სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამი აღარ არის"
ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამი აღარ არის"

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ყო­ფილ მრჩე­ველ­თან, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­თან.

- უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც აშშ-ში ივა­ნიშ­ვი­ლის ლო­ბი­რე­ბის კამ­პა­ნი­ას თქვენ ჩა­უ­დე­ქით სა­თა­ვე­ში, და­სავ­ლურ პრე­სა­ში ახა­ლი მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, რა­საც თქვენს უუ­ნა­რო­ბას მი­ა­წერს...

- არ ვიცი, რა­ტომ გა­ა­კე­თა ირაკ­ლიმ ეს. უც­ნა­უ­რი კა­ცია. ჩვენ ადრე ვმე­გობ­რობ­დით... ეტყო­ბა, ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცდი­ლობს ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას, რაც შტა­ტებ­ში არ გა­მოს­დი­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა მის ბრალ­დე­ბებს, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის აღარ ვმუ­შა­ობ, თა­ნაც მე მისი ლო­ბის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი არა, არა­ფორ­მა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ასე რომ, "ვა­შინგტონ პოს­ტი­სა" და "ვოლ სთრით ჯორ­ნა­ლის" კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი ჩემი ბრა­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ივა­ნიშ­ვილ­მა რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, სე­ნატ­შიც და ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მებ­ში მა­ინც დარ­ჩე­ბი­ან მისი კრი­ტი­კო­სე­ბი და მი­შას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არ ეცო­დი­ნე­ბათ, რე­ა­ლუ­რად რას სჩა­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მთავ­რო­ბა".

- ფიქ­რობთ თუ არა, რომ ამ გა­მუდ­მე­ბულ­მა კრი­ტი­კამ შე­იძ­ლე­ბა ავ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს ან გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

- ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რია, არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ამას პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი ვერ შეც­ვლის. რა თქმა უნდა, ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბა შე­ეც­დე­ბა პრე­სის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბას - ეს და "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია" ორად ორი ინ­სტრუ­მენ­ტია, რაც მათ შე­მორ­ჩათ. ამან შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ურ­თუ­ლოს ივა­ნიშ­ვილ­სა და მის მთავ­რო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე დამ­კვიდ­რე­ბა, მაგ­რამ ზო­გა­დი სუ­რა­თი უც­ვლე­ლია - აშშ კვლავ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია თქვენ­თან პარტნი­ო­რო­ბით და ევ­რო­კავ­ში­რიც თქვენ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია.

- ხში­რად ის­მის კრი­ტი­კა დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ­ჩევ­ნე­ბის წინ თქვენ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ტა­ბა­კა ქა­თამს შე­ა­და­რეთ - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" დე­მოკ­რა­ტია ტა­ბა­კა­სა­ვით გა­აბრტყე­ლა და სა­კუ­თარ ტა­ფას მო­არ­გოო... ახლა რას ფიქ­რობთ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლი მთელ მსოფ­ლი­ოს აჯე­რებ­და, რომ თქვენ­თან ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის დე­მოკ­რა­ტია იყო, ამ დროს კი ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმს აყა­ლი­ბებ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის დე­მოკ­რა­ტი­ამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლაც ბევ­რი უკ­ლია, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, სწო­რი გზით მი­დი­ხართ - ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ტა­ბა­კა აღარ არის.

- პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ა­ხერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბას. ეს რე­ა­ლუ­რად გეჩ­ვე­ნე­ბათ?

- საკ­მა­ოდ დიდ­ხანს რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ მტრად მი­იჩ­ნევ­და. ახლა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც იგი ხელს ვერ გა­იშ­ვერს, ვერ მო­ნა­ხავს მი­ზეზს, რის გა­მოც არ უნდა გა­და­იდ­გას შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო მო­ა­ხერ­ხებს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ბა­ლან­სე­ბას, მას მეტი შან­სი ექ­ნე­ბა ნა­ტო­ში შეს­ვლი­სა.

- ე.წ. სა­ზღვრის მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­სი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნიშ­ნად ალ­ბათ ვერ ჩა­ით­ვლე­ბა...

- დიახ, და ვფიქ­რობ, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვი­საც უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი იყო. რუ­სეთ­მა ამით და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბი­სა, არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც იგი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას არ აპი­რებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამი აღარ არის"

ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამი აღარ არის"

ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარ ლინკოლნ მიტჩელთან.

- უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ივანიშვილის ლობირების კამპანიას თქვენ ჩაუდექით სათავეში, დასავლურ პრესაში ახალი მთავრობის საწინააღმდეგო არაერთი სტატია დაიბეჭდა, რასაც თქვენს უუნარობას მიაწერს...

- არ ვიცი, რატომ გააკეთა ირაკლიმ ეს. უცნაური კაცია. ჩვენ ადრე ვმეგობრობდით... ეტყობა, ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, რაც შტატებში არ გამოსდიოდა. რაც შეეხება მის ბრალდებებს, ივანიშვილისთვის აღარ ვმუშაობ, თანაც მე მისი ლობისტური კამპანიის ხელმძღვანელი კი არა, არაფორმალური მრჩეველი ვიყავი, ასე რომ, "ვაშინგტონ პოსტისა" და "ვოლ სთრით ჯორნალის" კრიტიკული წერილები ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, სენატშიც და ამერიკულ გამოცემებში მაინც დარჩებიან მისი კრიტიკოსები და მიშას მხარდამჭერები, თუნდაც იმიტომ, რომ არ ეცოდინებათ, რეალურად რას სჩადიოდა "ნაციონალების მთავრობა".

- ფიქრობთ თუ არა, რომ ამ გამუდმებულმა კრიტიკამ შეიძლება ავნოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ან გავლენა იქონიოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე?

- ამერიკა საქართველოს პარტნიორია, არსებობს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები და ამას პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ვერ შეცვლის. რა თქმა უნდა, ყოფილი მთავრობა შეეცდება პრესის იარაღად გამოყენებას - ეს და "ევროპის სახალხო პარტია" ორად ორი ინსტრუმენტია, რაც მათ შემორჩათ. ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაურთულოს ივანიშვილსა და მის მთავრობას საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება, მაგრამ ზოგადი სურათი უცვლელია - აშშ კვლავ დაინტერესებულია თქვენთან პარტნიორობით და ევროკავშირიც თქვენდამი კეთილგანწყობილია.

- ხშირად ისმის კრიტიკა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ თქვენ ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამს შეადარეთ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატია ტაბაკასავით გააბრტყელა და საკუთარ ტაფას მოარგოო... ახლა რას ფიქრობთ?

- სააკაშვილი მთელ მსოფლიოს აჯერებდა, რომ თქვენთან ევროპული ყაიდის დემოკრატია იყო, ამ დროს კი ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებდა. სიმართლე გითხრათ, ევროპული ყაიდის დემოკრატიამდე საქართველოს ახლაც ბევრი უკლია, მაგრამ, სამაგიეროდ, სწორი გზით მიდიხართ - ქართული დემოკრატია ტაბაკა აღარ არის.

- პრემიერმა განაცხადა, რომ მოახერხებს საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთმანეთთან შეთანხმებას. ეს რეალურად გეჩვენებათ?

- საკმაოდ დიდხანს რუსეთი საქართველოს მხოლოდ მტრად მიიჩნევდა. ახლა ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომლისკენაც იგი ხელს ვერ გაიშვერს, ვერ მონახავს მიზეზს, რის გამოც არ უნდა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები და გაუმჯობესდეს ურთიერთობა. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, თავისთავად ცხადია, რომ თუ საქართველო მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებას, მას მეტი შანსი ექნება ნატოში შესვლისა.

- ე.წ. საზღვრის მარკირების პროცესი ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნად ალბათ ვერ ჩაითვლება...

- დიახ, და ვფიქრობ, ეს ივანიშვილისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი იყო. რუსეთმა ამით დააფიქსირა, რომ მიუხედავად ურთიერთობის დათბობისა, არის საკითხები, რომელზეც იგი უახლოეს მომავალში პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა