ჟურნალისტი ია ანთაძე დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება და გამოსავალს საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაში ხედავს.
"იმას, რაც დღეს ხდება, ვერც საპასუხო ძალადობით აჯობებ, ვერც მოძალადეების კანონიერი დასჯით. აჯობებ მხოლოდ და მხოლოდ განათლებით. თუ განათლება სასწრაფოდ არ გახდება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი, უარესი დაგვემართება და ღირსები ვიქნებით!
საღი აზრის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, ვერა... კარცერი-ლუქსებია საჭირო", - წერს ანთაძე.