მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა
ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ბოს­ტონ­ში მა­რა­თო­ნის ხაზ­თან მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბებს სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­და 134 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან 17 კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. და­ღუ­პულ­თა შო­რის ერთი 8 წლის ბავ­შვია. პო­ლი­ცია და­ღუ­პულ­თა და ვი­ნა­ო­ბას და და­შა­ვე­ბულ­თა ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას ჯერ არ ასა­ხე­ლებს.

მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ დრომ­დე არა­ვის აუ­ღია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც არ არი­ან. მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა დე­ვალ პატ­რიკ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, თავი შე­ი­კა­ვონ იმ რა­ი­ონ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­გან, სა­დაც აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს რამე ემუქ­რე­ბათ.

მომ­ხდარს ტე­რაქ­ტის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო იძი­ებს.

აშშ-ის მცხოვ­რებ­ლებს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაქ ობა­მამ. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯერ კი­დევ არ იცის, ვინ იდგა აფეთ­ქე­ბე­ბის უკან, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იმოქ­მე­დებს.

"ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, ვინ და რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს. ხალ­ხმა ნა­ად­რე­ვი დას­კვნე­ბი არ უნდა გა­ა­კე­თოს, ვიდ­რე ფაქ­ტებს არ ვიც­ნობთ. თუმ­ცა, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­მო­ვი­ძი­ებთ და საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაქ ობა­მამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვიდ­ნენ ვა­შინგტო­ნი­სა და ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი. ბოს­ტო­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში კი ფრე­ნა აკ­რძა­ლუ­ლია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ბოსტონში მარათონის ხაზთან მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა 134 ადამიანი, რომელთაგან 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის ერთი 8 წლის ბავშვია. პოლიცია დაღუპულთა და ვინაობას და დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას ჯერ არ ასახელებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. დაკავებულებიც არ არიან. მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორმა დევალ პატრიკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ რაიონთან მიახლოებისგან, სადაც აფეთქებები მოხდა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ ქალაქის მცხოვრებლებს რამე ემუქრებათ.

მომხდარს ტერაქტის მუხლით გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

აშშ-ის მცხოვრებლებს საგანგებო განცხადებით მიმართა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, ვინ იდგა აფეთქებების უკან, თუმცა გამოძიება ძალიან ფრთხილად იმოქმედებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ხალხმა ნაადრევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს, ვიდრე ფაქტებს არ ვიცნობთ. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გამოვიძიებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

მისივე განმარტებით, სპეცსამსახურები საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ. ამ ეტაპზე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტები. ბოსტონის საჰაერო სივრცეში კი ფრენა აკრძალულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა