კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია კორკოტაშვილი: "იმედია, საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება"
გია კორკოტაშვილი: "იმედია, საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება"

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას ელო­დე­ბა..." - ამ­ბობს გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი. გა­და­ცე­მა "კორ­კო­ტას დი­ლას" წამ­ყვა­ნი, რა­დიო "სა­ქარ­თვე­ლოს ხმა­ზე" ახა­ლი გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბას აპი­რებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გა­და­ცე­მას "გა­ჭირ­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს" და­არ­ქმევს და იმ ადა­მი­ა­ნებს მო­იწ­ვევს, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის მმარ­თვე­ლო­ბის დროს უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ...

- ბა­ტო­ნო გია, ფიქ­რობთ, რომ ბევ­რია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის მმარ­თვე­ლო­ბის დროს უსა­მარ­თლოდ და­ი­სა­ჯა ან და­ზა­რალ­და?

- აბა, რა. ძა­ლი­ან ბევ­რია. მერ­წმუ­ნეთ, 80% სულ ტყუ­ი­ლად იჯდა ცი­ხე­ში, ძა­ლი­ან ბევ­რს უსა­მარ­თლოდ წა­არ­თვეს ქო­ნე­ბა, აჰ­ყა­რეს პა­ტი­ვი, ღირ­სე­ბა. ეს ხალ­ხი სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას ელო­დე­ბა... ამას ალ­ბათ დრო უნდა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი სულსწრა­ფე­ბი ვართ, გვინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე გა­კეთ­დეს. თა­ნაც, ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ცე­ცხლზე ნავთს ას­ხა­მენ. ამ ხალ­ხმა 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ითავ­ნე­ბა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნოდ და­ა­პა­ტიმ­რა, ქო­ნე­ბა წა­არ­თვა, ახლა პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს. რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ?! ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ლა­მის წმინ­და­ნად და სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს. მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე თქვა, - მე ქურ­დებს და­ვუ­პი­რის­პირ­დიო. ამ კაცს ხალ­ხი იდი­ო­ტი ხომ არ ჰგო­ნია?! ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს გირ­გვლი­ა­ნის, ბუტა რო­ბა­ქი­ძის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბი, ასე­ვე - 26 მა­ი­სი. ისიც ყვე­ლამ იცის, რომ ნი­კუ­შა კვინ­ტრა­ძე ცე­მით მოკ­ლეს და მა­ღა­ზი­ის თავ­ზე შე­აგ­დეს. ე.ი. ბა­ტო­ნი ექსმი­ნის­ტრი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სხვებს სჯი­და, თა­ვი­სი­ა­ნებს კი ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და... ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­ნა­შა­ვე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯას ვი­თხოვთ. კარ­გია, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ ცუ­დია, რომ მისი გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს "ნაკ­რებს" არ წარ­მო­ად­გენს...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მად­ლი­ე­რი ვართ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რად­გან მან სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის სა­ხით ქვე­ყა­ნას კიბო მო­ა­შო­რა, მაგ­რამ... მხო­ლოდ კი­ბოს ამოკ­ვე­თა არ არის საკ­მა­რი­სი, ერს მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა...

- კონ­კრე­ტუ­ლად რით ხართ უკ­მა­ყო­ფი­ლო?

- იმით, რომ და­საქ­მე­ბის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ არ გვარ­დე­ბა, ბან­კე­ბი უზარ­მა­ზა­რი პრო­ცენ­ტე­ბით ხალ­ხს სულს ხდი­ან. დღეს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ოჯა­ხი ბან­კის ვალ­ში იხ­რჩო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტონ ბი­ძი­ნას შე­უძ­ლია გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, თუ არა და... აღარ გვინ­და ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა. თუ ძვე­ლე­ბუ­რად და­უ­საქ­მებ­ლე­ბი და ღა­ტაკ­ნი ვიქ­ნე­ბით, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვის ხელ­ში დაგ­ვე­მარ­თე­ბა ნევ­რო­ზი, ვის ხელ­ში და­ი­წყე­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი 50-თეთ­რი­ა­ნი არ­ყის სმას ან "კრა­კა­დი­ლის" კე­თე­ბას?! დღეს ქარ­თვე­ლი კაცი საშ­ვე­ლია. მთე­ლი ერი და­ნევ­რო­ზე­ბუ­ლია. მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა - და­საქ­მე­ბაა, სხვა არა­ფე­რი გვიშ­ვე­ლის. კი გვე­უბ­ნე­ბი­ან, მო­ით­მი­ნე­თო, მაგ­რამ რო­დემ­დე?! კი, ბა­ტო­ნო, კი­დევ მო­ვით­მენთ, და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ღირ­სე­ულ­ნი ვართ მოთ­მი­ნე­ბა­ში, სიყ­ვა­რულ­ში, თავ­გან­წირ­ვა­ში, მაგ­რამ ამ მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი. კი­დევ ერთი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: როცა ხალ­ხს სული კბი­ლით უჭი­რავს, ძნე­ლია, კო­ა­ბი­ტა­ცი­ა­ზე ელა­პა­რა­კო. აღარ გვინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხილ­ვა, ვინც მი­წას­თან გაგ­ვას­წო­რა... ბო­დი­ში მა­ინც მო­ი­ხა­დონ!.. მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში გერ­მა­ნე­ლე­ბის მომ­ხრე­ებს თმას ხოტ­რავ­დნენ... ჩვენ არც თმის გა­და­ხოტვრას ვი­თხოვთ და არც ფე­ხე­ბის მომტვრე­ვას, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ვი­თხოვთ... ჯერ კი­დევ ვუ­ყუ­რებთ, ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას, ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ანს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. ვნა­ხოთ, მერე რა იქ­ნე­ბა, მათ ქმე­დე­ბა­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

- თუ თქვე­ნი ნდო­ბა არ გა­მარ­თლდა, რას იზამთ? ისევ ქუ­ჩა­ში გა­მოხ­ვალთ?

- გა­მო­ვალთ. და­მი­ჯე­რეთ, ქუ­ჩა­ში კი­დევ უფრო მეტი ხალ­ხი გა­მო­ვა, ვიდ­რე 2012 წელს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­ვი­და...

- რა იყო იმის მი­ზე­ზი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ში ისე არ აქ­ტი­უ­რობ­დით, რო­გორც "სა­ხალ­ხო კრე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მი­ტინ­გებ­ზე?

- რო­გორ არ ვაქ­ტი­უ­რობ­დი?! ძა­ლი­ა­ნაც ვი­აქ­ტი­უ­რე, მაგ­რამ... იცი, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, მაგ­რამ მწვრთნელს არ მოს­წონ­დე... რა ვქნა, ვინ­მეს­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბის მიზ­ნით, ტა­ნის რხე­ვას ვერ და­ვი­წყებ­დი, სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. იმე­დია, "მწვრთნე­ლი" ადრე თუ გვი­ან, და­ი­ნა­ხავს, ვინ რისი მაქ­ნი­სია და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლოს "ნაკ­რე­ბიც" ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

- იქ­ნებ "მწვრთნელს" "საკ­ნე­ბის აქ­ცი­ის" დროს ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის გამო არ მო­ე­წო­ნეთ, სა­დაც ჩან­და, რომ მო­ქა­ლა­ქეს სა­ფუ­ლე გა­მო­არ­თვით, იქი­დან ფული ამო­ი­ღეთ და ჯი­ბე­ში ჩა­ი­დეთ?..

- არა­ფე­რიც. ძა­ლი­ან კარ­გმა ადა­მი­ან­მა, ნანა ლეჟა­ვამ თა­ვის გა­და­ცე­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­შიფ­რა: იმ ტე­ლე­ვი­ზი­ამ მონ­ტა­ჟი გა­ა­კე­თა: სა­ფუ­ლი­დან ფული კი არა, ვე­ტე­რა­ნის მოწ­მო­ბა ამო­ვი­ღე. შე­ვი­ნა­ხე, რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვე­ტე­რა­ნის სა­ბუ­თის მფლო­ბე­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში რას წარ­მო­ად­გენ­და: ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევრ პრო­ვო­კა­ტორს გვიგ­ზავ­ნი­და. "სა­ხალ­ხო რაზ­მი" სწო­რედ ამ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად შევ­ქმე­ნით. სხვა­თა შო­რის, ამ ადა­მი­ა­ნებს შემ­დეგ შევ­ხვდი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვიე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბრმა ია­რა­ღად მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ შეძ­ლო...

- ამ­ბობთ, რომ თუ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ნა­პი­რებს არ შე­ას­რუ­ლებს, ქუ­ჩა­ში ისევ გა­მოხ­ვალთ. სულ ცოტა ხნის წინ ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რნი გა­მოხ­ვე­დით, რუ­სე­თის მიერ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის 300 მეტ­რით გად­მო­წე­ვა კი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­და, არა­ვინ გა­აპ­რო­ტეს­ტა. რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს?

- სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვა, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა და სხვა მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია. თუ მთავ­რო­ბა იტყვის, რომ ქუდ­ზე კაცი უნდა გა­მო­ვი­დეს, გა­მო­ვალთ კი­დეც. რაც შე­ე­ხე­ბა ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ას... ეს სა­ეკ­ლე­სიო პი­რებ­მა ითა­ვეს. ხალ­ხს ლი­დე­რი, თავ­მოყ­რა სჭირ­დე­ბა. დღეს ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა: ხალ­ხი პა­ნი­კა­შია, ვე­ღარ იგებს, პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვით ვის წის­ქვილ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ას­ხას წყა­ლი. პი­რა­დად მეც ხში­რად მი­ფიქ­რია, - რა­ღაც ნა­ბი­ჯი რომ გა­დავ­დგა, ვა­ი­თუ, ისევ მი­შას წა­ად­გეს სა­სი­კე­თოდ-მეთ­ქი?! სხვა­თა შო­რის, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რომ ეში­ნია, მი­შას წის­ქვილ­ზე არ და­ას­ხას წყა­ლი...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გია კორკოტაშვილი: "იმედია, საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება"

გია კორკოტაშვილი: "იმედია, საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება"

"საზოგადოება სამართლის აღსრულებას ელოდება..." - ამბობს გია კორკოტაშვილი. გადაცემა "კორკოტას დილას" წამყვანი, რადიო "საქართველოს ხმაზე" ახალი გადაცემის გაკეთებას აპირებს. როგორც თავად ამბობს, გადაცემას "გაჭირვებულ საქართველოს" დაარქმევს და იმ ადამიანებს მოიწვევს, რომლებიც სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ...

- ბატონო გია, ფიქრობთ, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს უსამართლოდ დაისაჯა ან დაზარალდა?

- აბა, რა. ძალიან ბევრია. მერწმუნეთ, 80% სულ ტყუილად იჯდა ციხეში, ძალიან ბევრს უსამართლოდ წაართვეს ქონება, აჰყარეს პატივი, ღირსება. ეს ხალხი სამართლის აღსრულებას ელოდება... ამას ალბათ დრო უნდა, მაგრამ ქართველები სულსწრაფები ვართ, გვინდა, რომ ყველაფერი მალე გაკეთდეს. თანაც, ეს "ნაციონალები" ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამ ხალხმა 10 წლის განმავლობაში ითავნება, უამრავი ადამიანი უკანონოდ დააპატიმრა, ქონება წაართვა, ახლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობს. როგორ არ რცხვენიათ?! ვანო მერაბიშვილი ლამის წმინდანად და საქართველოს აღმშენებლად გამოიყვანეს. მერაბიშვილმა სასამართლოზე თქვა, - მე ქურდებს დავუპირისპირდიო. ამ კაცს ხალხი იდიოტი ხომ არ ჰგონია?! ყველას კარგად გვახსოვს გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეები, ასევე - 26 მაისი. ისიც ყველამ იცის, რომ ნიკუშა კვინტრაძე ცემით მოკლეს და მაღაზიის თავზე შეაგდეს. ე.ი. ბატონი ექსმინისტრი კრიმინალური საქმიანობისთვის სხვებს სჯიდა, თავისიანებს კი ყველაფრის უფლებას აძლევდა... ჩვენ, საზოგადოება დამნაშავე მაღალჩინოსნების კანონის შესაბამისად დასჯას ვითხოვთ. კარგია, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ ცუდია, რომ მისი გუნდი საქართველოს "ნაკრებს" არ წარმოადგენს...

- რას გულისხმობთ?

- მადლიერი ვართ ბიძინა ივანიშვილის, რადგან მან სააკაშვილის გუნდის სახით ქვეყანას კიბო მოაშორა, მაგრამ... მხოლოდ კიბოს ამოკვეთა არ არის საკმარისი, ერს მკურნალობა სჭირდება...

- კონკრეტულად რით ხართ უკმაყოფილო?

- იმით, რომ დასაქმების საკითხი ჯერ კიდევ არ გვარდება, ბანკები უზარმაზარი პროცენტებით ხალხს სულს ხდიან. დღეს ქვეყანაში ყოველი მეორე ოჯახი ბანკის ვალში იხრჩობა. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინას შეუძლია გამოსავლის პოვნა, თუ არა და... აღარ გვინდა ლიტონი სიტყვების მოსმენა. თუ ძველებურად დაუსაქმებლები და ღატაკნი ვიქნებით, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში დაგვემართება ნევროზი, ვის ხელში დაიწყებენ ახალგაზრდები 50-თეთრიანი არყის სმას ან "კრაკადილის" კეთებას?! დღეს ქართველი კაცი საშველია. მთელი ერი დანევროზებულია. მკურნალობის ერთადერთი საშუალება - დასაქმებაა, სხვა არაფერი გვიშველის. კი გვეუბნებიან, მოითმინეთო, მაგრამ როდემდე?! კი, ბატონო, კიდევ მოვითმენთ, დავამტკიცებთ, რომ ქართველები ღირსეულნი ვართ მოთმინებაში, სიყვარულში, თავგანწირვაში, მაგრამ ამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: როცა ხალხს სული კბილით უჭირავს, ძნელია, კოაბიტაციაზე ელაპარაკო. აღარ გვინდა ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, ვინც მიწასთან გაგვასწორა... ბოდიში მაინც მოიხადონ!.. მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში გერმანელების მომხრეებს თმას ხოტრავდნენ... ჩვენ არც თმის გადახოტვრას ვითხოვთ და არც ფეხების მომტვრევას, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ... ჯერ კიდევ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროკურატურას, ქალბატონ თეა წულუკიანს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვნახოთ, მერე რა იქნება, მათ ქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...

- თუ თქვენი ნდობა არ გამართლდა, რას იზამთ? ისევ ქუჩაში გამოხვალთ?

- გამოვალთ. დამიჯერეთ, ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ აქციებზე გამოვიდა...

- რა იყო იმის მიზეზი, რომ ივანიშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში ისე არ აქტიურობდით, როგორც "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე?

- როგორ არ ვაქტიურობდი?! ძალიანაც ვიაქტიურე, მაგრამ... იცი, შეიძლება, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელს არ მოსწონდე... რა ვქნა, ვინმესთვის თავის მოწონების მიზნით, ტანის რხევას ვერ დავიწყებდი, სხვა ყველაფერი გავაკეთე. იმედია, "მწვრთნელი" ადრე თუ გვიან, დაინახავს, ვინ რისი მაქნისია და საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება.

- იქნებ "მწვრთნელს" "საკნების აქციის" დროს ტელევიზიით გავრცელებული კადრების გამო არ მოეწონეთ, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქეს საფულე გამოართვით, იქიდან ფული ამოიღეთ და ჯიბეში ჩაიდეთ?..

- არაფერიც. ძალიან კარგმა ადამიანმა, ნანა ლეჟავამ თავის გადაცემაში ყველაფერი გაშიფრა: იმ ტელევიზიამ მონტაჟი გააკეთა: საფულიდან ფული კი არა, ვეტერანის მოწმობა ამოვიღე. შევინახე, რადგან მაინტერესებდა, ვეტერანის საბუთის მფლობელი სინამდვილეში რას წარმოადგენდა: ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ ხელისუფლება ძალიან ბევრ პროვოკატორს გვიგზავნიდა. "სახალხო რაზმი" სწორედ ამ პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად შევქმენით. სხვათა შორის, ამ ადამიანებს შემდეგ შევხვდი და ყველაფერი გავარკვიე. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ ბრმა იარაღად მათი გამოყენება ვერ შეძლო...

- ამბობთ, რომ თუ ახალი ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ქუჩაში ისევ გამოხვალთ. სულ ცოტა ხნის წინ ლგბტ საზოგადოების მიერ მოწყობილი ღონისძიების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქციაზეც ძალიან ბევრნი გამოხვედით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის 300 მეტრით გადმოწევა კი, რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა, არავინ გააპროტესტა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და სხვა მსგავსი საკითხები ხელისუფლების დასარეგულირებელია. თუ მთავრობა იტყვის, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, გამოვალთ კიდეც. რაც შეეხება ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგო აქციას... ეს საეკლესიო პირებმა ითავეს. ხალხს ლიდერი, თავმოყრა სჭირდება. დღეს ძალიან რთული სიტუაციაა: ხალხი პანიკაშია, ვეღარ იგებს, პროტესტის გამოხატვით ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი. პირადად მეც ხშირად მიფიქრია, - რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგა, ვაითუ, ისევ მიშას წაადგეს სასიკეთოდ-მეთქი?! სხვათა შორის, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ არის გაჩერებული, რომ ეშინია, მიშას წისქვილზე არ დაასხას წყალი...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია