კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი
თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

გა­სულ კვი­რას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის ლაშა შე­ვარ­დნა­ძი­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ოჯა­ხის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია უკვე ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ­თან ერ­თად და მას­ზე გა­თხო­ვე­ბას აპი­რებს, ხოლო ლა­შას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი სა­სა­მარ­თლო პა­რიზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რად­გან ორი­ვე მათ­გა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლე­ლუ­რად, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლავთ - მას დიდი ხა­ნია ლა­შას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აღარ მოს­წონს.

რას გა­ი­ყო­ფენ სა­სა­მარ­თლო­თი ახალ­გაზ­რდე­ბი, მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, შე­ე­ხე­ბა თუ არა დავა ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას, რად­გან ორი­ვე ოჯა­ხი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ლი­ო­ნე­რია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­თია ისე გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, საქ­მე ბავ­შვე­ბის გა­ყო­ფამ­დეც მი­სუ­ლა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ დე­დას სურს, ბავ­შვე­ბი სა­ერ­თოდ არ აჩ­ვე­ნოს მა­მას. ამ ამ­ბავ­მა ორი­ვე ოჯახს თავ­ზა­რი დას­ცა, თუმ­ცა შა­რან­გი­ე­ბის ოჯა­ხი, ისე­ვე რო­გორც შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის, თა­თი­ას მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბას ჯერ არ ახ­მა­უ­რე­ბენ. მკაც­რად მა­ლა­ვენ იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბა­საც, ვის­თან ერ­თა­დაც თა­თია უკვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ლაშა შე­ვარ­დნა­ძის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში სამი ად­ვო­კა­ტი იცავს.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუ­არ­დი და წლი­ნა­ხევ­რის ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. ბავ­შვე­ბი თბი­ლის­ში იზ­რდე­ბი­ან და მათ რამ­დე­ნი­მე ძიძა უვ­ლის. რო­გორც გაგ­ვიმ­ხი­ლეს, შვი­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვის ამ­ბავს უფ­როს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს უმა­ლა­ვენ და ძი­ძებს მას­თან ძვე­ლე­ბუ­რად მიჰ­ყავთ პა­ტა­რე­ბი კვი­რა­ში ორ­ჯერ. მი­ზე­ზი კი უფ­რო­სი ედუ­არ­დის ასაკ­თან ერ­თად ისიც ყო­ფი­ლა, რომ თა­თია მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. ბა­ბუს გა­მორ­ჩე­უ­ლად ჰყვა­რე­ბია პა­ტა­რა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც, ძა­ლი­ან მგავს, ჩემი ბავ­შვო­ბა­აო, ამ­ბობს თურ­მე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის ახ­ლობ­ლებ­თან.

ლაშა პრო­ფე­სი­ით პო­ლი­ტო­ლო­გია. გა­ნათ­ლე­ბა ლონ­დონ­სა და პა­რიზ­ში მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში ბიზ­ნე­სე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ხში­რად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­თია პი­ა­ნის­ტი გახ­ლავთ. სწავ­ლობ­და თბი­ლის­სა და პა­რიზ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. კონ­ცერ­ტებს პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­შიც მარ­თავს. მას შემ­დეგ, რაც შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის რძა­ლი გახ­და, თა­თი­ას კონ­ცერ­ტე­ბი უფრო ხში­რად იმარ­თე­ბო­და. მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ფო­ნი­ე­ბი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ძა­ლი­ან მოს­წონს და ის თა­თი­ას რამ­დე­ნი­მე კონ­ცერტსაც და­ეს­წრო.

რო­გორც მე­გობ­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თვითმფრი­ნავ­ში გა­იც­ნო. ისი­ნი პა­რი­ზი­დან მოფ­რი­ნავ­დნენ და გვერ­დიგ­ვერდ მოხ­ვდნენ. "ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვარ და ამი­ტომ შე­მახ­ვედ­რა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ზე­ცა­ში", - ამ­ბობ­და თა­თია შა­რან­გია. ის მა­შინ 17 წლის იყო და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, თან მე­გობ­რებს უყ­ვე­ბო­და, ფრე­ნი­სას 5 სა­ა­თი ისე გა­ვი­და, მე­გო­ნა, 15 წუთი დაგ­ვჭირ­და გზა­შიო. გაც­ნო­ბი­დან მა­ლე­ვე, 21 წლის ლაშა თა­თი­ას კონ­ცერ­ტზე დიდი თა­ი­გუ­ლით ეს­ტუმ­რა, შემ­დეგ წყვილ­მა შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყო. ლა­შამ თა­თი­ას პა­რიზ­ში თეთ­რი ოქ­როს ბრი­ლი­ან­ტის­თვლი­ა­ნი ბე­ჭე­დი ჩა­უ­ტა­ნა და გაც­ნო­ბი­დან წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ იქორ­წი­ნეს კი­დეც. თა­თია ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში იმე­ო­რებ­და, ლაშა ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ღრუბ­ლებ­ში გა­მაც­ნო და გაც­ნო­ბის წუ­თი­დან მივ­ხვდი, რომ მას არა­სო­დეს დავ­შორ­დე­ბო­დიო.

წყვილ­მა თბი­ლის­ში ორ­დღი­ა­ნი ქორ­წილი გა­და­ი­ხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 450 სტუ­მა­რი და­პა­ტი­ჟეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პა­ტარ­ძლის "შა­ნე­ლის" ძვი­რად ღი­რე­ბულ­მა სა­ქორ­წი­ნო კა­ბამ მა­შინ მთე­ლი თბი­ლი­სი აა­ლა­პა­რა­კა. ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი წინა მხრი­დან ნა­ქარ­გე­ბით იყო გა­წყო­ბი­ლი, უკან - ფუ­შფუ­შე­ბით.

წყვი­ლი პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ი­და­ნაც ლაშა ბიზ­ნეს­შეხ­ვედ­რებ­ზე ხში­რად დაფ­რი­ნავ­და, თა­თია - გას­ტრო­ლებ­სა და კონ­კურ­სებ­ზე. თბი­ლის­ში ისი­ნი ბა­გებ­ში მდე­ბა­რე სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. მარ­თა­ლია, თა­თია ყვე­ლას­თან ჰყვე­ბო­და, რა ბედ­ნი­ე­რი იყო ლა­შას ცო­ლო­ბით და ასე­თი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის რძლო­ბით, მაგ­რამ ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ წყვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბამ იჩი­ნა თავი. თურ­მე თა­თია მე­გობ­რებ­თან ამ­ბობ­და, რომ ცნო­ბილ­მა ოჯახ­მა და­ა­კომ­პლექ­სა, რო­გორც უნ­დო­და, ისე ვერ ცხოვ­რობ­და და ერ­თო­ბო­და, ბევრ რა­მე­ზე უწევ­და უა­რის თქმა. თუმ­ცა ამა­ვე დროს, აღ­ტა­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პერ­სო­ნით. შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის რძლო­ბის პე­რი­ოდ­ში თა­თია შა­რან­გია მულ­თან, სოფო შე­ვარ­დნა­ძეს­თა­ნაც მე­გობ­რობ­და.

თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ლა­მა­ზი ზღა­პა­რი, დას­რულ­და და უფრო მე­ტიც, კონ­ფლიქ­ტშიც გა­და­ი­ზარ­და.

თა­თია შა­რან­გი­ას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში არ ჰქონ­და, ეს იმ რეს­პონ­დენ­ტის მო­ნა­თხრო­ბი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რო­მელ­მაც იგი შა­რან­გი­ე­ბის კუთ­ვნი­ლი რეს­ტორ­ნე­ბი­დან ერთ-ერ­თში, "სლა­ვი­ან­კა­ში" ნახა. იქ თა­თია ნო­ემ­ბერ­ში თა­ვის ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკვე კარ­გად ნას­ვა­მი, გა­რეთ გა­სუ­ლა, რეს­ტორ­ნის შე­სას­ვლელ კი­ბე­ებ­ზე მარ­ტოდ­მარ­ტო დამ­ჯდა­რა და ატი­რე­ბუ­ლა...

ლა­შას მშობ­ლე­ბი, პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძე და ნინო ახვლე­დი­ა­ნი პა­რიზ­ში ცხოვ­რო­ბენ. თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი მათ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, პა­რიზ­ში ცალ­კე ცხოვ­რობ­და. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში არი­ან. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა - ბიზ­ნეს­მე­ნი. მე­რაბ, იგი­ვე ტუკა შა­რან­გი­ას გვარ-სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, რო­გორც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის. ძმე­ბი შა­რან­გი­ე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ეკუთ­ვნით წი­ლე­ბი კომ­პა­ნია "ბი­ლა­ინ­ში", სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში, დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში, ასე­ვე "ჯი­ემ­სი" ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბილ რეს­ტორ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ შა­რან­გი­ებ­მა ბიზ­ნე­სე­ბის და წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და პირ­ვე­ლად გა­სარ­თო­ბი კომ­პლექ­სი "ქა­ლა­ქუ­რი" გა­ყი­დეს. ამა­ვე ხმე­ბის თა­ნახ­მად, სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით მდე­ბა­რე ეს კომ­პლექ­სი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ შე­ი­ძი­ნა. სამ­სარ­თუ­ლი­ან რეს­ტო­რან­სა და კლუბ­ში რე­მონ­ტი ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ლაშა შევარდნაძისა და თათია შარანგიას ოჯახის დანგრევის შესახებ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია უკვე ცხოვრობს ამერიკაში მცხოვრებ ქართველთან ერთად და მასზე გათხოვებას აპირებს, ხოლო ლაშასთან განქორწინების სასამართლო პროცესები უკვე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მათი სასამართლო პარიზში გაიმართება, რადგან ორივე მათგანი, საქართველოს პარალელურად, საფრანგეთის მოქალაქეა.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, გაყრის ინიციატორი თათია გახლავთ - მას დიდი ხანია ლაშასთან თანაცხოვრება აღარ მოსწონს.

რას გაიყოფენ სასამართლოთი ახალგაზრდები, მალე გახდება ცნობილი. რთული სათქმელია, შეეხება თუ არა დავა ქონების განაწილებას, რადგან ორივე ოჯახი ოფიციალურად მილიონერია. როგორც ამბობენ, თათია ისე გაბრაზებულა, საქმე ბავშვების გაყოფამდეც მისულა. იმასაც ამბობენ, რომ დედას სურს, ბავშვები საერთოდ არ აჩვენოს მამას. ამ ამბავმა ორივე ოჯახს თავზარი დასცა, თუმცა შარანგიების ოჯახი, ისევე როგორც შევარდნაძეების, თათიას მეორედ გათხოვებას ჯერ არ ახმაურებენ. მკაცრად მალავენ იმ პირის ვინაობასაც, ვისთან ერთადაც თათია უკვე ამერიკაში ცხოვრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ლაშა შევარდნაძის ინტერესებს სასამართლოში სამი ადვოკატი იცავს.

ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუარდი და წლინახევრის ალექსანდრე შევარდნაძეები. ბავშვები თბილისში იზრდებიან და მათ რამდენიმე ძიძა უვლის. როგორც გაგვიმხილეს, შვილიშვილის ოჯახის დანგრევის ამბავს უფროს ედუარდ შევარდნაძეს უმალავენ და ძიძებს მასთან ძველებურად მიჰყავთ პატარები კვირაში ორჯერ. მიზეზი კი უფროსი ედუარდის ასაკთან ერთად ისიც ყოფილა, რომ თათია მას განსაკუთრებულად უყვარს. ბაბუს გამორჩეულად ჰყვარებია პატარა ედუარდ შევარდნაძეც, ძალიან მგავს, ჩემი ბავშვობააო, ამბობს თურმე ყოფილი პრეზიდენტი თავის ახლობლებთან.

ლაშა პროფესიით პოლიტოლოგია. განათლება ლონდონსა და პარიზში მიიღო. ამჟამად საფრანგეთსა და შვეიცარიაში ბიზნესებითაა დაკავებული. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში.

თათია პიანისტი გახლავთ. სწავლობდა თბილისსა და პარიზში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. კონცერტებს პერიოდულად თბილისშიც მართავს. მას შემდეგ, რაც შევარდნაძეების რძალი გახდა, თათიას კონცერტები უფრო ხშირად იმართებოდა. მისი შესრულებული სიმფონიები ედუარდ შევარდნაძეს ძალიან მოსწონს და ის თათიას რამდენიმე კონცერტსაც დაესწრო.

როგორც მეგობრები ჰყვებიან, წყვილმა ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნო. ისინი პარიზიდან მოფრინავდნენ და გვერდიგვერდ მოხვდნენ. "ღმერთს ვუყვარვარ და ამიტომ შემახვედრა საყვარელ ადამიანს ზეცაში", - ამბობდა თათია შარანგია. ის მაშინ 17 წლის იყო და აღტაცებული დაბრუნდა საქართველოში, თან მეგობრებს უყვებოდა, ფრენისას 5 საათი ისე გავიდა, მეგონა, 15 წუთი დაგვჭირდა გზაშიო. გაცნობიდან მალევე, 21 წლის ლაშა თათიას კონცერტზე დიდი თაიგულით ესტუმრა, შემდეგ წყვილმა შეხვედრები დაიწყო. ლაშამ თათიას პარიზში თეთრი ოქროს ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ჩაუტანა და გაცნობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ იქორწინეს კიდეც. თათია ყველა ინტერვიუში იმეორებდა, ლაშა ღმერთმა გამომიგზავნა, ღრუბლებში გამაცნო და გაცნობის წუთიდან მივხვდი, რომ მას არასოდეს დავშორდებოდიო.

წყვილმა თბილისში ორდღიანი ქორ­წილი გადაიხადა, საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450 სტუმარი დაპატიჟეს. როგორც ამბობენ, პატარძლის "შანელის" ძვირად ღირებულმა საქორწინო კაბამ მაშინ მთელი თბილისი აალაპარაკა. ცნობილი დიზაინერული ნამუშევარი წინა მხრიდან ნაქარგებით იყო გაწყობილი, უკან - ფუშფუშებით.

წყვილი პარიზში ცხოვრობდა, საიდანაც ლაშა ბიზნესშეხვედრებზე ხშირად დაფრინავდა, თათია - გასტროლებსა და კონკურსებზე. თბილისში ისინი ბაგებში მდებარე სახლში ცხოვრობდნენ. მართალია, თათია ყველასთან ჰყვებოდა, რა ბედნიერი იყო ლაშას ცოლობით და ასეთი ცნობილი ოჯახის რძლობით, მაგრამ ბოლო დროს აქტიურად გავრცელდა ხმები, რომ წყვილს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. თურმე თათია მეგობრებთან ამბობდა, რომ ცნობილმა ოჯახმა დააკომპლექსა, როგორც უნდოდა, ისე ვერ ცხოვრობდა და ერთობოდა, ბევრ რამეზე უწევდა უარის თქმა. თუმცა ამავე დროს, აღტაცებას ვერ მალავდა ედუარდ შევარდნაძის პერსონით. შევარდნაძეების რძლობის პერიოდში თათია შარანგია მულთან, სოფო შევარდნაძესთანაც მეგობრობდა.

თუმცა მათი ურთიერთობა, როგორც ლამაზი ზღაპარი, დასრულდა და უფრო მეტიც, კონფლიქტშიც გადაიზარდა.

თათია შარანგიას პირად ცხოვრებაში რომ ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა, ეს იმ რესპონდენტის მონათხრობიდანაც ირკვევა, რომელმაც იგი შარანგიების კუთვნილი რესტორნებიდან ერთ-ერთში, "სლავიანკაში" ნახა. იქ თათია ნოემბერში თავის ახლობლებთან ერთად ერთობოდა. მოგვიანებით, უკვე კარგად ნასვამი, გარეთ გასულა, რესტორნის შესასვლელ კიბეებზე მარტოდმარტო დამჯდარა და ატირებულა...

ლაშას მშობლები, პაატა შევარდნაძე და ნინო ახვლედიანი პარიზში ცხოვრობენ. თუმცა ახალგაზრდა წყვილი მათგან დამოუკიდებლად, პარიზში ცალკე ცხოვრობდა. თათიას მშობლები თბილისში არიან. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა - ბიზნესმენი. მერაბ, იგივე ტუკა შარანგიას გვარ-სახელი არაერთხელ გაჟღერებულა საინფორმაციო სივრცეში, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის. ძმები შარანგიები რუსეთის მოქალაქეები არიან და გავრცელებული ხმების მიხედვით, მათ ეკუთვნით წილები კომპანია "ბილაინში", საქართველოს რკინიგზაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, დეზერტირების ბაზარში, ასევე "ჯიემსი" ჯგუფში, რომელიც ცნობილ რესტორნებს აერთიანებს. იმასაც ამბობენ, რომ შარანგიებმა ბიზნესების და წილების გაყიდვა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყეს და პირველად გასართობი კომპლექსი "ქალაქური" გაყიდეს. ამავე ხმების თანახმად, საპატრიარქოს გვერდით მდებარე ეს კომპლექსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ შეიძინა. სამსართულიან რესტორანსა და კლუბში რემონტი ამჟამადაც მიმდინარეობს.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"