პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული
ილია მეორე - მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული

სხვი­სი ცოდ­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის გამო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­სა­მარ­თლოდ არის ქცე­უ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ დღეს, ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­რო­ტე­ბას სა­კუ­თარ თავ­ში ვერ ხე­და­ვენ და ცდი­ლო­ბენ, სხვე­ბი გა­მო­ას­წო­რონ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ადა­მი­ან­მა გა­მოს­წო­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს.

უწ­მინ­დე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­სა­მარ­თლოდ არის ქცე­უ­ლი. ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს გა­ნი­კი­თხავს და მი­აჩ­ნია, რომ სხვა არის დამ­ნა­შა­ვე. ეს სი­კე­თის­კენ არ მიგ­ვიყ­ვანს.

"ეს სი­კე­თი­სა­კენ არ მიგ­ვიყ­ვანს. მე მინ­და, ვთხო­ვო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ხალ­ხს, იფიქ­რონ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ვი­ფიქ­როთ ობ­ლებ­ზე და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე და ეს ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვლის ადა­მი­ა­ნებს. ისი­ნი, ვინც ბო­რო­ტე­ბას აკე­თებს, სი­კე­თეს გა­ა­კე­თებს. ეკ­ლე­სი­ამ უნდა აჩ­ვე­ნოს ამ სი­კე­თის კე­თე­ბის მა­გა­ლი­თი", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე ბრძა­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია შეძ­ლებს რო­გორ­ღაც იმოქ­მე­დოს ხალ­ხზე და ბო­რო­ტე­ბა სი­კე­თით გა­და­იქ­ცეს.

"უცოდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე, მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი სი­კე­თით უნდა დავ­ფა­როთ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სხვებს აქვთ. წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს: "ურ­თი­ერ­თსიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეთ და ასე­ვე აღას­რუ­ლეთ სჯუ­ლი ქრის­ტე­სი". ამი­ტომ ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, იფიქ­როთ ხალ­ხზე. უნდა შე­ჩერ­დეს გან­კი­თხვა, ცოდ­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­სა­მარ­თლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ პრე­სას, ტე­ლე­ვი­ზი­ას, მე­დი­ას, ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა კე­თი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნა­ხეთ, აჩ­ვე­ნეთ ეს სი­კე­თე ხალ­ხს, თო­რემ ნე­ბის­მი­ერ დროს, მო­სახ­ლე­ო­ბას უფრო მე­ტად ცუდი ეს­მის, ვინ და­ა­კა­ვეს და რომ უნდა და­ი­სა­ჯოს", - ბრძა­ნა ქა­და­გე­ბი­სას უწ­მინ­დეს­მა.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა ქა­და­გე­ბი­სას, რომ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, მაგ­რამ უც­ვლე­ლი არის ერთი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა – ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი. არ­სე­ბობს ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და არ­სე­ბობს სარ­წმუ­ნო­ე­ბა, არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ღვთის ქმნი­ლე­ბაა და არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტებს, ასე­ვე არ­სე­ბობს სამ­შობ­ლო და არ­სე­ბობს კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი.

პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, რომ ხვალ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბაა, დღეს სა­ღა­მოს სვე­ტი­ცხო­ველ­ში ლოც­ვა 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, ხოლო ხვალ - წირ­ვა დი­ლით 10:00 სა­ათ­ზე.

დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღე­ვან­დე­ლი დღე თევ­ზით ხსნი­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ილია მეორე - მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული

ილია მეორე - მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული

სხვისი ცოდვების გამოძიების გამო, მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი, ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.

უწმინდესი საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე. ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს.

"ეს სიკეთისაკენ არ მიგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს როგორღაც იმოქმედოს ხალხზე და ბოროტება სიკეთით გადაიქცეს.

"უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ პრესას, ტელევიზიას, მედიას, ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის, ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა ქადაგებისას, რომ დედამიწაზე ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელი არის ერთი ჭეშმარიტება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არსებობს სარწმუნოება, არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე ადამიანი ღვთის ქმნილებაა და არსებობს ადამიანი, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებს, ასევე არსებობს სამშობლო და არსებობს კოსმოპოლიტიზმი.

პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ხვალ სვეტიცხოვლობაა, დღეს საღამოს სვეტიცხოველში ლოცვა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხვალ - წირვა დილით 10:00 საათზე.

დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია