სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ ჩხიკვაძის ნახატები მისმა შვილიშვილმა მაისურებზე გადაიტანა
რამაზ ჩხიკვაძის ნახატები მისმა შვილიშვილმა მაისურებზე გადაიტანა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ჩხიკ­ვა­ძე პრა­ღა­ში ცხოვ­რობს. 25 წლის ნა­ტა­ლი­ამ ორი წე­ლია, რაც დი­ზა­ი­ნე­რო­ბა გა­და­წყვი­ტა. მა­ნამ­დე ბიზ­ნე­სი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ის­წავ­ლა, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად მუდ­მი­ვად და­დი­ო­და დი­ზა­ი­ნის სხვა­დას­ხვა კურ­სზე.

ბრენ­დი "ნა­ტაშ" 2011 წელს და­ა­არ­სა ბე­ბი­ას­თან, ნა­ტა­შა ჩხიკ­ვა­ძეს­თან ერ­თად. რო­დე­საც ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა, ნა­ტა­ლი­ამ პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბო­და ბე­ბია-შვი­ლიშ­ვი­ლის ერ­თობ­ლივ ეს­კი­ზებს და ბა­ბუ­ის, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის ნა­ხა­ტებს. კო­ლექ­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბაც რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის გა­მო­ნათ­ქვა­მი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და: "იდი­ო­ტიზ­მი" - ასე უწო­დებ­და ის თა­ვის ნა­ხა­ტებს.

პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ნა­ტა­ლი­ამ გა­სულ წელს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს შემ­დეგ გა­მარ­თა. მომ­დევ­ნო კო­ლექ­ცი­ე­ბი ნა­ტა­ლი­ამ პრა­ღა­ში აჩ­ვე­ნა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა?

- დი­ზა­ი­ნე­რო­ბა ყო­ველ­თვის ჩემი ოც­ნე­ბა იყო, მაგ­რამ სხვა პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი. 2011 წელს და­ვა­არ­სე ჩემი ბრენ­დი "ნა­ტაშ". ბე­ბი­ა­ჩემ­მა დიდი როლი ითა­მა­შა ჩემს პრო­ფე­სი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ჩემი მო­ნა­ხა­ზე­ბი ნახა, გვერ­დში ძა­ლი­ან და­მიდ­გა, ჩემი არ­ჩე­ვა­ნის შე­უც­დომ­ლო­ბა­ში და­მარ­წმუ­ნა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო მეტი მონ­დო­მე­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით მო­ვე­კი­დე ამ საქ­მეს.

- გა­ნათ­ლე­ბა სად მი­ი­ღეთ?

- ჩე­ხეთ­ში და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი. პა­რა­ლე­ლუ­რად დი­ზა­ი­ნის კურ­სებ­ზე დავ­დი­ო­დი.

- პირ­ვე­ლი ეს­კი­ზე­ბის შექ­მნა­ში ბე­ბია და ბა­ბუა და­გეხ­მარ­ნენ, რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- თა­ვი­დან ბე­ბი­ამ ერთ-ერთი კა­ბის იდეა მო­მა­წო­და, რო­მე­ლიც და­ვა­მუ­შა­ვე და ეს­კი­ზი ჩემი ხედ­ვით შევ­ქმე­ნი, შემ­დეგ პირ­ველ კო­ლექ­ცი­ა­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. გარ­და ამი­სა, მა­ი­სუ­რებ­ზე გა­მოვ­სა­ხე ბა­ბუ­ა­ჩე­მის ნა­ხა­ტე­ბის პრინ­ტე­ბი, სულ პირ­ვე­ლი მან ჩემ­თვის და­ხა­ტა. გა­დავ­წყვი­ტე, პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პრა­ღის ნაც­ვლად თბი­ლის­ში წარ­მედ­გი­ნა და ბე­ბი­ი­სა და ბა­ბუ­ის ხსოვ­ნას მი­ვუ­ძღვე­ნი.

- რო­გორ შეხ­ვდნენ ისი­ნი შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­დე­საც დი­ზა­ი­ნე­რო­ბა გა­და­წყვი­ტე და რა რჩე­ვებს გაძ­ლევ­დნენ?

- ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად შეხ­ვდნენ ჩემს არ­ჩე­ვანს, თუმ­ცა შე­დეგს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ეს­წრნენ. სა­მა­გი­ე­როდ, ახლა მათ ნაც­ვლად მშობ­ლე­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რა მაქვს.

- ნა­ტა­შა ჩხიკ­ვა­ძე ჩაც­მი­სა და სტი­ლის ერ­თგვა­რი ეტა­ლო­ნი იყო, მან და მის­მა გარ­დე­რობ­მა თუ მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე ზე­გავ­ლე­ნა?

- რა თქმა უნდა, მო­ახ­დი­ნა. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი და გარ­დე­რო­ბი მო­ი­ცავს რო­გორც ელე­გან­ტურ და კლა­სი­კურ, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტებს, ბე­ბი­ა­საც ასე­თი სტი­ლი მოს­წონ­და.

- რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და სა­მოს­თან და რო­მე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მოს­წონ­და მას?

- ბე­ბი­ას კარ­გად ჩაც­მა უყ­ვარ­და, ლუ­ი­ზა სპა­ნო­ლი, მა­რი­ნა რი­ნალ­დი, შა­ნე­ლი, ქლოე, ეს­კა­და - კი­დევ ბევრ სხვა ბრენ­დს შეხ­ვდე­ბო­დით მის გარ­დე­რობ­ში.

- გა­იხ­სე­ნეთ მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო.

- ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან თბი­ლად და კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რეს. რთუ­ლია ასე მოკ­ლედ 23 წლის გახ­სე­ნე­ბა და გად­მო­ცე­მა.

- ქსო­ვილს სად იძენთ?

- ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პა­ში.

- თქვე­ნი სა­ხე­ლოს­ნო გაქვთ, რას აკე­თებთ თქვე­ნით და ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- დიახ, მაქვს ჩემი სა­ხე­ლოს­ნო, მყავს მკე­რა­ვე­ბი. მე ვქმნი ნა­ხატს, ასე­ვე ვკე­რავ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბებ­საც თვი­თონ ვას­რუ­ლებ. დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლი ვარ, მაგ­რამ ხან­და­ხან მათ მეც ვეხ­მა­რე­ბი.

- მოგ­ვი­ყე­ვით დე­ტა­ლუ­რად, რო­გორ ქმნით კო­ლექ­ცი­ას.

- რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, ვქმნი ეს­კი­ზებს, პა­რა­ლე­ლუ­რად ვარ­ჩევ და ვყი­დუ­ლობ ქსო­ვილს, ნაჭ­რე­ბის მი­ხედ­ვით კი­დევ უფრო ვზრდი კო­ლექ­ცი­ას. ატე­ლი­ე­ში დიდ დროს ვა­ტა­რებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად, ეს­კი­ზე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ვი­დეს. ტა­ნი­სა­მო­სი იდე­ა­ლუ­რად რომ მო­ერ­გოს ადა­მი­ანს, მო­დელს ვა­ზო­მებ მა­ნამ, სა­ნამ ბოლო­მდე არ დას­რულ­დე­ბა. საბო­ლოო დე­ტა­ლებს ხე­ლით ვა­მა­ტებ. კოს­ტი­უ­მის დას­რუ­ლე­ბი­სას ასე­ვე ბევრ რა­მეს ვა­მა­ტებ. შემ­დეგ ვარ­ჩევ მო­დე­ლებს ფო­ტო­სე­სი­ის­თვის და ჩვე­ნე­ბის­თვის. რო­დე­საც კო­ლექ­ცია ბო­ლომ­დე მზად არის, ფო­ტო­სე­სი­ას ვა­ტა­რებ. ეს, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე ხდე­ბა.

- რამ­დე­ნი კო­ლექ­ცია გაქვთ შექ­მნი­ლი?

- ამ­ჟა­მად ჩემს მე­სა­მე კო­ლექ­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ.

- სად მარ­თავთ ჩვე­ნე­ბებს? პერ­­სო­ნა­ლუ­რად აკე­თებთ თუ მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე გა­მო­დი­ხართ?

- ჩვე­ნე­ბე­ბი ჩე­ხეთ­ში მაქვს, პერ­სო­ნა­ლუ­რა­დაც ვა­წყობ და ახლა უკვე მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვი­საც ვემ­ზა­დე­ბი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ აპი­რებთ კო­ლექ­ცი­ის ჩა­მო­ტა­ნას, მა­ღა­ზი­ის ან სა­ხე­ლოს­ნოს გახ­სნას?

- ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფერს ვგეგ­მავ, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში მაქვს ჩვე­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი.

- ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­სა და ქარ­თულ მო­და­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რია, ზო­გი­ერ­თი თა­ვი­სი ნი­ჭით და სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პი­რა­და­დაც ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე მათ­განს და დიდ პა­ტივს ვცემ.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი?

- ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მყავს, თუმ­ცა ვა­ლენ­ტი­ნო და ლა­გერ­ფელ­დი არი­ან ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მა­გა­ლი­თე­ბი.

- თა­ვად რა გაც­ვი­ათ, თვი­თონ იკე­რავთ თუ ცნო­ბი­ლი ბრე­ნ­დე­ბის სა­მოსს იც­ვამთ?

- ხში­რად ვი­მო­სე­ბი სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ტა­ნი­სა­მოს­საც ვიც­ვამ. მათ გარ­და უზო­მოდ მიყ­ვარს გუჩი, დის­ქუ­ა­ი­ერ­დი, ქლოე და ა.შ. უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მე­ბი­დან - ზარა, ტოპ­შო­პი, გესი, ლიუ-ჯო.

- პრა­ღა­ში უცხო­ე­ლად ითვ­ლე­ბით, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ად­ვი­ლად მი­გი­ღოთ?

- 5 წლი­დან აქ ვიზ­რდე­ბი, ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ, ასე რომ, უცხო­ე­ლად არ ვით­ვლე­ბი. მშობ­ლი­ურ ენა­სა­ვით ვფლობ ჩე­ხურს.

- რა­მაზ და ნა­ტა­შა ჩხიკ­ვა­ძე­ე­ბი ბოლო წლებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად პრა­ღა­ში გად­მო­ვიდ­ნენ. ჩე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობ­და მათ?

- ჩე­ხეთ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ბუ­ას და ბე­ბი­ას ისე არ იც­ნო­ბენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ბა იც­ნობს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა - არა.

- შთა­გო­ნე­ბას სა­ი­დან იღებთ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას?

- სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად, ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნია ჩემს ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას.

- ტან­საც­მლის გარ­და რაზე მუ­შა­ობთ? ფეხ­საც­მელს ან აქ­სე­სუ­ა­რებს თუ აკე­თებთ?

- ფეხ­საც­მელ­საც ვქმნი, ახალ კო­ლექ­ცი­ა­ში აქ­სე­სუ­ა­რე­ბიც მექ­ნე­ბა.

- სად ყი­დით კო­ლექ­ცი­ებს? და­ახ­ლო­ე­ბით რა ღირს თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- კო­ლექ­ცი­ებს ჩემი სა­ი­ტი­დან ვყი­დი, ასე­ვე ჩეხი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში, რომ­ლე­ბიც ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ და ახ­ლაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, ჩემს სა­იტ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ვი­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ჩე­ხურ კრო­ნებ­ში შე­უძ­ლია ფა­სე­ბის ნახ­ვა.

- ფი­ნან­სუ­რად ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, სა­დაც ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხრით ვმუ­შა­ობ­დი, თვი­თონ მქონ­და ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ზო­გი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ის­თვის. შემ­დე­გი კო­ლექ­ცი­ე­ბი უკვე გა­ყი­დუ­ლი ტან­საც­მლის მო­გე­ბი­დან შევ­ქმე­ნი, თუმ­ცა ახ­ლაც, რო­დე­საც მჭირ­დე­ბა, ოჯა­ხიც მეხ­მა­რე­ბა. ჩვე­ნე­ბის დროს სპონ­სო­რე­ბიც მყავს.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ სა­მო­მავ­ლოდ?

- ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ახა­ლი, უფრო მას­შტა­ბუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი და ჩე­ხე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ ჩვე­ნე­ბე­ბის გა­მარ­თვა.

ზაზა გი­გა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რამაზ ჩხიკვაძის ნახატები მისმა შვილიშვილმა მაისურებზე გადაიტანა

რამაზ ჩხიკვაძის ნახატები მისმა შვილიშვილმა მაისურებზე გადაიტანა

ცნობილი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი ნატალია ჩხიკვაძე პრაღაში ცხოვრობს. 25 წლის ნატალიამ ორი წელია, რაც დიზაინერობა გადაწყვიტა. მანამდე ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლა, თუმცა პარალელურად მუდმივად დადიოდა დიზაინის სხვადასხვა კურსზე.

ბრენდი "ნატაშ" 2011 წელს დააარსა ბებიასთან, ნატაშა ჩხიკვაძესთან ერთად. როდესაც ბებია გარდაიცვალა, ნატალიამ პირველი კოლექცია გააკეთა, რომელიც ეფუძნებოდა ბებია-შვილიშვილის ერთობლივ ესკიზებს და ბაბუის, რამაზ ჩხიკვაძის ნახატებს. კოლექციის სახელწოდებაც რამაზ ჩხიკვაძის გამონათქვამიდან მომდინარეობდა: "იდიოტიზმი" - ასე უწოდებდა ის თავის ნახატებს.

პირველი ჩვენება ნატალიამ გასულ წელს რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს შემდეგ გამართა. მომდევნო კოლექციები ნატალიამ პრაღაში აჩვენა.

- რატომ გადაწყვიტეთ დიზაინერობა?

- დიზაინერობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მაგრამ სხვა პროფესიით ვმუშაობდი. 2011 წელს დავაარსე ჩემი ბრენდი "ნატაშ". ბებიაჩემმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი მონახაზები ნახა, გვერდში ძალიან დამიდგა, ჩემი არჩევანის შეუცდომლობაში დამარწმუნა. მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით მოვეკიდე ამ საქმეს.

- განათლება სად მიიღეთ?

- ჩეხეთში დავამთავრე უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. პარალელურად დიზაინის კურსებზე დავდიოდი.

- პირველი ესკიზების შექმნაში ბებია და ბაბუა დაგეხმარნენ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- თავიდან ბებიამ ერთ-ერთი კაბის იდეა მომაწოდა, რომელიც დავამუშავე და ესკიზი ჩემი ხედვით შევქმენი, შემდეგ პირველ კოლექციაში გამოვიყენე. გარდა ამისა, მაისურებზე გამოვსახე ბაბუაჩემის ნახატების პრინტები, სულ პირველი მან ჩემთვის დახატა. გადავწყვიტე, პირველი კოლექცია საზოგადოებისთვის პრაღის ნაცვლად თბილისში წარმედგინა და ბებიისა და ბაბუის ხსოვნას მივუძღვენი.

- როგორ შეხვდნენ ისინი შენს გადაწყვეტილებას, როდესაც დიზაინერობა გადაწყვიტე და რა რჩევებს გაძლევდნენ?

- ძალიან დადებითად შეხვდნენ ჩემს არჩევანს, თუმცა შედეგს, სამწუხაროდ, ვერ მოესწრნენ. სამაგიეროდ, ახლა მათ ნაცვლად მშობლების დიდი მხარდაჭერა მაქვს.

- ნატაშა ჩხიკვაძე ჩაცმისა და სტილის ერთგვარი ეტალონი იყო, მან და მისმა გარდერობმა თუ მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?

- რა თქმა უნდა, მოახდინა. ჩემი ნამუშევრები და გარდერობი მოიცავს როგორც ელეგანტურ და კლასიკურ, ასევე თანამედროვე ელემენტებს, ბებიასაც ასეთი სტილი მოსწონდა.

- რა დამოკიდებულება ჰქონდა სამოსთან და რომელი დიზაინერები მოსწონდა მას?

- ბებიას კარგად ჩაცმა უყვარდა, ლუიზა სპანოლი, მარინა რინალდი, შანელი, ქლოე, ესკადა - კიდევ ბევრ სხვა ბრენდს შეხვდებოდით მის გარდერობში.

- გაიხსენეთ მათთან გატარებული დრო.

- ბავშვობა ძალიან თბილად და კარგად დამამახსოვრეს. რთულია ასე მოკლედ 23 წლის გახსენება და გადმოცემა.

- ქსოვილს სად იძენთ?

- ძირითადად, ევროპაში.

- თქვენი სახელოსნო გაქვთ, რას აკეთებთ თქვენით და ვინ გეხმარებათ?

- დიახ, მაქვს ჩემი სახელოსნო, მყავს მკერავები. მე ვქმნი ნახატს, ასევე ვკერავ, ადმინისტრაციულ მოვალეობებსაც თვითონ ვასრულებ. დროში შეზღუდული ვარ, მაგრამ ხანდახან მათ მეც ვეხმარები.

- მოგვიყევით დეტალურად, როგორ ქმნით კოლექციას.

- რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვქმნი ესკიზებს, პარალელურად ვარჩევ და ვყიდულობ ქსოვილს, ნაჭრების მიხედვით კიდევ უფრო ვზრდი კოლექციას. ატელიეში დიდ დროს ვატარებ, რომ ყველაფერი ზუსტად, ესკიზების მიხედვით გამოვიდეს. ტანისამოსი იდეალურად რომ მოერგოს ადამიანს, მოდელს ვაზომებ მანამ, სანამ ბოლო­მდე არ დასრულდება. საბო­ლოო დეტალებს ხელით ვამატებ. კოსტიუმის დასრულე­ბისას ასევე ბევრ რამეს ვამატებ. შემდეგ ვარჩევ მოდელებს ფოტოსესიისთვის და ჩვენებისთვის. როდესაც კოლექცია ბოლომდე მზად არის, ფოტოსესიას ვატარებ. ეს, ძირითადად, ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე ხდება.

- რამდენი კოლექცია გაქვთ შექმნილი?

- ამჟამად ჩემს მესამე კოლექციაზე ვმუშაობ.

- სად მართავთ ჩვენებებს? პერ­­სონალურად აკეთებთ თუ მოდის კვირეულებზე გამოდიხართ?

- ჩვენებები ჩეხეთში მაქვს, პერსონალურადაც ვაწყობ და ახლა უკვე მოდის კვირეულისთვისაც ვემზადები.

- საქართველოში თუ აპირებთ კოლექციის ჩამოტანას, მაღაზიის ან სახელოსნოს გახსნას?

- ამ ეტაპზე საქართველოში არაფერს ვგეგმავ, თუმცა მომავალში მაქვს ჩვენების ჩატარების სურვილი.

- ქართველ დიზაინერებსა და ქართულ მოდაზე რას გვეტყვით?

- საქართველოში საკმაოდ ბევრი დიზაინერია, ზოგიერთი თავისი ნიჭით და საინტერესო ხედვით გამოირჩევა. პირადადაც ვიცნობ რამდენიმე მათგანს და დიდ პატივს ვცემ.

- რომელია თქვენი საყვარელი უცხოელი დიზაინერი?

- ბევრი საყვარელი დიზაინერი მყავს, თუმცა ვალენტინო და ლაგერფელდი არიან ჩემთვის ყველაზე დიდი მაგალითები.

- თავად რა გაცვიათ, თვითონ იკერავთ თუ ცნობილი ბრე­ნ­დების სამოსს იცვამთ?

- ხშირად ვიმოსები საკუთარი კოლექციებიდან. ზემოაღნიშნული დიზაინერების ტანისამოსსაც ვიცვამ. მათ გარდა უზომოდ მიყვარს გუჩი, დისქუაიერდი, ქლოე და ა.შ. უფრო ხელმისაწვდომებიდან - ზარა, ტოპშოპი, გესი, ლიუ-ჯო.

- პრაღაში უცხოელად ითვ­ლებით, თუ საზოგადოებამ ადვილად მიგიღოთ?

- 5 წლიდან აქ ვიზრდები, ჩეხეთის მოქალაქე ვარ, ასე რომ, უცხოელად არ ვითვლები. მშობლიურ ენასავით ვფლობ ჩეხურს.

- რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები ბოლო წლებში საცხოვრებლად პრაღაში გადმოვიდნენ. ჩე­ხი საზოგადოება იცნობდა მათ?

- ჩეხეთში, სამწუხაროდ, ბაბუას და ბებიას ისე არ იცნობენ როგორც საქართველოში. აქ თეატრალური საზოგადობა იცნობს, მაგრამ ახალგაზრდა თაობა - არა.

- შთაგონებას საიდან იღებთ კოლექციაზე მუშაობისას?

- სხვადასხვანაირად, ყოველთვის გააჩნია ჩემს შინაგან მდგომარეობას.

- ტანსაცმლის გარდა რაზე მუშაობთ? ფეხსაცმელს ან აქსესუარებს თუ აკეთებთ?

- ფეხსაცმელსაც ვქმნი, ახალ კოლექციაში აქსესუარებიც მექნება.

- სად ყიდით კოლექციებს? და­ახლოებით რა ღირს თქვენი ნამუშევრები?

- კოლექციებს ჩემი საიტიდან ვყიდი, ასევე ჩეხი დიზაინერების მაღაზიაში, რომლებიც ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდნენ და ახლაც ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება ფასებს, ჩემს საიტზეა მითითებული. ვისაც დააინტერესებს, ჩეხურ კრონებში შეუძლია ფასების ნახვა.

- ფინანსურად ვინ გეხმარებათ?

- ძველი სამსახურებიდან, სადაც ეკონომიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განხრით ვმუშაობდი, თვითონ მქონდა ფინანსური დანაზოგი პირველი კოლექციისთვის. შემდეგი კოლექციები უკვე გაყიდული ტანსაცმლის მოგებიდან შევქმენი, თუმცა ახლაც, როდესაც მჭირდება, ოჯახიც მეხმარება. ჩვენების დროს სპონსორებიც მყავს.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ახალი იდეების განხორციელება, ახალი, უფრო მასშტაბური კოლექციები და ჩეხეთის საზღვრებს გარეთ ჩვენებების გამართვა.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"