სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ, რომ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ
რა უნდა ვიცოდეთ, რომ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ

ზა­ფხუ­ლი ნა­რუ­ჯის მოყ­ვა­რულ­თა სე­ზო­ნია. თუმ­ცა სა­ნამ გა­რუ­ჯვას გა­და­წყვეტთ, უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­დავ­ხე­დოთ. რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად ჯან­მრთე­ლი კა­ნიც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ? თქვენს კი­თხვებს დერ­მა­ტო­ლო­გი პა­სუ­ხობს.

შე­მო­სუ­ლი კი­თხვე­ბი

სა­ლო­მე:

დღის რო­მელ სა­ა­თებ­შია რუ­ჯის მი­ღე­ბა უსაფრ­თხო და რამ­დე­ნი ხნით?

-რუ­ჯის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა დი­ლით 12 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს, რო­დე­საც მზე აღარ არის ზე­ნი­ტში, და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თის შემ­დეგ. თუმ­ცა გა­აჩ­ნია სად ვიმ­ყო­ფე­ბით , მა­გა­ლი­თად ზღვა­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდ­ხანს არის ზე­ნი­ტში და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ალ­ბათ უფრო უნდა შე­ვა­მოკ­ლოთ სა­ა­თე­ბი. ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში, გა­რეთ სე­ირ­ნო­ბი­სას შე­და­რე­ბით და­ცუ­ლი ვართ და შეგ­ვიძ­ლია ცოტა უფრო გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ მზე­ზე ყოფ­ნის პე­რი­ო­დი.

-რამ­დე­ნა­დაც ვიცი სტრი­ე­ბი არ ირუ­ჯე­ბა, რას უნდა მივ­მარ­თოთ რომ გა­ვირუ­ჯოთ თა­ნაბ­რად, თუ

არის ასეთ შემ­თვე­ვა­ში გა­მო­სა­ვა­ლი?

-სტრი­ე­ბი არის ის ად­გი­ლი, სა­დაც კანი არის ატრო­ფი­რე­ბუ­ლი, შე­და­რე­ბით გა­წე­ლი­ლია და მას აქვს ნაკ­ლე­ბად რუ­ჯის მი­ღე­ბის უნა­რი. ვფიქ­რობ რომ ვიმ­კურ­ნა­ლოთ ამ სტრი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მერე გა­ვირუ­ჯოთ, თუმ­ცა ასე სას­წრა­ფოდ ამის მკურ­ნა­ლო­ბას ვერ მო­ას­წრებს, ასე რომ შე­ვე­გუ­ოთ იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა ის ად­გი­ლე­ბი ცოტა ბა­ცად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

-რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბია გა­რუ­ჯვა ზღვა­ზე, თუ მაქვს ავ­ტო­რუ­ჯიც წას­მუ­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებს ავ­ტო­რუ­ჯწას­მუ­ლი კანი ირუ­ჯე­ბა თუ არა?

-ავ­ტო­რუ­ჯი ეს არის სა­ღე­ბა­ვი, რომ­ლი­თაც ხე­ლოვ­ნუ­რად ვი­ღებთ იმ ფერს, რო­მე­ლიც მოგ­ვწონს. ასე რომ, რაც არ უნდა სა­ღე­ბა­ვი წა­ვის­ვათ, გა­რუ­ჯვას ხელს ვერ შე­უშ­ლის. ეს ორი ერ­თმა­ნეთს ხელს არ შე­უშ­ლის, უბ­რა­ლოდ რამ­დე­ნად არის მათ­თვის ეს­თე­ტი­უ­რად ეს მი­სა­ღე­ბი ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მარი:

გთხოვთ გვირ­ჩი­ეთ ნამ­ზე­უ­რის სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მი­ღე­ბის უსაფრ­თხო გზა.

-თუ გა­დავ­წყვი­ტეთ რუ­ჯის მი­ღე­ბა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის, თუ რა ტი­პის კანი გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად იმ­დე­ნი ხანი დავ­ყოთ მზე­ზე რამ­დე­ნი ხა­ნიც ჩვე­ნი კა­ნის­თვის არ იქ­ნე­ბა სა­ზი­ა­ნო. თუ გვაქვს პი­რევ­ლი ტი­პის ან მე­ო­რე ტი­პის კანი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლად გას­ვლი­სას მზე­ზე ზამ­თრის ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცოტა ხნით უნდა გა­ვი­დეთ. მერე უკვე შეგ­ვიძ­ლია თან­და­თან გავ­ზარ­დოთ დრო იქამ­დე სა­ნამ ჩვე­ნი კანი და­იწ­ვე­ბო­დეს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 10 -15 წუთი და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თიც, თუ ჩვენ კანი არ გვეწ­ვის. მე­ხუ­თე ტი­პის კა­ნის პატ­რონ­საც თუ უნდა "და­ზაგ­ვრა" რაც ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ მა­ინც, მას შე­უძ­ლია დიდ­ხანს და­ყოს მზის გულ­ზე. ანუ მინ­და ვთქვა, რომ არ უნდა ვეს­წრა­ფო­დეთ თეთ­რი ფე­რის კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სწრა­ფი "და­ზაგ­ვრის­კენ".

ლალი:

მაქვს თეთ­რი კანი. ზა­ფხულ­ში ლო­ყე­ბი სულ მი­წით­ლდე­ბა, ამი­ტომ ვცდი­ლობ რუჯი მი­ვი­ღო, რა­დაგნ სა­ხის სი­წით­ლეს ანე­იტ­რა­ლებს, თუმ­ცა მზე ძა­ლი­ან ძნე­ლად მე­კი­დე­ბა სა­ხე­ზე. იქ­ნებ რამე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მირ­ჩი­ოთ.

-ანუ მას აქვს თეთ­რი კანი და მზე­ზე გას­ვლი­სას ეწ­ვის, იმი­ტო­მაც წით­ლდე­ბა. თუმ­ცა ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ემო­ცი­უ­რი ნა­ტუ­რა რო­მე­ლიც ად­ვი­ლად იწ­ვევს სი­წით­ლეს. მა­გა­ლი­თად სი­მორ­ცხვის გამო , სი­ცხე­ში ყოფ­ნის გამო და ა.შ. სის­ხლძარ­ღვე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა და ამა­საც შეგ­ვიძ­ლია და­ვაბ­რა­ლოთ. ანი სი­წით­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი რე­აქ­ცია ან სწო­რედ დამ­წვრო­ბა , რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თეთ­რი ფე­რის კან­მა მი­ი­ღოს მზე­ზე პირ­ვე­ლად გას­ვლი­სას. აქაც ესაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მას აქვს თეთ­რი კანი და ნელ-ნელა უნდა მი­ი­ღოს რუჯი. თან­და­თან უნდა გა­ზარ­დოს მზე­ზე ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა და ეს იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მი­აღ­წი­ოს სწო­რედ იმ ფე­რის კანს რო­მე­ლიც სწო­რედ მის­თვის არის სა­სურ­ვე­ლი. ეს არის მისი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. ამას უნდა შე­ე­გუ­ოს, მას აქვს ამ ტი­პის კანი და ამას ის ვერ შე­იც­ვლის.

ნა­თია:

რო­გორ გა­ვა­ყუ­ჩოთ მზის დამ­წვრო­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი?

-მზის­გან დამ­წვრო­ბა სა­ჭი­რო­ებს ზუს­ტად იგი­ვე რე­ა­გი­რე­ბას რაც კა­ნის დამ­წვრო­ბი­სას არის. ეს არის და­ა­ვა­დე­ბა უკვე. ჩვენ პირ­ველ რიგ­ში უნდა ვე­რი­დოთ დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბას და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ აუ­ცი­ლებ­ლად რა ტი­პის კანი გვაქვს. თუ თეთ­რი ფე­რის კანი გვაქვს, უნდა და­ვი­წყოთ მზე­ზე ყოფ­ნა ნაკ­ლე­ბი დრო­ით, ნაკ­ლე­ბი ექ­სპო­ზი­ცია მზის და თან­და­თა­ნო­ბით ვზარ­დოთ რომ არ მი­ვი­ღოთ დამ­წვრო­ბა. თუ მა­ინც მი­ვი­ღეთ დამ­წვრო­ბა ჩვენ უნდა ვიხ­მა­როთ დამ­წვრო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კრე­მე­ბი რო­მე­ლიც მრავ­ლა­დაა მო­წო­დე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქებ­ში . სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კრე­მია, თუნ­დაც სტე­რო­ი­დუ­ლი და ასე­ვე ხსნა­რე­ბი. ასე­ვე შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა: მა­გა­ლი­თად, მაწ­ვნის ნი­ღა­ბი ან გრი­ლი სა­ფე­ნე­ბი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის სა­ფე­ნე­ბიც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ და და­ვი­ფი­ნოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე, რო­დე­საც სიგ­რი­ლის შეგ­რძნე­ბა გვექ­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­ცი­ლოთ.

ლიკა:

რა ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად და რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ხან­გრძლი­ვი დრო­ით?

-და­ვი­წყებ იმით, რომ ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად ჩვენ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და არც გვჭირ­დე­ბა რამ­დე­ნა­დაც რუჯი ხე­ლოვ­ნუ­რად არ უნდა გა­მო­ვიწ­ვი­ოთ. თუ ჩვენ ვი­ღებთ რუჯს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ. თუ ამ წე­სებს გა­და­ვუხ­ვი­ეთ რაც გუ­ლის­ხმობს თან­და­თა­ნო­ბით სხი­ვე­ბის დრო­ის მო­მა­ტე­ბას ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ უკუ რე­აქ­ცია. რუ­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის და­მო­კი­დე­ბე­უ­ლი კა­ნის აქერ­ცვლა­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ რომ კანი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ყო­ველ­დღე ჩა­მო­იფ­ცქვნე­ბა, ეს არის ის მოვ­ლე­ნა რო­მელ­საც ჩვენ ვერ შე­ვა­ჩე­რებთ და ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ან­ში. თუმ­ცა ჩა­მოფ­ცქვნის პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­ში სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით ხდე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი რო­მელ­თაც უხე­ში, სქე­ლი კანი აქვთ და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კანი უფრო ნელა ჩა­მო­იფ­ცქვნე­ბა და ის რქო­ვა­ნა ქერცლე­ბი დიდ­ხანს ჩერ­დე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მეტ­ხანს ინარ­ჩუ­ნე­ბენ რუჯს. ეს არის აბ­სო­ლი­ტუ­რად ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა რო­მელ­საც ჩვენ ვერ შე­ვა­ჩე­რებთ, თუმ­ცა ხში­რი და­ბა­ნით ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი და­ვაჩ­ქა­როთ.

მა­რი­კა:

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი მზის დამ­წვრო­ბის­გან, რო­მე­ლი სა­ა­თე­ბია ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, ხან­მოკ­ლე დრო­ში კარ­გი რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად?

-სა­ქარ­თვე­ლოს სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ ეს უკე­თე­სია იყოს 11-12 სა­ა­თამ­დე. რო­დე­საც მზე ზე­ნი­ტშია ჩვენ თავი უნდა შე­ვა­ფა­როთ ჩრდილს და სა­ღა­მო ხანს როცა ძლი­ე­რი სიმ­ხურ­ვა­ლე არ აქვს. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თი ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კვლავ რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად გა­ვე­შუ­როთ. რო­დე­საც გვი­წევს თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად მზე­ზე ყოფ­ნა და მო­სა­ლოდ­ნე­ლია დამ­წვრო­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია რომ ვიხ­მა­როთ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი.

მზის­გან დამ­ცა­ვი კრმე­ბი სპფ ფაქ­ტო­რით ასე­თი აბ­რე­ვი­ა­ტუ­რი­თაა და გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რი­ცხობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით. რაც უფრო მე­ტია რი­ცხვი მით უფრო მე­ტად გვი­ცავს ესა თუ ის კრე­მი მზი­სა­გან.რო­დე­საც ზღვა­ზე მივ­დი­ვართ შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ 30 სპფ ფაქ­ტო­რი­ა­ნი კრე­მე­ბიც კი ვიხ­მა­როთ იმი­სათ­ვის, რომ არ მი­ვი­ღოთ დამ­წვრო­ბა.ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თეთ­რი ფე­რის კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი­ე­ბი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო რჩე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ ადა­მი­ა­ნებს რომ­ლებ­საც აქვთ გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ან ლა­ქე­ბი , ან თუნ­დაც რა­ი­მე სხვა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა და იღე­ბენ ან­ტიბ­ნო­ი­ტიკს და სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტებს რო­მე­ლიც მზის სხი­ვებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უნდა ვიხ­მა­როთ 50-დან და მეტი სპფ ფაქ­ტო­რი­ა­ნი კრე­მე­ბი.

თორ­ნი­კე:

მთა­ში მი­ღე­ბუ­ლი რუჯი უფრო სა­სარ­გებ­ლო და ხან­გრძლი­ვია, თუ ზღვა­ზე?

-სა­სარ­გებ­ლო რუჯი არ არ­სე­ბობს მინ­და გი­თხრათ. რუჯი არის ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვი­თი რე­აქ­ცია. იმი­სათ­ვის რომ მზის სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან და­იც­ვას თვი ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს პიგმენტს, რო­მე­ლიც კან­ზე აი­სა­ხე­ბა რუ­ჯის სა­ხით. ასე რომ ზღვა­ზე იქ­ნე­ბა თუ მთა­ში, რუჯი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არის დაც­ვი­თი რე­აქ­ცია. უბ­რა­ლოდ მთის პი­რო­ბებ­ში იმ­დე­ნად არ აცხუ­ნებს მზე, რო­გორც ზღვის პი­რო­ბებ­ში. ამ­დე­ნად დამნწვრო­ბა უფრო ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთის პი­რო­ბებ­ში. ის სა­ზი­ა­ნო ზე­მოქ­მე­დე­ბა რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მზის დას­ხი­ვე­ბამ - მთა­ში ნაკ­ლე­ბა­დაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

თი­ნი­კო:

რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა ზა­ფხულ­ში მი­ღე­ბულ რუჯს, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, სა­ნამ ზღვა­ზე წა­ვალთ.

-მზის სხი­ვე­ბის ხან­გრძლივ­მა ზე­მოქ­მე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბიც კი . ან თუნ­დაც პიგმენ­ტუ­რი ხა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნად გა­დაგ­ვა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბევრ სხვა და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად კან­ზე და­ბე­რებ­სის პრო­ცე­სიც დაგ­ვიჩ­ქა­როს. შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს კან­ზე მზის მი­ე­რი ელას­ტო­ზი, რომ­ლის დრო­საც კანი უხეშ­დე­ბა.ვერ ვი­ტყვით რომ რუ­ჯის მი­ღე­ბა არის ისე­თი პრო­ცე­სი რომ­ლის მი­ღე­ბის დრო­საც ჩვენ ზი­ა­ნი არ გვად­გე­ბა ეს ასე არ არის. ზღვა­ზე წას­ვლის წინ პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და გა­ვი­გოთ რო­მე­ლი ტი­პის კანი გვაქვს. სა­ერ­თოდ კი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რომ არ მი­ვი­ღოთ ჭარ­ბად მზის ინ­სო­ლა­ცია.

მშო­ბე­ლი:

რას ურ­ჩევთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ვერც მთა­ში და ვერც ზღვა­ზე მი­დი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად და სურ­ვი­ლი აქვთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­ი­რუ­ჯონ? (აუ­ზე­ბი და თბი­ლი­სის ზღვაც გა­მოვ­რი­ცხოთ)

-ანუ გა­ვირუ­ჯოთ არა თბი­ლი­სის ზღვა­ზე, არა აუ­ზებ­ში და არა ზღვა და მთა, იცით რა ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა რუ­ჯის მი­ღე­ბა თუნ­დაც სა­კუ­თარ აი­ვან­ზე მაგ­რამ ამის აზრს ვერ ვხე­დავ მე. თუ ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რომ რუჯი არის ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვი­თი ფუნ­ქცია, მა­შინ ჩვენ რუ­ჯის მი­ღე­ბა არ გვჭირ­დე­ბა. თუ ეს­თე­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გვჭირ­დე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე , ეს იქ­ნე­ბა ღია ფან­ჯა­რა, აი­ვა­ნი თუ ნე­ბის­მი­ე­რი ღია სივ­რცე.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა უნდა ვიცოდეთ, რომ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ

რა უნდა ვიცოდეთ, რომ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ

ზაფხული ნარუჯის მოყვარულთა სეზონია. თუმცა სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ, უსაფრთხო გარუჯვის შესახებ რეკომენდაციებს გადავხედოთ. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელი კანიც შევინარჩუნოთ? თქვენს კითხვებს დერმატოლოგი პასუხობს.

შემოსული კითხვები

სალომე:

დღის რომელ საათებშია რუჯის მიღება უსაფრთხო და რამდენი ხნით?

-რუჯის მიღება უსაფრთხოა დილით 12 საათამდე და საღამოს, როდესაც მზე აღარ არის ზენიტში, დაახლოებით 5 საათის შემდეგ. თუმცა გააჩნია სად ვიმყოფებით , მაგალითად ზღვაზე გაცილებით დიდხანს არის ზენიტში და ასეთ შემთხვევაში ალბათ უფრო უნდა შევამოკლოთ საათები. ქალაქის პირობებში, გარეთ სეირნობისას შედარებით დაცული ვართ და შეგვიძლია ცოტა უფრო გავახანგრძლივოთ მზეზე ყოფნის პერიოდი.

-რამდენადაც ვიცი სტრიები არ ირუჯება, რას უნდა მივმართოთ რომ გავირუჯოთ თანაბრად, თუ

არის ასეთ შემთვევაში გამოსავალი?

-სტრიები არის ის ადგილი, სადაც კანი არის ატროფირებული, შედარებით გაწელილია და მას აქვს ნაკლებად რუჯის მიღების უნარი. ვფიქრობ რომ ვიმკურნალოთ ამ სტრიებთან დაკავშირებით და მერე გავირუჯოთ, თუმცა ასე სასწრაფოდ ამის მკურნალობას ვერ მოასწრებს, ასე რომ შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება ის ადგილები ცოტა ბაცად გამოიყურებოდეს.

-რამდენად დასაშვებია გარუჯვა ზღვაზე, თუ მაქვს ავტორუჯიც წასმული.  მაინტერესებს ავტორუჯწასმული კანი ირუჯება თუ არა?

-ავტორუჯი ეს არის საღებავი, რომლითაც ხელოვნურად ვიღებთ იმ ფერს, რომელიც მოგვწონს. ასე რომ, რაც არ უნდა საღებავი წავისვათ, გარუჯვას ხელს ვერ შეუშლის. ეს ორი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, უბრალოდ რამდენად არის მათთვის ესთეტიურად ეს მისაღები ამაზეა დამოკიდებული.

მარი:

გთხოვთ გვირჩიეთ ნამზეურის სწრაფად და ეფექტურად მიღების უსაფრთხო გზა.

-თუ გადავწყვიტეთ რუჯის მიღება უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა ტიპის კანი გვაქვს და შესაბამისად იმდენი ხანი დავყოთ მზეზე რამდენი ხანიც ჩვენი კანისთვის არ იქნება საზიანო. თუ გვაქვს პირევლი ტიპის ან მეორე ტიპის კანი ასეთ შემთხვევაში პირველად გასვლისას მზეზე ზამთრის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძალიან ცოტა ხნით უნდა გავიდეთ. მერე უკვე შეგვიძლია თანდათან გავზარდოთ დრო იქამდე სანამ ჩვენი კანი დაიწვებოდეს. ეს შეიძლება იყოს 10 -15 წუთი და ნახევარი საათიც, თუ ჩვენ კანი არ გვეწვის. მეხუთე ტიპის კანის პატრონსაც თუ უნდა "დაზაგვრა" რაც ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც, მას შეუძლია დიდხანს დაყოს მზის გულზე. ანუ მინდა ვთქვა, რომ არ უნდა ვესწრაფოდეთ თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანები სწრაფი "დაზაგვრისკენ".

ლალი:

მაქვს თეთრი კანი. ზაფხულში ლოყები სულ მიწითლდება, ამიტომ ვცდილობ რუჯი მივიღო, რადაგნ სახის სიწითლეს ანეიტრალებს, თუმცა მზე ძალიან ძნელად მეკიდება სახეზე. იქნებ რამე ეფექტური საშუალება მირჩიოთ.

-ანუ მას აქვს თეთრი კანი და მზეზე გასვლისას ეწვის, იმიტომაც წითლდება. თუმცა ეს შეიძლება იყოს ემოციური ნატურა რომელიც ადვილად იწვევს სიწითლეს. მაგალითად სიმორცხვის გამო , სიცხეში ყოფნის გამო და ა.შ. სისხლძარღვები ფართოვდება და ამასაც შეგვიძლია დავაბრალოთ. ანი სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი რეაქცია ან სწორედ დამწვრობა , რომელიც შეიძლება თეთრი ფერის კანმა მიიღოს მზეზე პირველად გასვლისას. აქაც ესაა გასათვალისწინებელი მას აქვს თეთრი კანი და ნელ-ნელა უნდა მიიღოს რუჯი. თანდათან უნდა გაზარდოს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა და ეს იქნება ეფექტური საშუალება რომ მიაღწიოს სწორედ იმ ფერის კანს რომელიც სწორედ მისთვის არის სასურველი. ეს არის მისი თავისებურება. ამას უნდა შეეგუოს, მას აქვს ამ ტიპის კანი და ამას ის ვერ შეიცვლის.

ნათია:

როგორ გავაყუჩოთ მზის დამწვრობისგან მიღებული ტკივილი?

-მზისგან დამწვრობა საჭიროებს ზუსტად იგივე რეაგირებას რაც კანის დამწვრობისას არის. ეს არის დაავადება უკვე. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვერიდოთ დამწვრობის მიღებას და გავითვალისწინოთ აუცილებლად რა ტიპის კანი გვაქვს. თუ თეთრი ფერის კანი გვაქვს, უნდა დავიწყოთ მზეზე ყოფნა ნაკლები დროით, ნაკლები ექსპოზიცია მზის და თანდათანობით ვზარდოთ რომ არ მივიღოთ დამწვრობა. თუ მაინც მივიღეთ დამწვრობა ჩვენ უნდა ვიხმაროთ დამწვრობის საწინააღმდეგო კრემები რომელიც მრავლადაა მოწოდებული აფთიაქებში . სხვადასხვანაირი კრემია, თუნდაც სტეროიდული და ასევე ხსნარები. ასევე შემიძლია ვურჩიო ხალხური მედიცინა: მაგალითად, მაწვნის ნიღაბი ან გრილი საფენები. ჩვეულებრივი წყლის საფენებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და დავიფინოთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე, როდესაც სიგრილის შეგრძნება გვექნება შეგვიძლია მოვიცილოთ.

ლიკა:

რა ეფექტური საშუალებები არსებობს რუჯის მისაღებად და როგორ შევინარჩუნოთ ხანგრძლივი დროით?

-დავიწყებ იმით, რომ ეფექტური საშუალება რუჯის მისაღებად ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ და არც გვჭირდება რამდენადაც რუჯი ხელოვნურად არ უნდა გამოვიწვიოთ. თუ ჩვენ ვიღებთ რუჯს ასეთ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული წესები უნდა დავიცვათ. თუ ამ წესებს გადავუხვიეთ რაც გულისხმობს თანდათანობით სხივების დროის მომატებას ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ უკუ რეაქცია. რუჯის შენარჩუნება არის დამოკიდებეული კანის აქერცვლაზე. მოგეხსენებათ რომ კანი ფიზიოლოგიურად ყოველდღე ჩამოიფცქვნება, ეს არის ის მოვლენა რომელსაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ და ბუნებრივად ხდება ყველა ადამიანში. თუმცა ჩამოფცქვნის პროცესი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ინტენსივობით ხდება. არიან ადამიანები რომელთაც უხეში, სქელი კანი აქვთ და ასეთ შემთხვევაში კანი უფრო ნელა ჩამოიფცქვნება და ის რქოვანა ქერცლები დიდხანს ჩერდება. ასეთი ადამიანები მეტხანს ინარჩუნებენ რუჯს. ეს არის აბსოლიტურად ფიზიოლოგიური მოვლენა რომელსაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ, თუმცა ხშირი დაბანით ჩვენ შეიძლება ეს პროცესი დავაჩქაროთ.

მარიკა:

როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისგან, რომელი საათებია ყველაზე ეფექტური, ხანმოკლე დროში კარგი რუჯის მისაღებად?

-საქართველოს სინამდვილეში როგორც უკვე მოგახსენეთ ეს უკეთესია იყოს 11-12 საათამდე. როდესაც მზე ზენიტშია ჩვენ თავი უნდა შევაფაროთ ჩრდილს და საღამო ხანს როცა ძლიერი სიმხურვალე არ აქვს. ეს არის დაახლოებით 5 საათი ჩვენ შეგვიძლია კვლავ რუჯის მისაღებად გავეშუროთ. როდესაც გვიწევს თავისდაუნებურად მზეზე ყოფნა და მოსალოდნელია დამწვრობა, ასეთ შემთხვევაში სასურველია რომ ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემები.

მზისგან დამცავი კრმები სპფ ფაქტორით ასეთი აბრევიატურითაა და გამოიხატება რიცხობრივი მონაცემებით. რაც უფრო მეტია რიცხვი მით უფრო მეტად გვიცავს ესა თუ ის კრემი მზისაგან.როდესაც ზღვაზე მივდივართ შესაძლებელია რომ 30 სპფ ფაქტორიანი კრემებიც კი ვიხმაროთ იმისათვის, რომ არ მივიღოთ დამწვრობა.ეს განსაკუთრებით თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანიებისათვის არის საჭირო რჩევა. რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომლებსაც აქვთ გარკვეული დაავადება ან ლაქები , ან თუნდაც რაიმე სხვა ტიპის დაავადება და იღებენ ანტიბნოიტიკს და სხვადასხვა პრეპარატებს რომელიც მზის სხივებზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიხმაროთ 50-დან და მეტი სპფ ფაქტორიანი კრემები.

თორნიკე:

მთაში მიღებული რუჯი უფრო სასარგებლო და ხანგრძლივია, თუ ზღვაზე?

-სასარგებლო რუჯი არ არსებობს მინდა გითხრათ. რუჯი არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. იმისათვის რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაიცვას თვი ის გამოიმუშავებს პიგმენტს, რომელიც კანზე აისახება რუჯის სახით. ასე რომ ზღვაზე იქნება თუ მთაში, რუჯი ყველა შემთხვევაში არის დაცვითი რეაქცია. უბრალოდ მთის პირობებში იმდენად არ აცხუნებს მზე, როგორც ზღვის პირობებში. ამდენად დამნწვრობა უფრო ნაკლებად მოსალოდნელია მთის პირობებში. ის საზიანო ზემოქმედება რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მზის დასხივებამ - მთაში ნაკლებადაა მოსალოდნელი.

თინიკო:

რა დადებითი და უარყოფითი ჩვენებები მოჰყვება ზაფხულში მიღებულ რუჯს, რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ზღვაზე წავალთ.

-მზის სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნური პროცესებიც კი . ან თუნდაც პიგმენტური ხალის ავთვისებიანად გადაგვარება. შეიძლება ბევრ სხვა დაავადებასთან ერთად კანზე დაბერებსის პროცესიც დაგვიჩქაროს. შეიძლება გაჩნდეს კანზე მზის მიერი ელასტოზი, რომლის დროსაც კანი უხეშდება.ვერ ვიტყვით რომ რუჯის მიღება არის ისეთი პროცესი რომლის მიღების დროსაც ჩვენ ზიანი არ გვადგება ეს ასე არ არის. ზღვაზე წასვლის წინ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ და გავიგოთ რომელი ტიპის კანი გვაქვს. საერთოდ კი უნდა გავითვალისწინოთ რომ არ მივიღოთ ჭარბად მზის ინსოლაცია.

მშობელი:

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც ვერც მთაში და ვერც ზღვაზე მიდიან დასასვენებლად და სურვილი აქვთ სახლის პირობებში გაირუჯონ? (აუზები და თბილისის ზღვაც გამოვრიცხოთ)

-ანუ გავირუჯოთ არა თბილისის ზღვაზე, არა აუზებში და არა ზღვა და მთა, იცით რა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება რუჯის მიღება თუნდაც საკუთარ აივანზე მაგრამ ამის აზრს ვერ ვხედავ მე. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რომ რუჯი არის ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია, მაშინ ჩვენ რუჯის მიღება არ გვჭირდება. თუ ესთეტიური თვალსაზრისით გვჭირდება, მაშინ შეიძლება ნებისმიერ ადგილზე , ეს იქნება ღია ფანჯარა, აივანი თუ ნებისმიერი ღია სივრცე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას