კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დაფრინავს საშოპინგოდ და როგორ ცხოვრობს აზერბაიჯანის პირველი ლედი
სად დაფრინავს საშოპინგოდ და როგორ ცხოვრობს აზერბაიჯანის პირველი ლედი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის მე­უღ­ლე დიდი ხა­ნია მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი, დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჩაც­მუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი.

მეჰ­რი­ბა­ნის პა­რიკ­მა­ხე­რი და ვი­ზა­ჟის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, რუს­თა­ვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ანარ აგა­კი­ში­ე­ვია. მას ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა და არც იმ კი­თხვებ­ზე გვი­პა­სუ­ხა, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ველ ლე­დის ეხე­ბო­და.

მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლიო პრე­სა­ში, ინ­ტერ­ნეტ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელი­ტურ წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის მი­ხედ­ვით მო­ვაგ­რო­ვეთ.

მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერ­თპა­ლა­ტი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია. ამას­თან, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლავთ. ის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტიც არის. ხოლო იუ­ნეს­კო­ში, გა­ე­რო­ში, ის­ლა­მუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ის­ლა­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია. იგი ინ­ტე­ლი­გენ­ტთა ოჯა­ხი­და­ნაა. მისი მშობ­ლე­ბი ფი­ლო­ლო­გე­ბი არი­ან, ორი­ვე მათ­გა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გახ­ლავთ. მამა ავი­ა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, ხოლო დედა პრო­ფე­სო­რი, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ინ­ტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ელჩი ამე­რი­კა­ში სწო­რედ მეჰ­რი­ბა­ნის ბიძა გახ­ლდათ. მისი გვა­რი, ფა­შა­ე­ვა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი იყო აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჯერ კი­დევ მა­შინ, სა­ნამ მათი ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ლედი გახ­დე­ბო­და. მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და მოს­კოვ­ში მი­ი­ღო.

ალი­ე­ვებს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი ვაჟი ჰყავთ. 28 წლის ლე­ი­ლა, 27 წლის არზუ და 17 წლის ჰე­ი­და­რი.

რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრე­სა "ვა­შინგტონ პოსტზე" დაყ­რდნო­ბით წერს, მათ ვაჟს, ჰე­ი­დარს, 9 მდიდ­რუ­ლი სახ­ლი აქვს დუ­ბა­ი­ში. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში ფლო­ბენ უძ­რავ ქო­ნე­ბას მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბიც. ალი­ე­ვე­ბის შთა­მო­მა­ვალ­თა ამ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 75 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია. რო­გორც პრე­სა ამ­ტკი­ცებს, ისი­ნი სხვა­დას­ხვა ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლე­ბენ. ინ­ტერ­ნეტ­ში ქვეყ­ნდე­ბა მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც და­სავ­ლე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი წე­რენ, რომ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა არ ეს­წრე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მებს და არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში. მას მხო­ლოდ იმ შე­კი­თხვებ­ზე შე­უძ­ლია პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რაც ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონდს ეხე­ბა.

პრე­ზი­დენტ ალი­ე­ვის ხელ­ფა­სი წე­ლი­წად­ში 230 ათა­სი დო­ლა­რია. ცნო­ბი­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე ის ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "სო­კა­რის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო. ილ­ჰამ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო პოსტზე, 30-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, მამა, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი შეც­ვა­ლა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "სო­კარ­ში" თა­ვი­სი წილი მე­უღ­ლეს გა­და­ა­ბა­რა.

ალი­ე­ვე­ბის ოჯა­ხის ქო­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს. პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ალი­ე­ვე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლის, არ­ზუს ჰოლ­დინგს ეკუთ­ვნის ყვე­ლა ის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ის ასე­ვე ფლობს 29%-იან წილს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბან­კში, რა­შიც მან 7,8 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ჟურ­ნა­ლი "გარ­დი­ა­ნი" აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა გა­ტა­ცე­ბუ­ლია პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბით. გარ­და ამი­სა, ის იმ­დე­ნად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად იც­ვამს, რომ და­სავ­ლეთ­შიც კი გა­მომ­წვე­ვად მი­იჩ­ნე­ვა, თუკი ზო­გა­დად მუს­ლი­მა­ნი ქა­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

ინ­ტერ­ნეტ­ში საიტ "ვი­კი­ლიქსზე" მო­ი­პო­ვე­ბა მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ამე­რი­კის ვიცე-პრე­ზი­დენტ დიკ ჩე­ი­ნის მე­უღ­ლის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტია აღ­წე­რი­ლი. მას აზერ­ბა­ი­ჯან­ში პირ­ვე­ლი ლედი ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მას­პინ­ძლობ­და, ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი კი დიდ­ხანს ცდი­ლობ­და და­ედ­გი­ნა, რო­მე­ლი მათ­გა­ნი იყო დედა. ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბო­ლოს და­ას­კვნეს, ლო­გი­კუ­რად, ალ­ბათ, დედა შუ­ა­ში დგა­სო. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჭო­რა­ო­ბენ, პლას­ტი­კურ­მა ოპე­რა­ცი­ებ­მა მეჰ­რი­ბანს გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა და მი­მი­კა შე­უც­ვა­ლა, თუმ­ცა იქვე იმა­საც დას­ძე­ნენ, პირ­ველ ლე­დის ისე­დაც მკაც­რი და არის­ტოკ­რა­ტუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აქ­ვსო. მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას ბო­ტოქ­სებ­სა და პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე წერს ჟურ­ნა­ლი "შპი­გე­ლიც", ასე­ვე "ვი­კი­ლიქსზე" დაყ­რდნო­ბით. თუმ­ცა ყვე­ლა წყა­რო ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავს, რომ მეჰ­რი­ბანს ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი იმი­ჯი აქვს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლია, ძა­ლი­ან უყ­ვართ აზერ­ბა­ი­ჯან­შიც და სხვა ქვეყ­ნებ­შიც.

პრე­ზი­დენ­ტი ალი­ე­ვი ვერ იტანს, როცა მის ოჯახ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად წე­რენ, თუმ­ცა თვი­თონ ად­ვი­ლად ეგუ­ე­ბა კრი­ტი­კას, - აცხა­დებს და­სავ­ლუ­რი პრე­სა.

რაც უნდა და­წე­რონ, ფაქ­ტია, რომ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა უდა­ვოდ რჩე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან და მომ­ხიბ­ვლელ ქალ­ბა­ტო­ნად. სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პირ­ვე­ლი ლე­დია.

რო­გორც ჩანს, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი მოს­წონს. მშვი­დი ფე­რე­ბი ხიბ­ლავს, ელე­გან­ტუ­რი და დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი აქვს არ­ჩე­უ­ლი. მას იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ შარ­ვალ­ში, მოს­წონს კა­ბე­ბი და ლა­ბა­დე­ბი. იშ­ვი­ა­თია მისი ახლო ხე­დით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მისი სა­მო­სის, ფეხ­საც­მლი­სა და ჩან­თე­ბის ბრენ­დის ამოც­ნო­ბა ად­ვი­ლად ხერ­ხდე­ბა.

გა­საკ­ვი­რი არა­ვის­თვი­საა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლედი მა­ღა­ლი კლა­სის ბრენ­დებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. მას, ძი­რი­თა­დად, შა­ნე­ლის პა­ტა­რა ზო­მის ჩან­თე­ბი უჭი­რავს, რო­მელ­თა ფა­სიც 3-დან 8 ათას დო­ლა­რამ­დეა. ხში­რად აც­ვია შა­ნე­ლის კოს­ტი­უ­მე­ბი. რო­გორც ცნო­ბი­ლია ამ ბრენ­დის კოს­ტი­უ­მე­ბის ფასი 5 ათა­სი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და ზედა ზღვა­რი არ გა­აჩ­ნია. მოს­წონს ასე­ვე ივ სენ ლო­რა­ნის კა­ბე­ბი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის - სერ­ჯიო რო­სის ფეხ­საც­მე­ლი. მისი ფეხ­საც­მე­ლი ყო­ველ­თვის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნია და დახ­ვე­წი­ლი.

მეჰ­რი­ბან-ხა­ნუ­მი აქ­ტი­უ­რად მის­დევს მო­დას. რო­გორც მისი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, პირ­ვე­ლი ლედი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის სა­მოსს პო­დი­უმ­ზე გა­მო­ტა­ნი­დან მა­ლე­ვე ირ­გებს. ორ­ჯერ ერ­თსა და იმა­ვე კოს­ტი­უმ­ში არა­სო­დეს ჩნდე­ბა, რა­საც ვერ ვი­ტყვით მის ფა­ვო­რიტ სერ­ჯიო რო­სის პრაქ­ტი­კულ, კრე­მის­ფერ ფეხ­საც­მელ­ზე, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა კოს­ტი­უმს უხ­დე­ბა და ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან მო­დუ­რად ით­ვლე­ბა. ამ ბრენ­დის ფეხ­საც­მლის ფასი 600 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. პირ­ვე­ლი კლა­სის ბრენ­დე­ბის, დი­ო­რი­სა და ლან­ვი­ნის გარ­და, მის სა­მოსს შო­რის არის ოს­კარ დე ლა რენ­ტას, ჯამ­ბა­ტის­ტა ვა­ლის და ტომ ფორ­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ბე­ბი. პირ­ვე­ლი ლედი ატა­რებს ბრი­ლი­ან­ტი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ქვე­ბის სამ­კა­უ­ლებს.

რო­გორც ბა­ქო­ში ამ­ბო­ბენ, ის სა­შო­პინ­გოდ ხში­რად დაფ­რი­ნავს პა­რიზ­ში.

მისი ბა­ქო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გზე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით იკე­ტე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, არის­ტოკ­რა­ტულ ქალ­ბა­ტონს პა­თო­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხიბ­ლავს, რო­დე­საც ის ქვა­ფე­ნილ­ზე სა­სე­ირ­ნოდ გა­მო­დის, წი­თელ ხა­ლი­ჩებს უფე­ნენ, რომ ქუს­ლი არ ჩა­ე­ჭე­დოს. მისი ოფი­სი ბა­ქოს ცენ­ტრში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. უყ­ვარს ეს­კორ­ტით და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი დაც­ვით სი­ა­რუ­ლი. ხში­რად ეს­წრე­ბა გა­მო­ფე­ნებ­სა და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. აზერ­ბა­ი­ჯან­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, მას ეკუთ­ვნის ბა­ქო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მეჰ­რი­ბა­ნი პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას არ მი­მარ­თავს, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი აპა­რა­ტუ­რის წყა­ლო­ბით ინარ­ჩუ­ნებს შე­სა­შურ ფორ­მა­სა და გა­რეგ­ნო­ბას. ერთი მხრივ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან უკვე ცნო­ბი­ლია, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია აქ­ტი­უ­რად ჩა­ა­ნაც­ვლა ძვი­რად ღი­რე­ბულ­მა პრო­ცე­დუ­რებ­მა.

მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას ახლო კავ­ში­რე­ბი აქვს ფრან­გუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­თან და ხში­რად იწ­ვევს მათ ბა­ქო­ში. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის და მისი გავ­ლე­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი სწო­რედ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა გახ­დეს.

ზაზა გი­გა­უ­რი

ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სად დაფრინავს საშოპინგოდ და როგორ ცხოვრობს აზერბაიჯანის პირველი ლედი

სად დაფრინავს საშოპინგოდ და როგორ ცხოვრობს აზერბაიჯანის პირველი ლედი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე დიდი ხანია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და გემოვნებიანად ჩაცმული პირველი ლედი.

მეჰრიბანის პარიკმახერი და ვიზაჟისტი საქართველოში დაბადებული, რუსთაველი აზერბაიჯანელი ანარ აგაკიშიევია. მას ინტერვიუ ვთხოვეთ, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და არც იმ კითხვებზე გვიპასუხა, რომლებიც აზერბაიჯანის პირველ ლედის ეხებოდა.

მეჰრიბან ალიევას მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, მის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო პრესაში, ინტერნეტსა და აზერბაიჯანის ელიტურ წრეებში გავრცელებული ამბების მიხედვით მოვაგროვეთ.

მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტის დეპუტატია. ამასთან, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი გახლავთ. ის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტიც არის. ხოლო იუნესკოში, გაეროში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ისლამური ორგანიზაციაში კეთილი ნების ელჩია. იგი ინტელიგენტთა ოჯახიდანაა. მისი მშობლები ფილოლოგები არიან, ორივე მათგანი მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ. მამა ავიაციის ეროვნული აკადემიის რექტორი, ხოლო დედა პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინტიტუტის ხელმძღვანელია. აზერბაიჯანის პირველი ელჩი ამერიკაში სწორედ მეჰრიბანის ბიძა გახლდათ. მისი გვარი, ფაშაევა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო აზერბაიჯანში ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მათი ქალიშვილი პირველი ლედი გახდებოდა. მეჰრიბან ალიევამ სამედიცინო განათლება აზერბაიჯანსა და მოსკოვში მიიღო.

ალიევებს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ. 28 წლის ლეილა, 27 წლის არზუ და 17 წლის ჰეიდარი.

როგორც აზერბაიჯანული პრესა "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით წერს, მათ ვაჟს, ჰეიდარს, 9 მდიდრული სახლი აქვს დუბაიში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფლობენ უძრავ ქონებას მათი ქალიშვილებიც. ალიევების შთამომავალთა ამ უძრავი ქონების საერთო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია. როგორც პრესა ამტკიცებს, ისინი სხვადასხვა ბიზნესს აკონტროლებენ. ინტერნეტში ქვეყნდება მასალები, რომლებშიც დასავლელი დიპლომატები წერენ, რომ მეჰრიბან ალიევა არ ესწრება პარლამენტის სხდომებს და არ არის ინფორმირებული პოლიტიკურ საკითხებში. მას მხოლოდ იმ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა, რაც ჰეიდარ ალიევის ფონდს ეხება.

პრეზიდენტ ალიევის ხელფასი წელიწადში 230 ათასი დოლარია. ცნობილია, რომ პრეზიდენტობამდე ის ნავთობკომპანია "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი იყო. ილჰამმა საპრეზიდენტო პოსტზე, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, მამა, ჰეიდარ ალიევი შეცვალა და, როგორც ამბობენ, "სოკარში" თავისი წილი მეუღლეს გადააბარა.

ალიევების ოჯახის ქონებისა და შემოსავლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. პრესის ინფორმაციის თანახმად, ალიევების ქალიშვილის, არზუს ჰოლდინგს ეკუთვნის ყველა ის ბიზნესი, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურება. ის ასევე ფლობს 29%-იან წილს აზერბაიჯანის ბანკში, რაშიც მან 7,8 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

ჟურნალი "გარდიანი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მეჰრიბან ალიევა გატაცებულია პლასტიკური ოპერაციებით. გარდა ამისა, ის იმდენად პროვოკაციულად იცვამს, რომ დასავლეთშიც კი გამომწვევად მიიჩნევა, თუკი ზოგადად მუსლიმანი ქალების ჩაცმულობას გავითვალისწინებთ.

ინტერნეტში საიტ "ვიკილიქსზე" მოიპოვება მასალები, რომლებშიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მეუღლის აზერბაიჯანში ვიზიტია აღწერილი. მას აზერბაიჯანში პირველი ლედი ქალიშვილებთან ერთად მასპინძლობდა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახური კი დიდხანს ცდილობდა დაედგინა, რომელი მათგანი იყო დედა. ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ბოლოს დაასკვნეს, ლოგიკურად, ალბათ, დედა შუაში დგასო. როგორც აზერბაიჯანში ჭორაობენ, პლასტიკურმა ოპერაციებმა მეჰრიბანს გამომეტყველება და მიმიკა შეუცვალა, თუმცა იქვე იმასაც დასძენენ, პირველ ლედის ისედაც მკაცრი და არისტოკრატული გამომეტყველება აქვსო. მეჰრიბან ალიევას ბოტოქსებსა და პლასტიკურ ოპერაციებზე წერს ჟურნალი "შპიგელიც", ასევე "ვიკილიქსზე" დაყრდნობით. თუმცა ყველა წყარო ერთხმად აღნიშნავს, რომ მეჰრიბანს ძალიან დადებითი იმიჯი აქვს აზერბაიჯანში, ის ძალიან ცნობილი და პოპულარულია, ძალიან უყვართ აზერბაიჯანშიც და სხვა ქვეყნებშიც.

პრეზიდენტი ალიევი ვერ იტანს, როცა მის ოჯახზე ნეგატიურად წერენ, თუმცა თვითონ ადვილად ეგუება კრიტიკას, - აცხადებს დასავლური პრესა.

რაც უნდა დაწერონ, ფაქტია, რომ მეჰრიბან ალიევა უდავოდ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და მომხიბვლელ ქალბატონად. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე გავლენიანი პირველი ლედია.

როგორც ჩანს, მეჰრიბან ალიევას კლასიკური სამოსი მოსწონს. მშვიდი ფერები ხიბლავს, ელეგანტური და დახვეწილი სტილი აქვს არჩეული. მას იშვიათად ნახავთ შარვალში, მოსწონს კაბები და ლაბადები. იშვიათია მისი ახლო ხედით გადაღებული ფოტოებიც. ამის მიუხედავად, მისი სამოსის, ფეხსაცმლისა და ჩანთების ბრენდის ამოცნობა ადვილად ხერხდება.

გასაკვირი არავისთვისაა, რომ აზერბაიჯანის პირველი ლედი მაღალი კლასის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. მას, ძირითადად, შანელის პატარა ზომის ჩანთები უჭირავს, რომელთა ფასიც 3-დან 8 ათას დოლარამდეა. ხშირად აცვია შანელის კოსტიუმები. როგორც ცნობილია ამ ბრენდის კოსტიუმების ფასი 5 ათასი დოლარიდან იწყება და ზედა ზღვარი არ გააჩნია. მოსწონს ასევე ივ სენ ლორანის კაბები და ძვირად ღირებული იტალიური ბრენდის - სერჯიო როსის ფეხსაცმელი. მისი ფეხსაცმელი ყოველთვის მაღალქუსლიანია და დახვეწილი.

მეჰრიბან-ხანუმი აქტიურად მისდევს მოდას. როგორც მისი ფოტოებიდან ჩანს, პირველი ლედი ცნობილი ბრენდების სამოსს პოდიუმზე გამოტანიდან მალევე ირგებს. ორჯერ ერთსა და იმავე კოსტიუმში არასოდეს ჩნდება, რასაც ვერ ვიტყვით მის ფავორიტ სერჯიო როსის პრაქტიკულ, კრემისფერ ფეხსაცმელზე, რომელიც თითქმის ყველა კოსტიუმს უხდება და ბოლო წლებში ძალიან მოდურად ითვლება. ამ ბრენდის ფეხსაცმლის ფასი 600 დოლარიდან იწყება. პირველი კლასის ბრენდების, დიორისა და ლანვინის გარდა, მის სამოსს შორის არის ოსკარ დე ლა რენტას, ჯამბატისტა ვალის და ტომ ფორდის გამორჩეული კაბები. პირველი ლედი ატარებს ბრილიანტისა და სხვა ძვირფასი ქვების სამკაულებს.

როგორც ბაქოში ამბობენ, ის საშოპინგოდ ხშირად დაფრინავს პარიზში.

მისი ბაქოში გადაადგილებისას გზები ყველა მიმართულებით იკეტება. როგორც ამბობენ, არისტოკრატულ ქალბატონს პათოსური გადაწყვეტილებები ხიბლავს, როდესაც ის ქვაფენილზე სასეირნოდ გამოდის, წითელ ხალიჩებს უფენენ, რომ ქუსლი არ ჩაეჭედოს. მისი ოფისი ბაქოს ცენტრში, ახალაშენებულ შენობაშია განთავსებული. უყვარს ესკორტით და მრავალრიცხოვანი დაცვით სიარული. ხშირად ესწრება გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებს. აზერბაიჯანში გავრცელებული ჭორების თანახმად, მას ეკუთვნის ბაქოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ მეჰრიბანი პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს, ჯანსაღი ცხოვრების წესით და შვეიცარიული აპარატურის წყალობით ინარჩუნებს შესაშურ ფორმასა და გარეგნობას. ერთი მხრივ, ეს შესაძლებელია, რადგან უკვე ცნობილია, რომ პლასტიკური ქირურგია აქტიურად ჩაანაცვლა ძვირად ღირებულმა პროცედურებმა.

მეჰრიბან ალიევას ახლო კავშირები აქვს ფრანგული კულტურის გამოჩენილ ადამიანებთან და ხშირად იწვევს მათ ბაქოში. ხალხის სიყვარულის და მისი გავლენის გათვალისწინებით, ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი სწორედ მეჰრიბან ალიევა გახდეს.

ზაზა გიგაური

ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან