კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი - "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს"
რომის პაპი - "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს"

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ კა­თო­ლი­კებს ღა­რი­ბე­ბი­სა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ამის შე­სა­ხებ პაპ­მა რომ­ში წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ 200 000 მორ­წმუ­ნეს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ძი­ლის წინ ყო­ველ ღა­მით ლო­ცუ­ლობს მათ­თვის. "ლოც­ვი­სას ზოგ­ჯერ ჩამ­თვლემს ხოლ­მე, დი­ლის საქ­მე­ე­ბის­გან დაღ­ლი­ლო­ბა ძილს იწ­ვევს, მაგ­რამ ღმერ­თი ამას მი­გებს", - გა­ნუ­ცხა­და ფრან­ცის­კემ შეკ­რე­ბი­ლებს.

პაპ­მა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დია მხო­ლოდ სკან­და­ლე­ბის გა­შუ­ქე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შიმ­ში­ლით ან სი­ცი­ვით სიკ­ვდი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ახალ ამ­ბად არ მი­იჩ­ნე­ვა.

"ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა დღეს ახალ ამ­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ თუ უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი სი­ცი­ვით კვდე­ბა. დღეს ახა­ლი ამ­ბე­ბი სკან­და­ლე­ბია. მო­შიმ­ში­ლე ბავ­შვე­ბი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ქედ­მა­ღალ კა­თო­ლი­კე­ე­ბად არ უნდა ვიქ­ცეთ, რომ­ლებ­საც თავი გა­ნათ­ლე­ბით მო­აქვთ და თე­ო­ლო­გი­ას ჭიქა ჩაის თან­ხლე­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მა­მა­ცი კა­თო­ლი­კე­ე­ბი უნდა ვი­ყოთ და ვე­ძე­ბოთ ისი­ნი, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პონ­თი­ფი­კოს­მა.

ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი ხორ­ხე მა­რიო ბერ­გო­ლიო რო­მის პა­პად 13 მარტს აირ­ჩი­ეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რომის პაპი - "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს"

რომის პაპი - "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს"

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკებს ღარიბებისა და გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პაპმა რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 200 000 მორწმუნეს განუცხადა.

როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, ძილის წინ ყოველ ღამით ლოცულობს მათთვის. "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს ხოლმე, დილის საქმეებისგან დაღლილობა ძილს იწვევს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს", - განუცხადა ფრანცისკემ შეკრებილებს.

პაპმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე მედია მხოლოდ სკანდალების გაშუქებით არის დაკავებული და გაჭირვებული ადამიანების შიმშილით ან სიცივით სიკვდილი მნიშვნელოვან ახალ ამბად არ მიიჩნევა.

"ჩემთვის მტკივნეულია ამაზე საუბარი, თუმცა დღეს ახალ ამბად არ მიიჩნევენ თუ უსახლკარო ადამიანი სიცივით კვდება. დღეს ახალი ამბები სკანდალებია. მოშიმშილე ბავშვები არავის აინტერესებს. ქედმაღალ კათოლიკეებად არ უნდა ვიქცეთ, რომლებსაც თავი განათლებით მოაქვთ და თეოლოგიას ჭიქა ჩაის თანხლებით განიხილავენ. მამაცი კათოლიკეები უნდა ვიყოთ და ვეძებოთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება", - აღნიშნა პონთიფიკოსმა.

ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 13 მარტს აირჩიეს.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს