მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინის" შინ დაბრუნება და "არაჩვეულებრივი გამოფენა"
"შინის" შინ დაბრუნება და "არაჩვეულებრივი გამოფენა"

გერ­მა­ნი­ა­ში 14-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, ჯგუფ­მა "შინი" სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტით გა­და­წყვი­ტა, რომ­ლის პრე­მი­ე­რა 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, რი­გის კონ­გრე­სჰოლ­ში შედ­გა. "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" - ასე უწო­დეს მუ­სი­კო­სებ­მა პრო­ექტს, რო­მელ­შიც გია ყან­ჩე­ლის, მა­იკლ სტერ­ნის, მა­ილს დე­ვი­სის, ხო­ა­კინ როდ­რი­გოს, ჩიკ კო­რე­ა­სა და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის მო­ტი­ვე­ბია თავ­მოყ­რი­ლი.

პრო­ექ­ტის თბი­ლი­სუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია 26 მა­ისს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და სამ დღეს გას­ტანს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ვატო კა­ხი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ვო­კა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი და ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის სა­ბა­ლე­ტო დასი. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის ცნო­ბილ უცხო­ელ მუ­სი­კო­სებ­საც მო­იწ­ვე­ვენ - ხორ­ხე პარ­დოს (ეს­პა­ნე­ლი ფლე­ი­ტის­ტი), ილი­ას მირ­ზა­ევს (თურ­ქი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რი) და ნორ­მუნდ შნეს (ლატ­ვი­ე­ლი ჰო­ბო­ის­ტი და დი­რი­ჟო­რი). ამ მუ­სი­კო­სე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვი­ან ხმის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი, გერ­მა­ნე­ლი აჰიმ ჰუ­ბე­რი და მა­კე­დო­ნი­ე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი - ალექ­სან­დრა ევ­ტი­მო­ვა.

კომ­პა­ნია "ბრა­ვო რე­კორდსთან" ერ­თად, "შინი" ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბა­საც გეგ­მავს, რო­მელ­შიც 12 მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი შევა. ალ­ბო­მის დი­ზა­ი­ნის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სან­დრო ყან­ჩე­ლი იზ­რუ­ნებს.

ზაზა მი­მი­ნოშ­ვი­ლი, "ში­ნის" სო­ლის­ტი:

- "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" - ეს არის დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი პორ­ტრე­ტე­ბი. გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თა­ო­ბე­ბი გა­ვი­ზარ­დეთ. სა­ა­მა­ყოა, რომ ცო­ცხა­ლი კლა­სი­კო­სი გვყავს, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ტრა­დი­ცი­ის სა­ო­ცა­რი "რეს­პექ­ტია", წარ­სუ­ლის გა­აზ­რე­ბა და მო­მავ­ლის კე­თე­ბა. დიდი მად­ლო­ბა "ბრა­ვო რე­კორდსს" და თი­თო­ე­ულ მხარ­დამ­ჭერს, რომ ამ პრო­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცო­ცხლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცეს. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად წა­კი­თხუ­ლი, "ში­ნი­სე­უ­ლი" გია ყან­ჩე­ლი, ამ მუ­სი­კის გან­ცდა, სა­კუ­თარ თავ­ში გა­ტა­რე­ბა და შემ­დეგ, რე­აქ­ცია - რა ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ის ჩვენ­ზე. ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი, "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის" მე­ლო­დია მო­ნა­თე­სა­ვე აღ­მოჩ­ნდა ლე­გენ­და­რუ­ლი გი­ტა­რის­ტის - მა­იკლ სტენ­ლის თე­მას­თან, არა­და, ოს­ტა­ტებს ერ­თმა­ნე­თის­თვის არ მო­უს­მე­ნი­ათ. ამ­დე­ნად, ამ პრო­ექ­ტში სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი რა­ღა­ცე­ბია ჩა­მა­ლუ­ლი. ბა­ტო­ნი გია ლატ­ვი­ა­ში და­ეს­წრო ჩვენს კონ­ცერტს და მისი თბი­ლი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. იმე­დი მაქვს, ის დაგ­ვდებს პა­ტივს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვეს­ტუმ­რე­ბა. ჩვე­ნი სა­ხელ­წო­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი შინ დაბ­რუ­ნე­ბაა და მივ­ხვდით, რომ უკვე ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბის დრო დად­გა!

ზაზა შენ­გე­ლია, კომ­პა­ნია "ბრა­ვო რე­კორდსის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- თბი­ლი­სის მე­რია და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ბევ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, რის­თვი­საც მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ისე­ვე, რო­გორც სხვა პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებს. კარ­გია, როცა სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვად გვეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის ცალ-ცალ­კე და­ფი­ნან­სე­ბა ალ­ბათ ორი­ვე მათ­განს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ეტაპ­ზე "ბრა­ვო რე­კორდსს" ერ­თა­დერ­თი "სიგ­ნედ" არ­ტის­ტი ჰყავს - თამ­თა ცხვი­ტა­ვა, რო­მელ­თა­ნაც ხუ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გვა­ერ­თი­ა­ნებს და უკვე მის მე­ო­რე ალ­ბომს ვუშ­ვებთ. თუ "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის და ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­დე­ბი­თად წა­რი­მარ­თე­ბა, "შინი" ჩვე­ნი "სიგ­ნედ" ჯგუ­ფი გახ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შემ­დგომ­ში მათი ალ­ბო­მე­ბის ჩა­წე­რა, კა­რი­ე­რის მარ­თვა, სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­ე­ბის და­გეგ­მვა ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია იქ­ნე­ბა. ევ­რო­პა­ში თით­ქმის არ არ­სე­ბობს ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­შიც ეს ან­სამ­ბლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან, მათი "ექ­სპორ­ტი­რე­ბა" აქე­დან მოხ­დე­ბა. რაც უფრო დიდ­ხანს დარ­ჩე­ბი­ან სა­კუ­თარ მიწა-წყალ­ზე, მათი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ვე­ბი უფრო მე­ტად გა­იდ­გმე­ბა...

ბად­რი ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე:

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­თვის იდ­გე­ბა იქ, სა­დაც ნი­ჭი­ე­რე­ბა და მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს ვუ­ჭერთ და მუ­დამ და­ვა­ფი­ნან­სებთ ისეთ პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც მსმე­ნე­ლის გე­მოვ­ნე­ბას უფრო მე­ტად დახ­ვე­წს და აა­მაღ­ლებს...

ანი ლა­ღი­ძე, თბი­ლი­სის კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- რო­დე­საც ეს პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრში შე­მო­ვი­და, მის და­ფი­ნან­სე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით. "ბრა­ვო რე­კორდსთან" დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებს და ვა­მა­ყობთ, რომ "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ექტს წარ­მა­ტე­ბა ელის.

თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტრის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჯგუ­ფი "შინი" ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რია ევ­რო­პა­ში. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩვე­ნი დიდი მე­გობ­რო­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"შინის" შინ დაბრუნება და "არაჩვეულებრივი გამოფენა"

"შინის" შინ დაბრუნება და "არაჩვეულებრივი გამოფენა"

გერმანიაში 14-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ჯგუფმა "შინი" სამშობლოში დაბრუნება ახალი, ინოვაციური პროექტით გადაწყვიტა, რომლის პრემიერა 2012 წლის დეკემბერში, რიგის კონგრესჰოლში შედგა. "არაჩვეულებრივი გამოფენა" - ასე უწოდეს მუსიკოსებმა პროექტს, რომელშიც გია ყანჩელის, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის, ხოაკინ როდრიგოს, ჩიკ კორეასა და ქართული ხალხური მუსიკის მოტივებია თავმოყრილი.

პროექტის თბილისური პრეზენტაცია 26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და სამ დღეს გასტანს. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. სპეციალურად ამ პროექტისთვის ცნობილ უცხოელ მუსიკოსებსაც მოიწვევენ - ხორხე პარდოს (ესპანელი ფლეიტისტი), ილიას მირზაევს (თურქი კომპოზიტორი და პროექტის მუსიკალური ნაწარმოებების არანჟირების ავტორი) და ნორმუნდ შნეს (ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი). ამ მუსიკოსების გარდა, საქართველოს ეწვევიან ხმის მთავარი ინჟინერი, გერმანელი აჰიმ ჰუბერი და მაკედონიელი ქორეოგრაფი - ალექსანდრა ევტიმოვა.

კომპანია "ბრავო რეკორდსთან" ერთად, "შინი" ალბომის გამოშვებასაც გეგმავს, რომელშიც 12 მუსიკალური ნაწარმოები შევა. ალბომის დიზაინის კონცეფციაზე, სავარაუდოდ, სანდრო ყანჩელი იზრუნებს.

ზაზა მიმინოშვილი, "შინის" სოლისტი:

- "არაჩვეულებრივი გამოფენა" - ეს არის დიდი მუსიკალური პორტრეტები. გია ყანჩელის შემოქმედებაზე თაობები გავიზარდეთ. საამაყოა, რომ ცოცხალი კლასიკოსი გვყავს, რომლის შემოქმედებაში ტრადიციის საოცარი "რესპექტია", წარსულის გააზრება და მომავლის კეთება. დიდი მადლობა "ბრავო რეკორდსს" და თითოეულ მხარდამჭერს, რომ ამ პროექტის საქართველოში გაცოცხლების საშუალება მოგვცეს. ეს არის აბსოლუტურად სხვანაირად წაკითხული, "შინისეული" გია ყანჩელი, ამ მუსიკის განცდა, საკუთარ თავში გატარება და შემდეგ, რეაქცია - რა ზემოქმედებას ახდენს ის ჩვენზე. ყველასთვის ნაცნობი, "არაჩვეულებრივი გამოფენის" მელოდია მონათესავე აღმოჩნდა ლეგენდარული გიტარისტის - მაიკლ სტენლის თემასთან, არადა, ოსტატებს ერთმანეთისთვის არ მოუსმენიათ. ამდენად, ამ პროექტში სრულიად უცნობი და მოულოდნელი რაღაცებია ჩამალული. ბატონი გია ლატვიაში დაესწრო ჩვენს კონცერტს და მისი თბილი სიტყვების მოსმენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, ის დაგვდებს პატივს და საქართველოშიც გვესტუმრება. ჩვენი სახელწოდებიდან გამომდინარე, მთავარი შინ დაბრუნებაა და მივხვდით, რომ უკვე ჩვენი დაბრუნების დრო დადგა!

ზაზა შენგელია, კომპანია "ბრავო რეკორდსის" ხელმძღვანელი:

- თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო ბევრი პროექტის განხორციელებაში გვეხმარება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი ისევე, როგორც სხვა პარტნიორ კომპანიებს. კარგია, როცა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ერთობლივად გვეხმარებიან, რადგან მსგავსი პროექტების ცალ-ცალკე დაფინანსება ალბათ ორივე მათგანს გაუჭირდებოდა... მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე "ბრავო რეკორდსს" ერთადერთი "სიგნედ" არტისტი ჰყავს - თამთა ცხვიტავა, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი გვაერთიანებს და უკვე მის მეორე ალბომს ვუშვებთ. თუ "არაჩვეულებრივი გამოფენა" წარმატებით ჩაივლის და ჩვენი მოლაპარაკება დადებითად წარიმართება, "შინი" ჩვენი "სიგნედ" ჯგუფი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომში მათი ალბომების ჩაწერა, კარიერის მართვა, საგასტროლო ტურნეების დაგეგმვა ჩვენი კომპეტენცია იქნება. ევროპაში თითქმის არ არსებობს ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც ეს ანსამბლი არ მონაწილეობდა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დაბრუნდებიან, მათი "ექსპორტირება" აქედან მოხდება. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან საკუთარ მიწა-წყალზე, მათი მუსიკალური ფესვები უფრო მეტად გაიდგმება...

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე:

- კულტურის სამინისტრო ყოველთვის იდგება იქ, სადაც ნიჭიერება და მაღალპროფესიონალიზმია. ყველანაირად მხარს ვუჭერთ და მუდამ დავაფინანსებთ ისეთ პროექტებს, რომელიც მსმენელის გემოვნებას უფრო მეტად დახვეწს და აამაღლებს...

ანი ლაღიძე, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის წარმომადგენელი:

- როდესაც ეს პროექტი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრში შემოვიდა, მის დაფინანსებას სიამოვნებით დავთანხმდით. "ბრავო რეკორდსთან" დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ვამაყობთ, რომ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მოგვეცა. დარწმუნებული ვარ, პროექტს წარმატება ელის.

თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია "ნატახტრის" წარმომადგენელი:

- ჩვენთვის დიდი პატივია ამ საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფი "შინი" ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია ევროპაში. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ღონისძიება ჩვენი დიდი მეგობრობის დასაწყისი იქნება.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება