მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მგზავრებს კანფეტებს ურიგებს
სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მგზავრებს კანფეტებს ურიგებს

გი­ნა­ხავთ მძღო­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მგზავრს ღი­მი­ლი­თა და კან­ფე­ტით ასა­ჩუქ­რებ­დეს? ვი­საც ხში­რად უწევს N66-ის ხაზ­ზე ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მგზავ­რო­ბა, ყვე­ლა იც­ნობს თე­მურს, მის "ყვი­თე­ლას"კი "ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­ტა­რე­ბელს" უწო­დებს. მას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ყვე­ლა მგზავ­რის­თვის ერ­თნა­ი­რად იწყე­ბა, - ადი­ხარ ტრან­სპორ­ტში, მძღო­ლი გი­ღი­მის და კან­ფეტს გიწ­ვდის. იბ­ნე­ვი, უნებ­ლი­ეთ სა­ლონ­ში, მგზავ­რე­ბის­კენ იხე­დე­ბი და მათი მხი­ა­რუ­ლი სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა­ზე ცდი­ლობ, გა­არ­კვიო რა ხდე­ბა... ტრან­სპორ­ტის წინა, შიდა ნა­წი­ლი სულ ხა­ტე­ბი­თა და "სმა­ი­ლე­ბით" არის მორ­თუ­ლი. "ხა­ტე­ბი ჩე­მია, "ღი­მი­ლებს" კი ბავ­შვე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ტო­ვე­ბენ", - ამ­ბობს თე­მუ­რი. გვარს არ მიმ­ხელს, სა­ხე­ლი და მან­ქა­ნაც კმა­რა, ყვე­ლა ასე მიც­ნობ­სო. ვუ­თან­ხმდე­ბი, რომ მალე ვნა­ხავ და სა­გა­ზე­თოდ პორ­ტრეტს გა­ვა­კე­თებ მის შე­სა­ხებ. მგო­ნია, რომ თე­მუ­რი სა­ღა­მოს ბედ­ნი­ერ ოჯახ­ში ბრუნ­დე­ბა და ცოლ-შვილ­თან ალერსში აღიდ­გენს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცე­მულ უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას. მას კი თურ­მე თავ­შე­სა­ფა­რიც არა აქვს და უკვე 4 წე­ლია, გა­მუდ­მე­ბით გან­საც­დელ­ში ცხოვ­რობს, ცოლ-შვი­ლის­გან შორს.

- 53 წლის ვარ. ბოლო ოთხმა წელ­მა მომ­ტე­ხა, თო­რემ ახლა პა­ტა­რა ბი­ჭის გა­რეგ­ნო­ბა მექ­ნე­ბო­და (ეღი­მე­ბა). 2008 წელს დავ­კარ­გე სახ­ლი, ქო­ნე­ბა, თუ რამე გა­მაჩ­ნდა, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი და დავ­რჩი ღია ცის ქვეშ ოჯახ­თან ერ­თად. ქუ­თა­ი­სე­ლი ვარ. ბა­თუმ­ში მივ­დი­ო­დი, გზად ნაც­ნობს შევ­ხვდი, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე და მას ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ვი­ღაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი თუ თურ­ქი და­მე­ჯა­ხა მან­ქა­ნით. გონს რომ მო­ვე­დი, მი­თხრეს, ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე გა­დახ­ვე­დი და შენ ხარ დამ­ნა­შა­ვეო! გი­ნა­ხავთ, ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე გა­ე­ჩე­რე­ბი­ნოს მან­ქა­ნა მო­ლა­პა­რა­კე კაცს? ვერ გა­ვი­ტა­ნე ჩემი სი­მარ­თლე. და­ლე­წი­ლი ვეგ­დე 6 თვე. თა­ვი­დან ამა­წყვეს. ქუ­თა­ის­ში ჩემი პა­ტა­რა სამ­კერ­ვა­ლო ფირ­მა, მა­ღა­ზი­ე­ბი და კაფე-ბარი მქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი წა­ვი­და სა­ბან­კო ვა­ლებ­ში. ახლა მე­უღ­ლე და 19 წლის ვაჟი და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ ქუ­თა­ის­ში. დე­და­ჩე­მი ხან მათ­თან არის, ხა­ნაც ჩემს დას­თან, გა­მიწ­ვალ­და საბ­რა­ლო ქალი. ამ მან­ქა­ნა­ზე რომ დავ­ჯე­ქი, 4-5 თვე თავ­შე­სა­ფა­რი არ მქონ­და, ამი­ტომ დღე სა­ჭეს­თან ვი­ჯე­ქი და ღამე ფე­ხით დავ­დი­ო­დი. ახლა მუ­ხი­ა­ნის და­სა­წყის­ში სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბა­ში დევ­ნი­ლებ­თან ერ­თმა მო­ხუც­მა შე­მი­ფა­რა.

- ასე­თი მძი­მე გან­საც­დე­ლი გა­და­გი­ტა­ნი­ათ და მა­ინც გაქვთ ძალა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოთ?

- დიდ­ხანს ვი­ყა­ვი ქუ­ჩა­ში, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბომ­ჟი გახ­ლდით, სუფ­თად გა­პარ­სუ­ლი. ხან ვის აბა­ნო­ში დავ­დი­ო­დი, ხან ვინ მი­რე­ცხავ­და სა­რე­ცხს, ხან ვინ მაჭ­მევ­და ცხელ კერძს. რომ და­ზამ­თრდა, გა­მოჩ­ნდნენ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ნას­ტერ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. ორი წელი და ორი თვე ვი­ცხოვ­რე. აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბერი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ წა­მო­ვე­დი და მძღო­ლი გავ­ხდი. ჩემი ვალი და ტვირ­თი ვერ ავ­კი­დე ოჯახს, ისე­დაც მძი­მე დღე­ში ჩა­ვარ­დნილს. ვერ გავ­ბე­დე, მხო­ლოდ ღვთის­თვის მი­მენ­დო მათი თავი და წა­მო­ვე­დი მო­ნას­ტრი­დან, იქ­ნებ რა­ღაც საქ­მე ვნა­ხო, რომ ვალი გა­ვის­ტუმ­რო და შვი­ლი აღარ შე­მი­წუ­ხოს ვინ­მემ-მეთ­ქი. წე­ლი­წად­ზე მე­ტია ვმუ­შა­ობ და იმე­დი გა­მიჩ­ნდა, რომ ისევ და­ვა­ლა­გებ ცხოვ­რე­ბას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მგზავრებს კანფეტებს ურიგებს

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მგზავრებს კანფეტებს ურიგებს

გინახავთ მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებდეს? ვისაც ხშირად უწევს N66-ის ხაზზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ყველა იცნობს თემურს, მის "ყვითელას"კი "ბედნიერების მატარებელს" უწოდებს. მასთან პირველი შეხვედრა ყველა მგზავრისთვის ერთნაირად იწყება, - ადიხარ ტრანსპორტში, მძღოლი გიღიმის და კანფეტს გიწვდის. იბნევი, უნებლიეთ სალონში, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო რა ხდება... ტრანსპორტის წინა, შიდა ნაწილი სულ ხატებითა და "სმაილებით" არის მორთული. "ხატები ჩემია, "ღიმილებს" კი ბავშვები და სტუდენტები ტოვებენ", - ამბობს თემური. გვარს არ მიმხელს, სახელი და მანქანაც კმარა, ყველა ასე მიცნობსო. ვუთანხმდები, რომ მალე ვნახავ და საგაზეთოდ პორტრეტს გავაკეთებ მის შესახებ. მგონია, რომ თემური საღამოს ბედნიერ ოჯახში ბრუნდება და ცოლ-შვილთან ალერსში აღიდგენს დღის განმავლობაში გაცემულ უზარმაზარ ენერგიას. მას კი თურმე თავშესაფარიც არა აქვს და უკვე 4 წელია, გამუდმებით განსაცდელში ცხოვრობს, ცოლ-შვილისგან შორს.

- 53 წლის ვარ. ბოლო ოთხმა წელმა მომტეხა, თორემ ახლა პატარა ბიჭის გარეგნობა მექნებოდა (ეღიმება). 2008 წელს დავკარგე სახლი, ქონება, თუ რამე გამაჩნდა, საყვარელი ქალაქი და დავრჩი ღია ცის ქვეშ ოჯახთან ერთად. ქუთაისელი ვარ. ბათუმში მივდიოდი, გზად ნაცნობს შევხვდი, მანქანა გავაჩერე და მას ველაპარაკებოდი, ვიღაც აზერბაიჯანელი თუ თურქი დამეჯახა მანქანით. გონს რომ მოვედი, მითხრეს, ღერძულა ხაზზე გადახვედი და შენ ხარ დამნაშავეო! გინახავთ, ღერძულა ხაზზე გაეჩერებინოს მანქანა მოლაპარაკე კაცს? ვერ გავიტანე ჩემი სიმართლე. დალეწილი ვეგდე 6 თვე. თავიდან ამაწყვეს. ქუთაისში ჩემი პატარა სამკერვალო ფირმა, მაღაზიები და კაფე-ბარი მქონდა. ყველაფერი წავიდა საბანკო ვალებში. ახლა მეუღლე და 19 წლის ვაჟი დაგირავებულ ბინაში ცხოვრობენ ქუთაისში. დედაჩემი ხან მათთან არის, ხანაც ჩემს დასთან, გამიწვალდა საბრალო ქალი. ამ მანქანაზე რომ დავჯექი, 4-5 თვე თავშესაფარი არ მქონდა, ამიტომ დღე საჭესთან ვიჯექი და ღამე ფეხით დავდიოდი. ახლა მუხიანის დასაწყისში საბავშვო ბაღის შენობაში დევნილებთან ერთმა მოხუცმა შემიფარა.

- ასეთი მძიმე განსაცდელი გადაგიტანიათ და მაინც გაქვთ ძალა, რომ ადამიანების ბედნიერებაზე იზრუნოთ?

- დიდხანს ვიყავი ქუჩაში, მოწესრიგებული ბომჟი გახლდით, სუფთად გაპარსული. ხან ვის აბანოში დავდიოდი, ხან ვინ მირეცხავდა სარეცხს, ხან ვინ მაჭმევდა ცხელ კერძს. რომ დაზამთრდა, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და მონასტერში წამიყვანეს. ორი წელი და ორი თვე ვიცხოვრე. აღდგომის დღესასწაულზე ბერი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ წამოვედი და მძღოლი გავხდი. ჩემი ვალი და ტვირთი ვერ ავკიდე ოჯახს, ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილს. ვერ გავბედე, მხოლოდ ღვთისთვის მიმენდო მათი თავი და წამოვედი მონასტრიდან, იქნებ რაღაც საქმე ვნახო, რომ ვალი გავისტუმრო და შვილი აღარ შემიწუხოს ვინმემ-მეთქი. წელიწადზე მეტია ვმუშაობ და იმედი გამიჩნდა, რომ ისევ დავალაგებ ცხოვრებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"