კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი კომედი შოუს კორპორატიულ საღამოზე
როგორ აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი კომედი შოუს კორპორატიულ საღამოზე

წინა კვი­რას "კო­მე­დი შოუს" კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო ჰქონ­და. მარ­ტის ბოლო შა­ბათს რეს­ტო­რან­ში "გაგ­რა" "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტე­ბი არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ და კარ­გად მო­ულ­ხი­ნეს. რო­გორც ჩანს, სა­ღა­მო­ზე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტიც მი­იწ­ვი­ეს. ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ში" და­ვით გო­გიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

- დათო, ფო­ტო­ე­ბი ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის "აი­ფო­ნით" არის გა­და­ღე­ბუ­ლი, შენ რო­გორ ჩა­გი­ვარ­და ხელ­ში?

- მე­გო­ბარ­მა მო­მა­წო­და.

- ასე­თი სა­ღა­მო­ე­ბი ხში­რად იმარ­თე­ბო­და შენი იქ ყოფ­ნის დრო­საც?

- წე­ლი­წად­ში 2-ჯერ, ეს ტრა­დი­ცია იყო.

- მა­ში­ნაც პა­ტი­ჟებ­დით პრე­ზი­დენტს?

- არა, არც ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, მით უფრო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ჩვენს კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე არ ყო­ფი­ლა. სხვა­თა შო­რის, სულ პირ­ველ კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე თა­მა­და მე ვი­ყა­ვი. ასე რომ, "პირ­ვე­ლად იყო სი­ტყვა" მე მე­კუთ­ვნის (იცი­ნის).

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:

- ვახო, "ფე­ის­ბუქ­ზე" შენი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია "კო­მე­დი შოუს" კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­დან, სა­დაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი, თუ იცი, ვინ მი­იწ­ვია პრე­ზი­დენ­ტი ამ სა­ღა­მო­ზე?

- ან­დრი­ას გე­ფი­ცე­ბი (შვილს გუ­ლის­ხმობს. ავტ.), მარ­თლა არ ვიცი. რო­გორც გა­ვი­გე, ახა­ლი პა­რო­დის­ტე­ბის გა­საც­ნო­ბად მო­სუ­ლა, კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის. პი­რა­დად მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი.

- რამ­დენ ხანს იყო თქვენ­თან და რო­გორ გა­ა­ტა­რა ეს დრო?

- მე არ ვსვამ­დი და მალე წა­ვე­დი. სულ 40 წუთი ვი­ყა­ვი. სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­ზი­დენ­ტი ჩვენს სა­ღა­მო­ზე ნა­ხე­ვარ სა­ათს გა­ჩერ­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­უჯ­და მა­გი­დას, მოგ­ვი­ლო­ცა ის დღე, შეგ­ვა­ქო, გი­ყუ­რებ­თო, ქვე­ყა­ნას ახა­ლი­სებ­თო, გვი­თხრა. ქარ­თლოს­მა მისი პა­რო­დია გა­ა­კე­თა, პრე­ზი­დენ­ტი ღი­მი­ლით შეხ­ვდა ამ ყვე­ლა­ფერს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ამ­ბის შემ­დეგ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორი იყო პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი ახა­ლი პა­რო­დის­ტის შეხ­ვედ­რა.

- ქარ­თლოს, გა­ვი­გეთ, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე პრ­ეზი­დენ­ტი გეს­ტუმ­რათ, რო­გო­რი იყო თქვე­ნი შეხ­ვედ­რა?

- ჩემ­თვის ეს შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ პი­რის­პირ პრე­ზი­დენტს და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მისი ნახ­ვა. ზო­გა­დად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვარ მის მი­მართ, შვი­დი წე­ლია ადა­მი­ანს ვბა­ძავ. ხელი ჩა­მო­ვარ­თვით ერ­თმა­ნეთს. მიც­ნო, ალ­ბათ უყუ­რა ჩემს გა­მოს­ვლებს "კო­მე­დი შო­უ­ში", "ვა­ნოს შო­უ­ში".

- არ შე­გა­ფა­სა?

- სა­უ­ბა­რი არ გვქო­ნია, მაგ­რამ იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც შეს­წავ­ლი­ლი მყავს ეს ადა­მი­ა­ნი, მის ღი­მილ­ში კე­თილ­გან­წყო­ბა შევ­ნიშ­ნე. მგო­ნია, და­დე­ბი­თად აღიქ­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა მი­თხრა, პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დია გა­გი­კე­თე­ბია იმ სა­ღა­მო­ზე...

- თა­ვი­სა­ვე ხმა­ზე მი­ვე­სალ­მე და და­ვე­ლა­პა­რა­კე. ალ­ბათ ამას გუ­ლის­ხმობ­და.

- ქარ­თლოს, რამ­დენ ხანს დაყო თქვენ­თან ერ­თად პრე­ზი­დენ­ტმა და რო­გორ გა­ა­ტა­რა ეს დრო?

- მაქ­სი­მუმ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იჯდა მა­გი­დას­თან, ნამ­დვი­ლად არ უცეკ­ვია, არც უმ­ღე­რია. რამ­დე­ნი­მე­ჯერ წა­მოდ­გა, გარ­კვე­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი შეს­ვა. სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს. სიყ­ვა­რუ­ლის სა­დღეგ­რძე­ლო რომ მე წარ­მოვ­თქვი, ეს ნამ­დვი­ლად მახ­სოვს. ოღონდ მა­შინ პრე­ზი­დენ­ტი არ იყო მო­სუ­ლი.

- მარ­ტო იყო მო­სუ­ლი?

- სხვა­თა შო­რის, გუ­შინ წა­ვი­კი­თხე "ამ­ბე­ბი ჯი"-ზე, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტი ამ სა­ღა­მო­ზე ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად მო­ვი­და. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მობ­რძან­და, ნიკა გვა­რა­მია რეს­ტო­რან­ში იყო უკვე. დაც­ვის წევ­რებს თუ არ ჩავ­თვლით, პრე­ზი­დენ­ტი მარ­ტო მო­ვი­და.

- დი­ლით რომ და­გი­რე­კე, პატ­რულს ვე­სა­უბ­რე­ბიო, მი­თხა­რი, ხომ მშვი­დო­ბა გაქვს?

- კი, უბ­რა­ლოდ, ნაც­ნობს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და ახლა არ მკი­თხო, სა­ი­დან იც­ნობ პატ­რულ­სო (იცი­ნის). სხვა მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ მაქვს პატ­რულ­თან. კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ერთი ჭიქა რომ დავ­ლიო, ეგ­რე­ვე ტაქ­სის ვა­ჩე­რებ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში არ არ­სე­ბობს ფაქ­ტი, სა­დაც ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი ნას­ვა­მი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა სა­ჭეს­თან.

ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბაც ვცა­დე, მინ­დო­და მე­კი­თხა, ვინ მი­იწ­ვია პრე­ზი­დენ­ტი "კო­მე­დი შოუს" კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე, თუმ­ცა ალე­კო მო­უც­ლე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი კომედი შოუს კორპორატიულ საღამოზე

როგორ აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი კომედი შოუს კორპორატიულ საღამოზე

წინა კვირას "კომედი შოუს" კორპორატიული საღამო ჰქონდა. მარტის ბოლო შაბათს რესტორანში "გაგრა" "რუსთავი 2"-ის იუმორისტები არხის ხელმძღვანელობასთან ერთად შეიკრიბნენ და კარგად მოულხინეს. როგორც ჩანს, საღამოზე ქვეყნის პრეზიდენტიც მიიწვიეს. ამის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქში" დავით გოგიშვილმა გაავრცელა.

- დათო, ფოტოები ვახო ბიჭიკაშვილის "აიფონით" არის გადაღებული, შენ როგორ ჩაგივარდა ხელში?

- მეგობარმა მომაწოდა.

- ასეთი საღამოები ხშირად იმართებოდა შენი იქ ყოფნის დროსაც?

- წელიწადში 2-ჯერ, ეს ტრადიცია იყო.

- მაშინაც პატიჟებდით პრეზიდენტს?

- არა, არც ერთი ოფიციალური პირი, მით უფრო ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენს კორპორატიულ საღამოზე არ ყოფილა. სხვათა შორის, სულ პირველ კორპორატიულ წვეულებაზე თამადა მე ვიყავი. ასე რომ, "პირველად იყო სიტყვა" მე მეკუთვნის (იცინის).

ვახო ბიჭიკაშვილი:

- ვახო, "ფეისბუქზე" შენი მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებია "კომედი შოუს" კორპორატიული საღამოდან, სადაც ქვეყნის პრეზიდენტია აღბეჭდილი, თუ იცი, ვინ მიიწვია პრეზიდენტი ამ საღამოზე?

- ანდრიას გეფიცები (შვილს გულისხმობს. ავტ.), მართლა არ ვიცი. როგორც გავიგე, ახალი პაროდისტების გასაცნობად მოსულა, კონკრეტულად ქართლოს ნატროშვილის. პირადად მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი.

- რამდენ ხანს იყო თქვენთან და როგორ გაატარა ეს დრო?

- მე არ ვსვამდი და მალე წავედი. სულ 40 წუთი ვიყავი. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ჩვენს საღამოზე ნახევარ საათს გაჩერდა. ჩვეულებრივად მიუჯდა მაგიდას, მოგვილოცა ის დღე, შეგვაქო, გიყურებთო, ქვეყანას ახალისებთო, გვითხრა. ქართლოსმა მისი პაროდია გააკეთა, პრეზიდენტი ღიმილით შეხვდა ამ ყველაფერს.

ბუნებრივია, ამ ამბის შემდეგ ქართლოს ნატროშვილს დავუკავშირდი. მაინტერესებდა, რო­გორი იყო პრეზიდენტისა და მისი ახალი პაროდისტის შეხვედრა.

- ქართლოს, გავიგეთ, კორპორატიულ საღამოზე პრ­ეზიდენტი გესტუმრათ, როგორი იყო თქვენი შეხვედრა?

- ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან მოულოდნელი იყო. არასდროს შევხვედრივარ პირისპირ პრეზიდენტს და ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ზოგადად კეთილგანწყობილი ვარ მის მიმართ, შვიდი წელია ადამიანს ვბაძავ. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. მიცნო, ალბათ უყურა ჩემს გამოსვლებს "კომედი შოუში", "ვანოს შოუში".

- არ შეგაფასა?

- საუბარი არ გვქონია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც შესწავლილი მყავს ეს ადამიანი, მის ღიმილში კეთილგანწყობა შევნიშნე. მგონია, დადებითად აღიქვა ეს ყველაფერი.

- ბიჭიკაშვილმა მითხრა, პრეზიდენტის პაროდია გაგიკეთებია იმ საღამოზე...

- თავისავე ხმაზე მივესალმე და დაველაპარაკე. ალბათ ამას გულისხმობდა.

- ქართლოს, რამდენ ხანს დაყო თქვენთან ერთად პრეზიდენტმა და როგორ გაატარა ეს დრო?

- მაქსიმუმ, ნახევარი საათი. ჩვეულებრივად იჯდა მაგიდასთან, ნამდვილად არ უცეკვია, არც უმღერია. რამდენიმეჯერ წამოდგა, გარკვეული სადღეგრძელოები შესვა. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა ნამდვილად არ მახსოვს. სიყვარულის სადღეგრძელო რომ მე წარმოვთქვი, ეს ნამდვილად მახსოვს. ოღონდ მაშინ პრეზიდენტი არ იყო მოსული.

- მარტო იყო მოსული?

- სხვათა შორის, გუშინ წავიკითხე "ამბები ჯი"-ზე, თითქოს პრეზიდენტი ამ საღამოზე ნიკა გვარამიასთან ერთად მოვიდა. ხაზგასმით ვამბობ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდა, ნიკა გვარამია რესტორანში იყო უკვე. დაცვის წევრებს თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტი მარტო მოვიდა.

- დილით რომ დაგირეკე, პატრულს ვესაუბრებიო, მითხარი, ხომ მშვიდობა გაქვს?

- კი, უბრალოდ, ნაცნობს ველაპარაკებოდი და ახლა არ მკითხო, საიდან იცნობ პატრულსო (იცინის). სხვა მხრივ პრობლემები არ მაქვს პატრულთან. კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ერთი ჭიქა რომ დავლიო, ეგრევე ტაქსის ვაჩერებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არ არსებობს ფაქტი, სადაც ქართლოს ნატროშვილი ნასვამი დაფიქსირებულა საჭესთან.

ალეკო მალხაზიშვილთან დაკავშირებაც ვცადე, მინდოდა მეკითხა, ვინ მიიწვია პრეზიდენტი "კომედი შოუს" კორპორატიულ საღამოზე, თუმცა ალეკო მოუცლელი აღმოჩნდა.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"