საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატყუებდნენ ციხიდან ხათუნა კალმახელიძეს და მიხეილ სააკაშვილს?
როგორ ატყუებდნენ ციხიდან ხათუნა კალმახელიძეს და მიხეილ სააკაშვილს?

ყო­ფილ მი­ნისტრს, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს, გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის დაკ­ვე­თა­ში ამ­ხე­ლენ. ეს სკან­და­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას უკვე მის­ცა ცი­ხის აგენ­ტმა, ვუ­გარ ალი­ევ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-შე­ძე­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს თა­მა­ზაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით სა­ლან­ძღავ სი­ტყვებს არ იშუ­რებ­და და მას კრი­მი­ნა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო გიგა ნა­სა­რი­ძის მიერ შექ­მნი­ლი კლი­პე­ბით, რაც გე­ნერ­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. თა­მა­ზაშ­ვი­ლი მალე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლებს და მის დას­ჯას მო­ი­თხოვს. ამ­ბობს, რომ მისი სი­ცო­ცხლე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბამ იხ­სნა. თა­მა­ზაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც აცხა­დებ­დნენ, რომ ცი­ხე­ში გე­ნერ­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში იყო. ახლა ამ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად პა­ტი­მა­რი ალი­ე­ვი სა­უბ­რობს.

პა­ტი­მარ ალი­ე­ვის ჩვე­ნე­ბი­დან:

"ჩემ­გან მო­ი­თხოვ­დნენ, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­მე­წო­დე­ბი­ნა. თა­ვი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი რომ ვთქვი, ოლეგ ფა­ცა­ცი­ამ დე­ნის სა­ვარ­ძელ­ში მა­წა­მა... მერე შე­სა­ში­ნებ­ლად სამი დღე მორ­გში დამ­ტო­ვეს. მა­ყუ­რე­ბი­ნეს, რო­გორ ამო­აჭ­რეს გარ­დაც­ვლილ პა­ტი­მარს ღვიძ­ლი და რო­გორ შე­ა­ჭა­მეს ის ცი­ხის კა­ტას. მი­თხრეს, ამ საქ­მეს თუ არ გა­ვა­კე­თებ­დი, მეც ასე მო­მექ­ცე­ოდ­ნენ. სხვა გზა არ მქონ­და და დავ­თან­ხმდი... ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი. და­მა­ვა­ლეს, გა­მე­გო, ვის მხა­რეს იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, იყო თუ არა ის "ოც­ნე­ბა­ში"... მერე მი­თხრეს, - აბს მოგ­ცემთ, დი­ლით საჭ­მელს რომ შე­მო­ი­ტა­ნენ, მა­შინ ჩა­უყ­რი თა­მა­ზაშ­ვილს, 3 თვე­ში ღვიძ­ლი და­ეშ­ლე­ბა... შენ უნდა და­ა­დას­ტუ­რო, რომ ღვიძ­ლი სტკი­ო­და და წამ­ლებს იღებ­და, შენი პი­რა­დი საქ­მე პრე­ზი­დენ­ტთან დევს და ის შე­გი­წყა­ლებ­სო".

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მის­თვის ალი­ე­ვის ჩვე­ნე­ბა უცხო არ არის. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ცი­ხე­ში­ვე იცო­და. თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა სწო­რედ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით მო­ა­ხერ­ხა. ამა­ში მას პა­ტი­მა­რი ალი­ე­ვი ეხ­მა­რე­ბო­და და მის და­გე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ებს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლიც ბევ­რჯერ წა­მო­ე­გო.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, თქვე­ნი თა­ნა­საკ­ნე­ლი ამ­ბობს, რომ თქვე­ნი მო­წამ­ვლა და­ა­ვა­ლეს. რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, როცა ეს გა­ი­გეთ?

- ვუ­გარ ალი­ე­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი და ახა­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­შინ ამის გახ­მა­უ­რე­ბა სა­ში­ში იყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის არ და­მი­მა­ლავს, ჩემი ლიკ­ვი­და­ცია რომ იგეგ­მე­ბო­და. ეს დაკ­ვე­თა ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის­გან მო­დი­ო­და, თუმ­ცა ამ ამ­ბავს წინ ბევ­რი სხვა დე­ტა­ლი უს­წრებ­და.

- ად­ვი­ლად გა­შიფ­რეთ აგენ­ტი ალი­ე­ვი?

- 28 წელი პო­ლი­ცი­ა­ში, ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში ვი­მუ­შა­ვე და მისი გა­შიფვ­რა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მის­ვეს ისე­თი აგენ­ტი, რომ იოლი გა­სა­შიფ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო. ის თა­მა­შობ­და, შეძ­ლო ტყუ­ი­ლე­ბი ეთ­ქვა, მაგ­რამ მა­ინც გავ­შიფ­რე. მას ცი­ხი­დან გაშ­ვე­ბას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. რო­გორც კი ად­ვო­კატ­თან ან მო­ძღვარ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ვი­დო­დი, მა­შინ­ვე იწყე­ბო­და ჩვენს სა­კან­ში წრი­ა­ლი და ალი­ე­ვის და­მუ­შა­ვე­ბა. მათ არ იცოდ­ნენ, რომ ეს აგენ­ტი უკვე გად­მო­ბი­რე­ბუ­ლი მყავ­და და ყვე­ლა დე­ტალს მიყ­ვე­ბო­და. იმ დო­ნე­ზე გავ­შიფ­რე, უკვე მის აზ­რებ­საც კი ვკი­თხუ­ლობ­დი. ერთ დღეს ვუ­თხა­რი, - ვუ­გარ, ხომ იცი, შენ აქე­დან ცო­ცხა­ლი ვერ გახ­ვალ, გა­გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ საქ­მეს და მერე მოწ­მე არ დას­ჭირ­დე­ბათ, შენც მო­გი­შო­რე­ბენ და მეც, ამი­ტომ ჯო­ბია, ერ­თად ვი­მოქ­მე­დოთ-მეთ­ქი. გო­ნი­ე­რი ბი­ჭია, მიხ­ვდა, ასე ჯობ­და და და­ი­ჭი­რა ჩემი მხა­რე. ამის შემ­დეგ, ის ყვე­ლა წვრილ­მანს მიყ­ვე­ბო­და კალ­მა­ხე­ლი­ძე­სა და სხვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი. მის ნათ­ქვამ­ში ეჭვი არ შე­მი­ტა­ნია, იმ­დე­ნად დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბო­და, რა ეცვა ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და... მერე, როცა კალ­მა­ხე­ლი­ძე შე­ნო­ბი­დან გა­დი­ო­და, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი საკ­ნის ფან­ჯრი­დან და ვრწმუნ­დე­ბო­დი ალი­ე­ვის ნათ­ქვა­მის სის­წო­რე­ში. ზუს­ტად ისე ეცვა ხოლ­მე კალ­მა­ხე­ლი­ძეს, რო­გორც ის აღ­წერ­და. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ. პი­რა­დად ჩემ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. იმა­საც მიყ­ვე­ბო­და, ვინ ახ­ლდა კალ­მა­ხე­ლი­ძეს. მახ­სოვს, ერთხელ მი­თხრა, - "ელას­ტი­კე­ბი­ა­ნი" გოგო ახ­ლდაო. ცოტა ხან­ში მარ­თლაც გა­მო­ვი­და მი­ნის­ტრთან ერ­თად ეზო­ში ასე­თი გოგო. მერე ერ­თად ვა­ტყუ­ებ­დით მე და ვუ­გა­რი კალ­მა­ხე­ლი­ძეს. მას ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვილ­თან მიჰ­ქონ­და.

- მის მო­ტყუ­ე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ ახერ­ხებ­და?

- მას თა­მა­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია. თაღ­ლი­თია, თაღ­ლი­თო­ბა­ზე იხ­დის სას­ჯელს და ნარ­კო­ტი­კიც და­უ­მა­ტეს, 27 წელი მი­უ­სა­ჯეს. ვუ­თხა­რი, - თავი ისე მო­აჩ­ვე­ნე, რომ ვე­რა­ფერს მიხ­ვდნენ-მეთ­ქი. - ეს პრობ­ლე­მა არ არი­სო და მარ­თლაც კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. აინ­ტე­რე­სებ­დათ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო თუ არა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" კავ­შირ­ში. ეს ეჭ­ვე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. მეც ეს ინ­ფორ­მა­ცია მოს­მე­ნი­ლი მქონ­და და ვუ­თხა­რი - ასე გა­და­ე­ცი, თა­მა­ზი ამ­ბობს, ვანო კარ­გი კა­ცია; თუ გა­ა­ყალ­ბე­ბენ არ­ჩევ­ნებს და ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვა, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ხალ­ხს არ და­ხო­ცავს და ხალ­ხის მხა­რეს გად­მო­ვა პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად-მეთ­ქი. ეს რომ გა­ი­გო კალ­მა­ხე­ლი­ძემ, თურ­მე წა­მოხ­ტა და თქვა - მეც ამას არ ვამ­ბობ­დიო?! მა­შინ­ვე ტე­ლე­ფო­ნით სა­ა­კაშ­ვილს და­უ­რე­კა და ეს ამ­ბა­ვი მო­ახ­სე­ნა. ამის შემ­დეგ დიქ­ტო­ფო­ნი მო­ი­ტა­ნეს და თვი­თონ კალ­მა­ხე­ლი­ძემ ჩა­წე­რა ვუ­გა­რის სა­უ­ბა­რი. - კი­დევ ერთხელ კარ­გად გა­ი­მე­ო­რე, რაც ვა­ნო­ზე თა­მა­ზაშ­ვილ­მა გი­თხრაო. ამ ამ­ბი­დან სამ დღე­ში რა­დი­ო­თი გა­ვი­გეთ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად გა­და­იყ­ვა­ნეს. იმ დღეს­ვე ისევ გა­იყ­ვა­ნეს ვუ­გა­რი საკ­ნი­დან. ცი­ხის უფ­როს­თან, და­ვით ხუ­ჭუ­ას­თან ვი­ყა­ვიო. ახლა უკვე აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა რე­აქ­ცია მქონ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- და რა უთხა­რით?

- ტყუ­ი­ლი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვუ­თხა­რი, - ასე გა­და­ე­ცი, ეს რომ თა­მაზ­მა გა­ი­გო, სა­კან­ში მთე­ლი დღე ღი­ღი­ნებ­და, გა­ხა­რე­ბუ­ლი იყოო. უფრო ბუ­ნებ­რი­ვად ჟღერ­და ღი­ღი­ნი. მერე იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის გად­მოყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის ად­გილ­ზე. ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც რა­დი­ო­თი მო­ვის­მი­ნე. აშ­კა­რად არ გვა­წყობ­და მისი და­ნიშ­ვნა, მას გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და კალ­მა­ხე­ლი­ძე­ზე ჭკვი­ა­ნია, ამი­ტომ გა­ვაძ­ლი­ე­რეთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბა. გა­ვავ­რცე­ლეთ, - გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი­ა­ნად "ოც­ნე­ბა­ში" გა­და­დის, მაგ­რამ ვერ შე­ა­ტყობთ, ისი­ნი კარ­გად თა­მა­შო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, ამ სა­კი­თხებ­ზე ტე­ლე­ფო­ნე­ბით არ ისა­უბ­რონ, ამი­ტომ ნაც­ნო­ბებს გზავ­ნი­ან "ოც­ნე­ბა­ში" და ისე აქვთ კავ­ში­რე­ბი-მეთ­ქი. ვი­ცო­დი, კა­ხეთ­ში მისი ნაც­ნო­ბე­ბი­დან "ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და ეს ტყუ­ი­ლი გა­ა­მარ­თლებ­და. ამა­საც წა­მო­ეგ­ნენ. ღვი­ნი­აშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი შე­ჩერ­და და კალ­მა­ხე­ლი­ძე და­ტო­ვეს. ასე­თი კარ­გი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის­თვის და­ა­სა­ჩუქ­რეს კალ­მა­ხე­ლი­ძე და ცი­ხის უფ­რო­სი - მათ პრე­მი­ე­ბი გა­მო­უ­წე­რეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვილ­თან მიჰ­ქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. ხა­თუ­ნამ უფრო აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ალი­ევ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და ჩვენ და­ვი­წყეთ ამ­ბე­ბის შე­თხზვა. ვუ­გარს არ­ტის­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. შე­ეძ­ლო, უცებ აკან­კა­ლე­ბუ­ლი­ყო და თავი მო­ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორც სა­ცო­დავ ადა­მი­ანს ან შე­ში­ნე­ბუ­ლი სახე მი­ე­ღო და ეთ­ქვა, - ეს ამ­ბა­ვი მი­თხრა თა­მა­ზაშ­ვილ­მაო. მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მათ­თვის იმ­დე­ნად დიდი შოკი იყო, რომ უკვე ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ას ეგე­ბოდ­ნენ. მარ­თლა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია შე­თხზულ ვერ­სი­ებ­ში მათი დარ­წმუ­ნე­ბა. მი­ნის­ტრად ახა­ლა­ი­ას მოს­ვლა ხელს გვაძ­ლევ­და, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლი უფრო ეშ­მა­კობ­და და მისი მო­ტყუ­ე­ბა უფრო ჭირ­და. ჩა­მო­წე­რი­ლი ჰქონ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ულო­ცავ­და, ასე­თი ყუ­რა­დღე­ბით მათი ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­პო­ვა, პო­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და ისი­ნი ვა­ნოს ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებ­დნენ. ვა­ნოს მო­ცი­ლე­ბა გვა­წყობ­და. "ოც­ნე­ბის­თვის" ახა­ლა­ია ჯობ­და, სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლის კუ­თხით. ვა­ნოს მეტი სი­ბინ­ძუ­რის ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლო. თან, ახა­ლა­ი­ე­ბი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ ვანო გა­და­ა­ჩო­ჩა და მი­ნის­ტრად დას­ვა ვა­ნოს მტე­რი - ბაჩო ახა­ლა­ია. ეს მთე­ლი ბრძო­ლა იყო, ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს და უფრო მი­ად­ვილ­დე­ბო­და ამ­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა.

- თქვენს სა­კან­ში ფა­რუ­ლი კა­მე­რა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ამ ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მვას რო­გორ ახერ­ხებ­დით?

- სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით ჩი­ნოს­ნებს. მა­გა­ლი­თად, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ვე­ძახ­დით პა­ტა­რა შავ ჩო­კი­ნას, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს - მო­სუ­ქე­ბულ ვირ­თხას, სა­ა­კაშ­ვილს როცა ვახ­სე­ნებ­დით, მი­მი­კით ვა­ნიშ­ნე­ბით ერ­თმა­ნეთს და ხელს ცხვირ­ზე მო­ვის­ვამ­დით. ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს ხან კნე­ი­ნას, ხან ხა­ნუ­მას ვე­ძახ­დით, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას - თეთრ ვირს, ცი­ხის უფ­როს და­ვით ხუ­ჭუ­ას უბ­რა­ლოდ მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლი - შალ­ვა და­ვარ­ქვით. ეს კი­თხვაც და­უს­ვეს ალი­ევს, - რა უცხო სა­ხე­ლებს ახ­სე­ნებ­თო? ამა­ზეც პა­სუ­ხი მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვქონ­და. ალი­ევ­მა უპა­სუ­ხა, - თა­მა­ზაშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში სამ­ხა­რე­ოს უფ­რო­სი რომ იყო, ეს მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბია და მათ ამ­ბებს მიყ­ვე­ბაო. ესეც და­ი­ჯე­რეს. ხში­რად ჩემი გეგ­მის შე­სა­ხებ მას ყურ­ში ვუ­ჩურ­ჩუ­ლებ­დი. ესეც ჰკი­თხეს, - ყურ­ში რას გე­უბ­ნე­ბაო? ყურ­ში მე­უბ­ნე­ბა იმ სა­ი­დუმ­ლო ამ­ბებს, რაც თქვენ­თან მო­მაქვს და ამას ასე იმი­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბა, იცის, რომ გვის­მენთ, იმას კაცი რას გა­მო­ა­პა­რებ­სო? ამა­ნაც გა­ა­მარ­თლა.

- როცა მან თქვე­ნი მო­წამ­ვლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, ეს ამ­ბა­ვიც ად­ვი­ლად გი­თხრათ?

- იმ დღეს სა­შინ­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და სა­კან­ში. მი­თხრა, - შენი მო­წამ­ვლა და­მა­ვა­ლე­სო, ყვე­ლა დე­ტალს მო­მიყ­ვა. ცი­ხის უფ­როსს მის­ცა ეს და­ვა­ლე­ბა კალ­მა­ხე­ლი­ძემ და იმან ვუ­გარს და­ა­ვა­ლა. როცა კონ­კრე­ტუ­ლად ეუბ­ნე­ბო­და, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, თურ­მე კალ­მა­ხე­ლი­ძემ შე­ა­ჩე­რა, - ეტყო­ბა იფიქ­რა, რომ ვუ­გა­რი ვერ მიხ­ვდე­ბო­და, რა აბზე ელა­პა­რა­კე­ბო­და, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია და უთხრა: - მიხ­ვდი, რას გე­უბ­ნე­ბა? "ტაბ­ლეტ­კა", "ტაბ­ლეტ­კა­ზე" გე­ლა­პა­რა­კე­ბაო. ეს რომ მი­თხრა, და­ვამ­შვი­დე, - ნუ გე­ში­ნია, ის აბი გა­მო­არ­თვი და მო­მე­ცი, მე ვეც­დე­ბი, ის წა­მა­ლი ად­ვო­კა­ტებ­თან ავი­ტა­ნო და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­დავ­ცე-მეთ­ქი, მაგ­რამ მივ­ხვდი, ამას ვერ შევ­ძლებ­დი, რად­გან სა­ში­ნე­ლი კონ­ტრო­ლი იყო, გა­ვი­შიფ­რე­ბო­დით. რომ გა­ე­გოთ, გად­მო­ბი­რე­ბუ­ლი მყავ­და და ამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და, ნამ­დვი­ლად ორი­ვეს მოგ­ვკლავ­დნენ. ამ შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შემ­დეგ, ის სამი დღით საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ კაცს რომ შევ­ხე­დე, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად თმა გას­ჭა­ღა­რა­ვე­ბო­და და ხმას ვერ იღებ­და. მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე ის სამი დღე მორ­გში ჰყო­ლი­ათ. ძა­ლი­ან დათ­რგუნ­ვი­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი იყო. კარ­გა ხანს ხმას ვერ იღებ­და. ასე­ვე მის­გან გა­ვი­გე, რომ აპი­რებ­დნენ ჩემი შვი­ლის­თვის - ალექ­სან­დრეს­თვის პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბას.

- რა გზით?

- ალი­ევს უთხრეს, - აბა­ნო­ში რომ გა­გიყ­ვანთ, კა­მე­რა­ში დავ­დებთ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, მერე ჩა­ტარ­დე­ბა "შმო­ნი", ტე­ლე­ფონს აღ­მო­ა­ჩე­ნენ და შენ უნდა თქვა, რომ ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვილ­მა ამა­ში 400 ლარი ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელს გა­და­უ­ხა­და და ისე შე­მო­ა­ტა­ნი­ნა, რომ მა­მა­მის­მა ღა­მით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან მე­სი­ჯე­ბი გაგ­ზავ­ნო­სო. ჩემი შვი­ლის და­ჭე­რა და ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დო­დათ. ამის მე­ში­ნო­და. დრო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რომ გა­მე­წე­ლა, გა­ვაძ­ლი­ე­რე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. შიგ­ნით, ცი­ხე­შიც ავ­რიე სი­ტუ­ა­ცია. ალი­ევს ცი­ხის უფ­რო­სის­თვის ახა­ლი ტყუ­ი­ლი ვათ­ქმე­ვი­ნე, - შენს ად­გილ­ზე ორ კვი­რა­ში შენ­სა­ვე მო­ად­გი­ლეს, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილს ნიშ­ნა­ვენ, მე კი თქვენ­თან მინ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და არა - მას­თა­ნო, და უტი­რია კი­დეც. ხუ­ჭუ­აც თურ­მე წა­მო­ე­გო ამ ან­კესს, სკა­მი­დან წა­მოხ­ტა და იყ­ვი­რა, - ვი­ცო­დი, რა­ღა­ცას მი­წყობ­დნე­ნო!

- იქა­ურ საჭ­მელს ჭამ­დით? მო­წამ­ვლის არ გე­ში­ნო­დათ?

- საჭ­მელს კარ­გად ვრე­ცხავ­დი და ისე ვჭამ­დი. მოჰ­ქონ­დათ წამ­ლე­ბი, მაგ­რამ არ ვსვამ­დი, რად­გან არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­წამ­ლა­ვი შე­მო­ე­პა­რე­ბი­ნათ. ერთხელ, ჭა­მის შემ­დეგ მუ­ცე­ლი ამ­ტკივ­და. ვი­ფიქ­რე, მომ­წამ­ლეს-მეთ­ქი და თით­ქმის ერთი ვედ­რო წყა­ლი დავ­ლიე - კუჭი ამო­ვი­რე­ცხე. ყო­ველ წუთს ში­შის ქვეშ ვი­ყა­ვი... აზიდ­ვებს ვა­კე­თებ­დი, დიდ­ხანს ვი­ვარ­ჯი­შე და ერთხელ ისე ცუ­დად გავ­ხდი, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და სამ­ჯერ ელექტრო­შო­კიც დამ­ჭირ­და. იქაც მო­წო­დე­ბულ წამ­ლებს არ ვსვამ­დი და ვმა­ლავ­დი. ხუ­ჭუ­ამ ალი­ევს ისიც უთხრა, - ნუ გე­ში­ნია, შენ ვე­რა­ფერს და­გი­შა­ვებს თა­მა­ზაშ­ვი­ლი, სა­კან­ში სპეც­რაზ­მი შევა და მას გა­ვა­სუ­ხა­რებ­თო. ერთხელ სა­კან­ში ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლი­ლიც შე­მო­მიყ­ვა­ნეს. ლაშა შურ­ღა­ია ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს. თით­ქმის სამი თვე ამ­ყო­ფეს ჩემ­თან და ცდი­ლობ­დნენ, გა­მო­ვეყ­ვა­ნე წყო­ბი­დან, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ისე ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ვერ გამ­ტე­ხეს. ხში­რად ურევ­და შურ­ღა­ია, ვი­თომ ხელ­ში ტე­ლე­ფო­ნი ეჭი­რა და ხან ობა­მას ელა­პა­რა­კე­ბო­და, ხან - სა­ა­კაშ­ვილს. ძნე­ლი იყო ასე­თი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ყოფ­ნა. აქაც ეშ­მა­კო­ბა ვიხ­მა­რე, ალი­ევს ვათ­ქმე­ვი­ნე, - რაც ეს გიჟი შე­მო­იყ­ვა­ნეს, თა­მა­ზაშ­ვი­ლი დუმს, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ მაწ­ვდი­სო და შურ­ღა­ია გა­იყ­ვა­ნეს.

- სა­ჩი­ვარს შე­ი­ტანთ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ?

- სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს იმ ბრალ­დე­ბე­ბის გამო, რა­საც ის მე მი­ყე­ნებ­და. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ მის დას­ჯას. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გიგა ნა­სა­რი­ძეს. პა­სუ­ხი უნდა აგონ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა, და­ვით ჭა­კუ­ამ, ცი­ხის უფ­როს­მა - და­ვით ხუ­ჭუ­ამ, მის­მა მო­ად­გი­ლემ, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­მა და ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ. სწო­რედ ამ ხალ­ხმა და­გეგ­მა და შემ­დეგ ჩემს სა­ხელს და­უ­კავ­ში­რეს ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი. თით­ქოს მე მო­ვის­ყი­დე და მო­ვა­წყვე. არა­და, ამ ბრალ­დე­ბის შემ­დეგ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ერთხე­ლაც არ შე­მო­სუ­ლა ჩემ­თან და­სა­კი­თხად.

ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით გეგ­მავ­და ჩემს მო­წამ­ვლას. ის ვუ­გარ ალი­ევს პა­ტა­რა ჭიას ეძახ­და. ვერ გაგვტე­ხეს. ჩემი სიძე ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი კა­ცია და არ უნ­დო­დათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო. ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს მივ­ხვდი ერ­თგუ­ლე­ბის ფას­საც. ბევ­რმა ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა და ნა­თე­სავ­მა მი­ღა­ლა­ტა და გა­და­ვი­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მხა­რეს. მათ­თან რა­ი­მეს გარ­კვე­ვა არ მიც­დია. უკვე ვა­პა­ტიე, ცუდს არ ვუ­კე­თებ, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს.

- ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში კად­რე­ბის და­ნიშ­ვნა­ში თქვენს სი­ძეს ეხ­მა­რე­ბით...

- ტყუ­ი­ლია. ირაკ­ლი ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რია. აქვს ოპე­რა­ტი­უ­ლი ტვი­ნი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტრუქ­ტუ­რა­ში ნა­მუ­შე­ვა­რი არ იყო, კარ­გად გა­არ­თვა თავი. ბევ­რი მო­დის ჩემ­თან სამ­სა­ხუ­რის თხოვ­ნით, მაგ­რამ უა­რით ვის­ტუმ­რებ და ვურ­ჩევ, კონ­კურ­სში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა იმ თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ნეს. ამის გამო თქვენს სი­ძეს თა­ვის მარ­თლე­ბა დას­ჭირ­და და ისიც თქვა, რომ ცო­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი მისი ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან. მის ამ ნათ­ქვამ­ზე რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- მარ­თლაც ჩემი დის­შვი­ლია გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი, მისი მამა პოლ­კოვ­ნი­კია და ეს ბიჭი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და. კარ­გი, ჭკვი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, და­ე­ნიშ­ნათ. რო­გო­რი ნა­თე­სა­ვიც უნდა იყოს, თუ მას მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ არის, ვერ და­ნიშ­ნავ. ირაკ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხეთ­ში ჩემი დის და­ნიშ­ვნას, ის უბ­რა­ლოდ მოხ­სნეს იმის გამო, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უჭერ­და მხარს და ახლა აღად­გი­ნეს. ირმა ნა­დი­რაშ­ვილს სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვს, ის კა­ხე­ლია და კარ­გად ვი­ცით მისი წი­ნაპ­რე­ბიც. ამი­ტომ ვურ­ჩევ, ცოტა გონს მო­ე­გოს. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლის გან­ცხა­დე­ბას, უბ­რა­ლოდ, მან კა­ხუ­რი იუ­მო­რით იხუმ­რა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ატყუებდნენ ციხიდან ხათუნა კალმახელიძეს და მიხეილ სააკაშვილს?

როგორ ატყუებდნენ ციხიდან ხათუნა კალმახელიძეს და მიხეილ სააკაშვილს?

ყოფილ მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, გენერალ თამაზ თამაზაშვილის ლიკვიდაციის დაკვეთაში ამხელენ. ეს სკანდალური ჩვენება გამოძიებას უკვე მისცა ციხის აგენტმა, ვუგარ ალიევმა.

შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქვეყნის პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს თამაზაშვილის მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა და მას კრიმინალად მოიხსენიებდა. ტელევიზიები აჭრელებული იყო გიგა ნასარიძის მიერ შექმნილი კლიპებით, რაც გენერლის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. თამაზაშვილი მალე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში უჩივლებს და მის დასჯას მოითხოვს. ამბობს, რომ მისი სიცოცხლე "ქართული ოცნების" გამარჯვებამ იხსნა. თამაზაშვილის ადვოკატები არჩევნებამდეც აცხადებდნენ, რომ ციხეში გენერლის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ახლა ამ საკითხზე დეტალურად პატიმარი ალიევი საუბრობს.

პატიმარ ალიევის ჩვენებიდან:

"ჩემგან მოითხოვდნენ, ინფორმაციები მიმეწოდებინა. თავიდან თანამშრომლობაზე უარი რომ ვთქვი, ოლეგ ფაცაციამ დენის სავარძელში მაწამა... მერე შესაშინებლად სამი დღე მორგში დამტოვეს. მაყურებინეს, როგორ ამოაჭრეს გარდაცვლილ პატიმარს ღვიძლი და როგორ შეაჭამეს ის ციხის კატას. მითხრეს, ამ საქმეს თუ არ გავაკეთებდი, მეც ასე მომექცეოდნენ. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი... ხათუნა კალმახელიძეს რამდენჯერმე შევხვდი. დამავალეს, გამეგო, ვის მხარეს იყო ვანო მერაბიშვილი, იყო თუ არა ის "ოცნებაში"... მერე მითხრეს, - აბს მოგცემთ, დილით საჭმელს რომ შემოიტანენ, მაშინ ჩაუყრი თამაზაშვილს, 3 თვეში ღვიძლი დაეშლება... შენ უნდა დაადასტურო, რომ ღვიძლი სტკიოდა და წამლებს იღებდა, შენი პირადი საქმე პრეზიდენტთან დევს და ის შეგიწყალებსო".

თამაზ თამაზაშვილი ამბობს, რომ მისთვის ალიევის ჩვენება უცხო არ არის. ამის შესახებ ყველაფერი ციხეშივე იცოდა. თავის გადარჩენა სწორედ მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოტყუებით მოახერხა. ამაში მას პატიმარი ალიევი ეხმარებოდა და მის დაგებულ პროვოკაციებს პრეზიდენტი სააკაშვილიც ბევრჯერ წამოეგო.

- ბატონო თამაზ, თქვენი თანასაკნელი ამბობს, რომ თქვენი მოწამვლა დაავალეს. რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს გაიგეთ?

- ვუგარ ალიევის ჩვენებაში ჩემთვის გასაკვირი და ახალი არაფერი ყოფილა. ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მაშინ ამის გახმაურება საშიში იყო. ამის მიუხედავად, ჩემი ადვოკატებისთვის არ დამიმალავს, ჩემი ლიკვიდაცია რომ იგეგმებოდა. ეს დაკვეთა ხათუნა კალმახელიძისგან მოდიოდა, თუმცა ამ ამბავს წინ ბევრი სხვა დეტალი უსწრებდა.

- ადვილად გაშიფრეთ აგენტი ალიევი?

- 28 წელი პოლიციაში, ოპერატიულ სამსახურში ვიმუშავე და მისი გაშიფვრა არ გამჭირვებია. თუმცა, სპეციალურად ჩამისვეს ისეთი აგენტი, რომ იოლი გასაშიფრი არ ყოფილიყო. ის თამაშობდა, შეძლო ტყუილები ეთქვა, მაგრამ მაინც გავშიფრე. მას ციხიდან გაშვებას ჰპირდებოდნენ. როგორც კი ადვოკატთან ან მოძღვართან შეხვედრაზე გავიდოდი, მაშინვე იწყებოდა ჩვენს საკანში წრიალი და ალიევის დამუშავება. მათ არ იცოდნენ, რომ ეს აგენტი უკვე გადმობირებული მყავდა და ყველა დეტალს მიყვებოდა. იმ დონეზე გავშიფრე, უკვე მის აზრებსაც კი ვკითხულობდი. ერთ დღეს ვუთხარი, - ვუგარ, ხომ იცი, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, გაგაკეთებინებენ საქმეს და მერე მოწმე არ დასჭირდებათ, შენც მოგიშორებენ და მეც, ამიტომ ჯობია, ერთად ვიმოქმედოთ-მეთქი. გონიერი ბიჭია, მიხვდა, ასე ჯობდა და დაიჭირა ჩემი მხარე. ამის შემდეგ, ის ყველა წვრილმანს მიყვებოდა კალმახელიძესა და სხვებთან შეხვედრებიდან დაბრუნებული. მის ნათქვამში ეჭვი არ შემიტანია, იმდენად დეტალურად ჰყვებოდა, რა ეცვა ხათუნა კალმახელიძეს, როგორ გამოიყურებოდა... მერე, როცა კალმახელიძე შენობიდან გადიოდა, ვაკვირდებოდი საკნის ფანჯრიდან და ვრწმუნდებოდი ალიევის ნათქვამის სისწორეში. ზუსტად ისე ეცვა ხოლმე კალმახელიძეს, როგორც ის აღწერდა. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. პირადად ჩემზე მუშაობდნენ. იმასაც მიყვებოდა, ვინ ახლდა კალმახელიძეს. მახსოვს, ერთხელ მითხრა, - "ელასტიკებიანი" გოგო ახლდაო. ცოტა ხანში მართლაც გამოვიდა მინისტრთან ერთად ეზოში ასეთი გოგო. მერე ერთად ვატყუებდით მე და ვუგარი კალმახელიძეს. მას ეს ინფორმაციები პირდაპირ სააკაშვილთან მიჰქონდა.

- მის მოტყუებას უპრობლემოდ ახერხებდა?

- მას თამაში თავისუფლად შეუძლია. თაღლითია, თაღლითობაზე იხდის სასჯელს და ნარკოტიკიც დაუმატეს, 27 წელი მიუსაჯეს. ვუთხარი, - თავი ისე მოაჩვენე, რომ ვერაფერს მიხვდნენ-მეთქი. - ეს პრობლემა არ არისო და მართლაც კარგად გამოსდიოდა. აინტერესებდათ, ვანო მერაბიშვილი იყო თუ არა "ქართულ ოცნებასთან" კავშირში. ეს ეჭვები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა. მეც ეს ინფორმაცია მოსმენილი მქონდა და ვუთხარი - ასე გადაეცი, თამაზი ამბობს, ვანო კარგი კაცია; თუ გააყალბებენ არჩევნებს და ხალხი ქუჩაში გამოვა, მერაბიშვილი ხალხს არ დახოცავს და ხალხის მხარეს გადმოვა პოლიციასთან ერთად-მეთქი. ეს რომ გაიგო კალმახელიძემ, თურმე წამოხტა და თქვა - მეც ამას არ ვამბობდიო?! მაშინვე ტელეფონით სააკაშვილს დაურეკა და ეს ამბავი მოახსენა. ამის შემდეგ დიქტოფონი მოიტანეს და თვითონ კალმახელიძემ ჩაწერა ვუგარის საუბარი. - კიდევ ერთხელ კარგად გაიმეორე, რაც ვანოზე თამაზაშვილმა გითხრაო. ამ ამბიდან სამ დღეში რადიოთი გავიგეთ, რომ ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს. იმ დღესვე ისევ გაიყვანეს ვუგარი საკნიდან. ციხის უფროსთან, დავით ხუჭუასთან ვიყავიო. ახლა უკვე აინტერესებდათ, რა რეაქცია მქონდა მერაბიშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით.

- და რა უთხარით?

- ტყუილი დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ვუთხარი, - ასე გადაეცი, ეს რომ თამაზმა გაიგო, საკანში მთელი დღე ღიღინებდა, გახარებული იყოო. უფრო ბუნებრივად ჟღერდა ღიღინი. მერე იყო საუბარი იმაზე, რომ გიორგი ღვინიაშვილის გადმოყვანას აპირებდნენ ხათუნა კალმახელიძის ადგილზე. ეს ინფორმაციაც რადიოთი მოვისმინე. აშკარად არ გვაწყობდა მისი დანიშვნა, მას გამოცდილება აქვს და კალმახელიძეზე ჭკვიანია, ამიტომ გავაძლიერეთ ინფორმაციების მიწოდება. გავავრცელეთ, - გიორგი ღვინიაშვილი თავისი მეგობრებიანად "ოცნებაში" გადადის, მაგრამ ვერ შეატყობთ, ისინი კარგად თამაშობენ და ცდილობენ, ამ საკითხებზე ტელეფონებით არ ისაუბრონ, ამიტომ ნაცნობებს გზავნიან "ოცნებაში" და ისე აქვთ კავშირები-მეთქი. ვიცოდი, კახეთში მისი ნაცნობებიდან "ოცნების" წევრები იქნებოდნენ და ეს ტყუილი გაამართლებდა. ამასაც წამოეგნენ. ღვინიაშვილის გადაყვანის საკითხი შეჩერდა და კალმახელიძე დატოვეს. ასეთი კარგი ინფორმაციებისთვის დაასაჩუქრეს კალმახელიძე და ციხის უფროსი - მათ პრემიები გამოუწერეს. დარწმუნებული ვარ, პირდაპირ სააკაშვილთან მიჰქონდა ინფორმაცია. ხათუნამ უფრო აქტიურად დაიწყო ალიევთან შეხვედრები და ჩვენ დავიწყეთ ამბების შეთხზვა. ვუგარს არტისტული მონაცემები აქვს. შეეძლო, უცებ აკანკალებულიყო და თავი მოეჩვენებინა, როგორც საცოდავ ადამიანს ან შეშინებული სახე მიეღო და ეთქვა, - ეს ამბავი მითხრა თამაზაშვილმაო. მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ივანიშვილის განცხადება მათთვის იმდენად დიდი შოკი იყო, რომ უკვე ყველანაირ პროვოკაციას ეგებოდნენ. მართლა არ გაგვჭირვებია შეთხზულ ვერსიებში მათი დარწმუნება. მინისტრად ახალაიას მოსვლა ხელს გვაძლევდა, რადგან მერაბიშვილი უფრო ეშმაკობდა და მისი მოტყუება უფრო ჭირდა. ჩამოწერილი ჰქონდა თანამშრომლების დაბადების დღეები და ულოცავდა, ასეთი ყურადღებით მათი ნდობა და სიყვარული მოიპოვა, პოლიციის პოლიტიზება მოახდინა და ისინი ვანოს ყველა დავალებას შეასრულებდნენ. ვანოს მოცილება გვაწყობდა. "ოცნებისთვის" ახალაია ჯობდა, სიტუაციის კონტროლის კუთხით. ვანოს მეტი სიბინძურის ჩადენა შეეძლო. თან, ახალაიები და მერაბიშვილი ერთმანეთზე გადაკიდებული იყვნენ. სააკაშვილმა საბოლოოდ ვანო გადააჩოჩა და მინისტრად დასვა ვანოს მტერი - ბაჩო ახალაია. ეს მთელი ბრძოლა იყო, ვფლობდი ინფორმაციებს და უფრო მიადვილდებოდა ამბების მოფიქრება.

- თქვენს საკანში ფარული კამერა იყო დამონტაჟებული. ასეთ ვითარებაში ამ ყველაფრის დაგეგმვას როგორ ახერხებდით?

- სხვადასხვა სახელი დავარქვით ჩინოსნებს. მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ვეძახდით პატარა შავ ჩოკინას, ზურაბ ადეიშვილს - მოსუქებულ ვირთხას, სააკაშვილს როცა ვახსენებდით, მიმიკით ვანიშნებით ერთმანეთს და ხელს ცხვირზე მოვისვამდით. ხათუნა კალმახელიძეს ხან კნეინას, ხან ხანუმას ვეძახდით, ოლეგ ფაცაციას - თეთრ ვირს, ციხის უფროს დავით ხუჭუას უბრალოდ მოგონილი სახელი - შალვა დავარქვით. ეს კითხვაც დაუსვეს ალიევს, - რა უცხო სახელებს ახსენებთო? ამაზეც პასუხი მომზადებული გვქონდა. ალიევმა უპასუხა, - თამაზაშვილი კახეთში სამხარეოს უფროსი რომ იყო, ეს მისი თანამშრომლების სახელებია და მათ ამბებს მიყვებაო. ესეც დაიჯერეს. ხშირად ჩემი გეგმის შესახებ მას ყურში ვუჩურჩულებდი. ესეც ჰკითხეს, - ყურში რას გეუბნებაო? ყურში მეუბნება იმ საიდუმლო ამბებს, რაც თქვენთან მომაქვს და ამას ასე იმიტომ მელაპარაკება, იცის, რომ გვისმენთ, იმას კაცი რას გამოაპარებსო? ამანაც გაამართლა.

- როცა მან თქვენი მოწამვლის დავალება მიიღო, ეს ამბავიც ადვილად გითხრათ?

- იმ დღეს საშინლად შეშინებული დაბრუნდა საკანში. მითხრა, - შენი მოწამვლა დამავალესო, ყველა დეტალს მომიყვა. ციხის უფროსს მისცა ეს დავალება კალმახელიძემ და იმან ვუგარს დაავალა. როცა კონკრეტულად ეუბნებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თურმე კალმახელიძემ შეაჩერა, - ეტყობა იფიქრა, რომ ვუგარი ვერ მიხვდებოდა, რა აბზე ელაპარაკებოდა, რადგან აზერბაიჯანელია და უთხრა: - მიხვდი, რას გეუბნება? "ტაბლეტკა", "ტაბლეტკაზე" გელაპარაკებაო. ეს რომ მითხრა, დავამშვიდე, - ნუ გეშინია, ის აბი გამოართვი და მომეცი, მე ვეცდები, ის წამალი ადვოკატებთან ავიტანო და მტკიცებულებად გადავცე-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ამას ვერ შევძლებდი, რადგან საშინელი კონტროლი იყო, გავიშიფრებოდით. რომ გაეგოთ, გადმობირებული მყავდა და ამდენი ინფორმაცია მქონდა, ნამდვილად ორივეს მოგვკლავდნენ. ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემდეგ, ის სამი დღით საკნიდან გაყვანილი ჰყავდათ. იქიდან დაბრუნებულ კაცს რომ შევხედე, ძალიან ცუდად იყო, მოულოდნელად თმა გასჭაღარავებოდა და ხმას ვერ იღებდა. მერე გავიგე, რომ თურმე ის სამი დღე მორგში ჰყოლიათ. ძალიან დათრგუნვილი და შოკირებული იყო. კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. ასევე მისგან გავიგე, რომ აპირებდნენ ჩემი შვილისთვის - ალექსანდრესთვის პროვოკაციის მოწყობას.

- რა გზით?

- ალიევს უთხრეს, - აბანოში რომ გაგიყვანთ, კამერაში დავდებთ მობილურ ტელეფონს, მერე ჩატარდება "შმონი", ტელეფონს აღმოაჩენენ და შენ უნდა თქვა, რომ ლექსო თამაზაშვილმა ამაში 400 ლარი ციხის თანამშრომელს გადაუხადა და ისე შემოატანინა, რომ მამამისმა ღამით ირაკლი ღარიბაშვილთან მესიჯები გაგზავნოსო. ჩემი შვილის დაჭერა და ოჯახის განადგურება უნდოდათ. ამის მეშინოდა. დრო არჩევნებამდე რომ გამეწელა, გავაძლიერე ინფორმაციების გავრცელება. შიგნით, ციხეშიც ავრიე სიტუაცია. ალიევს ციხის უფროსისთვის ახალი ტყუილი ვათქმევინე, - შენს ადგილზე ორ კვირაში შენსავე მოადგილეს, ვიქტორ ყაჭეიშვილს ნიშნავენ, მე კი თქვენთან მინდა თანამშრომლობა და არა - მასთანო, და უტირია კიდეც. ხუჭუაც თურმე წამოეგო ამ ანკესს, სკამიდან წამოხტა და იყვირა, - ვიცოდი, რაღაცას მიწყობდნენო!

- იქაურ საჭმელს ჭამდით? მოწამვლის არ გეშინოდათ?

- საჭმელს კარგად ვრეცხავდი და ისე ვჭამდი. მოჰქონდათ წამლები, მაგრამ არ ვსვამდი, რადგან არ იყო გამორიცხული, რომ საწამლავი შემოეპარებინათ. ერთხელ, ჭამის შემდეგ მუცელი ამტკივდა. ვიფიქრე, მომწამლეს-მეთქი და თითქმის ერთი ვედრო წყალი დავლიე - კუჭი ამოვირეცხე. ყოველ წუთს შიშის ქვეშ ვიყავი... აზიდვებს ვაკეთებდი, დიდხანს ვივარჯიშე და ერთხელ ისე ცუდად გავხდი, ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს და სამჯერ ელექტროშოკიც დამჭირდა. იქაც მოწოდებულ წამლებს არ ვსვამდი და ვმალავდი. ხუჭუამ ალიევს ისიც უთხრა, - ნუ გეშინია, შენ ვერაფერს დაგიშავებს თამაზაშვილი, საკანში სპეცრაზმი შევა და მას გავასუხარებთო. ერთხელ საკანში ფსიქიკურად შეშლილიც შემომიყვანეს. ლაშა შურღაია ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. თითქმის სამი თვე ამყოფეს ჩემთან და ცდილობდნენ, გამოვეყვანე წყობიდან, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი მომზადებული, ვერ გამტეხეს. ხშირად ურევდა შურღაია, ვითომ ხელში ტელეფონი ეჭირა და ხან ობამას ელაპარაკებოდა, ხან - სააკაშვილს. ძნელი იყო ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. აქაც ეშმაკობა ვიხმარე, ალიევს ვათქმევინე, - რაც ეს გიჟი შემოიყვანეს, თამაზაშვილი დუმს, ინფორმაციას არ მაწვდისო და შურღაია გაიყვანეს.

- საჩივარს შეიტანთ პრეზიდენტის წინააღმდეგ?

- სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს იმ ბრალდებების გამო, რასაც ის მე მიყენებდა. აუცილებლად მოვითხოვ მის დასჯას. ასევე აუცილებლად ვუჩივლებ პროკურატურაში გიგა ნასარიძეს. პასუხი უნდა აგონ ზურაბ ადეიშვილმა, დავით ჭაკუამ, ციხის უფროსმა - დავით ხუჭუამ, მისმა მოადგილემ, ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ხათუნა კალმახელიძემ. სწორედ ამ ხალხმა დაგეგმა და შემდეგ ჩემს სახელს დაუკავშირეს ციხის სკანდალური კადრები. თითქოს მე მოვისყიდე და მოვაწყვე. არადა, ამ ბრალდების შემდეგ გამომძიებელი ერთხელაც არ შემოსულა ჩემთან დასაკითხად.

ხათუნა კალმახელიძე სააკაშვილთან შეთანხმებით გეგმავდა ჩემს მოწამვლას. ის ვუგარ ალიევს პატარა ჭიას ეძახდა. ვერ გაგვტეხეს. ჩემი სიძე ძალიან ერთგული კაცია და არ უნდოდათ, ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფილიყო. ციხეში ყოფნის დროს მივხვდი ერთგულების ფასსაც. ბევრმა ბავშვობის მეგობარმა და ნათესავმა მიღალატა და გადავიდა "ნაცმოძრაობის" მხარეს. მათთან რაიმეს გარკვევა არ მიცდია. უკვე ვაპატიე, ცუდს არ ვუკეთებ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს.

- ბევრს საუბრობენ, რომ სამინისტროში კადრების დანიშვნაში თქვენს სიძეს ეხმარებით...

- ტყუილია. ირაკლი ძალიან გონიერი და კარგი მენეჯერია. აქვს ოპერატიული ტვინი და მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურაში ნამუშევარი არ იყო, კარგად გაართვა თავი. ბევრი მოდის ჩემთან სამსახურის თხოვნით, მაგრამ უარით ვისტუმრებ და ვურჩევ, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

- ირმა ნადირაშვილმა ჩამოთვალა იმ თქვენი ნათესავების გვარები, რომლებიც თანამდებობებზე დანიშნეს. ამის გამო თქვენს სიძეს თავის მართლება დასჭირდა და ისიც თქვა, რომ ცოლის ნათესავები მისი ნათესავები არ არიან. მის ამ ნათქვამზე რა რეაქცია გქონდათ?

- მართლაც ჩემი დისშვილია გენინსპექციის უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი, მისი მამა პოლკოვნიკია და ეს ბიჭი ჩემს ხელში გაიზარდა. კარგი, ჭკვიანი და ერთგული ადამიანია და ამიტომ გადაწყვიტეს, დაენიშნათ. როგორი ნათესავიც უნდა იყოს, თუ მას მონაცემები არ აქვს და პროფესიონალი არ არის, ვერ დანიშნავ. ირაკლი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. რაც შეეხება კახეთში ჩემი დის დანიშვნას, ის უბრალოდ მოხსნეს იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს და ახლა აღადგინეს. ირმა ნადირაშვილს სათქმელი არაფერი აქვს, ის კახელია და კარგად ვიცით მისი წინაპრებიც. ამიტომ ვურჩევ, ცოტა გონს მოეგოს. რაც შეეხება ირაკლის განცხადებას, უბრალოდ, მან კახური იუმორით იხუმრა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"