კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო გულედანი: "ადამიანი თუ თავის სახლში მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ?"
აჩიკო გულედანი: "ადამიანი თუ თავის სახლში მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ?"

თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მუ­სი­კო­სი აჩი­კო გუ­ლე­და­ნი იყო. მან მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა.

- რა მი­ზე­ზით შე­უ­ერ­თდით მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ას?

აჩი­კო გუ­ლე­და­ნი:

- არ შე­იძ­ლე­ბა, ატო­მუ­რი ბომ­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე, გა­უ­პა­ტი­უ­რო­ბა­ზე, მკვლე­ლო­ბა­ზე უფრო მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლი იყოს, ვიდ­რე - მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე. არ­სე­ბობს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი, სუ­ლე­ლუ­რი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია, უნდა შეც­ვლი­ლი­ყო. ლა­პა­რა­კი არ არის, ასე ვთქვათ, ამ ნივ­თი­ე­რე­ბის პრო­პა­გან­და­ზე. სა­მე­დი­ცი­ნო და "გა­ე­როს" დას­კვნე­ბით მსოფ­ლი­ომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ბევ­რგან ეს ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია. ჩვენ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ, აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ხალ­ხი ამის გამო არ უნდა ის­ჯე­ბო­დეს. კი ბა­ტო­ნო, გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მისი მოხ­მა­რე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს, ვთქვათ, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, ქი­რურ­გი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე "და­ბო­ლი­ლი" არ უნდა იყოს. ადა­მი­ა­ნი თუ სახ­ლში ან სად­მე თა­ვის­თვის მო­წევს, რა­ტომ უნდა და­ვუ­შა­ლოთ, ვერ ვხვდე­ბი.

- თქვე­ნი აზ­რით, დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში მა­რი­ხუ­ა­ნას შე­მო­ტა­ნის და მოხ­მა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ გა­იზ­რდე­ბა?

- მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მა სა­ერ­თოდ არ არის. ლე­გენ­და, რომ თით­ქოს, მა­რი­ხუ­ა­ნა მავ­ნეა, ჩემი სი­ტყვე­ბის გამო კი არა, მსოფ­ლი­ოს ექი­მე­ბის და ნარ­კო­ლო­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ მცდა­რია. ლა­პა­რა­კი მაქვს ნამ­დვილ ნარ­კო­ლო­გებ­ზე და არა აქა­უ­რებ­ზე, რომ­ლებ­საც "მა­ყუ­თის" გა­კე­თე­ბა უნ­დათ და ამი­ტომ ტვინს ბურ­ღა­ვენ. ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­მეა. არ შე­იძ­ლე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში ვი­ღა­ცებ­მა "დაგ­ვა­ბო­ლონ" და გვი­თხრან, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა კლავს, რად­გან სტა­ტის­ტი­კით ამის­გან გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ალ­კოჰო­ლით, სი­გა­რე­ტით და ა.შ., და არა მა­რი­ხუ­ა­ნით. ეს არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ბობ მარ­ლი მას სულ მო­იხ­მარ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სის­ტე­მა­ტი­უ­რად მო­იხ­მარს, ვერ ვხვდე­ბი, ეს პრობ­ლე­მას რა­ტომ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს. პრობ­ლე­მა­ტუ­რი არ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე არაყს ან ღვი­ნოს სვამს? მა­საც უნდა ავუკ­რძა­ლოთ და­ლე­ვა?

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აჩიკო გულედანი: "ადამიანი თუ თავის სახლში მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ?"

აჩიკო გულედანი: "ადამიანი თუ თავის სახლში მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ?"

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე მუსიკოსი აჩიკო გულედანი იყო. მან მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

- რა მიზეზით შეუერთდით მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერ აქციას?

აჩიკო გულედანი:

- არ შეიძლება, ატომური ბომბის დამზადებაზე, გაუპატიურობაზე, მკვლელობაზე უფრო მსუბუქი სასჯელი იყოს, ვიდრე - მარიხუანას მოხმარებაზე. არსებობს ძალიან უცნაური, სულელური კანონი, რომელიც უკვე დიდი ხანია, უნდა შეცვლილიყო. ლაპარაკი არ არის, ასე ვთქვათ, ამ ნივთიერების პროპაგანდაზე. სამედიცინო და "გაეროს" დასკვნებით მსოფლიომ მარიხუანას მოხმარება სხვა კატეგორიაში გადაიყვანა, ბევრგან ეს ლეგალიზებულია. ჩვენ ლეგალიზაციაზე არ ვლაპარაკობთ, აქ საუბარია იმაზე, რომ ხალხი ამის გამო არ უნდა ისჯებოდეს. კი ბატონო, გარკვეულ ადგილებში გარკვეული ადამიანების მიერ მისი მოხმარება არ უნდა ხდებოდეს, ვთქვათ, ავტობუსის მძღოლი, ქირურგი, პარლამენტის თავმჯდომარე "დაბოლილი" არ უნდა იყოს. ადამიანი თუ სახლში ან სადმე თავისთვის მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ, ვერ ვხვდები.

- თქვენი აზრით, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მარიხუანას შემოტანის და მოხმარების საშიშროება არ გაიზრდება?

- მარიხუანას მოხმარება პრობლემა საერთოდ არ არის. ლეგენდა, რომ თითქოს, მარიხუანა მავნეა, ჩემი სიტყვების გამო კი არა, მსოფლიოს ექიმების და ნარკოლოგების გამოცდილებით მტკიცდება, რომ მცდარია. ლაპარაკი მაქვს ნამდვილ ნარკოლოგებზე და არა აქაურებზე, რომლებსაც "მაყუთის" გაკეთება უნდათ და ამიტომ ტვინს ბურღავენ. ეს ძალიან მარტივი რამეა. არ შეიძლება, ინტერნეტის ეპოქაში ვიღაცებმა "დაგვაბოლონ" და გვითხრან, რომ მარიხუანა კლავს, რადგან სტატისტიკით ამისგან გარდაცვლილი ადამიანი არ არსებობს. არსებობს სიკვდილიანობა ალკოჰოლით, სიგარეტით და ა.შ., და არა მარიხუანით. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ბობ მარლი მას სულ მოიხმარდა. ძალიან ბევრი ადამიანი სისტემატიურად მოიხმარს, ვერ ვხვდები, ეს პრობლემას რატომ უნდა წარმოადგენდეს. პრობლემატური არ არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე არაყს ან ღვინოს სვამს? მასაც უნდა ავუკრძალოთ დალევა?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია