტურეს, რომ მსგავი ბრალდებით ნამდვილად იყო პასუხისგებაში მიცემული მამაკაცი, მაგრამ სხვა ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. "იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არ გირჩევ ამის გაშუქებას", - მითხრა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა.

დაკავებულის მისამართი საკუთარი წყაროებით დავადგინე და მეზობლებთან გასაუბრება ვცადე.

მანანა, მეზობელი:

- ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან და დიდი ხანია, ჩვენს კორპუსში ცხოვრობენ. ჩაკეტილი ოჯახია, მეზობლებთან ხშირი კონტაქტი არ აქვთ. მამაკაცი მუშაობს, 14 წლის ბიჭი ჰყავთ. მამაკაცს სხვა ქორწინებიდანაც ჰყავს უფროსი ვაჟი. ზოგჯერ მოდის, ძალიან თავაზიანი ბიჭია. ამ ოჯახთან პრობლემები მეზობლებს ადრეც ჰქონდათ - მათ სახლში ხშირად ხედავდნენ წყვილებს. ამბობდნენ, ქალი "მამაშობს" და ერთმანეთს ახვედრებს ქალებსა და მამაკაცებს, სექსუალური კავშირისთვის მათ საკუთარ ბინას უთმობსო. ერთი სიტყვით, სახლში ბუნაგი ჰქონდათ. ბევრჯერ მათი ბინა ეშლებოდათ და მეზობლის კარზე აკაკუნებდნენ. ძალიან შეწუხებული იყვნენ მისი კარის მეზობლები და ამ ფაქტს აპროტესტებდნენ. მერე მოსთხოვეს, - აქ არ დავინახოთ უცხო ხალხიო, - და მას შემდეგ იკლო მათმა ნაკადმა, თუმცა მალულად მაინც ახერხებდნენ ბინაში შესვლას. ძირითადად, სრულწლოვანი ქალები და კაცები დადიოდნენ, მაგრამ რაც ახლა გავიგეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

- რა შეიტყვეთ?

- მეზობლები ხშირად ვხედავდით მათთან მოსულ პატარა გოგონას. ეს ბავშვიც ამავე უბანში ცხოვრობს, შავგვრემანი თვალებბდღვრიალა, ლამაზი გოგოა. ისიც აზერბაიჯანელია ეროვნებით, მაგრამ ქართულად გამართულად ლაპარაკობს. კორპუსთან რომ მოვიდოდა, გვესალმებოდა და მერე მათთან ადიოდა. ჩვენ არ გვინახავს, რომ ეს ბავშვი ძალით მოეყვანა იქ ვინმეს, მაგრამ რაც შევიტყვეთ, შოკის მომგვრელია. თურმე იმ კაცს ამ ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მისი ცოლი კი ამას ვიდეოზე იღებდა. როგორც ვიცი, ამ ბავშვს დედა, ძმა და და ჰყავს. რატომ ვერ შეიტყო ეს ამბავი მისმა ოჯახმა დროზე, ნამდვილად ვერ გეტყვით. იმასაც ამბობენ, ბავშვს ამ პორნო-ვიდეოების გადაღების შემდეგ ფულსაც უხდიდნენო. არც ის ვიცი, როგორ შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ, მაგრამ დავინახეთ, რომ ცოლ-ქმარი დააკავეს.

- ეს გოგონა დიდი ხანია, იქ დადის?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთმა მეზობელმა თქვა, დაახლოებით 2 წელიწადია, ეს ბავშვი დადის ამ ოჯახშიო. თუმცა, ასეთი საშინელება თუ ხდებოდა, ამაზე ეჭვს ვინ აიღებდა?! ერთადერთი პრეტენზია, რაც ამ ოჯახის მიმართ ჰქონდათ, ის გახლდათ, რომ ცუდი ყოფაქცევის წყვილები დადიოდნენ იქ და ყველამ იცოდა, რომ ის ქალი მათ ერთმანეთს ახვედრებდა. ბინისთვის კი თანხას უხდიდნენ. ორივე რომ დააკავეს, მას მერე ძალოვანები ჩვენს მეზობელს მოადგნენ. ქალს პოლიციაში, დაკითხვისას უთქვამს, ჩემი მობილური ტელეფონი კარის მეზობელთან დამრჩაო. ქალმა მოატყუა სამართალდამცავები. მეზობელი გაგიჟებული იყო, - ჩემს სახლში იმ ქალს რა უნდოდა, აქ ვინ შემოუშვებდაო?! არც ერთ მეზობელთან არ შედიოდა. როცა მეზობელთან ვერ იპოვეს ტელეფონი, სამართალდამცავებმა მის ბინაში დიდხანს აკაკუნეს, ბოლოს შვილმა გაუღო კარი. სახლიდან გაიტანეს კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა ნივთები, წარმოიდგინეთ, ლეიბებიც კი გაიტანეს ბინიდან. ალბათ ექსპერტიზის ჩასატარებლად სჭირდებოდათ და ვუყურებდით, ტომრებით როგორ მიჰქონდათ. როგორც გავიგეთ, დაკავებულის ცოლის ტელეფონში იპოვეს გადაღებული ვიდეოები. მეზობლები ამ ამბით გაოგნებულები და აღშფოთებულები ვართ. ჯერჯერობით გამოძიებას ველოდებით, შემდეგ მოვითხოვთ, ამ ხალხმა დატოვოს ჩვენი კორპუსი და სხვაგან გადაიხვეწოს. მათ გვერდით ცხოვრება საშიშია. მათ კარის მეზობლებს იმ გოგონას ტოლი გოგონები ჰყავთ და არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. ბუნებრივია, ხალხს მოსვენება დაკარგული აქვს. ქალი რატომღაც მალე გამოუშვეს, ჩვეულებრივად დადის ეზოში, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი მეზობელი ჩვენ არ გვჭირდება.

ბრალდებულ მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და წინა სასამართლო სხდომა სექტემბერშია დანიშნული. ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა იცავს. მისი თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი ადასტურებს, რომ დაკავებულის მეუღლის მობილურში აღმოჩენილია რამდენიმეწუთიანი სექსუალური ხასიათის ვიდეოფირი. გამოძიებამ ადვოკატს ეს ფირი უკვე გადასცა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ინტერნეტი აჭრელებულია პორნოგრაფიული ვიდეოებით, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები არიან გადაღებული. გაჩნდა ეჭვი, ცოლ-ქმარი ამ ფირებს მსგავსი ფორმით ხომ არ იყენებდა და ხომ არ ათავსებდა მას ინტერნეტში, მაგრამ ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ამას გამორიცხავს. მისი თქმით, ამოღებული ფირი იმდენად უხარისხოა, რომ ამის გამოყენება მსგავსი მიზნებისთვის ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მევლუდ ჯანჟღავა:

- ვადასტურებ, რომ ვიცავ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს და ეს მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მსგავს დანაშაულებზე საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითია. მეც მორალურად მიჭირს მსგავსი ბრალდებით დაკავებული ადამიანის დაცვა, მაგრამ არ შეიძლება, ის დამნაშავედ შევრაცხოთ, სანამ ამ საქმეზე არ იქნება სასამართლოს განაჩენი. ჩემი დასაცავი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

- ბატონო მევლუდ, როგორ გაიხსნა აღნიშნული დანაშაული?

- ცოტა უცნაურად. სამართალდამცავებს ეს ინფორმაცია მიაწოდა მამაკაცმა, რომელიც ამჟამად პირობით მსჯავრში იმყოფება და 6 წელი აქვს მისჯილი. მან წარადგინა ტელეფონით გადაღებული ფირი და თქვა, ეს ფირი გადმომცა მეგობარმა ქალმაო. ეს ქალბატონი ადრე ცრუ დასმენისთვის არის ნასამართლევი. ის მეგობრობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ცოლთან და ამბობს, რომ ბრალდებულის ცოლმა გადააწერინა თავისი ტელეფონიდან ეს ვიდეო.

- თქვენ ამბობთ, რომ ცოლმა ამხილა ქმარი?

- გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ცოლმა საკუთარ სახლში გადაიღო ეს ვიდეო ტელეფონით ანუ - ქმრის კავშირი არასრულწლოვანთან. მერე თავის დაქალს უთხრა ამის შესახებ: - ქმარი ხშირად მცემს, მინდოდა, მასზე კომპრომატი მქონოდა და ამიტომ გავაკეთეო. შემდეგ ეს ვიდეო გადააწერინა დაქალს, დაქალმა - იმ მამაკაცს, იმან კი პოლიციაში მიიტანა. ერთი სიტყვით, ამ ვიდეომ ოთხი მობილური მოიარა და ასე აღმოჩნდა პოლიციის ხელში. საკმაოდ უხარისხო ფირია და იქ რაიმეს გარჩევა შეუძლებელია.

- ვინ ამხელს ბრალდებულს?

- ბრალი ძირითადად აგებულია 12 წლის ბავშვის ჩვენებაზე. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება პროკურატურას ამ მასალით მისთვის ბრალის წარდგენა. მამაკაცი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ქმედებას. მეც ვადასტურებ, რომ ცოლ-ქმარი სახლიდან აიყვანეს, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, ქალს რას ედავებოდნენ. ის მალე გაუშვეს, პოლიციას 72-საათიანი ვადა არ დაურღვევია. ბუნებრივია, იმ მუხლით ვერ მისცემდნენ ქალს პასუხისგებაში, რადგან ეს მუხლი კონკრეტულად სექსუალურ ქმედებას გულისხმობს. გოგონა იქ ხშირად დადიოდა თავისი სურვილით. მიუხედავად მცირე ასაკისა, გაცნობიერებული ჰქონდა, რაც ხდებოდა. სწორედ ამიტომ აქვს წარდგენილი მამაკაცს ეს მუხლი და არა - გაუპატიურების მუხლი.

- რამდენი ფირი არსებობს? ხომ არ ხდებოდა გადაღებული მასალის ინტერნეტში განთავსება? მათ უკან კიდევ ხომ არ დგას სხვა დამნაშავე?

- ნამდვილად არსებობს სამი ჩანაწერი. ერთიდან აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმეს გარჩევა. ხარისხიანი რომ იყოს ვიდეო, შეიძლება, ეს ეჭვი გაჩენილიყო, მაგრამ ფაქტობრივად, გამოუყენებელია. ერთ ფირზე ასახულია სექსუალური კავშირი, მაგრამ არ ჩანს მამაკაცის სახე და არავინ იცის, არის თუ არა ეს ბრალდებული. ერთში სხვა ეპიზოდი ჩანს. ამაზე ჩემი დასაცავი ამბობს, რომ არანაირ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, გოგონამ მითხრა, - ცუდად ვარ და მას მხოლოდ წამალი მივაწოდეო. ძალიან ბევრი რამ ამ საქმეში ბურუსითაა მოცული. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია ამ ფირების წარმომავლობა. 12 წლის ბავშვის ოჯახი მეგობრობდა მათ ოჯახთან. ბავშვის დედა თურქეთში დადის. ხშირად მიდიოდა ეს ბავშვი ბრალდებულის სახლში. პატარა ასაკის მიუხედავად, გოგონა სიგარეტსაც ეწეოდა, არაყსაც სვამდა. მატერიალურად უჭირდა და მამაკაცი ამბობს, - საჭმელს ვაჭმევდიო.

- ამბობენ, გოგონას ფულსაც უხდიდნენ ამ ვიდეოების გადაღებაში.

- მამაკაცი ამბობს, - მეცოდებოდა და ფულსაც ვაძლევდიო. გოგონამ თქვა, რომ მამაკაცმა ორჯერ განახორციელა მასთან სქესობრივი კავშირი. ერთხელ გააუპატიურა და მეორედ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ეს არ დადასტურდა. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას საქალწულე აპკი დაზიანებული არ აქვს. ის ქალწულია. ჩემი აზრით, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ამის ნიშნები არ არსებობს. მხოლოდ ამ ბავშვის ჩვენებას ეყრდნობა გამოძიება. რამდენად შეიძლება, ეს მტკიცებულებად გამოდგეს, ვერ გეტყვით. სხვა სამხილი არ არსებობს.

- ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულის ცოლი წყვილებს თავის ბინაში ახვედრებდა ერთმანეთს და იქ ბუნაგი ჰქონდათ. ამაზე რას იტყვით?

- არ ვიცი, თქვენგან მესმის. თუ ასე ხდებოდა, მეზობლებს უნდა მიემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის და მოხდებოდა რეაგირება. კანონით, მსგავსი ბუნაგის მოწყობა ისჯება. ცოლი აზერბაიჯანის მოქალაქეა. მან არც ქართული იცის და არც რუსული. კატეგორიულად უარყოფს ამ ფირის გადაღებას. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ, რა მტკიცებულებებს დადებენ. წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ზოგადად, მსგავსი ბრალდებების დროს საზოგადოების რეაქცია ცალსახა და ხისტია, უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ჯერჯერობით ეს მამაკაცი ბრალდებულია. სამწუხაროდ, ვერც მოსამართლე გაექცა ამგვარ დამოკიდებულებას და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არადა, მას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და შეიძლებოდა, პატიმრობა არ შეეფარდებინათ. ვნახოთ, რა გამოიკვეთება. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ