მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათელა მოდებაძე: "ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი"
ნათელა მოდებაძე: "ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი"

შარ­შან, ნო­ემ­ბერ­ში, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იყო მოწ­მე, რო­მელ­საც ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ეთა­მა­შა, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც დღეს ირ­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ დუბ­ლინ­ში ცხოვ­რობს, აცხა­დებ­და, რომ 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის ავ­ბე­დით ღა­მეს და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ შე­ი­ტა­ნეს ცხედ­რე­ბი ასა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩის N53-ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში. ნა­თე­ლა მო­დე­ბა­ძეს დუბ­ლინ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ და­კი­თხა ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

- რო­დე­საც სა­ჯა­როდ ით­ქვა ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, თუ არ ვცდე­ბი, შარ­შან, ნო­ემ­ბერ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მარ­თლაც და­მი­კავ­შირ­დნენ, სკა­ი­პით მე­სა­უბ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მგო­ნი, შან­ში­აშ­ვი­ლი. ეს იყო ზო­გა­დი გა­მო­კი­თხვა და არა ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­კი­თხვა. ამის შემ­დეგ თვი­თონ ვცა­დე დავ­კავ­ში­რე­ბო­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას, რად­გან მინ­დო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი მქო­ნო­და იმის თა­ო­ბა­ზე, რომ და­ვი­კი­თხე, მაგ­რამ ამა­ოდ. იმ პე­რი­ოდ­ში ვე­ლა­პა­რა­კე გოგ­ლა ჟვა­ნი­ა­საც, რო­მელ­საც კარ­გა ხა­ნია ვიც­ნობ, ჯერ კი­დევ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი­დან. სწო­რედ მა­შინ გა­ვუმ­ხი­ლე გოგ­ლას, თუ რა ვნა­ხე 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის ღა­მეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩემ მი­მართ არ გა­მო­უ­ხა­ტა­ვას, რაც ძა­ლი­ან მიკ­ვირს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გარ­და არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იმით, თუ რა ვიცი.

- იქ­ნებ კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნოთ, რა ნა­ხეთ?

- სავ­სე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ამ­ბავ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ და თუ ამ საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნა სურთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­კი­თხონ სწო­რედ მაღ­ლა­ფე­რი­ძე. ის ბინა სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩის N53-ში ჩემს მე­გო­ბარს უნდა ექი­რა­ვე­ბი­ნა, შე­თან­ხმე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით ბი­ნის პატ­რონ ეკა კი­კი­ან­თან ბი­ნის ქი­რა­ზე - თვე­ში 150 დო­ლარ­ზე, თუმ­ცა მან გა­მოგ­ვი­ცხა­და - პარ­ლა­მენ­ტა­რი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე ორ­მაგს მიხ­დის და მას უნდა მი­ვა­ქი­რა­ვოო. ამ ამ­ბავ­ში არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლი­თაც, გა­მო­ძი­ე­ბა თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ირ­კვეს. იმ ღა­მეს მე­გო­ბარ­თან დავ­რჩი, რომ­ლის ფან­ჯრე­ბიც პირ­და­პირ უყუ­რებ­და იმ კორ­პუსს, სა­დაც ეს მოხ­და. მე და ჩემი მე­გობ­რის გო­გო­ნა (იგი 2008 წელს გარ­და­იც­ვა­ლა) გვი­ა­ნო­ბამ­დე ვა­ლა­გებ­დით ბი­ნას. შინ კი­დევ ამ გო­გო­ნას დედა და ჩვე­ნი ერთი მე­გო­ბა­რი იყო. ისი­ნი ნარდს თა­მა­შობ­დნენ. მოგ­ვშივ­და, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ დაბ­ლა ჩას­ვლა და რა­ი­მეს ყიდ­ვა, ახ­ლო­მახ­ლო უკვე ყვე­ლა მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი ან მეტი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც ბენ­ზი­ნის გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის­კენ წა­ვე­დით მე და ჩემი მე­გობ­რის შვი­ლი. ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სა­დარ­ბა­ზოს­თან მდგომ­მა ჯიპ­მა მი­იქ­ცია, რად­გან მა­შინ ჯი­პე­ბი ასე ხში­რად არ ჩან­და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. იმ ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ჩემს მე­გო­ბარს უნდა ექი­რა­ვე­ბი­ნა, სი­ნათ­ლე ენთო, მახ­სოვს გა­ვი­ხუმ­რე, რო­გორც ჩანს, ვა­სი­კო მაღ­ლა­ფე­რი­ძეს სტუმ­რე­ბი ჰყავს-მეთ­ქი. უკან რომ მოვ­ბრუნ­დით, ეზო­ში კი­დევ ერთი ფა­რებ­ჩამ­ქრა­ლი ჯიპი შე­მო­ვი­და, ისიც ამა­ვე სა­დარ­ბა­ზოს­თან გა­ჩერ­და. და­ვი­ნა­ხე, რომ მან­ქა­ნას­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებ­და, ბნე­ლო­და, ამი­ტომ და­ნამ­დვი­ლე­ბით არ შე­მიძ­ლია ვთქვა, რამ­დე­ნი იყ­ვნენ, თუმ­ცა თვალ­ში მომ­ხვდა, რომ ძა­ლი­ან დიდი ყუ­თით შე­ი­ტა­ნეს რა­ღაც, ასე­ვე მიჰ­ყავ­დათ მა­მა­კა­ცი, მხრებ­ში ედგნენ, რო­გორც მთვრალ კაცს შე­უდ­გე­ბი­ან, ისე. სულ ეს იყო. მა­შინ არ მი­ფიქ­რია, რომ რა­ღაც ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებ­და. და­ი­წე­რა, თით­ქოს მე სა­ხე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე და ჟვა­ნია ვი­ცა­ნი, რაც სიც­რუ­ეა, მე არა­ვის სახე არ და­მი­ნა­ხავს. მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ით­ქვა, რომ პრე­მი­ე­რი გარ­და­იც­ვა­ლა სწო­რედ ამ ბი­ნა­ში, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მახ­სენ­და ეს და ვი­ეჭ­ვე, რომ სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხედ­რე­ბის შე­ნო­ბა­ში შე­ტა­ნას და­ვეს­წა­რი.

- იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, ვინც და­ი­ნა­ხეთ, შე­გიძ­ლი­ათ, დღეს რო­მე­ლი­მე სი­ლუ­ე­ტით ან სა­ხით იც­ნოთ?

- არა, დიდი დრო გა­ვი­და, ვა­რა­უ­დით კი ვის და­ვა­დებ ხელს? ბოლო ხანს დიდი ექ­სპერ­ტი რომ გახ­და ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე, ხან რო­მელ გა­და­ცე­მა­ში იწ­ვე­ვენ და ხან რო­მელ­ში, ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. ეს არის მო­ღა­ლა­ტე კაცი და ამას ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებ. ამ­ბობს, არ მი­ქი­რა­ვე­ბია ეს ბი­ნაო, არა­და, სწო­რედ ამ კორ­პუს­თან მყავს ნა­ნა­ხი იმ პე­რი­ოდ­ში. თა­ვი­დან ამ­ბობ­და, რომ მე ვტყუ­ო­დი, მერე თით­ქოს გა­იხ­სე­ნა, - სახ­ლის პატ­რო­ნი მი­ვიყ­ვა­ნე იმ ბი­ნა­ში ერთხე­ლო.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თე­ლა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა?

- იმი­ტომ, რომ გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ და პირ­და­პირ მო­ი­თხოვ­დნენ ამას ჩვენ­გან. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რდა 2008 წლის ომის დროს და მერე. ჩემი ვაჟი ამ ომში იბ­რძო­და და ბევ­რი რამ ვიცი, რა და რო­გორ მოხ­და. 11 აგ­ვის­ტოს, ესე­ნი რომ რუს­თა­ველ­ზე ზე­ი­მობ­დნენ, ბრძო­ლის ველ­ზე ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გვა­მე­ბი უპატ­რო­ნოდ ეყა­რა, მე დე­დე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გავ­მარ­თე, რის მე­რეც და­მა­კა­ვეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ იმ სა­ღა­მოს შინ მო­მად­გნენ ავ­ტო­მა­ტე­ბი­თა და ნიღ­ბე­ბით, ჩემი მე­უღ­ლე იმ­ჟა­მად რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ამი­ტომ სულ რუ­სე­თის აგენ­ტი მე­ძა­ხეს, პირ­და­პირ მი­თხრეს, მო­შორ­დით აქე­დან, ვიდ­რე შუბლს გა­გიხვრეტ­თო! აი, მა­შინ მკი­თხეს ღიად, ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბას­თან რა გე­საქ­მე­ბაო, არა­ფე­რი-მეთ­ქი, ჩვენ გვაქვს ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც გოგ­ლა ჟვა­ნი­ას­თან ხარ გა­და­ღე­ბუ­ლი და რა საქ­მე გაქვს მას­თა­ნო? ამის მერე გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მოს­ვლა. მუ­ქა­რის ზა­რე­ბი აქაც არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, მით უფრო, რომ აქ პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ვი­თხოვ­დით და შე­სა­ბა­მის ინ­ტერ­ვი­უ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი. სამ­წუ­ხა­როდ, აქა­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი არ და­ი­ჯე­რა, გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, იქ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე­აო. დღემ­დე ვერ მი­ვი­ღეთ თავ­შე­სა­ფა­რი და ამა­ში წვლი­ლი იმ თარ­ჯი­მან­საც მი­უ­ძღვის, ვინც ვი­თომ მეხ­მა­რე­ბო­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი თურ­მე ჩვენს სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობ­და, ისი­ნი კი ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რა დი­რექ­ტი­ვე­ბიც მოს­დი­ო­დათ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. ეს ხალ­ხი კვლა­ვაც რჩე­ბა სამ­სა­ხურ­ში. მე­ტიც - ახ­ლა­ხან აქ იმ­ყო­ფე­ბო­და მი­ნის­ტრი დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში კოტე სურ­გუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც შეხ­ვდა იმ ხალ­ხს, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მომ­ხრე და მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე არ მნა­ხა, მე, ვინც ლა­მის სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად აქე­და­ნაც ვებ­რძო­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს. 2011 წლის 26 მა­ი­სის სა­ში­ნე­ლე­ბა რომ მოხ­და, ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა აქ არ­სე­ბუ­ლი სა­კონ­სუ­ლოს­თვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა მომ­ხდა­რის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, ვთხოვ­დი ქარ­თვე­ლებს, მოგ­ვე­წყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია დუბ­ლი­ნის ცენ­ტრში, მაგ­რამ არა­ვინ გა­მომ­ყვა, სა­მა­გი­ე­როდ, კონ­ცერ­ტი გა­მარ­თეს. 2011 წლის 19 აგ­ვის­ტოს ამე­რი­კის სა­კონ­სუ­ლო­დან გა­მოვ­დი­ო­დი და სა­ოც­რად წყნარ ქუ­ჩა­ზე ჯერ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ვარ­დნი­ლი "გოლ­ფი" და­მე­ჯა­ხა, მერე კი მის უკან მო­მა­ვა­ლი ჯიპი... უფ­ლის სას­წა­უ­ლით ვარ დღეს ცო­ცხა­ლი, ორ­გა­ნო არ შემ­რჩა და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, რომ ესეც მო­წყო­ბი­ლი იყო. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­სუ­ლი ჯერ ისევ ეტ­ლში ვი­ჯე­ქი, ჩემს ქმარს ინ­სულ­ტი რომ და­ე­მარ­თა. იგი დღემ­დე პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ იმე­დი ჩა­მი­სა­ხა, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე, პი­რა­დად შევ­ხვდი აქა­ურ პრე­ზი­დენტს და წე­რი­ლი გა­და­ვე­ცი, რო­მელ­შიც ვუყ­ვე­ბო­დი იმ ზე­წო­ლა­ზე, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ოპო­ზი­ცი­ა­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვა­ში. ასე­ვე მივ­წე­რე აქა­ურ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს. ორ­ჯერ გა­ვუგ­ზავ­ნე წე­რი­ლი ლიტ­ვის ექ­სპრე­ზი­დენტ ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გისს, რო­მელ­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­ი­დან ვიც­ნობ­დი, ვცა­დე ამეხ­სნა, რომ შეც­დო­მას უშ­ვებ­და, როცა სა­ა­კაშ­ვილს უჭერ­და მხარს. 1991 წელს ლიტ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ცენ­ტრის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. ყო­ვე­ლი­ვე ამის მერე სურ­გუ­ლა­ძე შეხ­ვდა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ მე 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მე­ღო, მე კი არ შემ­ხვდა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნათელა მოდებაძე: "ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი"

ნათელა მოდებაძე: "ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი"

შარშან, ნოემბერში, ცნობილი გახდა, რომ იყო მოწმე, რომელსაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა, რადგან ქალბატონი, რომელიც დღეს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ცხოვრობს, აცხადებდა, რომ 2005 წლის 3 თებერვლის ავბედით ღამეს დაინახა, თუ როგორ შეიტანეს ცხედრები ასაბურთალოს ქუჩის N53-ში მდებარე ბინაში. ნათელა მოდებაძეს დუბლინში დავუკავშირდით და დავინტერესდით, თუ დაკითხა ის პროკურატურამ ახალი ხელისუფლების მიერ განახლებული გამოძიების ფარგლებში.

- როდესაც საჯაროდ ითქვა ამ ფაქტის შესახებ, თუ არ ვცდები, შარშან, ნოემბერში, პროკურატურიდან მართლაც დამიკავშირდნენ, სკაიპით მესაუბრა პროკურატურის თანამშრომელი, მგონი, შანშიაშვილი. ეს იყო ზოგადი გამოკითხვა და არა ოფიციალური დაკითხვა. ამის შემდეგ თვითონ ვცადე დავკავშირებოდი პროკურატურას, რადგან მინდოდა ოფიციალური დოკუმენტი მქონოდა იმის თაობაზე, რომ დავიკითხე, მაგრამ ამაოდ. იმ პერიოდში ველაპარაკე გოგლა ჟვანიასაც, რომელსაც კარგა ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბიდან. სწორედ მაშინ გავუმხილე გოგლას, თუ რა ვნახე 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ არანაირი ინტერესი პროკურატურას ჩემ მიმართ არ გამოუხატავას, რაც ძალიან მიკვირს. ჟურნალისტების გარდა არავინ დაინტერესებულა იმით, თუ რა ვიცი.

- იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, რა ნახეთ?

- სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავზე ძალიან ბევრი რამ იცის იმჟამინდელმა პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ და თუ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა სურთ, აუცილებლად უნდა დაკითხონ სწორედ მაღლაფერიძე. ის ბინა საბურთალოს ქუჩის N53-ში ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, შეთანხმებულიც ვიყავით ბინის პატრონ ეკა კიკიანთან ბინის ქირაზე - თვეში 150 დოლარზე, თუმცა მან გამოგვიცხადა - პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ორმაგს მიხდის და მას უნდა მივაქირავოო. ამ ამბავში არის დეტალები, რომლითაც, გამოძიება თუ დაინტერესდება, ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს. იმ ღამეს მეგობართან დავრჩი, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ უყურებდა იმ კორპუსს, სადაც ეს მოხდა. მე და ჩემი მეგობრის გოგონა (იგი 2008 წელს გარდაიცვალა) გვიანობამდე ვალაგებდით ბინას. შინ კიდევ ამ გოგონას დედა და ჩვენი ერთი მეგობარი იყო. ისინი ნარდს თამაშობდნენ. მოგვშივდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაბლა ჩასვლა და რაიმეს ყიდვა, ახლომახლო უკვე ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, დაახლოებით ორი საათი ან მეტი იქნებოდა, ამიტომაც ბენზინის გასამართი სადგურისკენ წავედით მე და ჩემი მეგობრის შვილი. ჩვენი ყურადღება სადარბაზოსთან მდგომმა ჯიპმა მიიქცია, რადგან მაშინ ჯიპები ასე ხშირად არ ჩანდა თბილისის ქუჩებში. იმ ბინაში, რომელიც ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, სინათლე ენთო, მახსოვს გავიხუმრე, როგორც ჩანს, ვასიკო მაღლაფერიძეს სტუმრები ჰყავს-მეთქი. უკან რომ მოვბრუნდით, ეზოში კიდევ ერთი ფარებჩამქრალი ჯიპი შემოვიდა, ისიც ამავე სადარბაზოსთან გაჩერდა. დავინახე, რომ მანქანასთან რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ბნელოდა, ამიტომ დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, რამდენი იყვნენ, თუმცა თვალში მომხვდა, რომ ძალიან დიდი ყუთით შეიტანეს რაღაც, ასევე მიჰყავდათ მამაკაცი, მხრებში ედგნენ, როგორც მთვრალ კაცს შეუდგებიან, ისე. სულ ეს იყო. მაშინ არ მიფიქრია, რომ რაღაც ტრაგედია ტრიალებდა. დაიწერა, თითქოს მე სახეები დავინახე და ჟვანია ვიცანი, რაც სიცრუეა, მე არავის სახე არ დამინახავს. მეორე დღეს, როდესაც ითქვა, რომ პრემიერი გარდაიცვალა სწორედ ამ ბინაში, ბუნებრივად გამახსენდა ეს და ვიეჭვე, რომ სწორედ ამ ადამიანების ცხედრების შენობაში შეტანას დავესწარი.

- იმ ადამიანებიდან, ვინც დაინახეთ, შეგიძლიათ, დღეს რომელიმე სილუეტით ან სახით იცნოთ?

- არა, დიდი დრო გავიდა, ვარაუდით კი ვის დავადებ ხელს? ბოლო ხანს დიდი ექსპერტი რომ გახდა ვასილ მაღლაფერიძე, ხან რომელ გადაცემაში იწვევენ და ხან რომელში, ძალიან მაღიზიანებს. ეს არის მოღალატე კაცი და ამას ხმამაღლა ვაცხადებ. ამბობს, არ მიქირავებია ეს ბინაო, არადა, სწორედ ამ კორპუსთან მყავს ნანახი იმ პერიოდში. თავიდან ამბობდა, რომ მე ვტყუოდი, მერე თითქოს გაიხსენა, - სახლის პატრონი მივიყვანე იმ ბინაში ერთხელო.

- ქალბატონო ნათელა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს დატოვება?

- იმიტომ, რომ გვემუქრებოდნენ და პირდაპირ მოითხოვდნენ ამას ჩვენგან. ეს განსაკუთრებით გამძაფრდა 2008 წლის ომის დროს და მერე. ჩემი ვაჟი ამ ომში იბრძოდა და ბევრი რამ ვიცი, რა და როგორ მოხდა. 11 აგვისტოს, ესენი რომ რუსთაველზე ზეიმობდნენ, ბრძოლის ველზე ჩვენი ბიჭების გვამები უპატრონოდ ეყარა, მე დედების საპროტესტო აქცია გავმართე, რის მერეც დამაკავეს. რამდენიმე საათში გამათავისუფლეს, მაგრამ იმ საღამოს შინ მომადგნენ ავტომატებითა და ნიღბებით, ჩემი მეუღლე იმჟამად რუსეთის მოქალაქე იყო, ამიტომ სულ რუსეთის აგენტი მეძახეს, პირდაპირ მითხრეს, მოშორდით აქედან, ვიდრე შუბლს გაგიხვრეტთო! აი, მაშინ მკითხეს ღიად, ჟვანიას მკვლელობასთან რა გესაქმებაო, არაფერი-მეთქი, ჩვენ გვაქვს ფოტოები, რომელზეც გოგლა ჟვანიასთან ხარ გადაღებული და რა საქმე გაქვს მასთანო? ამის მერე გადავწყვიტეთ საქართველოდან წამოსვლა. მუქარის ზარები აქაც არ გაჩერებულა, მით უფრო, რომ აქ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვდით და შესაბამის ინტერვიუზე ყველაფერი ვთქვი. სამწუხაროდ, აქაურმა სასამართლომ ჩვენი არ დაიჯერა, გამოგვიცხადეს, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, იქ ყველაფერი რიგზეაო. დღემდე ვერ მივიღეთ თავშესაფარი და ამაში წვლილი იმ თარჯიმანსაც მიუძღვის, ვინც ვითომ მეხმარებოდა. ეს ქალბატონი თურმე ჩვენს საკონსულოში მუშაობდა, ისინი კი ისე იქცეოდნენ, რა დირექტივებიც მოსდიოდათ საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს ხალხი კვლავაც რჩება სამსახურში. მეტიც - ახლახან აქ იმყოფებოდა მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, რომელიც შეხვდა იმ ხალხს, ვინც "ნაციონალების" მომხრე და მათი ინტერესების გამტარებელი იყო წლების განმავლობაში და მე არ მნახა, მე, ვინც ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად აქედანაც ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს. 2011 წლის 26 მაისის საშინელება რომ მოხდა, ვცდილობდი, ყველა აქ არსებული საკონსულოსთვის მიმეწოდებინა მომხდარის რეალური სურათი, ვთხოვდი ქართველებს, მოგვეწყო საპროტესტო აქცია დუბლინის ცენტრში, მაგრამ არავინ გამომყვა, სამაგიეროდ, კონცერტი გამართეს. 2011 წლის 19 აგვისტოს ამერიკის საკონსულოდან გამოვდიოდი და საოცრად წყნარ ქუჩაზე ჯერ მოულოდნელად გამოვარდნილი "გოლფი" დამეჯახა, მერე კი მის უკან მომავალი ჯიპი... უფლის სასწაულით ვარ დღეს ცოცხალი, ორგანო არ შემრჩა დაუზიანებელი. ვფიქრობ, რომ ესეც მოწყობილი იყო. საავადმყოფოდან გამოსული ჯერ ისევ ეტლში ვიჯექი, ჩემს ქმარს ინსულტი რომ დაემართა. იგი დღემდე პარალიზებულია. ივანიშვილის გამოჩენამ იმედი ჩამისახა, 2012 წლის არჩევნებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, პირადად შევხვდი აქაურ პრეზიდენტს და წერილი გადავეცი, რომელშიც ვუყვებოდი იმ ზეწოლაზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ოპოზიციაზე ახორციელებდა და ვთხოვე დახმარებოდნენ საქართველოს დემოკრატიული არჩევნების გამართვაში. ასევე მივწერე აქაურ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ორჯერ გავუგზავნე წერილი ლიტვის ექსპრეზიდენტ ვიტაუტას ლანდსბერგისს, რომელსაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ვიცნობდი, ვცადე ამეხსნა, რომ შეცდომას უშვებდა, როცა სააკაშვილს უჭერდა მხარს. 1991 წელს ლიტვასთან თანამშრომლობისა და მეგობრობის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ყოველივე ამის მერე სურგულაძე შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ მე 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიმეღო, მე კი არ შემხვდა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ