კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეუმსუბუქეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი
რატომ შეუმსუბუქეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი

პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­ნე­ხი­ლათ და ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყო­ფი­ლი­ყო. ამ კა­ნონს პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო. ეს იყო ერ­თა­დერ­თი ვეტო, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა არ დაძ­ლია. ამ­დე­ნად, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ მის საქ­მეს (გან­ვმარ­ტავთ: თუ პირი ბრალ­დე­ბუ­ლია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ან ჩა­დე­ნი­ლი აქვს სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლი, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს, რომ მისი ბრალ­დე­ბის საქ­მე გა­ნი­ხი­ლონ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა).

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ამ საქ­მე­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლეს. მათ მი­იჩ­ნი­ეს, რომ მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ­მა ძლი­ე­რი სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბი­სას ჩა­ი­დი­ნა.

"ბრალ­დე­ბულს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქო­ნებ­რი­ვი დავა ჰქონ­და მე­ზო­ბელ­თან, ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძე­სა და მის დას­თან, ცი­ა­ლა ნი­კო­ლი­ძეს­თან. 2005 წელს ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვილ­მა შე­ი­ტყო, რომ მისი მე­ზო­ბე­ლი ელ­გუ­ჯა სახ­ლს ყიდ­და, 11.000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, მაგ­რამ ნა­ყიდ ბი­ნას ვერ იფორ­მებ­და, რად­გან ელ­გუ­ჯას გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დო­კუ­მენ­ტებ­ში კი ტექ­ნი­კუ­რი უზუს­ტო­ბა აღ­მოჩ­ნდა, გვა­რი შეც­დო­მით ეწე­რა - არა ნი­კო­ლი­ძე, არა­მედ ნი­კო­ლა­ძე. ელ­გუ­ჯა აგ­რძე­ლებ­და გა­ყი­დულ ბი­ნა­ში დრო­ე­ბით ცხოვ­რე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ ეს ხარ­ვე­ზი შე­ას­წო­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბი­ნის ფა­სე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და, ნი­კო­ლი­ძე­ებ­მა ხრიკს მი­მარ­თეს. მარ­თა­ლია, ელ­გუ­ჯას მამა 1983 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სახ­ლი არ გა­და­უ­ფორ­მე­ბი­ათ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 25 წლის შემ­დეგ, როცა ბინა ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე გა­ყი­დუ­ლი იყო, დებ­მა ძმას­თან მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე დავა და­ი­წყეს და თა­ვი­ან­თი წილი მო­ი­თხო­ვეს. როცა ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი ბი­ნის გა­და­სა­ფორ­მებ­ლად ნო­ტა­რი­უს­ში მი­ვი­და, მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბინა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო ამ და­ვის გამო. სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­და, პრო­ცე­სიც და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძემ საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე ერთი სა­ა­თით სპე­ცი­ა­ლუ­რად და­აგ­ვი­ა­ნა, ამის გამო სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და მის­მა დებ­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ი­ღეს. აშ­კა­რა იყო, და-ძმა თაღ­ლი­თუ­რად მოქ­მე­დებ­და. ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი ბი­ნა­საც კარ­გავ­და და ფულ­საც. ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო 4-ჯერ მი­ი­ღო ინ­ფარ­ქტი, ვე­რა­ფერს რომ ვერ გახ­და, ბო­ლოს მე­ზო­ბელს თაღ­ლი­თო­ბის­თვის უჩივ­ლა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძე და­ა­კა­ვეს, ახალ­კა­ციშ­ვი­ლი კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბულ ახალ­კა­ციშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ონი­ა­ნი.

ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძე ცოტა ხანი იჯდა ცი­ხე­ში. 2012 წლის 25 დე­კემ­ბერს ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­სა­მარ­თლემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა 2.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"იმა­ვე დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 16 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე, ელ­გუ­ჯა მან­ქა­ნით შინ დაბ­რუნ­და, მას სხვა პი­რებ­თან ერ­თად თა­ვი­სი და, ცი­ა­ლა ნი­კო­ლი­ძეც ახ­ლდა. სახ­ლთან ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი დახ­ვდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან ნა­გა­ნით რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ჯერ ელ­გუ­ჯას, მაგ­რამ მან ჭიშ­კარ­ში შე­ვარ­დნა მო­ას­წრო, ხოლო შემ­დეგ ცი­ა­ლა ნი­კო­ლი­ძეს გულ­მკერ­დის არე­ში ორი ტყვია და­ა­ხა­ლა. ცი­ა­ლა ნი­კო­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

ნი­კო­ლი­ძე ისე გა­მო­უშ­ვეს, რომ ზა­რა­ლიც არ აა­ნა­ზღა­უ­რა... ის კაცი, რო­მე­ლიც 8 წელი აწა­მებ­და, არც ფულს აძ­ლევ­და და არც ბი­ნას, ნახა, რომ შინ დაბ­რუნ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და. გა­და­წყვი­ტა, შე­ე­ში­ნე­ბი­ნა ნი­კო­ლი­ძე. ამ გას­რო­ლის შემ­დეგ ელ­გუ­ჯას და და­ი­ნა­ხა, ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამ თაღ­ლი­თო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ცი­ა­ლა ნი­კო­ლი­ძე იყო და მის­მა იქ და­ნახ­ვამ ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თავი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ამის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას ჩაჰ­ბარ­და", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ონი­ა­ნი.

ამ საქ­მე­ზე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რვა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ტარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რივ ცნობ­და თავს დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში - ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ არ ეთან­ხმე­ბო­და წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში.

"ვა­ჟას სახ­ლს ვერ ვუ­ფორ­მებ­დი, რად­გან ჩემი დები წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ. ამი­ტომ თა­ვი­ან­თი წილი მო­ი­თხო­ვეს. მე ის არ მო­მი­ტყუ­ე­ბია, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი მის­თვის სახ­ლის გა­ფორ­მე­ბას, მაგ­რამ ვერ ვუ­ფორ­მებ­დი. არა­ერ­თხელ შევ­თა­ვა­ზე, და­გიბ­რუ­ნებ შენს 11.000 დო­ლარს-მეთ­ქი, მაგ­რამ უარი თქვა. და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და სახ­ლს. ცი­ხი­დან შინ რომ მი­ვე­დი, მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ­მა პირ­ჯვა­რი გა­და­ვი­წე­რე. ღმერ­თს მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი, რომ დავ­ბრუნ­დი. ამ დროს ჩემი და ცი­ა­ლა და ჩემი დის­შვი­ლე­ბი და სი­ძეც მო­ვიდ­ნენ. უცებ ვი­ღა­ცამ ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სა­ხე­ლი და­მი­ძა­ხა "კიკა", მივტრი­ალ­დი და ჩემ­გან 6-7 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი და­ვი­ნა­ხე. ია­რა­ღი მოშ­ვე­რი­ლი ჰქონ­და და მა­შინ­ვე მეს­რო­ლა. ინ­სტინ­ქტუ­რად ეზო­ში შევ­ვარ­დი, მაგ­რამ წა­ვი­ქე­ცი. სახ­ლი­დან სტუმ­რე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ, წაქ­ცე­უ­ლი სახ­ლში შე­მათ­რი­ეს, ამ დროს ისევ გა­ვი­გო­ნე რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის ხმა... მერე ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა სახ­ლის კი­ბე­ებ­თან და­ცე­მუ­ლი ჩემი და შე­მო­ათ­რია, უგო­ნოდ იყო, სა­ხი­დან და პი­რი­დან სის­ხლი სდი­ო­და... მან ჩემი და მოკ­ლა", - ამ­ბობ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძე. მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რებ­დნენ, რომ მოკ­ლულს ბრალ­დე­ბულ­მა ახლო მან­ძი­ლი­დან ეს­რო­ლა.

სა­სა­მარ­თლომ, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ვერ­დიქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თა ორი წლი­სა და ექ­ვსი თვის ვა­დით (მო­უხ­სნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ შეუმსუბუქეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი

რატომ შეუმსუბუქეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ სასამართლოში ყველა კატეგორიის საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ და ეს სავალდებულო ყოფილიყო. ამ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ეს იყო ერთადერთი ვეტო, რომელიც პარლამენტმა არ დაძლია. ამდენად, არსებული კანონმდებლობით, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ბრალდებულის მოთხოვნით განიხილავენ მის საქმეს (განვმარტავთ: თუ პირი ბრალდებულია განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ან ჩადენილი აქვს სამოხელეო დანაშაული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს, რომ მისი ბრალდების საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა).

ნაფიცმა მსაჯულებმა ამ საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ვაჟა ახალკაციშვილი განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სრულად გაამართლეს. მათ მიიჩნიეს, რომ მკვლელობა ბრალდებულმა ძლიერი სულიერი აღელვებისას ჩაიდინა.

"ბრალდებულს წლების განმავლობაში ქონებრივი დავა ჰქონდა მეზობელთან, ელგუჯა ნიკოლიძესა და მის დასთან, ციალა ნიკოლიძესთან. 2005 წელს ვაჟა ახალკაციშვილმა შეიტყო, რომ მისი მეზობელი ელგუჯა სახლს ყიდდა, 11.000 დოლარი გადაიხადა, მაგრამ ნაყიდ ბინას ვერ იფორმებდა, რადგან ელგუჯას გარდაცვლილი მამის სახელზე იყო გაფორმებული. დოკუმენტებში კი ტექნიკური უზუსტობა აღმოჩნდა, გვარი შეცდომით ეწერა - არა ნიკოლიძე, არამედ ნიკოლაძე. ელგუჯა აგრძელებდა გაყიდულ ბინაში დროებით ცხოვრებას. საბოლოოდ ეს ხარვეზი შეასწორებინა, მაგრამ ამ პერიოდში მოულოდნელად ბინის ფასები კატასტროფულად გაიზარდა, ნიკოლიძეებმა ხრიკს მიმართეს. მართალია, ელგუჯას მამა 1983 წელს გარდაიცვალა, მაგრამ სახლი არ გადაუფორმებიათ. მოულოდნელად, 25 წლის შემდეგ, როცა ბინა ფაქტობრივად უკვე გაყიდული იყო, დებმა ძმასთან მემკვიდრეობაზე დავა დაიწყეს და თავიანთი წილი მოითხოვეს. როცა ვაჟა ახალკაციშვილი ბინის გადასაფორმებლად ნოტარიუსში მივიდა, მაშინ აღმოაჩინა, რომ ბინა დაყადაღებული იყო ამ დავის გამო. სარჩელი სასამართლოში შევიდა, პროცესიც დაინიშნა, მაგრამ ელგუჯა ნიკოლიძემ საქმის განხილვაზე ერთი საათით სპეციალურად დააგვიანა, ამის გამო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისმა დებმა მემკვიდრეობა მიიღეს. აშკარა იყო, და-ძმა თაღლითურად მოქმედებდა. ვაჟა ახალკაციშვილი ბინასაც კარგავდა და ფულსაც. ნერვიულობის გამო 4-ჯერ მიიღო ინფარქტი, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ბოლოს მეზობელს თაღლითობისთვის უჩივლა და სამართალდამცავებმა ელგუჯა ნიკოლიძე დააკავეს, ახალკაციშვილი კი დაზარალებულად ცნეს", - აცხადებს ბრალდებულ ახალკაციშვილის ადვოკატი გიორგი ონიანი.

ელგუჯა ნიკოლიძე ცოტა ხანი იჯდა ციხეში. 2012 წლის 25 დეკემბერს ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა 2.000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ელგუჯა მანქანით შინ დაბრუნდა, მას სხვა პირებთან ერთად თავისი და, ციალა ნიკოლიძეც ახლდა. სახლთან ვაჟა ახალკაციშვილი დახვდა, მოულოდნელად მან ნაგანით რამდენჯერმე ესროლა ჯერ ელგუჯას, მაგრამ მან ჭიშკარში შევარდნა მოასწრო, ხოლო შემდეგ ციალა ნიკოლიძეს გულმკერდის არეში ორი ტყვია დაახალა. ციალა ნიკოლიძე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ვაჟა ახალკაციშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ნიკოლიძე ისე გამოუშვეს, რომ ზარალიც არ აანაზღაურა... ის კაცი, რომელიც 8 წელი აწამებდა, არც ფულს აძლევდა და არც ბინას, ნახა, რომ შინ დაბრუნდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა. გადაწყვიტა, შეეშინებინა ნიკოლიძე. ამ გასროლის შემდეგ ელგუჯას და დაინახა, ვაჟა ახალკაციშვილი დარწმუნებული იყო, რომ ამ თაღლითობის ორგანიზატორი ციალა ნიკოლიძე იყო და მისმა იქ დანახვამ ისე გააღიზიანა, თავი ვეღარ შეიკავა და ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ პოლიციას ჩაჰბარდა", - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ონიანი.

ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით რვა სასამართლო სხდომა ჩატარდა. ბრალდებული ნაწილობრივ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - ფაქტობრივად, აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ არ ეთანხმებოდა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

"ვაჟას სახლს ვერ ვუფორმებდი, რადგან ჩემი დები წინააღმდეგი იყვნენ. ამიტომ თავიანთი წილი მოითხოვეს. მე ის არ მომიტყუებია, ყველანაირად ვცდილობდი მისთვის სახლის გაფორმებას, მაგრამ ვერ ვუფორმებდი. არაერთხელ შევთავაზე, დაგიბრუნებ შენს 11.000 დოლარს-მეთქი, მაგრამ უარი თქვა. დაჟინებით ითხოვდა სახლს. ციხიდან შინ რომ მივედი, მანქანიდან გადმოსულმა პირჯვარი გადავიწერე. ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ დავბრუნდი. ამ დროს ჩემი და ციალა და ჩემი დისშვილები და სიძეც მოვიდნენ. უცებ ვიღაცამ ჩემი ბავშვობის დროინდელი სახელი დამიძახა "კიკა", მივტრიალდი და ჩემგან 6-7 მეტრის მოშორებით ვაჟა ახალკაციშვილი დავინახე. იარაღი მოშვერილი ჰქონდა და მაშინვე მესროლა. ინსტინქტურად ეზოში შევვარდი, მაგრამ წავიქეცი. სახლიდან სტუმრები გამოცვივდნენ, წაქცეული სახლში შემათრიეს, ამ დროს ისევ გავიგონე რამდენიმე გასროლის ხმა... მერე ჩემმა ბიძაშვილმა სახლის კიბეებთან დაცემული ჩემი და შემოათრია, უგონოდ იყო, სახიდან და პირიდან სისხლი სდიოდა... მან ჩემი და მოკლა", - ამბობდა დაზარალებული ელგუჯა ნიკოლიძე. მოწმეებიც ადასტურებდნენ, რომ მოკლულს ბრალდებულმა ახლო მანძილიდან ესროლა.

სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით, ვაჟა ახალკაციშვილს თავისუფლება აღუკვეთა ორი წლისა და ექვსი თვის ვადით (მოუხსნა განზრახ მკვლელობის მუხლი).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ