საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული ვინმე დოდომ წაიღო"
"სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული ვინმე დოდომ წაიღო"

დღეს კაცი ისე მო­გა­ტყუ­ებს, თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მებს... "გა­დაგ­დე­ბულ­თა" შო­რის ყვე­ლა ფე­ნის, წარ­მო­მავ­ლო­ბის, სქე­სი­სა თუ ასა­კის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის ხლარ­თებ­ში გა­ეხვნენ. ერთ-ერთი ასე­თი "გა­დაგ­დე­ბუ­ლი" ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ზაზა იგი­ვე ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლია.

- 20.000 დო­ლა­რი მი­ვე­ცი ქალს, იპო­თე­კარს და "გა­და­მაგ­დო"...მის­თვის არ მი­ჩივ­ლია... მაგ­რამ სხვე­ბის ვა­ლიც ჰქონ­და (ჩემ­ნა­ი­რე­ბის) და უჩივ­ლეს. და­ი­ჭი­რეს. მაგ­რამ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ. ის ქალი ცი­ხის­თვის მა­ინც შე­მე­ცო­და. ახლა ქი­რით ვცხოვ­რობ და ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა ის ფული, რაც დავ­კარ­გე... სამ­წუ­ხა­როა, რომ იმ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას აღარც ველი.

- რა­ტომ ენდე იმ ადა­მი­ანს?

- ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და და ყვე­ლა­ნი ერ­თად "გა­დაგ­ვყა­რა"... არა­და, 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "გა­დაგ­დე­ბუ­ლი" ვარ, მი­მაჩ­ნია, რომ ის ქალი აფე­რი­სი­ტი არ არის. კრი­ზის­მა შე­უ­შა­ლა ხელი, ყვე­ლა­ფე­რი აე­რია და მაგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ მოვ­ყე­ვით ... ამ ნა­ბი­ჯის­კენ რამ გი­ბიძ­გაო, მკი­თხე. ბინა მა­ნამ­დე ბან­კმა გაგ­ვი­ყი­და. მერე მე რა­ღაც ჩემი სა­კუ­თა­რი თან­ხა მქონ­და. ნაც­ვლად იმი­სა, რომ იმით ბინა მე­გი­რა­ვე­ბი­ნა, ავ­დე­ქი დ იპო­თე­კარს მი­ვე­ცი, ვი­ფიქ­რე, ამ თან­ხით ვი­არ­სე­ბებ-მეთ­ქი. თან, მა­შინ იმ თან­ხით (20.000 დო­ლა­რი), რაც მქონ­და, ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლი.

ის ქა­ლიც რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად მიხ­დი­და და იმ ფუ­ლით ბი­ნას ვქი­რა­ობ­დი. მერე, რო­გორც გი­თხა­რი, ეს ვე­ღარ შეძ­ლო... ახლა რითი და რო­გორ ვა­ხერ­ხებ ბი­ნის ქი­რა­ო­ბას, თვი­თო­ნაც მიკ­ვირს...

მოკ­ლედ, სახ­ლი ჯერ ბან­კმა წა­მარ­თვა და მერე ის ფული, რაც იმ წუში მქონ­და, ვინ­მე დო­დომ წა­ი­ღო.

- ახლა რას აპი­რებ?

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ბევ­რი როლი ვი­თა­მა­შე, რაც იმ პე­რი­ო­დის­თვის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ ჩემ უკან დგა­ნან ადა­მი­ა­ნე­ბი: დედა და ძმა, რომ­ლე­ბიც ასე თუ ისე, ჩემ გვერ­დში დგო­მას სა­ჭი­რო­ე­ბენ... რა ვქნა, უფრო დიდი ტრა­გე­დი­ე­ბი ხდე­ბა. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა... დო­დოს კი მალე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ, სა­დაც პა­ტა­რა შვი­ლი ელო­დე­ბა.

- სა­ო­ცარ დიდსუ­ლოვ­ნე­ბას იჩენ...

- რა ვქნა? იმ­ხე­ლა და ისე­თი ბინა მქონ­და ... მაგ­რამ დღეს ქი­რით ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, (პა­ტი­ო­სან შრო­მას ვგუ­ლის­ხმობ), რომ ჩემი სახ­ლი მქონ­დეს.

- ამ ყვე­ლა­ფერს, რაც მოხ­და, მა­ინც ვის აბ­რა­ლებ?

- თუკი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ხდე­ბა, ალ­ბათ ყვე­ლამ მა­ინც სა­კუ­თარ თავს უნდა და­ვაბ­რა­ლოთ. არ მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის სხვე­ბის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა... ამ ყვე­ლა­ფერს ცოტა ფი­ლო­სო­ფი­უ­რად ვუ­ყუ­რებ და თან, სა­ერ­თოდ, წარ­სულ­ში ქექ­ვა დი­დად არ მსი­ა­მოვ­ნებს.

- სა­ო­ცა­რია, სა­კუ­თა­რი ჭე­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მხნე­ო­ბას მა­ინც ინარ­ჩუ­ნებ...

- სხვა გზა არ არის. მთა­ვა­რია, იყოს კარ­გი პრო­ექ­ტი და ხა­სი­ა­თიც სა­სი­კე­თოდ მეც­ვლე­ბა. კარგ პრო­ექტს ცოტა ფუ­ლიც მო­აქვს და პრო­ფე­სი­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბაც. მი­მაჩ­ნია, რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს, ვიდ­რე ბი­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს... ერთ სახ­ლს რო­გორ­ღაც შე­ვი­ძენ.

- ამ ზა­ფხულს დას­ვე­ნე­ბა თუ შე­ძე­ლი?

- არა, ქარ­თულ-აზერ­ბა­ჯა­ნულ სე­რი­ალ­ში ("ალი და თეო") მი­მიწ­ვი­ეს. ახლა ამ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ, გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა ამი­ტომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე... აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე ამ საქ­მით ვიქ­ნე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში რა­ღაც რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ერ­თობ­ლივ პრო­ექტს ვე­ლო­დე­ბი. ის თუ გა­მო­ვი­და, ჩემს სახ­ლში დაგ­პა­ტი­ჟებთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული ვინმე დოდომ წაიღო"

"სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული ვინმე დოდომ წაიღო"

დღეს კაცი ისე მოგატყუებს, თვალსაც არ დაახამხამებს... "გადაგდებულთა" შორის ყველა ფენის, წარმომავლობის, სქესისა თუ ასაკის ადამიანია, რომელებიც სხვადასხვა თაღლითური სქემის ხლართებში გაეხვნენ. ერთ-ერთი ასეთი "გადაგდებული" ცნობილი მსახიობი, ზაზა იგივე ზუზუ ბეჟაშვილია.

- 20.000 დოლარი მივეცი ქალს, იპოთეკარს და "გადამაგდო"...მისთვის არ მიჩივლია... მაგრამ სხვების ვალიც ჰქონდა (ჩემნაირების) და უჩივლეს. დაიჭირეს. მაგრამ არსებულ სიტუაციაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ის ქალი ციხისთვის მაინც შემეცოდა. ახლა ქირით ვცხოვრობ და ძალიან მჭირდება ის ფული, რაც დავკარგე... სამწუხაროა, რომ იმ თანხის დაბრუნებას აღარც ველი.

- რატომ ენდე იმ ადამიანს?

- ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა და ყველანი ერთად "გადაგვყარა"... არადა, 15 წლის განმავლობაში ეს ბიზნესი ჰქონდა და დარღვევა არ ჰქონია. იმის მიუხედავად, რომ "გადაგდებული" ვარ, მიმაჩნია, რომ ის ქალი აფერისიტი არ არის. კრიზისმა შეუშალა ხელი, ყველაფერი აერია და მაგ სიტუაციაში ჩვენ მოვყევით ... ამ ნაბიჯისკენ რამ გიბიძგაო, მკითხე. ბინა მანამდე ბანკმა გაგვიყიდა. მერე მე რაღაც ჩემი საკუთარი თანხა მქონდა. ნაცვლად იმისა, რომ იმით ბინა მეგირავებინა, ავდექი დ იპოთეკარს მივეცი, ვიფიქრე, ამ თანხით ვიარსებებ-მეთქი. თან, მაშინ იმ თანხით (20.000 დოლარი), რაც მქონდა, ბინის დაგირავება ვერ შევძელი.

ის ქალიც რაღაც პერიოდის მანძილზე ყოველთვიურად მიხდიდა და იმ ფულით ბინას ვქირაობდი. მერე, როგორც გითხარი, ეს ვეღარ შეძლო... ახლა რითი და როგორ ვახერხებ ბინის ქირაობას, თვითონაც მიკვირს...

მოკლედ, სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული, რაც იმ წუში მქონდა, ვინმე დოდომ წაიღო.

- ახლა რას აპირებ?

- ამ ყველაფრის ფონზე, ბევრი როლი ვითამაშე, რაც იმ პერიოდისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩემ უკან დგანან ადამიანები: დედა და ძმა, რომლებიც ასე თუ ისე, ჩემ გვერდში დგომას საჭიროებენ... რა ვქნა, უფრო დიდი ტრაგედიები ხდება. მოკლედ, ცხოვრება გრძელდება... დოდოს კი მალე სახლში დაბრუნებას ვუსურვებ, სადაც პატარა შვილი ელოდება.

- საოცარ დიდსულოვნებას იჩენ...

- რა ვქნა? იმხელა და ისეთი ბინა მქონდა ... მაგრამ დღეს ქირით ვცხოვრობ, თუმცა ყველაფერს ვიზამ, (პატიოსან შრომას ვგულისხმობ), რომ ჩემი სახლი მქონდეს.

- ამ ყველაფერს, რაც მოხდა, მაინც ვის აბრალებ?

- თუკი ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ხდება, ალბათ ყველამ მაინც საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. არ მიყვარს რაღაცების სხვებისთვის გადაბრალება... ამ ყველაფერს ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ და თან, საერთოდ, წარსულში ქექვა დიდად არ მსიამოვნებს.

- საოცარია, საკუთარი ჭერის გარეშე დარჩენილი ადამიანი მხნეობას მაინც ინარჩუნებ...

- სხვა გზა არ არის. მთავარია, იყოს კარგი პროექტი და ხასიათიც სასიკეთოდ მეცვლება. კარგ პროექტს ცოტა ფულიც მოაქვს და პროფესიული ბედნიერებაც. მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო ცხოვრება მაქვს, ვიდრე ბინიან ადამიანებს... ერთ სახლს როგორღაც შევიძენ.

- ამ ზაფხულს დასვენება თუ შეძელი?

- არა, ქართულ-აზერბაჯანულ სერიალში ("ალი და თეო") მიმიწვიეს. ახლა ამ პროექტზე ვმუშაობ, გადაღებები თბილისში მიმდინარეობს და ქალაქიდან გასვლა ამიტომ ვერ მოვახერხე... აგვისტოს ბოლომდე ამ საქმით ვიქნები დაკავებული. სექტემბერ-ოქტომბერში რაღაც რუსულ-ქართული ერთობლივ პროექტს ველოდები. ის თუ გამოვიდა, ჩემს სახლში დაგპატიჟებთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება