კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაითანხმა გაშიშვლებაზე ქართველი მსახიობი ქალები უცნობმა რეჟისორმა
როგორ დაითანხმა გაშიშვლებაზე ქართველი მსახიობი ქალები უცნობმა რეჟისორმა

"ქიფ სმა­ი­ლინ­გი, ანუ გა­ი­ღი­მეთ" ქარ­თულ კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა. ეს არის ამ­ბა­ვი რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტონ­ზე, რომ­ლე­ბიც სი­ლა­მა­ზის საკ­მა­ოდ უც­ნა­ურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლი, ოლგა ბაბ­ლუ­ა­ნი, ნანა შო­ნია, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ. კონ­კურ­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცია ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტებს ვხე­დავთ. გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი თა­მა­შობს კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, რომ­ლის­თვი­საც მთა­ვა­რია, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად შედ­გეს ეს კონ­კურ­სი, ფასი კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია...

34 წლის რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას პირ­ველ­მა მხატ­ვრულ­მა ფილმმა სა­ზღვრებს გა­რეთ ბევ­რად დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე ქვეყ­ნის შიგ­ნით. რე­ჟი­სორს გული სწყდე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა მის ფილ­მს გა­ნა­ჩე­ნი უნა­ხა­ვად გა­მო­უ­ტა­ნა... არა­და, მხო­ლოდ მარ­ტში ფილ­მი 6 ფეს­ტი­ვალ­ზეა მიწ­ვე­უ­ლი.

- ასე­თი კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად ჩა­ტარ­და... ვიც­ნობ­დი მის მო­ნა­წი­ლეს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვი­თა­რე­ბა­ში შევ­ხვდი. ბე­დი­ა­ნის ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ზე ვი­ღებ­დი დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს და იქ გა­ვი­ცა­ნი ქალი, რო­მელ­საც 7 შვი­ლი ჰყავ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. მო­მიყ­ვა, რისი კე­თე­ბა უხ­დე­ბო­და თბი­ლის­ში შვი­ლე­ბის შე­სა­ნა­ხად და მი­თხრა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში. წა­ა­გო, ბო­ლომ­დე ვერ გა­ვი­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე და უხერ­ხუ­ლი მო­სა­გო­ნა­რი იყო მის­თვის და ამის გამო საკ­მა­ოდ დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნობ­და თავს. ეს კონ­კურ­სი 90-იან წლებ­ში ჩა­ტარ­და, მე კი ამ ქალ­ბა­ტონს 7 წლის წინ შევ­ხვდი. მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ ასე­თი სა­ხის კონ­კურ­სზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ფილ­მის არც ერთი გმი­რი არ ჰგავს ნამ­დვილს. ეს ქა­ლე­ბი კრე­ბი­თი სა­ხე­ე­ბი არი­ან იმ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სა, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ნი კარ­გად ვიც­ნობთ. ამ კონ­კურ­სის იდეა, ანუ დე­დო­ბის პრო­მო­უ­ტი­რე­ბა, ჩემ­თვის მა­რაზმს უკავ­შირ­დე­ბა. ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში დე­დის სახე ადა­მი­ა­ნურ ფორ­მას მოკ­ლე­ბუ­ლია, დედა თით­ქოს კვარ­ცხლბეკ­ზეა შეს­მუ­ლი, არა­და, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნია, ქა­ლია და ეს ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი მას ქარ­თულ მენ­ტა­ლი­ტეტ­ში მო­ცი­ლე­ბუ­ლი აქვს. ეს მენ­ტა­ლო­ბა და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ერ­თად სი­უ­რრე­ა­ლის­ტურ სუ­რათს ქმნი­და, ამი­ტო­მაც მო­მა­ფიქ­რდა ამ უც­ნა­ურ, და­მაბ­ნე­ველ გა­რე­მო­ში რამ­დე­ნი­მე ქალი პერ­სო­ნა­ჟის ჩას­მა. მგო­ნია, რომ ჩემი ფილ­მი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ტი­რუ­ლი პორ­ტრე­ტია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ მსა­ხი­ო­ბე­ბი.

- შერ­ჩე­ვამ 8 თვე წა­ი­ღო, კას­ტინ­გმე­ნე­ჯერ­მა, ნელი მი­მი­ნოშ­ვილ­მა, ყვე­ლა მო­მიყ­ვა­ნა, მსა­ხი­ო­ბიც და არამ­სა­ხი­ო­ბიც. ვფიქ­რობ, შერ­ჩე­ულ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად გა­არ­თვეს თავი რო­ლებს. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი, ვი­ნა­ი­დან მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბის გამო ჯო­ჯო­ხე­თურ პი­რო­ბებ­ში ვი­ღებ­დით... დაგ­ვეხ­მარ­ნენ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი და ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია - "აგათ ფილ­მსი", რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლავთ "ქიფ სმა­ი­ლინ­გის" კო-პრო­დი­უ­სე­რი ნი­კო­ლა ბლან­კი. ფილ­მის 90-% თე­ატ­რშია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ სპექ­ტაკ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლო, 54 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ღა­მით ვმუ­შა­ობ­დით. დი­ლის 7 სა­ა­თის­თვის ვას­რუ­ლებ­დით გა­და­ღე­ბას. რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ჰქონ­და, მთე­ლი ღა­მის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ისევ თე­ატ­რებ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ამას მათი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ვერ უძ­ლებ­და. იყო სიძ­ნე­ლე­ე­ბი, ძა­ლი­ან უჭირ­დათ... ნანა შო­ნი­ას ისე გა­უ­ჭირ­და ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, რომ მე­გო­ნა, სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო. დუბ­ლებს შო­რის იწვა და და­მამ­შვი­დე­ბელ წვე­თებს ვაძ­ლევ­დით. მე გა­და­ღე­ბე­ბი მახ­სენ­დე­ბა, რო­გორც ტან­ჯვა. სა­ინ­ტე­რე­სო კი ისაა, რომ მსა­ხი­ო­ბებს ახ­სენ­დე­ბათ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ში. მათ შო­რის, ნანა შო­ნი­ა­საც. ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა რო­გორ ივი­წყებს ყვე­ლა­ფერს (იღი­მე­ბა)...

- ვიცი, რომ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ გა­გი­ჭირ­დათ, თუმ­ცა ფილმში არ არის არც ერთი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მა.

- სა­ერ­თოდ, ამის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რად­გან ეს დაბ­ლა სწევს ფილ­მის ხა­რისხს. და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად 7 წელი დამ­ჭირ­და. სცე­ნა­რი სწო­რედ ამ­დე­ნი წლის წინ დავ­წე­რე, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და. კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალს აქვს ექ­ვსთვი­ა­ნი პროგ­რა­მა სცე­ნა­რის­ტე­ბის­თვის, სა­დაც მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც იქ მოხ­ვდა. აბუ-და­ბი­ში ვსწავ­ლობ­დი ნიუ-იორ­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სკო­ლის ფი­ლი­ალ­ში. იქაც სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­მოვ­ჩნდი. აბუ-და­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე აიღო ჩემ­მა სცე­ნარ­მა მთა­ვა­რი პრი­ზი. მა­შინ ხსნიდ­ნენ ახალ კი­ნოს­კო­ლას, ნიუ-იორ­კის კი­ნოს­კო­ლის ფი­ლი­ალს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვით სას­წავ­ლებ­ლად მი­მიწ­ვი­ეს. იქ გა­ტა­რე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე თვემ და­უ­ვი­წყა­რი კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მა­ღე­ბი­ნა. სხვა­თა შო­რის, სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­მემ­თხვა, აქ­ლე­მე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურსს და­ვეს­წა­რი (იცი­ნის). იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს მე­გო­ნა, რომ ჩემი ფილ­მის გა­და­ღე­ბა მალე და­ი­წყე­ბო­და, მაგ­რამ კი­დევ 2 წელი გა­ვი­და, სა­ნამ და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე. კი­ნო­ცენ­ტრში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, ჟი­უ­რიმ 2010 წელს მომ­ცა ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხა. ამ დროს ჩა­მო­ვი­და ჩემი ფრან­გი კოპ­რო­დი­უ­სე­რი. მისი გაც­ნო­ბის ამ­ბა­ვიც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია. მას ჩემი სცე­ნა­რი გა­უგ­ზავ­ნეს და ზუს­ტად 3 დღე­ში გა­და­წყვი­ტა, რომ ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­დო­და. შემ­დეგ ჩემი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე დღე ვი­ლა­პა­რა­კეთ სცე­ნარ­ზე, ვაჩ­ვე­ნე ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ­დი, სა­კუ­თა­რი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­მაც­ნო. მის­მა კომ­პა­ნი­ამ, ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად, სა­კუ­თა­რი ფუ­ლის ჩა­დე­ბა გა­და­წყვი­ტა, რად­გან დრო აღარ რჩე­ბო­და, რომ ფონ­დე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა. მა­ინც მცი­რე თან­ხა შეგ­ვიგ­როვ­და, "პირ­ვე­ლი არხი" დაგ­ვთან­ხმდა 100 000 ევ­როს მო­ცე­მა­ზე, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გვაც­ნო­ბეს, რომ და­ფი­ნან­სე­ბა აღარ იქ­ნე­ბო­და. რო­დე­საც უკვე იმე­დი გა­და­მე­წუ­რა, ფრანგ პრო­დი­უ­სერს და­ვუ­რე­კე და ამის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი, მან მე­ო­რე დღეს­ვე და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მისი კომ­პა­ნია კი­დევ და­ა­მა­ტებ­და თან­ხას, შემ­დეგ კი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროც დაგ­ვეხ­მა­რა და გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო. დიდი გა­ჭირ­ვე­ბით, ნა­ხე­ვარ ხელ­ფას­ზე ვი­მუ­შა­ვეთ, მსა­ხი­ო­ბე­ბის გარ­და, რა თქმა უნდა.

- თქვენს პერ­სო­ნა­ჟებს სი­შიშ­ვლის საკ­მა­ოდ ბევ­რი სცე­ნა აქვთ, არის სექ­სის სცე­ნაც. ად­ვი­ლად დაგ­თან­ხმდნენ ამა­ზე?

- არა. უბ­რა­ლოდ, მენ­დნენ, მიხ­ვდნენ, რომ ეს ვულ­გა­რუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ასეც გა­მო­ვი­და, ეს არ იყო გა­შიშ­ვლე­ბა სი­შიშ­ვლის­თვის და ამას მხატ­ვრუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. მაკა ჩი­ჩუა, რო­მე­ლიც თა­მუ­ნას ასა­ხი­ე­რებს და სექ­სის სცე­ნა აქვს, მსა­ხი­ო­ბი არ არის და მის­თვის მით უმე­ტეს რთუ­ლი იყო, ამი­ტო­მაც თა­ვი­დან უხერ­ხუ­ლო­ბა შე­იქ­მნა. რომ ნახა კად­რე­ბი, მიხ­ვდა, რომ არა­ნა­ი­რად უხამ­სი სცე­ნა არ ყო­ფი­ლა და სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა არ ჰქო­ნია. იყო პრობ­ლე­მა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში გა­და­ღე­ბა­ზე. ჩემი მკაც­რი მო­თხოვ­ნა ის იყო, რომ არ გამ­ხდა­რიყ­ვნენ. მინ­დო­და, ყო­ფი­ლიყ­ვნენ ნამ­დვი­ლი ქა­ლე­ბი, ცე­ლუ­ლი­ტი თუ არ გექ­ნე­ბათ, და­გა­ხა­ტავთ-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბო­დი. რო­გო­რია ამის მოს­მე­ნა ქა­ლის­თვის? მინ­დო­და, რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ არა გლა­მუ­რუ­ლი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლე­ბი. სი­შიშ­ვლე­ზე მე­ტად ამის გა­და­ხარ­შვა უჭირ­დათ. უნ­დო­დათ, იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. რო­გორც ფილმში არი­ან და უხერ­ხუ­ლო­ბას გა­ნიც­დი­ან სა­კუ­თა­რი სი­შიშ­ვლის გამო, რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობს ეს უხერ­ხუ­ლო­ბა რე­ა­ლუ­რა­დაც ჰქონ­და. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი უფრო მიჩ­ვე­უ­ლია და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და თავს, სხვე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გად.

- ვიცი, რომ ფილ­მს დიდი წარ­მა­ტე­ბა აქვს სა­ფეს­ტი­ვა­ლო კუ­თხით.

- აქამ­დე სა­დაც წარ­ვად­გი­ნეთ, ყველ­გან ანშლა­გით მი­დი­ო­და ფილ­მი, გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­სი. მა­ყუ­რე­ბელ­მა მას უნა­ხა­ვად გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. მა­ყუ­რე­ბელს იმ­დე­ნად აღარ უნდა ქარ­თუ­ლი ფილ­მის ნახ­ვა, რომ წი­ნას­წარ აკ­რი­ტი­კებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" წერ­დნენ, მო­რი­გი ქარ­თუ­ლი იდი­ო­ტო­ბა იქ­ნე­ბაო. ვინც ნახა, ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ამ ფილმზე ია­როს. როცა ასეთ გულ­გრი­ლო­ბას გრძნობ, ეს არის სრუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა...

- ვის შე­ფა­სე­ბას ელო­დით ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც ქარ­თველ­მა კი­ნოკ­რი­ტი­კო­სებ­მა კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი და­წე­რეს ჩემი ფილ­მის შე­სა­ხებ. ფილ­მს საფ­რან­გეთ­ში ვა­მონ­ტა­ჟებ­დი. იქ ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის კულ­ტია, მის სა­ხელ­სა და გვარს ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქვამ­დნენ. ჩემი მე­მონ­ტა­ჟე ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გახ­ლდათ. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ნამ ხმა­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ­დით, ფილ­მი ბა­ტო­ნი ოთა­რის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. მე­მონ­ტა­ჟეს ეს იდეა არ მო­ე­წო­ნა, ოთა­რი და­უნ­დო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და შე­იძ­ლე­ბა გი­თხრას, წადი, გა­თხოვ­დი, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნე და სხვა საქ­მეს მი­ხე­დეო. მზად ხარ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმის­თვის, რომ ფილ­მი არ მო­ე­წო­ნო­სო? მე კი ჩემს თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ჩემი ფილ­მის და­სა­ცა­ვად მზად გახ­ლდით. ბა­ტო­ნი ოთა­რი ცოტა მკაც­რი ადა­მი­ა­ნია. ფილ­მის ნახ­ვას და­თან­ხმდა, წარ­ბშეკ­რუ­ლი მო­ვი­და, მოგ­ვე­სალ­მა. ჩემს მე­მონ­ტა­ჟეს სა­ხე­ზე ფერი არ ედო, ბა­ტონ ოთარს ფო­ტო­ებს უღებ­და. როცა ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ­დი, მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კინო ჩემი მე­მონ­ტა­ჟის რე­აქ­ცი­ე­ბი იყო (იცი­ნის). ოთა­რის წარ­ბის აწე­ვას ან მი­მი­კას ჟან-პი­ე­რის ცო­ცხა­ლი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე... ფილ­მი ტრა­გი­კო­მე­დი­აა, ალაგ-ალაგ სა­სა­ცი­ლოა, ბა­ტონ ოთარს არ­სად გა­უ­ცი­ნია. ბო­ლოს, როცა დამ­თავ­რდა, მოდი აქო, მი­თხრა, მე და შენ ერ­თად უნდა დავ­ლი­ო­თო, ხელი გა­დამ­ხვია. ერ­თად დავ­ლი­ეთ. შემ­დეგ მან თბი­ლის­ში და­რე­კა, იმ­დრო­ინ­დელ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან და უთხრა, რომ ფილ­მით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. მო­ე­წო­ნა ფილ­მი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო...

- შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცია?

- სა­თა­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და შე­ნიშ­ვნა. ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ვერ­სია, გა­ი­ღი­მეთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მო­ე­წო­ნა. იქ­ნებ, ქარ­თუ­ლად რა­ი­მე სხვა სა­თა­უ­რი მო­ი­ფიქ­როო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ ის­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ღი­მი­ლი, რო­მე­ლიც შოუს ნა­წი­ლია, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მა­ინც დავ­ტო­ვეთ - გა­ი­ღი­მეთ!..

- ამ ფილმში თქვე­ნი დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჩანს, არა­და, ახალ­გაზ­რდა ხართ.

- რო­დე­საც კი­ნო­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი­დან მო­დი­ხარ, გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად გაქვს. ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი თურ­ქეთ­ში ტრე­ფი­კინგზე გა­და­ვი­ღე, ფა­რუ­ლი კა­მე­რით, არა­ლე­გა­ლურ ბორ­დე­ლებ­ში... მე­ო­რე ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ.

- თქვე­ნი ოჯა­ხი არ გაქვთ. მშობ­ლე­ბი არი­ან თქვე­ნი კრი­ტი­კო­სე­ბი?

- გა­თხო­ვი­ლი მარ­თლაც არ ვარ. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სი კი ჩემი დაა, ის ექი­მია, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ ერ­თად დავ­წე­რეთ სცე­ნა­რი. ახლა უკვე ვმუ­შა­ობ ახალ იდე­ებ­ზე, ორი ფილ­მის იდეა უკვე მაქვს და ვფიქ­რობ, რო­მელს მოვ­კი­დო ხელი. ჩემს დას კი ჩემი საქ­მის­კენ ვერ ვე­ქა­ჩე­ბი, რად­გან ეს ეგო­იზ­მი იქ­ნე­ბო­და (იღი­მის).

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ დაითანხმა გაშიშვლებაზე ქართველი მსახიობი ქალები უცნობმა რეჟისორმა

როგორ დაითანხმა გაშიშვლებაზე ქართველი მსახიობი ქალები უცნობმა რეჟისორმა

"ქიფ სმაილინგი, ანუ გაიღიმეთ" ქართულ კინოეკრანებზე ახლახან გამოჩნდა. ეს არის ამბავი რამდენიმე ქალბატონზე, რომლებიც სილამაზის საკმაოდ უცნაურ კონკურსში მონაწილეობენ. მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსის მონაწილეებს ია სუხიტაშვილი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ოლგა ბაბლუანი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი და სხვა მსახიობები განასახიერებენ. კონკურსის პარალელურად, სადაც კონკურენცია ველურ პირობებში მიმდინარეობს, თითოეული პერსონაჟის ცხოვრების ფრაგმენტებს ვხედავთ. გია როინიშვილი თამაშობს კონკურსის ორგანიზატორს, რომლისთვისაც მთავარია, ნებისმიერ ფასად შედგეს ეს კონკურსი, ფასი კი ძალიან მაღალია...

34 წლის რუსუდან ჭყონიას პირველმა მხატვრულმა ფილმმა საზღვრებს გარეთ ბევრად დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე ქვეყნის შიგნით. რეჟისორს გული სწყდება, რომ ქართველი მაყურებლის ნაწილმა მის ფილმს განაჩენი უნახავად გამოუტანა... არადა, მხოლოდ მარტში ფილმი 6 ფესტივალზეა მიწვეული.

-  ასეთი კონკურსი საქართველოში ნამდვილად ჩატარდა... ვიცნობდი მის მონაწილეს, რომელსაც ძალიან საინტერესო ვითარებაში შევხვდი. ბედიანის ბავშვთა თავშესაფარზე ვიღებდი დოკუმენტურ ფილმს და იქ გავიცანი ქალი, რომელსაც 7 შვილი ჰყავდა. ძალიან ლამაზი, განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი გახლდათ. მომიყვა, რისი კეთება უხდებოდა თბილისში შვილების შესანახად და მითხრა, რომ მონაწილეობა მიიღო მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსში. წააგო, ბოლომდე ვერ გავიდა, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხული მოსაგონარი იყო მისთვის და ამის გამო საკმაოდ დამცირებულად გრძნობდა თავს. ეს კონკურსი 90-იან წლებში ჩატარდა, მე კი ამ ქალბატონს 7 წლის წინ შევხვდი. მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთი სახის კონკურსზე ფილმის გადაღება საინტერესო იქნებოდა, თუმცა ფილმის არც ერთი გმირი არ ჰგავს ნამდვილს. ეს ქალები კრებითი სახეები არიან იმ ქალბატონებისა, რომელთაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ამ კონკურსის იდეა, ანუ დედობის პრომოუტირება, ჩემთვის მარაზმს უკავშირდება. ქართულ კულტურაში დედის სახე ადამიანურ ფორმას მოკლებულია, დედა თითქოს კვარცხლბეკზეა შესმული, არადა, პირველ რიგში, ადამიანია, ქალია და ეს ადამიანური თვისებები მას ქართულ მენტალიტეტში მოცილებული აქვს. ეს მენტალობა და სილამაზის კონკურსი ერთად სიურრეალისტურ სურათს ქმნიდა, ამიტომაც მომაფიქრდა ამ უცნაურ, დამაბნეველ გარემოში რამდენიმე ქალი პერსონაჟის ჩასმა. მგონია, რომ ჩემი ფილმი ქართული საზოგადოების სატირული პორტრეტია.

-  საინტერესოა, როგორ შეარჩიეთ მსახიობები.

-  შერჩევამ 8 თვე წაიღო, კასტინგმენეჯერმა, ნელი მიმინოშვილმა, ყველა მომიყვანა, მსახიობიც და არამსახიობიც. ვფიქრობ, შერჩეულმა მსახიობებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი როლებს. გადასაღებ მოედანზე იყო სირთულეები, ვინაიდან მწირი დაფინანსების გამო ჯოჯოხეთურ პირობებში ვიღებდით... დაგვეხმარნენ კულტურის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და ფრანგული კომპანია - "აგათ ფილმსი", რომლის წარმომადგენელი გახლავთ "ქიფ სმაილინგის" კო-პროდიუსერი ნიკოლა ბლანკი. ფილმის 90-% თეატრშია გადაღებული, სადაც მუშაობა მხოლოდ სპექტაკლების დასრულების შემდეგ შეგვეძლო, 54 დღის განმავლობაში მხოლოდ ღამით ვმუშაობდით. დილის 7 საათისთვის ვასრულებდით გადაღებას. რამდენიმე მსახიობს რეპეტიციები ჰქონდა, მთელი ღამის მუშაობის შემდეგ ისევ თეატრებში მიდიოდნენ, ამას მათი ნერვული სისტემა ვერ უძლებდა. იყო სიძნელეები, ძალიან უჭირდათ... ნანა შონიას ისე გაუჭირდა ღამეების თენება, რომ მეგონა, სასწრაფოს გამოძახება გახდებოდა საჭირო. დუბლებს შორის იწვა და დამამშვიდებელ წვეთებს ვაძლევდით. მე გადაღებები მახსენდება, როგორც ტანჯვა. საინტერესო კი ისაა, რომ მსახიობებს ახსენდებათ, როგორც საუკეთესო პერიოდი თავიანთ ცხოვრებაში. მათ შორის, ნანა შონიასაც. ადამიანის ფსიქიკა როგორ ივიწყებს ყველაფერს (იღიმება)...

-  ვიცი, რომ დაფინანსების მოპოვება საკმაოდ გაგიჭირდათ, თუმცა ფილმში არ არის არც ერთი კომპანიის რეკლამა.

-  საერთოდ, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს დაბლა სწევს ფილმის ხარისხს. დაფინანსების მოსაძიებლად 7 წელი დამჭირდა. სცენარი სწორედ ამდენი წლის წინ დავწერე, რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე ჯილდოს მფლობელი გახდა. კანის კინოფესტივალს აქვს ექვსთვიანი პროგრამა სცენარისტებისთვის, სადაც მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ მე ვიყავი ერთადერთი ქართველი, რომელიც იქ მოხვდა. აბუ-დაბიში ვსწავლობდი ნიუ-იორკის კინემატოგრაფიის სკოლის ფილიალში. იქაც საინტერესოდ აღმოვჩნდი. აბუ-დაბის ფესტივალზე აიღო ჩემმა სცენარმა მთავარი პრიზი. მაშინ ხსნიდნენ ახალ კინოსკოლას, ნიუ-იორკის კინოსკოლის ფილიალს, სადაც რამდენიმე თვით სასწავლებლად მიმიწვიეს. იქ გატარებულმა რამდენიმე თვემ დაუვიწყარი კულტურული გამოცდილება მიმაღებინა. სხვათა შორის, საინტერესო რამ შემემთხვა, აქლემების სილამაზის კონკურსს დავესწარი (იცინის). იქიდან დაბრუნებულს მეგონა, რომ ჩემი ფილმის გადაღება მალე დაიწყებოდა, მაგრამ კიდევ 2 წელი გავიდა, სანამ დაფინანსება მოვიპოვე. კინოცენტრში სასიკეთო ცვლილებები მოხდა, ჟიურიმ 2010 წელს მომცა ძალიან მცირე თანხა. ამ დროს ჩამოვიდა ჩემი ფრანგი კოპროდიუსერი. მისი გაცნობის ამბავიც ძალიან უცნაურია. მას ჩემი სცენარი გაუგზავნეს და ზუსტად 3 დღეში გადაწყვიტა, რომ ამ ფილმის გადაღებაში მონაწილეობა უნდოდა. შემდეგ ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვა და თბილისში ჩამოვიდა. რამდენიმე დღე ვილაპარაკეთ სცენარზე, ვაჩვენე ის ადგილები, სადაც გადაღებას ვაპირებდი, საკუთარი შენიშვნები გამაცნო. მისმა კომპანიამ, ყველას გასაკვირად, საკუთარი ფულის ჩადება გადაწყვიტა, რადგან დრო აღარ რჩებოდა, რომ ფონდებისთვის მიემართა. მაინც მცირე თანხა შეგვიგროვდა, "პირველი არხი" დაგვთანხმდა 100 000 ევროს მოცემაზე, მაგრამ გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გვაცნობეს, რომ დაფინანსება აღარ იქნებოდა. როდესაც უკვე იმედი გადამეწურა, ფრანგ პროდიუსერს დავურეკე და ამის შესახებ ვუთხარი, მან მეორე დღესვე დამირეკა და მითხრა, რომ მისი კომპანია კიდევ დაამატებდა თანხას, შემდეგ კი კულტურის სამინისტროც დაგვეხმარა და გადაღებები დაიწყო. დიდი გაჭირვებით, ნახევარ ხელფასზე ვიმუშავეთ, მსახიობების გარდა, რა თქმა უნდა.

-  თქვენს პერსონაჟებს სიშიშვლის საკმაოდ ბევრი სცენა აქვთ, არის სექსის სცენაც. ადვილად დაგთანხმდნენ ამაზე?

-  არა. უბრალოდ, მენდნენ, მიხვდნენ, რომ ეს ვულგარული არ იქნებოდა. საბოლოოდ, ასეც გამოვიდა, ეს არ იყო გაშიშვლება სიშიშვლისთვის და ამას მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. მაკა ჩიჩუა, რომელიც თამუნას ასახიერებს და სექსის სცენა აქვს, მსახიობი არ არის და მისთვის მით უმეტეს რთული იყო, ამიტომაც თავიდან უხერხულობა შეიქმნა. რომ ნახა კადრები, მიხვდა, რომ არანაირად უხამსი სცენა არ ყოფილა და სირცხვილის გრძნობა არ ჰქონია. იყო პრობლემა საცურაო კოსტიუმებში გადაღებაზე. ჩემი მკაცრი მოთხოვნა ის იყო, რომ არ გამხდარიყვნენ. მინდოდა, ყოფილიყვნენ ნამდვილი ქალები, ცელულიტი თუ არ გექნებათ, დაგახატავთ-მეთქი, ვეუბნებოდი. როგორია ამის მოსმენა ქალისთვის? მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ არა გლამურული, არამედ ჩვეულებრივი ქალები. სიშიშვლეზე მეტად ამის გადახარშვა უჭირდათ. უნდოდათ, იდეალურ ფორმაში გამოჩენილიყვნენ. როგორც ფილმში არიან და უხერხულობას განიცდიან საკუთარი სიშიშვლის გამო, რამდენიმე მსახიობს ეს უხერხულობა რეალურადაც ჰქონდა. შორენა ბეგაშვილი უფრო მიჩვეულია და კომფორტულად გრძნობდა თავს, სხვები მეტ-ნაკლებად კარგად.

-  ვიცი, რომ ფილმს დიდი წარმატება აქვს საფესტივალო კუთხით.

-  აქამდე სადაც წარვადგინეთ, ყველგან ანშლაგით მიდიოდა ფილმი, გარდა საქართველოსი. მაყურებელმა მას უნახავად გამოუტანა განაჩენი. მაყურებელს იმდენად აღარ უნდა ქართული ფილმის ნახვა, რომ წინასწარ აკრიტიკებს. "ფეისბუქზე" წერდნენ, მორიგი ქართული იდიოტობა იქნებაო. ვინც ნახა, ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მინდა, რომ ქართველმა მაყურებელმა ამ ფილმზე იაროს. როცა ასეთ გულგრილობას გრძნობ, ეს არის სრული იმედგაცრუება...

-  ვის შეფასებას ელოდით ყველაზე მეტად?

-  ძალიან გამიხარდა, როდესაც ქართველმა კინოკრიტიკოსებმა კარგი შეფასებები დაწერეს ჩემი ფილმის შესახებ. ფილმს საფრანგეთში ვამონტაჟებდი. იქ ოთარ იოსელიანის კულტია, მის სახელსა და გვარს ჩურჩულით წარმოთქვამდნენ. ჩემი მემონტაჟე ოთარ იოსელიანის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. გადავწყვიტე, სანამ ხმაზე მუშაობას დავიწყებდით, ფილმი ბატონი ოთარისთვის მეჩვენებინა. მემონტაჟეს ეს იდეა არ მოეწონა, ოთარი დაუნდობელი ადამიანია და შეიძლება გითხრას, წადი, გათხოვდი, ბავშვი გააჩინე და სხვა საქმეს მიხედეო. მზად ხარ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ფილმი არ მოეწონოსო? მე კი ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი და ჩემი ფილმის დასაცავად მზად გახლდით. ბატონი ოთარი ცოტა მკაცრი ადამიანია. ფილმის ნახვას დათანხმდა, წარბშეკრული მოვიდა, მოგვესალმა. ჩემს მემონტაჟეს სახეზე ფერი არ ედო, ბატონ ოთარს ფოტოებს უღებდა. როცა ამ ყველაფერს ვუყურებდი, მივხვდი, რომ ყველაზე საინტერესო კინო ჩემი მემონტაჟის რეაქციები იყო (იცინის). ოთარის წარბის აწევას ან მიმიკას ჟან-პიერის ცოცხალი რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე... ფილმი ტრაგიკომედიაა, ალაგ-ალაგ სასაცილოა, ბატონ ოთარს არსად გაუცინია. ბოლოს, როცა დამთავრდა, მოდი აქო, მითხრა, მე და შენ ერთად უნდა დავლიოთო, ხელი გადამხვია. ერთად დავლიეთ. შემდეგ მან თბილისში დარეკა, იმდროინდელ კულტურის მინისტრთან და უთხრა, რომ ფილმით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოეწონა ფილმი, კეთილგანწყობილი იყო...

-  შენიშვნა არ მოუცია?

-  სათაურთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნა. ინგლისურენოვანი მოეწონა, მაგრამ ქართული ვერსია, გაიღიმეთ, მაინცდამაინც არ მოეწონა. იქნებ, ქართულად რაიმე სხვა სათაური მოიფიქროო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ისტორიაში ხელოვნური ღიმილი, რომელიც შოუს ნაწილია, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაინც დავტოვეთ - გაიღიმეთ!..

-  ამ ფილმში თქვენი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩანს, არადა, ახალგაზრდა ხართ.

-  როდესაც კინოში დოკუმენტური ფილმებიდან მოდიხარ, გამოცდილება თავისთავად გაქვს. ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი თურქეთში ტრეფიკინგზე გადავიღე, ფარული კამერით, არალეგალურ ბორდელებში... მეორე ქუჩის ბავშვების შესახებ.

-  თქვენი ოჯახი არ გაქვთ. მშობლები არიან თქვენი კრიტიკოსები?

-  გათხოვილი მართლაც არ ვარ. ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი კი ჩემი დაა, ის ექიმია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთად დავწერეთ სცენარი. ახლა უკვე ვმუშაობ ახალ იდეებზე, ორი ფილმის იდეა უკვე მაქვს და ვფიქრობ, რომელს მოვკიდო ხელი. ჩემს დას კი ჩემი საქმისკენ ვერ ვექაჩები, რადგან ეს ეგოიზმი იქნებოდა (იღიმის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება