კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთმა, ისტორიაში პირველად, საკუთარ არმიაზე საჯარო ცნობები გაავრცელა
ჩინეთმა, ისტორიაში პირველად, საკუთარ არმიაზე საჯარო ცნობები გაავრცელა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩი­ნეთ­მა სა­კუ­თა­რი არ­მი­ის სტრუქ­ტუ­რა­სა და რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლა. ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ჩი­ნე­თის არ­მი­ის სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 850,000, სა­ზღვაო ფლოტ­ში - 235,000 სამ­ხედ­რო, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში კი - 398,000 სამ­ხედ­რო მსა­ხუ­რობს.

სტრუქ­ტუ­რუ­ლად, შე­ი­ა­რა­ღე­ბის ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შვი­დი სამ­ხედ­რო ოლქი და სამი ფლო­ტი შე­დის. სამი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის გარ­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­რა­კე­ტო ჯა­რე­ბიც ირი­ცხე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩი­ნე­თის ბირ­თვუ­ლი ტრი­ა­დის ერთ-ერთ შე­მად­გე­ნელ კომ­პო­ნენ­ტად ით­ვლე­ბი­ან.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩი­ნე­თის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ხალ­ხო-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2,255,000 ჯა­რის­კა­ცი მსა­ხუ­რობს. ამ პა­რა­მეტ­რით ჩი­ნეთს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი არ­მია ჰყავს. მოყ­ვა­ნი­ლი ციფ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­მი­ის, ფლო­ტი­სა და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის გარ­და ცალ­კე­უ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბი შე­დის. ამას­თან, ჩი­ნეთს 800,000 რე­ზერ­ვის­ტი ჰყავს.

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში 300-400 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს მო­უყ­რის თავს.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი რე­ფორ­მე­ბის წყა­ლო­ბით, ჩი­ნეთ­მა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­მი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შეძ­ლო. ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბა­ში პე­კინ­მა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­არ­დი ჩადო და სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც იზ­რუ­ნა. მიმ­დი­ნა­რე წელს ჩი­ნე­თის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტ­მა 114 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ flot.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჩინეთმა, ისტორიაში პირველად, საკუთარ არმიაზე საჯარო ცნობები გაავრცელა

ჩინეთმა, ისტორიაში პირველად, საკუთარ არმიაზე საჯარო ცნობები გაავრცელა

რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა საკუთარი არმიის სტრუქტურასა და რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია პირველად გაავრცელა. ცნობების თანახმად, ჩინეთის არმიის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში 850,000, საზღვაო ფლოტში - 235,000 სამხედრო, სამხედრო-საჰაერო ძალებში კი - 398,000 სამხედრო მსახურობს.

სტრუქტურულად, შეიარაღების ძალების შემადგენლობაში შვიდი სამხედრო ოლქი და სამი ფლოტი შედის. სამი ძირითადი კომპონენტის გარდა, შეიარაღებული ძალების განკარგულებაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებიც ირიცხება, რომლებიც ჩინეთის ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად ითვლებიან.

საერთო ჯამში, ჩინეთის რეგულარული სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში 2,255,000 ჯარისკაცი მსახურობს. ამ პარამეტრით ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. მოყვანილი ციფრის შემადგენლობაში არმიის, ფლოტისა და სამხედრო ავიაციის გარდა ცალკეული საარტილერიო, კავშირგაბმულობის, სპეციალური დანიშნულების, სადესანტო ჯარები შედის. ამასთან, ჩინეთს 800,000 რეზერვისტი ჰყავს.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, ჩინეთის ხელისუფლება უმოკლეს დროში 300-400 მილიონ ადამიანს მოუყრის თავს.

მრავალწლიანი რეფორმების წყალობით, ჩინეთმა მაღალკვალიფიციური პროფესიული არმიის ჩამოყალიბება შეძლო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯარის პროფესიონალიზმის ამაღლებაში პეკინმა ათეულობით მილიარდი ჩადო და საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც იზრუნა. მიმდინარე წელს ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტმა 114 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა