კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავალებდა კალმახელიძე ციხის აგენტს თამაზაშვილის მოწამვლას
როგორ ავალებდა კალმახელიძე ციხის აგენტს თამაზაშვილის მოწამვლას

იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­ფი­რის გავ­რცე­ლე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ტი­მარ თა­მა­ზაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თად ნათ­ლავ­და, მის მოს­ყიდ­ვას კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მი­ა­წერ­და. თა­მა­ზაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ლი­ლი­კო გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, დად­გე­ნი­ლია, რომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­გეგ­მა ის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დეს.

ფრაგ­მენ­ტი ალი­ე­ვის ჩვე­ნე­ბი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია): "მო­ი­თხოვ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­მე­წო­დე­ბი­ნა. თა­ვი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი რომ ვთქვი, ოლეგ ფა­ცა­ცი­ამ დე­ნის სა­ვარ­ძელ­ში მა­წა­მა. მერე შე­სა­ში­ნებ­ლად სამი დღე მორ­გში დამ­ტო­ვეს. მა­ყუ­რე­ბი­ნეს, რო­გორ ამო­აჭ­რეს გარ­დაც­ვლილ პა­ტი­მარს ღვიძ­ლი და რო­გორ შე­ა­ჭა­მეს ცი­ხის კა­ტას. მი­თხრეს, ამ საქ­მეს თუ არ გა­ვა­კე­თებ­დი, მეც ასე აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. სხვა გზა არ მქონ­და და დავ­თან­ხმდი...

ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი. და­მა­ვა­ლეს, გა­მე­გო, ვის მხა­რეს იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, იყო თუ არა ის "ოც­ნე­ბა­ში". თა­მა­ზაშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი ვუ­თხა­რი. თა­მა­ზი ამ­ბობს, ვანო კარ­გი კა­ცია-მეთ­ქი. თუ გა­ა­ყალ­ბე­ბენ არ­ჩევ­ნებს და ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვა, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ხალ­ხს არ და­ხო­ცავს და ხალ­ხის მხა­რეს გად­მო­ვა პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ დიქ­ტო­ფო­ნი მო­ი­ტა­ნეს და თვი­თონ კალ­მა­ხე­ლი­ძემ ჩა­წე­რა ჩემი სა­უ­ბა­რი. მი­თხრა, აბა ახლა კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რე, რაც ვა­ნო­ზე მან გი­თხრაო. მეც გა­ვი­მე­ო­რე. ამ ამ­ბი­დან სამ დღე­ში რა­დი­ო­თი გა­ვი­გეთ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად გა­და­იყ­ვა­ნეს. იმ დღეს­ვე და­ვით ხუ­ჭუ­ას­თან ამიყ­ვა­ნეს. რო­გორც ვიცი, იმ დღეს ცი­ხის უფ­როსს პრე­მია - 20.000 ლა­რიც მის­ცეს. მი­თხრა, ამ საქ­მე­ებ­ზე თუ შენი ნათ­ქვა­მი გა­მარ­თლდე­ბა, პი­რო­ბას გაძ­ლევ, შენი "სრო­კი" გა­ნა­ხევ­რდე­ბაო. მის­გან სხვა და­ვა­ლე­ბა მი­ვი­ღე, ახლა ის გა­ი­გე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად რომ გა­და­იყ­ვა­ნეს, თა­მა­ზაშ­ვილს გა­უ­ხარ­და თუ არაო... თა­მაზს ვუ­თხა­რი, ეს აინ­ტე­რე­სებთ-მეთ­ქი. მან მი­თხრა, ასე გა­და­ე­ცი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და მთე­ლი დღე ღი­ღი­ნებ­და სი­ხა­რუ­ლი­თო".

პა­ტი­მა­რი ალი­ე­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კალ­მა­ხე­ლი­ძის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბით უნდა ჩა­ე­დოთ ტე­ლე­ფო­ნი თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თვის სა­კან­ში:

"... და­სა­ბა­ნად რომ ვიქ­ნე­ბო­დით გა­სუ­ლი, ამ დროს კა­მე­რა­ში და­დებ­დნენ ტე­ლე­ფონს, მერე ჩა­ტარ­დე­ბო­და შმო­ნი, ტე­ლე­ფონს აღ­მო­ა­ჩენ­დნენ და მე უნდა მეთ­ქვა, თა­მა­ზაშ­ვი­ლის შვილ­მა, ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვილ­მა, ამა­ში 400 ლარი ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელს მათე ელ­ბა­ქი­ძეს მის­ცა და მან შე­მო­ი­ტა­ნა. ღა­მით ამ ტე­ლე­ფო­ნით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სმს-ით კავ­ში­რი ჰქონ­და-მეთ­ქი. მა­ნამ­დე მაჩ­ვე­ნეს წი­თე­ლი პა­ტა­რა ტე­ლე­ფო­ნი. მი­თხრეს, ერთხელ პრო­კუ­რა­ტუ­რა დაგ­კი­თხავს, მე­ო­რედ სა­სა­მარ­თლო და მეტს არ შე­გა­წუ­ხე­ბე­ნო. მი­თხრეს, დი­ლით საჭ­მელს რომ შე­მო­ი­ტა­ნენ, მა­შინ ჩა­უყ­რი ამ აბს, 3 თვე­ში ღვიძ­ლი და­ეშ­ლე­ბა. შენ უნდა და­ა­დას­ტუ­რო, რომ მას ღვიძ­ლი სტკი­ო­და და წამ­ლებს იღებ­დაო. შენი პი­რა­დი საქ­მე პირ­და­პირ პრე­ზი­დენ­ტთან დევს, ის შე­გი­წყა­ლებ­სო".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ავალებდა კალმახელიძე ციხის აგენტს თამაზაშვილის მოწამვლას

როგორ ავალებდა კალმახელიძე ციხის აგენტს თამაზაშვილის მოწამვლას

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქმე მთავარ პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული. ერთ-ერთ ეპიზოდში გენერალი თამაზ თამაზაშვილი დაზარალებულად ცნეს. ცნობილია ისიც, რომ ციხეში პატიმრების წამების ამსახველი სკანდალური ვიდეოფირის გავრცელებას პროკურატურა პატიმარ თამაზაშვილის დაკვეთად ნათლავდა, მის მოსყიდვას კი "ქართულ ოცნებას" მიაწერდა. თამაზაშვილის ადვოკატის, ლილიკო გელაშვილის თქმით, დადგენილია, რომ ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში დაიგეგმა ის სპექტაკლი, რომელიც საზოგადოებას მიაწოდეს.

ფრაგმენტი ალიევის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "მოითხოვდნენ ინფორმაციები მიმეწოდებინა. თავიდან თანამშრომლობაზე უარი რომ ვთქვი, ოლეგ ფაცაციამ დენის სავარძელში მაწამა. მერე შესაშინებლად სამი დღე მორგში დამტოვეს. მაყურებინეს, როგორ ამოაჭრეს გარდაცვლილ პატიმარს ღვიძლი და როგორ შეაჭამეს ციხის კატას. მითხრეს, ამ საქმეს თუ არ გავაკეთებდი, მეც ასე აღმოვჩნდებოდი. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი...

ხათუნა კალმახელიძეს რამდენჯერმე შევხვდი. დამავალეს, გამეგო, ვის მხარეს იყო ვანო მერაბიშვილი, იყო თუ არა ის "ოცნებაში". თამაზაშვილის ნათქვამი ვუთხარი. თამაზი ამბობს, ვანო კარგი კაცია-მეთქი. თუ გააყალბებენ არჩევნებს და ხალხი ქუჩაში გამოვა, მერაბიშვილი ხალხს არ დახოცავს და ხალხის მხარეს გადმოვა პოლიციასთან ერთად-მეთქი. ამის შემდეგ დიქტოფონი მოიტანეს და თვითონ კალმახელიძემ ჩაწერა ჩემი საუბარი. მითხრა, აბა ახლა კიდევ ერთხელ გაიმეორე, რაც ვანოზე მან გითხრაო. მეც გავიმეორე. ამ ამბიდან სამ დღეში რადიოთი გავიგეთ, რომ ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს. იმ დღესვე დავით ხუჭუასთან ამიყვანეს. როგორც ვიცი, იმ დღეს ციხის უფროსს პრემია - 20.000 ლარიც მისცეს. მითხრა, ამ საქმეებზე თუ შენი ნათქვამი გამართლდება, პირობას გაძლევ, შენი "სროკი" განახევრდებაო. მისგან სხვა დავალება მივიღე, ახლა ის გაიგე, პრემიერ-მინისტრად რომ გადაიყვანეს, თამაზაშვილს გაუხარდა თუ არაო... თამაზს ვუთხარი, ეს აინტერესებთ-მეთქი. მან მითხრა, ასე გადაეცი, ძალიან გაუხარდა და მთელი დღე ღიღინებდა სიხარულითო".

პატიმარი ალიევი ირწმუნება, რომ კალმახელიძის უშუალო დავალებით უნდა ჩაედოთ ტელეფონი თამაზაშვილისთვის საკანში:

"... დასაბანად რომ ვიქნებოდით გასული, ამ დროს კამერაში დადებდნენ ტელეფონს, მერე ჩატარდებოდა შმონი, ტელეფონს აღმოაჩენდნენ და მე უნდა მეთქვა, თამაზაშვილის შვილმა, ლექსო თამაზაშვილმა, ამაში 400 ლარი ციხის თანამშრომელს მათე ელბაქიძეს მისცა და მან შემოიტანა. ღამით ამ ტელეფონით ირაკლი ღარიბაშვილთან სმს-ით კავშირი ჰქონდა-მეთქი. მანამდე მაჩვენეს წითელი პატარა ტელეფონი. მითხრეს, ერთხელ პროკურატურა დაგკითხავს, მეორედ სასამართლო და მეტს არ შეგაწუხებენო. მითხრეს, დილით საჭმელს რომ შემოიტანენ, მაშინ ჩაუყრი ამ აბს, 3 თვეში ღვიძლი დაეშლება. შენ უნდა დაადასტურო, რომ მას ღვიძლი სტკიოდა და წამლებს იღებდაო. შენი პირადი საქმე პირდაპირ პრეზიდენტთან დევს, ის შეგიწყალებსო".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ