მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი პარტნიორობის სურვილი არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს
ვისი პარტნიორობის სურვილი არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში დეპ­რე­სი­ის ეტაპ­მა გა­ი­ა­რა. "შეყ­ვა­რე­ბულ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, რე­ა­ლო­ბას ვე­გუ­ე­ბი", - გვი­თხრა ნუ­კიმ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" პრან­ჭია და ქა­რაფ­შუ­ტა სო­ფის როლს ას­რუ­ლებს...

- სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობ?

- კო­ტი­კო თო­ლო­რა­ი­ას­თან ერ­თად, ერთ-ერთ კლუბ­ში ვმუ­შა­ობ - სა­ღა­მო­ე­ბის წამ­ყვა­ნი ვარ. მე და კო­ტი­კო ძა­ლი­ან კარ­გად "შევ­დუ­ეტ­დით", მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- ვთქვათ, კლუბ­ში არა­ბი ინ­ვეს­ტო­რი გა­ი­ცა­ნი, რო­მე­ლიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი გე­უბ­ნე­ბა, რომ პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" შენი და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არა­ბუ­ლი ცეკ­ვით მო­ი­ხიბ­ლა და გთხოვს, მე­სა­მე ცო­ლად გაჰ­ყვე...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხუმ­რო­ბით ვე­ტყვი, - რო­გო­რი არა­ბი ხარ, ეგ ცეკ­ვა რომ მო­გე­წო­ნა? ნუთუ, უკე­თე­სი არ გი­ნა­ხავს-მეთ­ქი? მე­სა­მე ცო­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მსგავ­სი რა­ღაც ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია.

- რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ადათ-წე­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თუ მოგ­წონს?

- ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "ჩა­ციკ­ლუ­ლი" ვარ.

- ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა არ მო­გე­ნატ­რა? ამ მხრივ რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ხომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, მო­მე­ნატ­რა. ვფიქ­რობ, ეს დრო­ე­ბი­თი პა­უ­ზაა.

- ვთქვათ, და­ვით აქუ­ბარ­დია თა­ნა­წამ­ყვა­ნო­ბას გთა­ვა­ზობს...

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის მად­ლო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვუხ­დი, მაგ­რამ არა მგო­ნია, ოდეს­მე მას­თან ერ­თად გა­და­ცე­მა წა­ვიყ­ვა­ნო. ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ავუხ­სნი, რომ პო­ლი­ტი­კა ჩემი საქ­მე არ არის. მე ჟურ­ნა­ლის­ტი არ ვარ, უბ­რა­ლოდ, წამ­ყვა­ნი გახ­ლა­ვართ. ნე­ბის­მი­ერ გა­სარ­თობ გა­და­ცე­მა­ზე ვი­მუ­შა­ვებ...

- და­ვით აქუ­ბარ­დია გიმ­ხელს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შენ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად შე­მოგ­თა­ვა­ზა...

- ვა­ი­მე, ამის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი (იცი­ნის)! ბა­ტო­ნი და­ვი­თის­გან ასე­თი საქ­ცი­ე­ლი მე­უც­ნა­უ­რე­ბა.

- მად­ლო­ბას რა­ტომ გა­და­უხ­დი? თან, ხომ იცი, ცო­ლიც ჰყავს...

- გა­აჩ­ნია, "და­ახ­ლო­ე­ბა­ში" რას გუ­ლის­ხმობს: იქ­ნებ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა მოს­წონს და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა? თუ ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! იქ­ნე­ბა, ვე­ტყვი: ბა­ტო­ნო და­ვით, თქვენ მე­უღ­ლე გყავთ და თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი არას­წო­რია-მეთ­ქი! აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­ნა­წყენ­დე­ბი.

- შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მის მიზ­ნით, მა­მა­კა­ცე­ბი ეშ­მა­კურ ხერ­ხებს თუ მი­მარ­თა­ვენ?

- არ ვიცი. თუ ასე ხდე­ბა, ე.ი. ამას ვერ ვამ­ჩნევ. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვინ­მეს მო­სა­ხიბ­ლად რა­ღა­ცებს იმი­ზე­ზებს, ამა­ში საკ­ვირ­ვე­ლი არა­ფე­რია.

- რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლის, ფრინ­ვე­ლის ან მწე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხომ არ გე­ში­ნია?

- კი, მე­ში­ნია, ოღონდ რისი - არ გა­გიმ­ხელ.

- რა­ტომ? ძა­ლი­ან უწყი­ნა­რია და გამ­ხე­ლის გრცხვე­ნია?

- არა, არ მრცხვე­ნია. უბ­რა­ლოდ, მარ­თლა ძა­ლი­ან მე­ში­ნია და მგო­ნია, რომ ამის შე­სა­ხებ სხვე­ბი თუ შე­ი­ტყო­ბენ, გა­მე­ხუმ­რე­ბი­ან და შე­მა­ში­ნე­ბენ (იცი­ნის).

- ვთქვათ, დი­ლით შენს ოთახ­ში, ტუმ­ბო­ზე შე­მომ­ჯდა­რი მა­მა­ლი ყი­ვი­ლით გაღ­ვი­ძებს...

- არა მგო­ნია, მე­თო­თხმე­ტე სარ­თულ­ზე მა­მა­ლი ამო­ვი­დეს ან ამოფ­რინ­დეს. ვი­ფიქ­რებ, - ალ­ბათ, ჩემ­მა დამ მო­იყ­ვა­ნა-მეთ­ქი.

- ვთქვათ, შენი 9 წლის და­ი­კო გე­უბ­ნე­ბა, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პი უდ­გას...

- არა მგო­ნია, ელე­ნეს ("ბუ­ბუს") პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რამე სე­რი­ო­ზუ­ლი იყოს, მაგ­რამ რჩე­ვებს ხში­რად მე­კი­თხე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა, ბიჭ­მა თმა­ზე მო­ქა­ჩოს, "ბუ­ბუს" კი ეგო­ნოს, რომ იმ ბიჭს არ მოს­წონს. ვე­უბ­ნე­ბი, პი­რი­ქით - ეტყო­ბა, მოს­წონ­ხარ და ასე იმი­ტომ მო­იქ­ცა-მეთ­ქი...

- ამას წი­ნათ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი და­ი­კოს ფოტო ვნა­ხე, მი­ნა­წე­რით: "ბუბუ თა­ვის "ბო­იფ­რენდთან" ერ­თად".

- ეგ ყო­ფი­ლი "ბო­იფ­რენ­დია", ეგრე კი არ არის (იცი­ნის)!.. ცხა­დია, ვხუმ­რობ. ის ბიჭი ბუ­ბუს მე­გო­ბა­რი გახ­ლავთ. ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, როცა ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. იმ ბიჭს ხუმ­რო­ბით, "ბუ­ბუს ბო­იფ­რენ­დს" ვე­ძა­ხით.

- ვთქვათ, თაყ­ვა­ნის­მცმე­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე გიმ­ხელს, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის შიში (ვე­ნუსტრა­ფო­ბია) აქვს და შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად უჯ­დე­ბა...

- ასე­თი რამ ბევ­რჯერ უთ­ქვამთ. მარ­თლა არ­სე­ბო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც ლა­მაზ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ეში­ნი­ათ. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რო­მელ­საც ასე ხსნი­ან: ლა­მა­ზი ქალი უფრო რთუ­ლად მარ­თვა­დია, მეტი კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბაო.

- ასე­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყო­ლია?

- თავს ისეთ ლა­მაზ ქა­ლად არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩემი შე­ე­შინ­დეთ. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა: თუკი ვინ­მეს ისე­თი ლა­მა­ზი ვგო­ნი­ვარ, რომ ჩემ­თან ერ­თად ვერ იქ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ ნუ­რა­ფერს მე­ტყვის...

- პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს თუ და­უ­ჯა­რი­მე­ბი­ხარ?

- არა. ბოლო დროს, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას მა­ჩე­რე­ბენ, მაგ­რამ ვერ მა­ჯა­რი­მე­ბენ, რად­გან არა­ფერს ვა­შა­ვებ. მი­ხა­რია, რომ პატ­რუ­ლი გვყავს, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან გვიფრ­თხილ­დე­ბა. ქუ­ჩა­ში გას­ვლის არ მე­ში­ნია.

- ვთქვათ, ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თი­სას პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ახ­ლოვ­დე­ბა და გე­უბ­ნე­ბა, რომ შენი ჩაც­მუ­ლო­ბა მა­მა­კა­ცე­ბის­თვის არაჰუ­მა­ნუ­რია, რის გა­მოც 100 ლა­რით გა­ჯა­რი­მებს...

- რა­ღა­ცას თუ ვა­შა­ვებ, ნე­ბის­მი­ერ ჩემს ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხი უნდა ვაგო. კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ვარ. ასე­თი ტი­პის ჯა­რი­მა თუკი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, კი, ბა­ტო­ნო, გა­და­ვიხ­დი. რა თქმა უნდა, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელს ვკი­თხავ, - ამიხ­სე­ნი, რა­ტომ მა­ჯა­რი­მებ-მეთ­ქი?

- ვთქვათ, აგიხ­სნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ახა­ლი კა­ნო­ნი შე­ვი­და ძა­ლა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დიდმკერ­დი­ან ქალ­ბა­ტო­ნებს ვიწ­რო მა­ი­სუ­რე­ბის ჩაც­მა ეკ­რძა­ლე­ბათ...

- სა­ერ­თოდ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა! ბოლო დროს მთავ­რო­ბის გარ­და, ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა, რომ ეს ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად არ გა­მა­ო­ცებს...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვისი პარტნიორობის სურვილი არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს

ვისი პარტნიორობის სურვილი არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს

ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში დეპრესიის ეტაპმა გაიარა. "შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, რეალობას ვეგუები", - გვითხრა ნუკიმ, რომელიც ამჟამად კომედიურ სერიალში - "შუა ქალაქში" პრანჭია და ქარაფშუტა სოფის როლს ასრულებს...

- სერიალში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობ?

- კოტიკო თოლორაიასთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში ვმუშაობ - საღამოების წამყვანი ვარ. მე და კოტიკო ძალიან კარგად "შევდუეტდით", მასთან მუშაობისას თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ვთქვათ, კლუბში არაბი ინვესტორი გაიცანი, რომელიც აღფრთოვანებული გეუბნება, რომ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" შენი და ოთო ფოლადაშვილის მიერ შესრულებული არაბული ცეკვით მოიხიბლა და გთხოვს, მესამე ცოლად გაჰყვე...

- უპირველეს ყოვლისა, ხუმრობით ვეტყვი, - როგორი არაბი ხარ, ეგ ცეკვა რომ მოგეწონა? ნუთუ, უკეთესი არ გინახავს-მეთქი? მესამე ცოლობას რაც შეეხება, მსგავსი რაღაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

- რომელიმე ქვეყნის კულტურა, ადათ-წესები განსაკუთრებულად თუ მოგწონს?

- ნებისმიერი ქვეყნის კულტურა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეზე განსაკუთრებულად "ჩაციკლული" ვარ.

- ტელეწამყვანობა არ მოგენატრა? ამ მხრივ რაიმე შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, მომენატრა. ვფიქრობ, ეს დროებითი პაუზაა.

- ვთქვათ, დავით აქუბარდია თანაწამყვანობას გთავაზობს...

- შემოთავაზებისთვის მადლობას აუცილებლად გადავუხდი, მაგრამ არა მგონია, ოდესმე მასთან ერთად გადაცემა წავიყვანო. ზრდილობიანად ავუხსნი, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მე ჟურნალისტი არ ვარ, უბრალოდ, წამყვანი გახლავართ. ნებისმიერ გასართობ გადაცემაზე ვიმუშავებ...

- დავით აქუბარდია გიმხელს, რომ სინამდვილეში, თანამშრომლობა შენთან დასაახლოებლად შემოგთავაზა...

- ვაიმე, ამისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი (იცინის)! ბატონი დავითისგან ასეთი საქციელი მეუცნაურება.

- მადლობას რატომ გადაუხდი? თან, ხომ იცი, ცოლიც ჰყავს...

- გააჩნია, "დაახლოებაში" რას გულისხმობს: იქნებ ჩემი საქმიანობა მოსწონს და მეგობრული ურთიერთობა უნდა? თუ ინტიმური ხასიათის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იქნება, ვეტყვი: ბატონო დავით, თქვენ მეუღლე გყავთ და თქვენი საქციელი არასწორია-მეთქი! აუცილებლად გავუნაწყენდები.

- შენთან ურთიერთობის გაბმის მიზნით, მამაკაცები ეშმაკურ ხერხებს თუ მიმართავენ?

- არ ვიცი. თუ ასე ხდება, ე.ი. ამას ვერ ვამჩნევ. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინმეს მოსახიბლად რაღაცებს იმიზეზებს, ამაში საკვირველი არაფერია.

- რომელიმე ცხოველის, ფრინველის ან მწერის განსაკუთრებულად ხომ არ გეშინია?

- კი, მეშინია, ოღონდ რისი - არ გაგიმხელ.

- რატომ? ძალიან უწყინარია და გამხელის გრცხვენია?

- არა, არ მრცხვენია. უბრალოდ, მართლა ძალიან მეშინია და მგონია, რომ ამის შესახებ სხვები თუ შეიტყობენ, გამეხუმრებიან და შემაშინებენ (იცინის).

- ვთქვათ, დილით შენს ოთახში, ტუმბოზე შემომჯდარი მამალი ყივილით გაღვიძებს...

- არა მგონია, მეთოთხმეტე სართულზე მამალი ამოვიდეს ან ამოფრინდეს. ვიფიქრებ, - ალბათ, ჩემმა დამ მოიყვანა-მეთქი.

- ვთქვათ, შენი 9 წლის დაიკო გეუბნება, რომ პირად ცხოვრებაში სერიოზული ეტაპი უდგას...

- არა მგონია, ელენეს ("ბუბუს") პირად ცხოვრებაში რამე სერიოზული იყოს, მაგრამ რჩევებს ხშირად მეკითხება. მაგალითად, შეიძლება, ბიჭმა თმაზე მოქაჩოს, "ბუბუს" კი ეგონოს, რომ იმ ბიჭს არ მოსწონს. ვეუბნები, პირიქით - ეტყობა, მოსწონხარ და ასე იმიტომ მოიქცა-მეთქი...

- ამას წინათ, სოციალურ ქსელში შენი დაიკოს ფოტო ვნახე, მინაწერით: "ბუბუ თავის "ბოიფრენდთან" ერთად".

- ეგ ყოფილი "ბოიფრენდია", ეგრე კი არ არის (იცინის)!.. ცხადია, ვხუმრობ. ის ბიჭი ბუბუს მეგობარი გახლავთ. ბათუმში ცხოვრობს. ძალიან პატარები იყვნენ, როცა ერთმანეთი გაიცნეს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. იმ ბიჭს ხუმრობით, "ბუბუს ბოიფრენდს" ვეძახით.

- ვთქვათ, თაყვანისმცმელი გარკვეული პერიოდის მერე გიმხელს, რომ ლამაზი ქალების შიში (ვენუსტრაფობია) აქვს და შენთან ურთიერთობა დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება...

- ასეთი რამ ბევრჯერ უთქვამთ. მართლა არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ლამაზ ქალთან ურთიერთობის ეშინიათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ასე ხსნიან: ლამაზი ქალი უფრო რთულად მართვადია, მეტი კონტროლი სჭირდებაო.

- ასეთი თაყვანისმცემელი გყოლია?

- თავს ისეთ ლამაზ ქალად არ მივიჩნევ, რომ ჩემი შეეშინდეთ. ძალიან სასაცილოა: თუკი ვინმეს ისეთი ლამაზი ვგონივარ, რომ ჩემთან ერთად ვერ იქნება, საერთოდ ნურაფერს მეტყვის...

- პატრულის თანამშრომლებს თუ დაუჯარიმებიხარ?

- არა. ბოლო დროს, ავტომობილის მართვისას მაჩერებენ, მაგრამ ვერ მაჯარიმებენ, რადგან არაფერს ვაშავებ. მიხარია, რომ პატრული გვყავს, რომელიც ასე ძალიან გვიფრთხილდება. ქუჩაში გასვლის არ მეშინია.

- ვთქვათ, ქუჩის გადაკვეთისას პატრულის თანამშრომელი გიახლოვდება და გეუბნება, რომ შენი ჩაცმულობა მამაკაცებისთვის არაჰუმანურია, რის გამოც 100 ლარით გაჯარიმებს...

- რაღაცას თუ ვაშავებ, ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე პასუხი უნდა ვაგო. კანონმორჩილი ვარ. ასეთი ტიპის ჯარიმა თუკი რეალურად არსებობს, კი, ბატონო, გადავიხდი. რა თქმა უნდა, პატრულის თანამშრომელს ვკითხავ, - ამიხსენი, რატომ მაჯარიმებ-მეთქი?

- ვთქვათ, აგიხსნა, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, დიდმკერდიან ქალბატონებს ვიწრო მაისურების ჩაცმა ეკრძალებათ...

- საერთოდ არ გამიკვირდება! ბოლო დროს მთავრობის გარდა, ქვეყანაში ისეთი რაღაცები შეიცვალა, რომ ეს ამბავი ნამდვილად არ გამაოცებს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები