პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელმა ქალმა ბავშვი სიკვდილის შემდეგ გააჩინა
ამერიკელმა ქალმა ბავშვი სიკვდილის შემდეგ გააჩინა

32 წლის მი­სუ­რელ­მა პე­და­გოგ­მა ერი­კა მიგ­რე­ლიმ გაკ­ვე­თილ­ზე თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. ქალი Elkins High School-ის უფ­რო­სი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, იქვე მუ­შა­ობს მისი მე­უღ­ლე ნა­თა­ნიც. წყვი­ლი ბავ­შვს ელო­დე­ბო­და - ერი­კას მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე სამი კვი­რა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი.

"კლას­ში რომ შე­ვე­დი, ჩემი მე­უღ­ლე ია­ტაკ­ზე იწვა, პი­რი­დან ქაფი მოს­დი­ო­და, ის იხ­რჩო­ბო­და, - იხ­სე­ნებს ნა­თა­ნი, რო­მე­ლიც იმ დროს მე­ზო­ბელ საკ­ლა­სო ოთახ­ში გაკ­ვე­თილს ატა­რებ­და, - რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან გო­ნე­ბა და­კარ­გა".

კო­ლე­გებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მე­ბის მოს­ვლამ­დე, ნა­თა­ნი გუ­ლის მა­სა­ჟი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის მეშ­ვე­ო­ბით მე­უღ­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და.

ექი­მებ­მა ად­გილ­ზე დე­ფიბ­რი­ლა­ტო­რი გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ პა­ცი­ენტს გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და­უდ­გი­ნეს. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა სა­კე­ის­რო კვე­თის წყა­ლო­ბით შეძ­ლეს. მე­დი­კო­სე­ბი გა­ო­ცე­ბულ­ნი დარ­ჩნენ, რო­დე­საც ბავ­შვი ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და.

"ბავ­შვი მა­შინ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, რო­დე­საც დე­დას გული გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. ქალი ფაქ­ტობ­რი­ვად მკვდა­რი იყო. მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დიც კი არ გვქონ­და", - იხ­სე­ნებს ერთ-ერთი ექი­მი.

ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ნა­თან­სა და ექი­მებს კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი ელო­და. პა­ცი­ენ­ტის გა­ჩე­რე­ბუ­ლი გული ამუ­შავ­და. ქალ­მა სუნ­თქვა და­ი­წყო.

"ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა. ერი­კა მოკ­ვდა, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა და გა­ცო­ცხლდა, - ამ­ბობს ნა­თა­ნი, - რო­დე­საც ჩვე­ნი ვაჟი გა­იზ­რდე­ბა, ამ­ქვეყ­ნად მისი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლი­ნე­ბის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ამ­ბობთ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

ამერიკელმა ქალმა ბავშვი სიკვდილის შემდეგ გააჩინა

ამერიკელმა ქალმა ბავშვი სიკვდილის შემდეგ გააჩინა

32 წლის მისურელმა პედაგოგმა ერიკა მიგრელიმ გაკვეთილზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ქალი Elkins High School-ის უფროსი კლასების მასწავლებლად მუშაობდა, იქვე მუშაობს მისი მეუღლე ნათანიც. წყვილი ბავშვს ელოდებოდა - ერიკას მშობიარობამდე სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი.

"კლასში რომ შევედი, ჩემი მეუღლე იატაკზე იწვა, პირიდან ქაფი მოსდიოდა, ის იხრჩობოდა, - იხსენებს ნათანი, რომელიც იმ დროს მეზობელ საკლასო ოთახში გაკვეთილს ატარებდა, - რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა".

კოლეგებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმების მოსვლამდე, ნათანი გულის მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის მეშვეობით მეუღლის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა.

ექიმებმა ადგილზე დეფიბრილატორი გამოიყენეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პაციენტს გულის გაჩერება დაუდგინეს. სპეციალისტებმა ბავშვის გადარჩენა საკეისრო კვეთის წყალობით შეძლეს. მედიკოსები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელი დაიბადა.

"ბავშვი მაშინ მოევლინა ქვეყანას, როდესაც დედას გული გაჩერებული ჰქონდა. ქალი ფაქტობრივად მკვდარი იყო. მისი გადარჩენის იმედიც კი არ გვქონდა", - იხსენებს ერთ-ერთი ექიმი.

ბავშვის დაბადების შემდეგ ნათანსა და ექიმებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. პაციენტის გაჩერებული გული ამუშავდა. ქალმა სუნთქვა დაიწყო.

"ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ერიკა მოკვდა, ბავშვი გააჩინა და გაცოცხლდა, - ამბობს ნათანი, - როდესაც ჩვენი ვაჟი გაიზრდება, ამქვეყნად მისი სასწაულებრივი მოვლინების შესახებ აუცილებლად ვუამბობთ".

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს