პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივან ურგანტის ქართველი მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება
ივან ურგანტის ქართველი მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება

რუსი ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი და ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი, ივან ურ­გან­ტი და მისი ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე, ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბი­ან. ყვი­თელ პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ფოტო, რო­მელ­ზე­დაც ფარ­თო შავ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ნა­ტა­ლია წა­მოზ­რდი­ლი მუც­ლის და­ფარ­ვას ცდი­ლობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­სის­თვის მუდ­მი­ვად "გახ­სნილ" ურ­განტს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წვრილ­მა­ნე­ბი. ამის გამო ჟურ­ნა­ლის­ტებს სარ­წმუ­ნოდ არ ეჩ­ვე­ნე­ბათ წყვი­ლის მიერ ნა­ტა­ლი­ას ორ­სუ­ლო­ბის უარ­ყო­ფა. ისი­ნი 4 წლის წინ სა­ი­დუმ­ლოდ შე­უღლდნენ და ქორ­წი­ნე­ბა­საც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­დნენ.

ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე ცნო­ბი­ლი კო­მენ­ტა­ტო­რის, ტე­ლე­არხ "სპორ­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ვა­სილ კიკ­ნა­ძის ძმის­შვი­ლი და ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ვახ­ტანგ კუ­ტა­ლი­ას ყო­ფი­ლი ცო­ლია. კუ­ტა­ლი­ას­გან მას 2 შვი­ლი ჰყავს, ურ­გან­ტთან კი ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც წყვი­ლი ნა­ტა­ლი­ას უფ­როს შვი­ლებ­თან ერ­თად ზრდის.

ნა­ტა­ლი­ას ყვი­თე­ლი პრე­სა ხში­რად აკ­რი­ტი­კებს და მას ხან უგე­მოვ­ნოს, ხა­ნაც კი "ვარ­სკვლა­ვის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელს" უწო­დებს. მო­დის მიმ­დევ­რებს კი მუდ­მი­ვად სა­ქი­ლი­კოდ აქვთ ნა­ტა­ლი­ას ჩაც­მუ­ლო­ბა, მა­კი­ა­ჟი თუ ვარ­ცხნი­ლო­ბა.

"ურ­გან­ტი მო­დუ­რი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლია. იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც ასე­ვე უნდა ბრწყი­ნავ­დეს. არა­ვინ კა­მა­თობს, რომ ნა­ტა­ლია შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და მე­უღ­ლეა, მაგ­რამ სა­მო­სი, რი­თიც ის ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ჩნდე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უც­ნა­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა", - აცხა­დებს სტი­ლის­ტი დე­ნის ლეს­ნიც­კი. მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბი ნა­ტა­ლი­ას მი­სა­მარ­თით ხში­რად კეთ­დე­ბა.

პრე­სა­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზეც და­ირ­ხა ხმა, თუმ­ცა სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბამ ამ ჭორს მალე მო­უ­ღო ბოლო.

ამ­ბო­ბენ, ურ­გან­ტი თვა­ლის ჩი­ნი­ვით უფრთხილ­დე­ბა ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ხე­ვა­რი რუ­სე­თი მას­ზე ჭკუ­ას კარ­გავს, ფლირტსა და ღა­ლატ­ში შემ­ჩნე­უ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნი ცოლი გყავ­დაო, პა­სუ­ხობს. "უკვე ცო­ლი­ა­ნი ვარ, პირ­ვე­ლა­დაც და უკა­ნას­კნე­ლა­დაც".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია aifudm.net-ის მი­ხედ­ვით.

ივან ურგანტის ქართველი მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება

ივან ურგანტის ქართველი მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება

რუსი ტელევარსკვლავი და ქალების გულთამპყრობელი, ივან ურგანტი და მისი ქართველი მეუღლე, ნატალია კიკნაძე მეორე ბავშვს ელოდებიან. ყვითელ პრესაში აქტიურად განიხილება ფოტო, რომელზედაც ფართო შავ კაბაში გამოწყობილი ნატალია წამოზრდილი მუცლის დაფარვას ცდილობს. როგორც ცნობილია, პრესისთვის მუდმივად "გახსნილ" ურგანტს პირადი ცხოვრების დეტალები გასაიდუმლოებული აქვს, განსაკუთრებით, მეუღლესთან დაკავშირებული წვრილმანები. ამის გამო ჟურნალისტებს სარწმუნოდ არ ეჩვენებათ წყვილის მიერ ნატალიას ორსულობის უარყოფა. ისინი 4 წლის წინ საიდუმლოდ შეუღლდნენ და ქორწინებასაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ.

ნატალია კიკნაძე ცნობილი კომენტატორის, ტელეარხ "სპორტის" გენერალური დირექტორის, ვასილ კიკნაძის ძმისშვილი და ქართველი ბიზნესმენის, ვახტანგ კუტალიას ყოფილი ცოლია. კუტალიასგან მას 2 შვილი ჰყავს, ურგანტთან კი ერთი ქალიშვილი, რომელსაც წყვილი ნატალიას უფროს შვილებთან ერთად ზრდის.

ნატალიას ყვითელი პრესა ხშირად აკრიტიკებს და მას ხან უგემოვნოს, ხანაც კი "ვარსკვლავისთვის შეუფერებელს" უწოდებს. მოდის მიმდევრებს კი მუდმივად საქილიკოდ აქვთ ნატალიას ჩაცმულობა, მაკიაჟი თუ ვარცხნილობა.

"ურგანტი მოდური და ქარიზმატულია. იგულისხმება, რომ მისი მეორე ნახევარიც ასევე უნდა ბრწყინავდეს. არავინ კამათობს, რომ ნატალია შესანიშნავი ადამიანი და მეუღლეა, მაგრამ სამოსი, რითიც ის ელიტურ წვეულებებზე ჩნდება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება", - აცხადებს სტილისტი დენის ლესნიცკი. მსგავსი შეფასებები ნატალიას მისამართით ხშირად კეთდება.

პრესაში რამდენიმე თვის წინ მათ განქორწინებაზეც დაირხა ხმა, თუმცა სათანადო არგუმენტების არარსებობამ ამ ჭორს მალე მოუღო ბოლო.

ამბობენ, ურგანტი თვალის ჩინივით უფრთხილდება ოჯახურ ბედნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი რუსეთი მასზე ჭკუას კარგავს, ფლირტსა და ღალატში შემჩნეული არასდროს ყოფილა. რამდენიმე ქორწინების მიუხედავად, კითხვაზე, რამდენი ცოლი გყავდაო, პასუხობს. "უკვე ცოლიანი ვარ, პირველადაც და უკანასკნელადაც".

მომზადებულია aifudm.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება