კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია"
ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამა­ყობს, რომ არის პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია . რო­გორც დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მო­ხა­რუ­ლია, რომ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი სიმ­ტკი­ცე პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ამ­ტკი­ცოს. მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად შეძ­ლებს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას.

"შემ­თხვე­ვი­თი არ არის ჩემი და­კა­ვე­ბა 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, რო­დე­საც აქ­ცი­ა­ზე და­ღუ­პულ­თა მკვლე­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­მოშ­ვე­ბუ­ლია. ეს არის ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე. შემ­თხვე­ვი­თი არ არის ჩემი პა­ტიმ­რო­ბა მა­შინ, როცა ჩემს მიერ და­ჭე­რი­ლი ყვე­ლა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", ყა­ჩა­ღი და რუ­სე­თის ჯა­შუ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ამ რე­ჟი­მის მიერ. ამ ფონ­ზე ლო­გი­კუ­რია, რომ მე, რო­გორც მათ­თან მებ­რძო­ლი, ვიჯ­დე ცი­ხე­ში", - აღ­ნიშ­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კან წას­ვლას ორ წე­ლი­წად­ში ისე­დაც აპი­რებ­და, რად­გან ჩათ­ვა­ლა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­მა­რი­სი იყო, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თა - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია", "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მოს­პო­ბა, ჯა­შუ­შე­ბის და­კა­ვე­ბა, ახა­ლი პო­ლი­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნა, ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბის აშე­ნე­ბა ბა­თუ­მი­სა და ანაკ­ლი­ის სა­ხით.

ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ყვე­ლას, ვისი მი­მარ­თა­დაც აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ვინც გა­დახ­ვე­წი­ლია, რად­გან და­პა­ტიმ­რე­ბა ემუქ­რე­ბა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გამო "დიდ ზე­წო­ლას გა­ნიც­დის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია"

ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამაყობს, რომ არის პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია . როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მერაბიშვილმა განაცხადა, მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სიმტკიცე პატიმრობაში დაამტკიცოს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ადვოკატებთან ერთად შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

"შემთხვევითი არ არის ჩემი დაკავება 26 მაისის საქმეზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქციაზე დაღუპულთა მკვლელი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებულია. ეს არის ივა ჩიღვინაძე. შემთხვევითი არ არის ჩემი პატიმრობა მაშინ, როცა ჩემს მიერ დაჭერილი ყველა "კანონიერი ქურდი", ყაჩაღი და რუსეთის ჯაშუში გათავისუფლებულია ამ რეჟიმის მიერ. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ მე, როგორც მათთან მებრძოლი, ვიჯდე ციხეში", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკან წასვლას ორ წელიწადში ისედაც აპირებდა, რადგან ჩათვალა, რომ ერთი ადამიანისთვის საკმარისი იყო, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა - "ვარდების რევოლუცია", "კანონიერი ქურდების" მოსპობა, ჯაშუშების დაკავება, ახალი პოლიციისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ახალი ქალაქების აშენება ბათუმისა და ანაკლიის სახით.

ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა ყველას, ვისი მიმართადაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ვინც გადახვეწილია, რადგან დაპატიმრება ემუქრება და მერაბიშვილის გამო "დიდ ზეწოლას განიცდის".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ