მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"
კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"

ფუ­ლის შოვ­ნის ბევ­რი ხერ­ხი არ­სე­ბობს, ზო­გი კა­ნო­ნი­ე­რი, ზო­გიც - უკა­ნო­ნო. ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც საქ­მის ასა­წყ­ო­ბად არა­ლე­გა­ლუ­რი ხრი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­დათ. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი თქვე­ნი მო­ნა-­მორ­ჩი­ლის ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მას მცი­რე, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბიზ­ნე­სი აქვს (ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი). წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც შე­ვიტყ­ვე, რომ მან საწყ­ი­სი კა­პი­ტა­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტო­ბით იშო­ვა. რო­ცა თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა ვთხო­ვე, ჯერ შორს და­ი­ჭი­რა, შემ­დეგ კი დამ­თან­ხმდა იმ პი­რო­ბით, რომ მი­სი გვარ­-სა­ხე­ლი ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ბო­და.

"პირ­ვე­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე "დავ­ხუ­რე", თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში ჩემ­თვის უკ­ვე სა­მუ­შაო აღარ იყო. რამ­დე­ნი­მე წე­ლი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, რი­სი გა­ყიდ­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და. შემ­დეგ ჩემ­მა სი­მამ­რმა სახ­ლი გა­ყი­და და თან­ხის ნა­წი­ლი მომ­ცა - იქ­ნებ რა­ი­მე საქ­მე და­იწყ­ო­ო. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ერ­თი ად­გი­ლი ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე ავი­ღე, ერ­თიც - ელი­ა­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე წე­ლი საქ­მე კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ერ­თხელ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა - სა­ქო­ნე­ლი ჩაწ­ვა და ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ა­მაც და­მა­ჯა­რი­მა, მოკ­ლედ, "გა­ვი­ჭე­დე", ვა­ლი და­მე­დო და ამას თუ სას­წრა­ფოდ არ მივ­ხე­დავ­დი, თა­ვი მექ­ნე­ბო­და მო­საკ­ლა­ვი. შო­რე­ულ ამ­ბავს კი არ გიყ­ვე­ბით. აქეთ ვე­ცი, იქით ვე­ცი, არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი", - აცხ­ა­დებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი. მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ იმ დროს შე­იტყ­ო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბენ­ზი­ნის კონ­ტ­რაბა­ნდა საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მე იყო. "ცის­ტერ­ნე­ბით კონ­ტ­რა­ბან­დას არა­ვინ შე­მო­გა­ტა­ნი­ნებ­და, გა­მო­რიცხ­უ­ლი იყო. თუმ­ცა ჭკვი­ან­მა ხალ­ხმა სხვა რამ მო­ი­ფიქ­რა. კერ­ძოდ, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და­მა­ტე­ბით ავ­ზებს ამონ­ტა­ჟებ­დნენ, რო­მელ­საც მე­ბა­ჟე­ე­ბი ვერ ამ­ჩნევ­დნენ (თუ, რა თქმა უნ­და, წი­ნას­წარ არ იყა­ვი "ჩაშ­ვე­ბული" და მან­ქა­ნას არ და­გიშ­ლიდ­ნენ). ჰო­და, ერთ გა­დას­ვლა-­გად­მოს­ვლა­ში, სულ ცო­ტა, ასი ლიტ­რი "ლე­ვი" საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნა შე­გეძ­ლო. სი­მარ­თლე გითხ­რათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან დი­დი პრობ­ლე­მა არ იყო - ქრთა­მი და მი­სი ჯა­ნი! აი, ქარ­თვე­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბი თუ და­გა­კა­ვებ­დნენ, მტრი­სას. თუ არ ვცდე­ბი, რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი ცი­ხეა საწ­ვა­ვის კონ­ტრა­ბან­დის­თვის", - გა­ნაგ­რძობს ნაც­ნო­ბი. მი­სი თქმით, მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ამ არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაჰ­ყვა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და საზღ­ვარ­ზე ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას და­აკ­ვირ­და. ამის შემ­დეგ კი ბე­დი თვი­თო­ნაც სცა­და. "ვა­ლი ავი­ღე და AUDI ALROAD-ი ვი­ყი­დე. ფარ­თო, დი­დი მან­ქა­ნაა და, რაც მთა­ვა­რი­ა, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ფა­რუ­ლი ავ­ზის და­მონ­ტა­ჟე­ბის­თვის. ერთ რე­ის­ში, ყვე­ლა­ზე მცი­რე, 200 ლა­რი მრჩე­ბო­და. ბენ­ზინს იქ­ვე, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის ერ­თ-ერთ სო­ფელ­ში ვა­ბა­რებ­დი. ხომ მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მე­ა? მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ქარ­თველ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა ეს სქე­მა გა­შიფ­რეს, და­იწყ­ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ჟი­ნე­ბით შე­მოწ­მე­ბა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს კი­დეც. შე­მეძ­ლო კი­დევ გა­მე­რის­კა, მაგ­რამ აღარ გა­ვაგ­რძე­ლე აქეთ­-ი­ქით სი­ა­რუ­ლი - მე რომ ცი­ხე­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ცოლ­-შვი­ლი შიმ­ში­ლით და­მე­ხო­ცე­ბო­და. თან ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბაც აღარ შე­მეძ­ლო", - აგ­რძე­ლებს რეს­პონ­დენ­ტი. თუმ­ცა, მი­სი თქმით, "ა­ხა­ლი საქ­მეც" მა­ლე გა­მოჩ­ნდა და თან ისე­თი, რომ რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. "ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და­მი­კავ­შირ­და ჩე­მი ნაც­ნო­ბი და ასე ვთქვათ, თევ­ზის, კერ­ძოდ, "ა­სატ­რი­ნის" კონ­ტრა­ბან­და შე­მომ­თა­ვა­ზა. მე ვუთხ­ა­რი, ხომ არ გა­გიჟ­დი, ვინ ოხე­რი შე­მო­გა­ტა­ნი­ნებ­ს-მეთ­ქი. შენ მა­გა­ზე არ იდარ­დო­ო, მი­პა­სუ­ხა". მი­სი თქმით, თვი­თო­ნაც რომ არ ელო­და, ისე მა­ლე მო­ა­ხერ­ხა შე­თან­ხმე­ბა ერ­თ-ერთ სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ას­თან, სა­დაც კი­ლო "ა­სატ­რი­ნას" 17 ლა­რად ჩა­ი­ბა­რებ­დნენ. "მოკ­ლედ, და­ვუ­კავ­შირ­დი ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს და მან ისე­თი რამ მითხ­რა, რომ ჯერ სი­ცი­ლი ამი­ვარ­და. თუმ­ცა შემ­დეგ ჭკუ­ა­ში და­მიჯ­და. მოკ­ლედ, სქე­მა ასე­თი იყო: სა­ქარ­თვე­ლო­-ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვარ­თან მოჰ­ყავ­დათ "ა­სატ­რი­ნით" დატ­ვირ­თუ­ლი ვი­რი. უფ­რო ზუს­ტად, საზღ­ვრამ­დე რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რში. ვი­რი გაწ­ვრთნი­ლი იყო - "და­ზე­პი­რე­ბუ­ლი" ჰქონ­და ერ­თ-ერ­თი ბი­ლი­კი, რომ­ლი­თაც საზღ­ვა­რი უნ­და გად­მო­ეკ­ვე­თა. მოკ­ლედ, იქი­დან უშ­ვებ­დნენ დატ­ვირ­თულ ვირს, მე კი საზღ­ვრის აქეთ ვხვდე­ბო­დი. მე­საზღ­ვრე­ებს ეს ვი­რი რომ და­ე­ჭი­რათ, ნამ­დვი­ლად ვერ "ჩაგ­ვიშ­ვებ­და". ჰო­და, ავა­წყ­ვეთ საქ­მე ამ ვი­რის ხარ­ჯზე. ბევ­რი "ი­მუ­შა­ვა" საწყ­ალ­მა პი­რუტყ­ვმა, თუმ­ცა ბო­ლოს, ეტყ­ო­ბა, მე­საზღ­ვრე­ე­ბი რა­ღა­ცას მიხ­ვდნენ და მოკ­ლეს სა­ცო­და­ვი. ამით დას­რულ­და ჩე­მი კონ­ტრა­ბან­დის­ტო­ბაც. მაგ­რამ ამ ვი­რის წყა­ლო­ბით ვა­ლე­ბიც გა­ვის­ტუმ­რე, პა­ტა­რა საქ­მეც და­ვი­წყე და უკ­ვე იმ­დე­ნად გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი გავ­ხდი, რომ მსხვი­ლი კრე­დი­ტიც ავი­ღე. მოკ­ლედ, გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა. არ გეტყ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლად საზღ­ვრის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ზე ხდე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, რად­გან, შე­საძ­ლო­ა, ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა სხვა ვი­რიც გაწ­ვრთნა", - და­ას­რუ­ლა ჩემ­მა ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტმა.

უც­ნა­უ­რი კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი

- მექ­სი­კა­ში და­ა­კა­ვეს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან ჩე­მოდ­ნით შეყ­ვა­რე­ბუ­ლის "გა­მო­ტა­ნას" ცდი­ლობ­და.

- შვე­დე­თი­დან ავ­სტრა­ლი­ა­ში თი­ხის ქოთ­ნე­ბით ძაღ­ლის­თა­ვი­ა­ნი მახ­რჩო­ბე­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა სცა­დეს.

- ეგ­ვიპ­ტე­სა და ღა­ზის სექ­ტორს შო­რის კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­მა ხბო­ე­ბის გა­და­სა­რე­კი გვი­რა­ბი გა­თხა­რეს.

- კონ­ტრა­ბან­დის­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ცდი­ლობ­და, სინ­გა­პუ­რი­დან მელ­ბურნ­ში (ავ­სტრა­ლია) ცო­ცხა­ლი ტრო­პი­კუ­ლი თევ­ზე­ბი გა­და­ეყ­ვა­ნა წინ­სა­ფარ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი 150 სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯი­ბით.

- მექ­სი­კი­დან წა­მო­ღე­ბულ ხის კარ­ში 5 კგ კო­კა­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეფედ­რი­ნის 800 "ქან­და­კე­ბა" "შავ ბა­ზარ­ზე" ამო­ი­ღეს.

- ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში მე­ბა­ჟე­ებ­მა მგზავრს ფო­ტო­ფი­რის ბუ­დე­ში და­მა­ლუ­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი პა­ნა­მუ­რი ბა­ყა­ყი ჩა­მო­არ­თვეს.

- კუ­რი­ერს კო­ლუმ­ბი­ი­დან აშშ-ში 6 კგ შაქ­რის სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბი მიჰ­ქონ­და, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად კო­კა­ი­ნის აღ­მოჩ­ნდა. მე­ბა­ჟე­ე­ბი სა­შო­ბა­ოდ სა­აღ­დგო­მო სა­ჩუქ­რის ხილ­ვამ და­ა­ეჭ­ვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"

კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"

ფუ­ლის შოვ­ნის ბევ­რი ხერ­ხი არ­სე­ბობს, ზო­გი კა­ნო­ნი­ე­რი, ზო­გიც - უკა­ნო­ნო. ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც საქ­მის ასაწყ­ო­ბად არა­ლე­გა­ლუ­რი ხრი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­დათ. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი თქვე­ნი მო­ნა-­მორ­ჩი­ლის ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მას მცი­რე, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბიზ­ნე­სი აქვს (ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი). წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც შე­ვიტყ­ვე, რომ მან საწყ­ი­სი კა­პი­ტა­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტო­ბით იშო­ვა. რო­ცა თა­ვი­სი თავგადასავლის მო­ყო­ლა ვთხო­ვე, ჯერ შორს და­ი­ჭი­რა, შემ­დეგ კი დამ­თან­ხმდა იმ პი­რო­ბით, რომ მი­სი გვარ­-სა­ხე­ლი ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ბო­და.

"პირ­ვე­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე "დავ­ხუ­რე", თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში ჩემ­თვის უკ­ვე სა­მუ­შაო აღარ იყო. რამ­დე­ნი­მე წე­ლი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, რი­სი გა­ყიდ­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და. შემ­დეგ ჩემ­მა სი­მამ­რმა სახ­ლი გა­ყი­და და თან­ხის ნა­წი­ლი მომ­ცა - იქ­ნებ რა­ი­მე საქ­მე და­იწყ­ო­ო. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ერ­თი ად­გი­ლი ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე ავი­ღე, ერ­თიც - ელი­ა­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე წე­ლი საქ­მე კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ერ­თხელ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა - სა­ქო­ნე­ლი ჩაწ­ვა და ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ა­მაც და­მა­ჯა­რი­მა, მოკ­ლედ, "გა­ვი­ჭე­დე", ვა­ლი და­მე­დო და ამას თუ სას­წრა­ფოდ არ მივ­ხე­დავ­დი, თა­ვი მექ­ნე­ბო­და მო­საკ­ლა­ვი. შო­რე­ულ ამ­ბავს კი არ გიყ­ვე­ბით. აქეთ ვე­ცი, იქით ვე­ცი, არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი", - აცხ­ა­დებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი. მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ იმ დროს შე­იტყ­ო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბენ­ზი­ნის კონ­ტ­რაბა­ნდა საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მე იყო. "ცის­ტერ­ნე­ბით კონ­ტ­რა­ბან­დას არა­ვინ შე­მო­გა­ტა­ნი­ნებ­და, გა­მო­რიცხ­უ­ლი იყო. თუმ­ცა ჭკვი­ან­მა ხალ­ხმა სხვა რამ მო­ი­ფიქ­რა. კერ­ძოდ, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და­მა­ტე­ბით ავ­ზებს ამონ­ტა­ჟებ­დნენ, რო­მელ­საც მე­ბა­ჟე­ე­ბი ვერ ამ­ჩნევ­დნენ (თუ, რა თქმა უნ­და, წი­ნას­წარ არ იყა­ვი "ჩაშ­ვე­ბული" და მან­ქა­ნას არ და­გიშ­ლიდ­ნენ). ჰო­და, ერთ გა­დას­ვლა-­გად­მოს­ვლა­ში, სულ ცო­ტა, ასი ლიტ­რი "ლე­ვი" საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნა შე­გეძ­ლო. სი­მარ­თლე გითხ­რათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან დი­დი პრობ­ლე­მა არ იყო - ქრთა­მი და მი­სი ჯა­ნი! აი, ქარ­თვე­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბი თუ და­გა­კა­ვებ­დნენ, მტრი­სას. თუ არ ვცდე­ბი, რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი ცი­ხეა საწ­ვა­ვის კონ­ტრა­ბან­დის­თვის", - გა­ნაგ­რძობს ნაც­ნო­ბი. მი­სი თქმით, მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ამ არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაჰ­ყვა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და საზღ­ვარ­ზე ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას და­აკ­ვირ­და. ამის შემ­დეგ კი ბე­დი თვი­თო­ნაც სცა­და. "ვა­ლი ავი­ღე და AUDI ALROAD-ი ვი­ყი­დე. ფარ­თო, დი­დი მან­ქა­ნაა და, რაც მთა­ვა­რი­ა, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ფა­რუ­ლი ავ­ზის და­მონ­ტა­ჟე­ბის­თვის. ერთ რე­ის­ში, ყვე­ლა­ზე მცი­რე, 200 ლა­რი მრჩე­ბო­და. ბენ­ზინს იქ­ვე, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის ერ­თ-ერთ სო­ფელ­ში ვა­ბა­რებ­დი. ხომ მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მე­ა? მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ქარ­თველ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა ეს სქე­მა გა­შიფ­რეს, და­იწყ­ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ჟი­ნე­ბით შე­მოწ­მე­ბა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს კი­დეც. შე­მეძ­ლო კი­დევ გა­მე­რის­კა, მაგ­რამ აღარ გა­ვაგ­რძე­ლე აქეთ­-ი­ქით სი­ა­რუ­ლი - მე რომ ცი­ხე­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ცოლ­-შვი­ლი შიმ­ში­ლით და­მე­ხო­ცე­ბო­და. თან ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბაც აღარ შე­მეძ­ლო", - აგ­რძე­ლებს რეს­პონ­დენ­ტი. თუმ­ცა, მი­სი თქმით, "ა­ხა­ლი საქ­მეც" მა­ლე გა­მოჩ­ნდა და თან ისე­თი, რომ რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. "ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და­მი­კავ­შირ­და ჩე­მი ნაც­ნო­ბი და ასე ვთქვათ, თევ­ზის, კერ­ძოდ, "ა­სატ­რი­ნის" კონ­ტრა­ბან­და შე­მომ­თა­ვა­ზა. მე ვუთხ­ა­რი, ხომ არ გა­გიჟ­დი, ვინ ოხე­რი შე­მო­გა­ტა­ნი­ნებ­ს-მეთ­ქი. შენ მა­გა­ზე არ იდარ­დო­ო, მი­პა­სუ­ხა". მი­სი თქმით, თვი­თო­ნაც რომ არ ელო­და, ისე მა­ლე მო­ა­ხერ­ხა შე­თან­ხმე­ბა ერ­თ-ერთ სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ას­თან, სა­დაც კი­ლო "ა­სატ­რი­ნას" 17 ლა­რად ჩა­ი­ბა­რებ­დნენ. "მოკ­ლედ, და­ვუ­კავ­შირ­დი ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს და მან ისე­თი რამ მითხ­რა, რომ ჯერ სი­ცი­ლი ამი­ვარ­და. თუმ­ცა შემ­დეგ ჭკუ­ა­ში და­მიჯ­და. მოკ­ლედ, სქე­მა ასე­თი იყო: სა­ქარ­თვე­ლო­-ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვარ­თან მოჰ­ყავ­დათ "ა­სატ­რი­ნით" დატ­ვირ­თუ­ლი ვი­რი. უფ­რო ზუს­ტად, საზღ­ვრამ­დე რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რში. ვი­რი გაწ­ვრთნი­ლი იყო - "და­ზე­პი­რე­ბუ­ლი" ჰქონ­და ერ­თ-ერ­თი ბი­ლი­კი, რომ­ლი­თაც საზღ­ვა­რი უნ­და გად­მო­ეკ­ვე­თა. მოკ­ლედ, იქი­დან უშ­ვებ­დნენ დატ­ვირ­თულ ვირს, მე კი საზღ­ვრის აქეთ ვხვდე­ბო­დი. მე­საზღ­ვრე­ებს ეს ვი­რი რომ და­ე­ჭი­რათ, ნამ­დვი­ლად ვერ "ჩაგ­ვიშ­ვებ­და". ჰო­და, ავაწყ­ვეთ საქ­მე ამ ვი­რის ხარ­ჯზე. ბევ­რი "ი­მუ­შა­ვა" საწყ­ალ­მა პი­რუტყ­ვმა, თუმ­ცა ბო­ლოს, ეტყ­ო­ბა, მე­საზღ­ვრე­ე­ბი რა­ღა­ცას მიხ­ვდნენ და მოკ­ლეს სა­ცო­და­ვი. ამით დას­რულ­და ჩე­მი კონ­ტრა­ბან­დის­ტო­ბაც. მაგ­რამ ამ ვი­რის წყა­ლო­ბით ვა­ლე­ბიც გა­ვის­ტუმ­რე, პა­ტა­რა საქ­მეც და­ვიწყე და უკ­ვე იმ­დე­ნად გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი გავ­ხდი, რომ მსხვი­ლი კრე­დი­ტიც ავი­ღე. მოკ­ლედ, გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა. არ გეტყ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლად საზღ­ვრის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ზე ხდე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, რად­გან, შე­საძ­ლო­ა, ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა სხვა ვი­რიც გაწ­ვრთნა", - და­ას­რუ­ლა ჩემ­მა ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტმა.

უცნაური კონტრაბანდისტები

- მექსიკაში დააკავეს გოგონა, რომელიც ციხიდან ჩემოდნით შეყვარებულის "გამოტანას" ცდილობდა.

- შვედეთიდან ავსტრალიაში თიხის ქოთნებით ძაღლისთავიანი მახრჩობელების გადაყვანა სცადეს.

- ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის კონტრაბანდისტებმა ხბოების გადასარეკი გვირაბი გათხარეს.

- კონტრაბანდისტი ქალბატონი ცდილობდა, სინგაპურიდან მელბურნში (ავსტრალია) ცოცხალი ტროპიკული თევზები გადაეყვანა წინსაფარზე გაკეთებული 150 სპეციალური ჯიბით.

- მექსიკიდან წამოღებულ ხის კარში 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. ეფედრინის 800 "ქანდაკება" "შავ ბაზარზე" ამოიღეს.

- ბრიუსელის აეროპორტში მებაჟეებმა მგზავრს ფოტოფირის ბუდეში დამალული ეგზოტიკური პანამური ბაყაყი ჩამოართვეს.

- კურიერს კოლუმბიიდან აშშ-ში 6 კგ შაქრის სააღდგომო კვერცხები მიჰქონდა, რომლებიც მთლიანად კოკაინის აღმოჩნდა. მებაჟეები საშობაოდ სააღდგომო საჩუქრის ხილვამ დააეჭვა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია