კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანში შემოსავლების სამსახური სუბოტექსს ეძებდა
თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანში შემოსავლების სამსახური სუბოტექსს ეძებდა

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" რე­დაქ­ტო­რის თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის ჩე­მო­და­ნი აე­რო­პორ­ტში შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ჩხრი­კეს. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, მის ჩე­მო­დან­ში სუ­ბო­ტექსს ეძებ­დნენ. ამის შე­სა­ხებ გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

"37 წლის ვარ და 47 წე­ლია დავფრი­ნავ :) მიფ­რე­ნია პა­ტი­აშ­ვი­ლის, გუმ­ბა­რი­ძის, გამ­სა­ხურ­დი­ას, შე­ვარ­დნა­ძის, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის დროს.

ახ­ლა­ხან ჩა­მოვფრინ­დი სტრას­ბურ­გი­დან, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად.

ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში პირ­ვე­ლად, ჩემი ჩე­მო­და­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა წა­ი­ღო და გახ­სნა მო­ი­თხო­ვა. მი­ზე­ზი რომ ვი­კი­თხე, ერ­თგვა­რო­ვა­ნი რა გი­დევ­თო, კი­თხვით­ვე მი­პა­სუ­ხეს - ამა­ზე ვთხო­ვე, რომ ჭუ­ჭყი­ა­ნი საც­ვლე­ბი და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ, რად­გან ერ­თგვა­როვ­ნე­ბის კრი­ტე­რი­უმს მხო­ლოდ ეს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

მერე რა­ღაც წამ­ლის ძებ­ნა და­ი­წყეს და ჩემი დის მე­გობ­რის­თვის წა­მო­ღე­ბუ­ლი ორ­სუ­ლის ვი­ტა­მი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს :)

ცოტა შე­მე­ცოდ­ნენ - უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გა­რეთ გიგა მე­ლო­დე­ბო­და, შიგ­ნით მისი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო შე­მო­სუ­ლი - ნიკა გა­უყ­ვა­ნი­ათ და უთ­ქვამთ, ვი­ღა­ცას სუ­ბუ­ტექ­სი ვუ­პო­ვეთ და მა­გი­ტომ გა­ვა­ჩე­რეთ, არ ვი­ცო­დით, ვისი ჩე­მო­და­ნი იყოო.

კი­თხვა - თუ სუ­ბუ­ტექსს ეძებ­დნენ, ვი­ტა­მი­ნე­ბი რა­ტომ არ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, ეგებ ყუთი სულ სუ­ბუ­ტექ­სით მქონ­და სავ­სე :)

მე­ო­რე კი­თხვა - სუ­ბუ­ტექსთან შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი რა შუ­ა­შია? მე მგო­ნი ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­აა, არა?

მოკ­ლედ, ვინც ამ სა­წყალ ხალ­ხს და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევთ - ანუ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ფული ჩე­მოდ­ნე­ბით არ გა­და­მაქვს, რაც მაქვს, ბა­რათ­ზე მაქვს და რო­გორც ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და ოთო კა­ხი­ძის ან­გა­რი­შე­ბი გა­და­ე­ცით ვინ­მე მი­ქი­აშ­ვილს, ისე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ჩემს ან­გა­რიშ­ში "ჩა­ი­ჭყი­ტოთ".

ნუ ჩა­აგ­დებთ თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - სა­წყალ გო­გო­ნას ჩემი შვი­ლის­თვის ნა­ყი­დი სენტ ეგ­ზუ­პე­რის პა­ტა­რა პრინ­ცი და წინ­დე­ბი შერ­ჩა ხელ­ში :)", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანში შემოსავლების სამსახური სუბოტექსს ეძებდა

თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანში შემოსავლების სამსახური სუბოტექსს ეძებდა

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანი აეროპორტში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ჟურნალისტის თქმით, მის ჩემოდანში სუბოტექსს ეძებდნენ. ამის შესახებ გიგა ბოკერიას მეუღლე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"37 წლის ვარ და 47 წელია დავფრინავ :) მიფრენია პატიაშვილის, გუმბარიძის, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მთავრობის დროს.

ახლახან ჩამოვფრინდი სტრასბურგიდან, ჩემი უფროსი შვილის სანახავად ვიყავი წასული, უმცროს ქალიშვილთან ერთად.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პირველად, ჩემი ჩემოდანი შემოსავლების სამსახურმა წაიღო და გახსნა მოითხოვა. მიზეზი რომ ვიკითხე, ერთგვაროვანი რა გიდევთო, კითხვითვე მიპასუხეს - ამაზე ვთხოვე, რომ ჭუჭყიანი საცვლები დაეთვალიერებინათ, რადგან ერთგვაროვნების კრიტერიუმს მხოლოდ ეს აკმაყოფილებდა.

მერე რაღაც წამლის ძებნა დაიწყეს და ჩემი დის მეგობრისთვის წამოღებული ორსულის ვიტამინი აღმოაჩინეს :)

ცოტა შემეცოდნენ - უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ თანამშრომლები.

გარეთ გიგა მელოდებოდა, შიგნით მისი დაცვის თანამშრომელი იყო შემოსული - ნიკა გაუყვანიათ და უთქვამთ, ვიღაცას სუბუტექსი ვუპოვეთ და მაგიტომ გავაჩერეთ, არ ვიცოდით, ვისი ჩემოდანი იყოო.

კითხვა - თუ სუბუტექსს ეძებდნენ, ვიტამინები რატომ არ დაათვალიერეს, ეგებ ყუთი სულ სუბუტექსით მქონდა სავსე :)

მეორე კითხვა - სუბუტექსთან შემოსავლების სამსახური რა შუაშია? მე მგონი ნარკომანიასთან ბრძოლა კრიმინალური პოლიციის კომპეტენციაა, არა?

მოკლედ, ვინც ამ საწყალ ხალხს დავალებებს აძლევთ - ანუ ივანიშვილის მთავრობა, გაითვალისწინეთ, რომ ფული ჩემოდნებით არ გადამაქვს, რაც მაქვს, ბარათზე მაქვს და როგორც ელენე ხოშტარიას და ოთო კახიძის ანგარიშები გადაეცით ვინმე მიქიაშვილს, ისევე შეგიძლიათ ჩემს ანგარიშში "ჩაიჭყიტოთ".

ნუ ჩააგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში - საწყალ გოგონას ჩემი შვილისთვის ნაყიდი სენტ ეგზუპერის პატარა პრინცი და წინდები შერჩა ხელში :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს