კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - აშშ-სთან საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება
დავით უსუფაშვილი - აშშ-სთან საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება

მივ­მარ­თავთ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გა­მოგ­ზავ­ნონ პრო­ცე­სებ­ზე, მათ შო­რის უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის , - ასე პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი აშშ-ის კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბას.

ამას­თან, რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ცალ­კე­ულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში უცხო­ეთ­ში მო­მე­ტე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს.

"ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი პი­რის და­კა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მი­ნის­ტრი, შემ­დეგ კი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, იწ­ვევს დიდ ინ­ტე­რესს. ეს ასეა ხოლ­მე, რო­დე­საც ჩვე­ნამ­დეც აღ­წევს ცნო­ბე­ბი ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში ამ რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამი­ტომ სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია მათი პო­ზი­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, რა თქმა უნდა, ვი­ზი­ა­რებთ ამ პო­ზი­ცი­ებს. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­ულ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, ის ერ­თის მხრივ, ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­წი­რეს ეფუძ­ნე­ბა, მე­ო­რეს მხრივ კი, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რაზ­ზეც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია. ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას უცხო­ეთ­ში მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, მეტ დროს და ენერ­გი­ას უთ­მობს, არც ესაა გა­საკ­ვი­რი. პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, კონ­გრე­სის კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბას "თვალ­სა­წი­ე­რი მო­მავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა".

"შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქათ­ვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას­თან აგ­რძე­ლებს იმა­ვე რან­გის და ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რაც აქამ­დე იყო და კი­დევ უფრო მეტს. თუ ადა­მი­ა­ნებს აქვთ კი­თხვა, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა თუ იმ საქ­მე­ზე, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ესაა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა და ჩვენ უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლე უფრო მე­ტად უნდა გა­ვავ­რცე­ლოთ ყვე­ლა დო­ნე­ზე. აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბას და ურ­თი­ერ­თო­ბას თვალ­სა­წი­ე­რი მო­მავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დავით უსუფაშვილი - აშშ-სთან საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება

დავით უსუფაშვილი - აშშ-სთან საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება

მივმართავთ ყველა ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ პროცესებზე, მათ შორის უშუალოდ სასამართლო პროცესებზე დაკვირვებისთვის , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის კონგრესის განცხადებას.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბუნებრივია, ცალკეულ საკითხთან მიმართებაში უცხოეთში მომეტებული ინტერესი არსებობს.

"ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი პირის დაკავება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მინისტრი, შემდეგ კი - პრემიერ-მინისტრი, იწვევს დიდ ინტერესს. ეს ასეა ხოლმე, როდესაც ჩვენამდეც აღწევს ცნობები ამა თუ იმ ქვეყანაში ამ რანგის თანამდებობის პირების დაკავების თაობაზე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი, სრულიად ბუნებრივია მათი პოზიცია, რომ საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები. ხელისუფლება - მთავრობა, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პოზიციებს. რეკომენდაციებისთვის ყველას მადლობას ვუხდით. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ის ერთის მხრივ, ინფორმაციის სიმწირეს ეფუძნება, მეორეს მხრივ კი, უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო ასპარაზზეც პოლიტიკური პროცესია. ამ პოლიტიკურ პროცესში საქართველოში მოქმედ რომელიმე პოლიტიკურ ძალას უცხოეთში მოქმედი პოლიტიკური ძალა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, მეტ დროს და ენერგიას უთმობს, არც ესაა გასაკვირი. პროცესი გრძელდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე მტკიცებით, კონგრესის კრიტიკული განცხადების მიუხედავად, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას "თვალსაწიერი მომავლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება".

"შეერთებული შტატების ხელისუფლება საქათველოს ახალ მთავრობასთან აგრძელებს იმავე რანგის და ტიპის თანამშრომლობას, რაც აქამდე იყო და კიდევ უფრო მეტს. თუ ადამიანებს აქვთ კითხვა, რა ხდება საქართველოში ამა თუ იმ საქმეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა ბუნებრივი მოვლენა და ჩვენ უბრალოდ სიმართლე უფრო მეტად უნდა გავავრცელოთ ყველა დონეზე. აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და ურთიერთობას თვალსაწიერი მომავლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა