შვეიცარია ძარცვის რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ქვეყანაში, ქურდებს სახლში შესასვლელად სულ 30 წამი სჭირდებათ.
Schweiz am Sonntag-ის მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით შვეიცარიაში ძარცვა 16%-ით გაიზარდა, რის გამოც ქვეყანა ევროპაში ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა.
შვეიცარიაში 100 00 მოსახლეზე ძარცვის 932 შემთხვევა, ანუ წელიწადში ქვეყანაში ძარცვის 73 714 შემთხვევა ფიქსირდება.
შედარებისთვის, საბერძნეთში 100 000 მოსახლეზე ძარცვის 700, ბელგიაში კი 600 შემთხვევაა, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 450-ზე დაბალია. ექსპერტების გამოთვლით, შვეიცარიაში ძარცვა ყოველ რვა წუთში ერთხელ ხდება.
ჟურნალისტები დანაშაულის ასეთ მაღალ დონეს არა მხოლოდ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობას, არამედ შვეიცარიის კანონმდებლობას აბრალებენ, რომელიც ძალიან ლოიალურია. გარდა ამისა, შვეიცარიის ციხეში ყოფნა (რომელიც საკმაოდ კომფორტულია) ბევრი ადამიანისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე თავისუფლად ცხოვრება.
მომზადებულია Le Matin-ს მიხედვით.