კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიორა თაქთაქიშვილი - "გული მიკვდება, რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!"
ჩიორა თაქთაქიშვილი - "გული მიკვდება, რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!"

"ივა­ნიშ­ვი­ლი, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, ხი­და­შე­ლი, ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი ბე­და­ვენ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი ეი­ფო­რი­ის ფონ­ზე შე­ი­ტყუ­ონ აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­უქ­ცე­ვად პრო­ცეს­ში", - წერს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე და იქვე იმ და­ვა­ლე­ბა­თა სიას ჩა­მოთ­ვლის, რო­მელ­თა შე­სას­რუ­ლებ­ლა­დაც, პარ­ლა­მენ­ტა­რის აზ­რით, რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნეს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ბე­დეს და გა­მო­ი­ტა­ნენ პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონს.

ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ექ­ნე­ბა 2 ტი­პის სა­ზღვა­რი, ერთი, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ზღვა­რი, რომ­ლის დარ­ღვე­ვა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს და­უჯ­დე­ბა 400 ლარი და მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ზღვა­რი, რომ­ლის დარ­ღვე­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით და­ის­ჯე­ბა.

ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, ხი­და­შე­ლი, ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი ბე­და­ვენ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი ეი­ფო­რი­ის ფონ­ზე შე­ი­ტყუ­ონ აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­უქ­ცე­ვად პრო­ცეს­ში. ამ ხალ­ხის­გან ეს გა­საკ­ვი­რი არ არის! ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თი­დან იმი­ტომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს სწო­რედ, რომ ეს მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლონ:

- გა­ა­ნად­გუ­რონ ახალ­შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი ჯარი,

- ძირი გა­მო­უ­თხა­რონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ფუნ­და­მენ­ტებს,

- უარი თქვან აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად მოხ­სე­ნე­ბა­ზე,

- გა­ა­უქ­მონ ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი, ერ­თა­დერთ წარ­მა­ტე­ბულ ფორ­მა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თი, რო­გორც სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან სხე­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით,

- სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცია, წა­რუდ­გი­ნონ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო ომი, რომ რუ­სე­თის ჯარი ლე­გი­ტი­მუ­რად არის აფხა­ზეთ­ში, რომ ნამ­დვი­ლად, ქარ­თვე­ლებ­მა მო­უ­წყვეს გე­ნო­ცი­დი აფხა­ზებს და მძი­ნა­რე ცხინ­ვალ­ში მყოფ ოსებს,

- სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თუ ამის უფ­ლე­ბას მის­ცემს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ხელი მო­ა­წე­რონ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წილ-ნა­წილ და­ქუც­მა­ცე­ბას.

აი, ამას ნიშ­ნავს დღეს პარ­ლა­მენ­ტის მიერ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კა­ნონ­ში პირ­ვე­ლი და შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, რომ­ლის მი­ხედ­თაც აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­სა და რუ­სეთს, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­სა და რუ­სეთს შო­რის აღარ იარ­სე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი!

ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ამ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გებს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი ზღა­ვენ.

გული მიკ­ვდე­ბა, რა ხელ­ში ჩა­ვარ­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა!", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტი დღეს ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნილ წესს და­არ­ღვევს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ნაც­ვლად, 400 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პი­რის მიერ პირ­ველ ჯერ­ზე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სან­ქცი­ის ნაც­ვლად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის წე­სის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის კი იმ შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ბა, თუ ასე­თი ქმე­დე­ბა პირ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის შე­ფარ­დე­ბის შემ­დე­გაც ჩა­ი­დი­ნა. გარ­და ამი­სა, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის სპე­ცი­ა­ლურ თან­ხმო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გას­ცემს. ასე­თი თან­ხმო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა გა­ცე­მულ იქ­ნეს რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლამ­დე, ისე შეს­ვლის შემ­დეგ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით, აკ­რძა­ლუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე შე­ვი­და/შევა აკ­რძა­ლუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლურ თან­ხმო­ბას მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჩიორა თაქთაქიშვილი - "გული მიკვდება, რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!"

ჩიორა თაქთაქიშვილი - "გული მიკვდება, რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!"

"ივანიშვილი, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები ბედავენ, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე შეიტყუონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების შეუქცევად პროცესში", - წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე და იქვე იმ დავალებათა სიას ჩამოთვლის, რომელთა შესასრულებლადაც, პარლამენტარის აზრით, რუსეთიდან გამოგზავნეს დღევანდელი ხელისუფლება.

"დღეს პირველი მოსმენით გაბედეს და გამოიტანენ პარლამენტში განსახილველად "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს.

ამ კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 2 ტიპის საზღვარი, ერთი, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუჯდება 400 ლარი და მეორე, საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები ბედავენ, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე შეიტყუონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების შეუქცევად პროცესში. ამ ხალხისგან ეს გასაკვირი არ არის! ეს ხელისუფლება რუსეთიდან იმიტომ გამოგვიგზავნეს სწორედ, რომ ეს მთავარი დავალება შეასრულონ:

- გაანადგურონ ახალშექმნილი ქართული ჯარი,

- ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფუნდამენტებს,

- უარი თქვან აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენებაზე,

- გააუქმონ ჟენევის ფორმატი, ერთადერთ წარმატებულ ფორმატი საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველო-რუსეთი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით,

- საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, წარუდგინონ ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ რუსეთის ჯარი ლეგიტიმურად არის აფხაზეთში, რომ ნამდვილად, ქართველებმა მოუწყვეს გენოციდი აფხაზებს და მძინარე ცხინვალში მყოფ ოსებს,

- საბოლოო ჯამში, თუ ამის უფლებას მისცემს ქართველი ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცებას.

აი, ამას ნიშნავს დღეს პარლამენტის მიერ, ოკუპირებული ტერიტორიების კანონში პირველი და შეუქცევადი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედთაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და რუსეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის აღარ იარსებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი!

ეს არ იქნება მხოლოდ ამ მთავრობის პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენი მომავალი თაობები ზღავენ.

გული მიკვდება, რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!", - წერს თაქთაქიშვილი.

პარლამენტი დღეს ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ.

კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს