მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MTV Movie Awards 2013 - გამარჯვებულები გამოავლინეს
MTV Movie Awards 2013 - გამარჯვებულები გამოავლინეს

გუ­შინ MTV Movie Awards 2013-ის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე ვარ­სკვლა­ვებ­მა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე "გა­იბრწყი­ნეს". რო­გორც წესი, ამ შოუს დრეს-კოდი არ არის ისე­თი მკაც­რი, რო­გორც "ოს­კა­რის" წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის, ამი­ტომ ვარ­სკვლა­ვებს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­დათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბა იყო. შოუს და­ეს­წრნენ სე­ლე­ნა გო­მე­სი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ზოი სალ­და­ნა, ემა უოტ­სო­ნი, კა­ე­ლი მი­ნო­უ­გი და შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და სალ­და­ნა, რო­მელ­მაც Givenchy-ს ყვა­ვი­ლე­ბი­ან კა­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი და გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­თან სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში იყო.

არა­ნაკ­ლებ მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ორ­სუ­ლი კიმ კარ­და­ში­ა­ნიც. მან შავ კა­ბას მი­ა­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად ფა­რავ­და ორ­სუ­ლო­ბის დროს "დაგ­რო­ვილ" ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს. ხოლო ამან­და სე­იფ­რი­დი, რო­გორც ყო­ველ­თვის, შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო.

პა­პა­რა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლით მი­იქ­ცია მსა­ხი­ობ­მა ემა უოტ­სონ­მა. მას Maxime Simoens-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი კაბა ამ­შვე­ნებ­და. მომ­ღე­რალ­მა სე­ლე­ნა გო­მეს­მა კი, რო­მელ­საც ხში­რად ვერ აღიქ­ვა­მენ ზრდას­რულ ქა­ლად, კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ნამ­დვი­ლი, დახ­ვე­წი­ლი ლე­დია. მას ოქ­როს­ფე­რი Julien Macdonald-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი კაბა ეცვა და "წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის ოქ­როს გო­გო­ნას" ტი­ტუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა.

მას შემ­დეგ რაც ვარ­სკვლა­ვებ­მა გული იჯე­რეს წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე პო­ზი­რე­ბით, შოუს და­წყე­ბის დროც დად­გა, რო­მე­ლიც რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც სავ­სე იყო სი­ურპრი­ზე­ბით.

წელს MTV Movie Awards 2013-ის წამ­ყვა­ნი რე­ბელ უილ­სო­ნი იყო, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე "რკი­ნის კა­ცის" კოს­ტუ­მით და­ეშ­ვა. გარ­და ამი­სა, წამ­ყვან­მა გა­ი­მარ­ჯვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის გარ­ღვე­ვა".

MTV Movie Awards 2013-ის პრე­მი­ის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა სია კი ასე­თია :

სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი- "შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი - ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი - ბრედ­ლი კუ­პე­რი

სა­უ­კე­თე­სო პერ­სო­ნა­ჟი - ბილ­ბო ბე­გინ­სი (ჰო­ბი­ტი: უე­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა)

წლის გაღრვე­ვა - რე­ბელ უილ­სო­ნი

სა­უ­კე­თე­სო დუ­ე­ტი - მარკ უოლ­ბერ­გი და სეტ მა­კ­ფერ­ლე­ი­ნი ფილმში "ტედი"

მა­ი­სუ­რის გა­რე­შე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო როლი - ტე­ი­ლორ ლოტ­ნე­რი

სა­უ­კე­თე­სო ჩხუ­ბი - რო­ბეტ დაუნ უმ­ცრო­სი, კრის ევან­სი, მარკ რუ­ფა­ლო, კრის ჰემსვორ­ტი, სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი, ჯე­რე­მი რე­ნე­რი და ტომ ჰიდლსტო­ნი - "შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო კოც­ნა - ბრედ­ლი კუ­პე­რი და ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი - "ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შეშ­ლი­ლია"

სა­უ­კე­თე­სო WTF-მო­მენ­ტი - ჯე­ი­მი ფოქ­სი და სე­მუ­ელ ლ.ჯექ­სო­ნი - "ჯან­გო გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი"

სა­უ­კე­თე­სო ბო­როტ­მოქ­მე­დი - ტომ ჰიდლსტო­ნი - "შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტი - ანა კენ­დრი­კი, რე­ბელ უილ­სო­ნი, ანა კემ­პი, ბრი­ტა­ნი სნოუ, ალექ­სის ნეპი, ეს­ტერ დინი და ჰანა მეი ლი - "იდე­ა­ლუ­რი ხმა"

კო­მე­დი­ის გე­ნი­ო­სი - უილ ფა­რე­ლი

წლის პი­ო­ნე­რი - ემა უოტ­სო­ნი

პრი­ზი "თა­ო­ბა MTV" - ჯე­ი­მი ფოქ­სი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

MTV Movie Awards 2013 - გამარჯვებულები გამოავლინეს

MTV Movie Awards 2013 - გამარჯვებულები გამოავლინეს

გუშინ MTV Movie Awards 2013-ის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე "გაიბრწყინეს". როგორც წესი, ამ შოუს დრეს-კოდი არ არის ისეთი მკაცრი, როგორც "ოსკარის" წითელი ხალიჩის, ამიტომ ვარსკვლავებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ.

ღონისძიებაზე მხიარული განწყობა იყო. შოუს დაესწრნენ სელენა გომესი, კიმ კარდაშიანი, ზოი სალდანა, ემა უოტსონი, კაელი მინოუგი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. განსაკუთრებით დახვეწილად გამოიყურებოდა სალდანა, რომელმაც Givenchy-ს ყვავილებიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი და გაზაფხულის სეზონთან სრულ ჰარმონიაში იყო.

არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურებოდა ორსული კიმ კარდაშიანიც. მან შავ კაბას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც მშვენივრად ფარავდა ორსულობის დროს "დაგროვილ" ზედმეტ კილოგრამებს. ხოლო ამანდა სეიფრიდი, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო.

პაპარაცების ყურადღება თავის დახვეწილი სტილით მიიქცია მსახიობმა ემა უოტსონმა. მას Maxime Simoens-ის დიზაინით შექმნილი კაბა ამშვენებდა. მომღერალმა სელენა გომესმა კი, რომელსაც ხშირად ვერ აღიქვამენ ზრდასრულ ქალად, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი, დახვეწილი ლედია. მას ოქროსფერი Julien Macdonald-ის დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა და "წითელი ხალიჩის ოქროს გოგონას" ტიტულიც დაიმსახურა.

მას შემდეგ რაც ვარსკვლავებმა გული იჯერეს წითელ ხალიჩაზე პოზირებით, შოუს დაწყების დროც დადგა, რომელიც როგორც ყოველთვის, ახლაც სავსე იყო სიურპრიზებით.

წელს MTV Movie Awards 2013-ის წამყვანი რებელ უილსონი იყო, რომელიც სცენაზე "რკინის კაცის" კოსტუმით დაეშვა. გარდა ამისა, წამყვანმა გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის გარღვევა".

MTV Movie Awards 2013-ის პრემიის გამარჯვებულთა  სია კი ასეთია :

საუკეთესო ფილმი- "შურისმაძიებლები"

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯენიფერ ლოურენსი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ბრედლი კუპერი

საუკეთესო პერსონაჟი - ბილბო ბეგინსი (ჰობიტი: უეცარი მოგზაურობა)

წლის გაღრვევა - რებელ უილსონი

საუკეთესო დუეტი - მარკ უოლბერგი და სეტ მაკფერლეინი ფილმში "ტედი"

მაისურის გარეშე შესრულებული საუკეთესო როლი - ტეილორ ლოტნერი

საუკეთესო ჩხუბი - რობეტ დაუნ უმცროსი, კრის ევანსი, მარკ რუფალო, კრის ჰემსვორტი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი და ტომ ჰიდლსტონი - "შურისმაძიებლები"

საუკეთესო კოცნა - ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი - "ჩემი შეყვარებული შეშლილია"

საუკეთესო WTF-მომენტი - ჯეიმი ფოქსი და სემუელ ლ.ჯექსონი - "ჯანგო გამათავისუფლებელი"

საუკეთესო ბოროტმოქმედი - ტომ ჰიდლსტონი - "შურისმაძიებლები"

საუკეთესო მუსიკალური მომენტი - ანა კენდრიკი, რებელ უილსონი, ანა კემპი, ბრიტანი სნოუ, ალექსის ნეპი, ესტერ დინი და ჰანა მეი ლი - "იდეალური ხმა"

კომედიის გენიოსი - უილ ფარელი

წლის პიონერი - ემა უოტსონი

პრიზი "თაობა MTV" - ჯეიმი ფოქსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება