რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. "გაზეტა.რუ"-ს ცნობით, კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მათთვის, ვინც მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს რელიგიური თაყვანისცემის ადგილებში, ღვთისმსახურების და სხვა რელიგიური ადათების შესრულების დროს.
კანონი ასევე აწესებს 500 ათასი რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას და შრომა-გასწორებით მუშაობას საზოგადოების სასარგებლოდ. კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქმედება ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის და ძალადობის გამოყენებით, დამნაშავეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რომელსაც ამავდროულად ორი წლით ამა თუ იმ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა აეკრძალება.
მომზადებულია Газета.Ru-ს მიხედვით.