პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება"
"არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება"

ჩი­ლი­მის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩი­ლიმს ინ­დო­ე­ლე­ბი ეწე­ოდ­ნენ; დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჯერ აზი­ა­ში, შემ­დეგ - ევ­რო­პა­შიც გავ­რცელ­და. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ღა­მის კლუ­ბებ­სა თუ კა­ფე­ებ­ში არა­ერთ ადა­მი­ანს შეხ­ვდე­ბით, ამ მეტ-ნაკ­ლე­ბად ძვი­რი­ა­ნი "სი­ა­მოვ­ნე­ბით" გა­ტა­ცე­ბულ­სა და გაბ­რუ­ე­ბულს... ჩი­ლი­მის შე­სა­ხებ ერთ-ერთი უზ­ბე­კუ­რი რეს­ტორ­ნის მე­ჩი­ლი­მეს - მა­მუ­კა და­ლო­ევს ვე­სა­უბ­რე.

- მა­მუ­კა, რა არის ჩი­ლი­მი და სა­ი­დან მო­დის მისი მო­წე­ვის ტრა­დი­ცია?

- ჩი­ლი­მი ძი­რი­თა­დად, ეგ­ვიპ­ტე­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მე­ფი­სა და დიდ­გვა­რო­ვან­თა ფუ­ფუ­ნე­ბას უფრო წარ­მო­ად­გენ­და. მა­შინ­დე­ლი დი­ზა­ი­ნი, რა თქმა უნდა, სხვაგ­ვა­რი იყო, მა­გა­ლი­თად, ზე­მო­დან ჭი­ქის მა­გი­ერ ქვას ადებ­დნენ, ბამ­ბუ­კე­ბით ეწე­ოდ­ნენ, თა­ვი­სე­ბუ­რი თუ­თუ­ნი ჰქონ­დათ და ა.შ. ევ­რო­პა­ში ჩი­ლი­მი XIX სა­უ­კუ­ნე­ში შე­მო­ვი­და, მერე კი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც გავ­რცელ­და. ჩი­ლი­მის ზო­მა­სა და დი­ზა­ინ­ში გან­სხვა­ვე­ბა უბ­რა­ლოდ სი­ლა­მა­ზის­თვი­საა, მეტი არაფ­რის­თვის. ზოგს გამჭვირ­ვა­ლე მილი აქვს, ზოგს დაწ­ნუ­ლი და ა.შ. ძირი მი­ნი­საა და უმე­ტე­სად, ხე­ლი­თაა ლა­მა­ზად მო­ხა­ტუ­ლი.

- რო­გო­რი სა­ხე­ო­ბის თამ­ბა­ქო იყ­რე­ბა ჩი­ლიმ­ში?

- თამ­ბა­ქო ბევ­რნა­ი­რი ხი­ლის არო­მა­ტი­თაა - ალუბ­ლის, მარ­წყვის, ვაშ­ლის, ასე­ვე, მენ­თო­ლით, შო­კო­ლა­დით, ზოგ­ჯერ მიქსსაც ვა­კე­თებთ - სხვა­დას­ხვა არო­მატს ვა­ზა­ვებთ. შე­იძ­ლე­ბა წყალ­ზე ან წვენ­ზე გა­კეთ­დეს, კო­ნი­ა­კით, ვის­კით ან სხვა მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სასმლით, კლი­ენ­ტის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. ჩი­ლი­მის ქვე­და ნა­წილ­ში - ბოთ­ლში ის­ხმე­ბა წყა­ლი, რო­მელ­შიც მილი ორი სან­ტი­მეტ­რით უნდა იყოს ჩაშ­ვე­ბუ­ლი, მას­ზე ჭი­ქას ვდებთ, რო­მელ­შიც რო­მე­ლი­მე არო­მატს ვა­თავ­სებთ, ზე­მო­დან კი ან­თე­ბულ ნახ­შირს ვდებთ. ჩვე­უ­ლებ­რივ, მი­ლი­დან ქა­ჩა­ვენ და ისე ეწე­ვი­ან. ადრე წყალ­საც არ ას­ხამ­დნენ, მშრალ­ზე ეწე­ოდ­ნენ. ჩი­ლი­მის მო­წე­ვი­სას ისე­თი­ვე ნა­ფა­ზი უნდა და­არ­ტყათ, რო­გო­რიც სი­გა­რე­ტი­სა, ან შე­გიძ­ლი­ათ, შე­ი­სუნ­თქოთ და უბ­რა­ლოდ, ბოლი გა­მო­უშ­ვათ. ქარ­თვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმას აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, რამ­დე­ნი ბოლი გა­მო­ვა.

- მო­წე­ვას ე.წ. კა­ი­ფის ეფექ­ტი თუ ახ­ლავს თან? პლანს ან სხვა მცე­ნა­რეს რომ შე­ვა­და­როთ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია?

- არა, არა­ფე­რი მსგავ­სი. თუმ­ცა, ცო­ტა­თი აბ­რუ­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ კო­ნი­ა­კი­თაა, მაგ­რამ ორ­გა­ნიზმსაც გა­აჩ­ნია. მა­გა­ლი­თად მე, სი­გა­რეტს არ ვე­წე­ვი, მაგ­რამ ჩი­ლიმს - კი. სა­სი­ა­მოვ­ნოდ, მსუ­ბუ­ქად მაბ­რუ­ებს. გო­ნე­ბა­ზე მეტ-ნაკ­ლე­ბად მოქ­მე­დებს, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი ან ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ ახ­ლავს თან, ეფექ­ტი შე­საძ­ლოა ათ წუთ­ში ან უფრო ად­რეც გაქ­რეს. ჩი­ლი­მი სახ­ლშიც მაქვს და სტუმ­რებს ყო­ველ­თვის ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი ხოლ­მე.

- მის "შე­კე­თე­ბას" ცოდ­ნა უნდა?

- კი, რა თქმა უნდა, ბევ­რმა არ იცის. მე უკვე დიდი ხა­ნია, ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ხელი შეჩ­ვე­უ­ლი მაქვს. ადრე მოს­კოვ­ში ვმუ­შა­ობ­დი. სხვა რა­მის კე­თე­ბა არ მე­ხერ­ხე­ბა, ამი­ტომ, ეს ვარ­ჩიე. ჩემი ჰობი არ არის, მაგ­რამ ასე ვთქვათ, საქ­მეს დას­ჭირ­და და ვა­კე­თებ. თვი­თონ ვის­წავ­ლე, იქა­ურ ბა­რებ­ში რომ დავ­დი­ო­დით, ვე­წე­ო­დით ხოლ­მე, მერე კი სახ­ლში და მე­გობ­რებ­თან ერ­თად "და­ვა­მუ­ღა­მე".

- ერთ ჯერ­ზე რამ­დე­ნის მო­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა?

- სა­ერ­თოდ, ერთი ულუ­ფა 2-3-კა­ცი­ა­ნია, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ათმა კაც­მაც მოს­წი­ოს. და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ვი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, თუ რო­გო­რია ნახ­ში­რი, რამ­დე­ნი ჩა­ყა­რე და ა.შ. ნახ­შირ­შიც სხვა­ო­ბაა, მას თა­ვი­სე­ბუ­რი გემო, ბოლი აქვს და თუ ზედ­მე­ტი მო­გი­ვი­და, სა­სუნ­თქ გზებს წვავს. ბევ­რი არ შე­იძ­ლე­ბა, 1-2 "კუ­ბი­კი" საკ­მა­რი­სია. მო­წე­ვი­სას, სხვა­დას­ხვა არო­მა­ტი­ზა­ტო­რის სურ­ნე­ლი ირ­გვლი­ვაც დგას ხოლ­მე.

- ჩი­ლი­მი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ისე­ვე მავ­ნე­ბე­ლია, რო­გორც თამ­ბა­ქო? ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ­სა­იტ­ზე წა­ვი­კი­თხე, რომ შე­საძ­ლოა, პი­რის ღრუ­სა და ფილ­ტვის კიბო გა­მო­იწ­ვი­ოს.

- ვერ გე­ტყვით, ასე­თი რამ არ გა­მი­გია. ის კი ვიცი, რომ თამ­ბა­ქო­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა მავ­ნე­ბე­ლი, რად­გან ჩი­ლიმ­ში ის თამ­ბა­ქო არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რი­თაც სი­გა­რეტს ამ­ზა­დე­ბენ.

- მსმე­ნია, რომ სხვა­დას­ხვა ხი­ლის არო­მა­ტის მქო­ნე ჩი­ლიმს 18 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბიც ეწე­ვი­ან. ეს მათ ჯან­მრთე­ლო­ბას არ ავ­ნებს?

- რა თქმა უნდა, არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის ჩი­ლი­მის მო­წე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

- ჩი­ლი­მი რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლი თუა?

- ვფიქ­რობ, არა. არ გა­მი­გია.

- ქარ­თვე­ლებ­ში მო­თხოვ­ნა დი­დია?

- კი და სხვა­თა შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნებ­ში უფრო მე­ტა­დაა პო­პუ­ლა­რუ­ლი. ეტყო­ბა, კა­ცებს სი­გა­რე­ტიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მიჩ­ვე­ვა არ იცის, მაგ­რამ მისი ხში­რად მო­წე­ვა სა­სურ­ვე­ლი მა­ინც არ არის. ამი­ტომ, მა­ინც ვურ­ჩევ­დი, ბევ­რი მო­წე­ვის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, გან­სა­კუთ­რე­ბით - თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება"

"არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება"

ჩილიმის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. როგორც ამბობენ, თავდაპირველად, ჩილიმს ინდოელები ეწეოდნენ; დროთა განმავლობაში ის ჯერ აზიაში, შემდეგ - ევროპაშიც გავრცელდა. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. ღამის კლუბებსა თუ კაფეებში არაერთ ადამიანს შეხვდებით, ამ მეტ-ნაკლებად ძვირიანი "სიამოვნებით" გატაცებულსა და გაბრუებულს... ჩილიმის შესახებ ერთ-ერთი უზბეკური რესტორნის მეჩილიმეს - მამუკა დალოევს ვესაუბრე.

- მამუკა, რა არის ჩილიმი და საიდან მოდის მისი მოწევის ტრადიცია?

- ჩილიმი ძირითადად, ეგვიპტეში იყო გავრცელებული და მეფისა და დიდგვაროვანთა ფუფუნებას უფრო წარმოადგენდა. მაშინდელი დიზაინი, რა თქმა უნდა, სხვაგვარი იყო, მაგალითად, ზემოდან ჭიქის მაგიერ ქვას ადებდნენ, ბამბუკებით ეწეოდნენ, თავისებური თუთუნი ჰქონდათ და ა.შ. ევროპაში ჩილიმი XIX საუკუნეში შემოვიდა, მერე კი რუსეთსა და საქართველოშიც გავრცელდა. ჩილიმის ზომასა და დიზაინში განსხვავება უბრალოდ სილამაზისთვისაა, მეტი არაფრისთვის. ზოგს გამჭვირვალე მილი აქვს, ზოგს დაწნული და ა.შ. ძირი მინისაა და უმეტესად, ხელითაა ლამაზად მოხატული.

- როგორი სახეობის თამბაქო იყრება ჩილიმში?

- თამბაქო ბევრნაირი ხილის არომატითაა - ალუბლის, მარწყვის, ვაშლის, ასევე, მენთოლით, შოკოლადით, ზოგჯერ მიქსსაც ვაკეთებთ - სხვადასხვა არომატს ვაზავებთ. შეიძლება წყალზე ან წვენზე გაკეთდეს, კონიაკით, ვისკით ან სხვა მატონიზებელი სასმლით, კლიენტის სურვილის მიხედვით. ჩილიმის ქვედა ნაწილში - ბოთლში ისხმება წყალი, რომელშიც მილი ორი სანტიმეტრით უნდა იყოს ჩაშვებული, მასზე ჭიქას ვდებთ, რომელშიც რომელიმე არომატს ვათავსებთ, ზემოდან კი ანთებულ ნახშირს ვდებთ. ჩვეულებრივ, მილიდან ქაჩავენ და ისე ეწევიან. ადრე წყალსაც არ ასხამდნენ, მშრალზე ეწეოდნენ. ჩილიმის მოწევისას ისეთივე ნაფაზი უნდა დაარტყათ, როგორიც სიგარეტისა, ან შეგიძლიათ, შეისუნთქოთ და უბრალოდ, ბოლი გამოუშვათ. ქართველები ძირითადად იმას აქცევენ ყურადღებას, რამდენი ბოლი გამოვა.

- მოწევას ე.წ. კაიფის ეფექტი თუ ახლავს თან? პლანს ან სხვა მცენარეს რომ შევადაროთ, დაახლოებით ასეთია?

- არა, არაფერი მსგავსი. თუმცა, ცოტათი აბრუებს, განსაკუთრებით - თუ კონიაკითაა, მაგრამ ორგანიზმსაც გააჩნია. მაგალითად მე, სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ ჩილიმს - კი. სასიამოვნოდ, მსუბუქად მაბრუებს. გონებაზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ უცნაური შეგრძნებები ან ჰალუცინაციები ნამდვილად არ ახლავს თან, ეფექტი შესაძლოა ათ წუთში ან უფრო ადრეც გაქრეს. ჩილიმი სახლშიც მაქვს და სტუმრებს ყოველთვის ვუმასპინძლდები ხოლმე.

- მის "შეკეთებას" ცოდნა უნდა?

- კი, რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის. მე უკვე დიდი ხანია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ხელი შეჩვეული მაქვს. ადრე მოსკოვში ვმუშაობდი. სხვა რამის კეთება არ მეხერხება, ამიტომ, ეს ვარჩიე. ჩემი ჰობი არ არის, მაგრამ ასე ვთქვათ, საქმეს დასჭირდა და ვაკეთებ. თვითონ ვისწავლე, იქაურ ბარებში რომ დავდიოდით, ვეწეოდით ხოლმე, მერე კი სახლში და მეგობრებთან ერთად "დავამუღამე".

- ერთ ჯერზე რამდენის მოწევა შეიძლება?

- საერთოდ, ერთი ულუფა 2-3-კაციანია, თუმცა შეიძლება ათმა კაცმაც მოსწიოს. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ეწევიან. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორია ნახშირი, რამდენი ჩაყარე და ა.შ. ნახშირშიც სხვაობაა, მას თავისებური გემო, ბოლი აქვს და თუ ზედმეტი მოგივიდა, სასუნთქ გზებს წვავს. ბევრი არ შეიძლება, 1-2 "კუბიკი" საკმარისია. მოწევისას, სხვადასხვა არომატიზატორის სურნელი ირგვლივაც დგას ხოლმე.

- ჩილიმი ჯანმრთელობისთვის ისევე მავნებელია, როგორც თამბაქო? ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე წავიკითხე, რომ შესაძლოა, პირის ღრუსა და ფილტვის კიბო გამოიწვიოს.

- ვერ გეტყვით, ასეთი რამ არ გამიგია. ის კი ვიცი, რომ თამბაქოზე ნაკლებადაა მავნებელი, რადგან ჩილიმში ის თამბაქო არ გამოიყენება, რითაც სიგარეტს ამზადებენ.

- მსმენია, რომ სხვადასხვა ხილის არომატის მქონე ჩილიმს 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც ეწევიან. ეს მათ ჯანმრთელობას არ ავნებს?

- რა თქმა უნდა, არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება.

- ჩილიმი რომელიმე ქვეყანაში აკრძალული თუა?

- ვფიქრობ, არა. არ გამიგია.

- ქართველებში მოთხოვნა დიდია?

- კი და სხვათა შორის, ქალბატონებში უფრო მეტადაა პოპულარული. ეტყობა, კაცებს სიგარეტიც აკმაყოფილებს. მიჩვევა არ იცის, მაგრამ მისი ხშირად მოწევა სასურველი მაინც არ არის. ამიტომ, მაინც ვურჩევდი, ბევრი მოწევისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით - თინეიჯერებმა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"