კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუხიშვილების სოლისტს ვაჟი შეეძინა - "ილიკომ მითხრა, ბიჭი გეყოლებაო"
სუხიშვილების სოლისტს ვაჟი შეეძინა - "ილიკომ მითხრა, ბიჭი გეყოლებაო"

სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მშვე­ნი­ე­რი სო­ლის­ტი ნინო ჯო­ხა­ძე თვე-ნა­ხევ­რის წინ დედა გახ­და. მას ლუკა თო­ხა­ძე 23 მარტს შე­ე­ძი­ნა. ნინო ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი ფორ­მის აღ­დგე­ნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე ხან­ში ან­სამ­ბლის ცხოვ­რე­ბას სრულ­ყო­ფი­ლად და­უბ­რუნ­დე­ბა. "სუ­ხიშ­ვი­ლებს" წინ უამ­რა­ვი გას­ტრო­ლი ელით, ნი­ნოს ან­სამ­ბლში მოღ­ვა­წე­ო­ბის 12-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­უ­ზა არ ჰქო­ნია, ახლა კი მიხ­ვდა, რა­ო­დენ უყ­ვარს საქ­მე, რო­მელ­საც ამ­დე­ნი წე­ლია ემ­სა­ხუ­რე­ბა. ნი­ნომ თა­ვის პა­ტა­რა­სა და ქმარ­თან, გი­ორ­გი თო­ხა­ძეს­თან ერ­თად სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­სე­სია ერთ-ერთ ფო­ტოს­ტუ­დი­ა­ში გა­და­ი­ღო და ჩვენც მოგ­ვცა ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მი­უ­ხე­და­ვად პა­უ­ზი­სა, ნი­ნომ მა­ინც იცეკ­ვა და შვი­დი თვის ორ­სულ­მა "ლა­ზუ­რი" შე­ას­რუ­ლა კა­მე­რის წინ, შემ­დეგ კი ერთ-ერთი ბან­კის კონ­კურ­სში გაგ­ზავ­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ვი­დე­ომ ვერ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ ნი­ნოს ოც­ნე­ბა ახდა, ეცეკ­ვა ორ­სულს და შვი­ლის­თვის სა­მახ­სოვ­რო ვი­დეო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. როცა გა­იზ­რდე­ბა, ლუკა ნა­ხავს, რო­გორ "იცეკ­ვა" დე­დი­კოს­თან ერ­თად. ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ 50 ათას­ზე მეტი ნახ­ვა და­უგ­როვ­და.

- ნინო, რო­დის შე­გე­ძი­ნა პა­ტა­რა?

- 23 მარტს გაჩ­ნდა ლუკა თო­ხა­ძე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან მშვი­დი და წყნა­რი ბავ­შვია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოვ­ნათ­ლე. ლუ­კას ცხრა ნათ­ლია ჰყავს. რვა მათ­გა­ნი ნათ­ლო­ბას და­ეს­წრო, ერთი ვერა, რად­გან ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, თიკა ალა­ვი­ძე.

- ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას მე­უღ­ლე?

- კი, თიკა მო­ცეკ­ვა­ვეა, ჩემი მე­გო­ბა­რია და მეჯ­ვა­რე. ამე­რი­კი­დან მო­მი­ნათ­ლა ბავ­შვი. ან­სამ­ბლი­დან ნათ­ლი­ე­ბი არი­ან თა­მუ­ნა დვა­ლი და ლიზი კა­ჭა­რა­ვა. ასე­ვე ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი და გი­ორ­გის ოთხი ახლო მე­გო­ბა­რი.

- რო­გო­რი მშო­ბი­ა­რო­ბა გქონ­და?

- ძა­ლი­ან კარ­გი. ორ სა­ათ­ში გაჩ­ნდა ბავ­შვი, მცი­რე ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დი, სას­წრა­ფოდ და­უ­რე­კეს ჩემს ექიმს. ისე­თი მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი, რომ შემ­დეგ შვილს, გო­გო­ნას, აუ­ცი­ლებ­ლად მისი დახ­მა­რე­ბით გა­ვა­ჩენ (იღი­მე­ბა). მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა დავ­დი­ო­დი ვარ­ჯი­შებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ორ­სუ­ლე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვიმ­შო­ბი­ა­რე ალ­ბათ ამ ვარ­ჯი­შე­ბის გამო.

- ან­სამ­ბლი­დან დეკ­რეტ­ში რო­დის გახ­ვე­დი?

- ორ­სულ­მა ვი­ცეკ­ვე. კონ­ცერ­ტამ­დე ორი დღით ადრე გა­ვი­გე, რომ ორი თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი. "ასას" ვცეკ­ვავ­დით კუს ტბა­ზე, "არტ-გე­ნის" ფარ­გლებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად. მთე­ლი დატ­ვირ­თვით ვი­ცეკ­ვე სრუ­ლი კონ­ცერ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ასა" ტრა­დი­ცი­ულ­თან შე­და­რე­ბით უფრო რთუ­ლი სა­ცეკ­ვია, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ცეკ­ვე­ბია.

- არ შე­გე­შინ­და ფეხ­მძი­მეს ცეკ­ვა?

- არა, მა­ნამ­დე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი დატ­ვირ­თვით ვცეკ­ვავ­დით და ის ერთი დღეც არ შემ­ში­ნე­ბია. 7 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, როცა ერთ-ერთი ბან­კის სა­ა­ხალ­წლო კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­და­ვი­ღე ვი­დეო, სა­დაც ვცეკ­ვავ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი ნახ­ვა და­უგ­როვ­და ჩემს ვი­დე­ოს. თა­ნაც, როცა "იუ­თუბ­ზე" ვნა­ხუ­ლობ­დი, რო­გორ ცეკ­ვავ­დნენ ორ­სუ­ლე­ბი, მეც მინ­დო­და, ასე­თი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ჩემი შვი­ლის­თვის მე­ნახ­ვე­ბი­ნა, როცა გა­იზ­რდე­ბო­და. მივ­ხვდი, რომ ჩემი ვაჟ­კა­ცი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო, რად­გან ცეკ­ვას არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ. ორ­სუ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცეკ­ვა ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა. ჯერ დეკ­რე­ტი­დან არ გავ­სულ­ვარ, ფორ­მა­ში ვდგე­ბი და ან­სამ­ბლს მალე და­ვუბ­რუნ­დე­ბი. სის­ხლი მიჩ­ქეფს, როცა ვხე­დავ, რო­გორ ცეკ­ვა­ვენ სხვე­ბი. როცა სცე­ნა­ზე დგა­ხარ, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს და ვერ ხვდე­ბი, რა ძვირ­ფა­სია შენი საქ­მე. მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სულ სხვა­ნა­ი­რია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სუხიშვილების სოლისტს ვაჟი შეეძინა - "ილიკომ მითხრა, ბიჭი გეყოლებაო"

სუხიშვილების სოლისტს ვაჟი შეეძინა - "ილიკომ მითხრა, ბიჭი გეყოლებაო"

სუხიშვილების მშვენიერი სოლისტი ნინო ჯოხაძე თვე-ნახევრის წინ დედა გახდა. მას ლუკა თოხაძე 23 მარტს შეეძინა. ნინო ამჟამად საკუთარი ფორმის აღდგენით არის დაკავებული და რამდენიმე ხანში ანსამბლის ცხოვრებას სრულყოფილად დაუბრუნდება. "სუხიშვილებს" წინ უამრავი გასტროლი ელით, ნინოს ანსამბლში მოღვაწეობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში პაუზა არ ჰქონია, ახლა კი მიხვდა, რაოდენ უყვარს საქმე, რომელსაც ამდენი წელია ემსახურება. ნინომ თავის პატარასა და ქმართან, გიორგი თოხაძესთან ერთად სამახსოვრო ფოტოსესია ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში გადაიღო და ჩვენც მოგვცა ფოტოების გამოყენების საშუალება.

საინტერესოა, რომ მიუხედავად პაუზისა, ნინომ მაინც იცეკვა და შვიდი თვის ორსულმა "ლაზური" შეასრულა კამერის წინ, შემდეგ კი ერთ-ერთი ბანკის კონკურსში გაგზავნა მონაწილეობის მისაღებად. ვიდეომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ნინოს ოცნება ახდა, ეცეკვა ორსულს და შვილისთვის სამახსოვრო ვიდეო დაეტოვებინა. როცა გაიზრდება, ლუკა ნახავს, როგორ "იცეკვა" დედიკოსთან ერთად. ვიდეო ინტერნეტსივრცეში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 50 ათასზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

- ნინო, როდის შეგეძინა პატარა?

- 23 მარტს გაჩნდა ლუკა თოხაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი. ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვია. რამდენიმე დღის წინ მოვნათლე. ლუკას ცხრა ნათლია ჰყავს. რვა მათგანი ნათლობას დაესწრო, ერთი ვერა, რადგან ამერიკაში ცხოვრობს, თიკა ალავიძე.

- ზაზა ფაჩულიას მეუღლე?

- კი, თიკა მოცეკვავეა, ჩემი მეგობარია და მეჯვარე. ამერიკიდან მომინათლა ბავშვი. ანსამბლიდან ნათლიები არიან თამუნა დვალი და ლიზი კაჭარავა. ასევე ჩემი ბავშვობის მეგობრები და გიორგის ოთხი ახლო მეგობარი.

- როგორი მშობიარობა გქონდა?

- ძალიან კარგი. ორ საათში გაჩნდა ბავშვი, მცირე ტკივილები მქონდა. სამშობიაროში რომ მივედი, სასწრაფოდ დაურეკეს ჩემს ექიმს. ისეთი მადლობელი ვარ მისი, რომ შემდეგ შვილს, გოგონას, აუცილებლად მისი დახმარებით გავაჩენ (იღიმება). მთელი ორსულობა დავდიოდი ვარჯიშებსა და სემინარებზე, რომლებიც სპეციალურად ორსულებისთვის არის განკუთვნილი. ძალიან ადვილად ვიმშობიარე ალბათ ამ ვარჯიშების გამო.

- ანსამბლიდან დეკრეტში როდის გახვედი?

- ორსულმა ვიცეკვე. კონცერტამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. "ასას" ვცეკვავდით კუს ტბაზე, "არტ-გენის" ფარგლებში ტრადიციულად. მთელი დატვირთვით ვიცეკვე სრული კონცერტი. მოგეხსენებათ, "ასა" ტრადიციულთან შედარებით უფრო რთული საცეკვია, ძალიან აქტიური ცეკვებია.

- არ შეგეშინდა ფეხმძიმეს ცეკვა?

- არა, მანამდე რეპეტიციებზე არანაკლები დატვირთვით ვცეკვავდით და ის ერთი დღეც არ შემშინებია. 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ერთ-ერთი ბანკის საახალწლო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. გადავიღე ვიდეო, სადაც ვცეკვავდი. სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ძალიან ბევრი ნახვა დაუგროვდა ჩემს ვიდეოს. თანაც, როცა "იუთუბზე" ვნახულობდი, როგორ ცეკვავდნენ ორსულები, მეც მინდოდა, ასეთი რამ გამეკეთებინა და ჩემი შვილისთვის მენახვებინა, როცა გაიზრდებოდა. მივხვდი, რომ ჩემი ვაჟკაცი ძალიან ძლიერი იყო, რადგან ცეკვას არ შევუშინებივარ. ორსულობის განმავლობაში ცეკვა ძალიან მომენატრა. ჯერ დეკრეტიდან არ გავსულვარ, ფორმაში ვდგები და ანსამბლს მალე დავუბრუნდები. სისხლი მიჩქეფს, როცა ვხედავ, როგორ ცეკვავენ სხვები. როცა სცენაზე დგახარ, ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ვერ ხვდები, რა ძვირფასია შენი საქმე. მაყურებლის თვალით დანახული სულ სხვანაირია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება