კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო მაღრაძე - "ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"
დათო მაღრაძე - "ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"

"ხე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბით გრა­ფიკს და გე­ოგ­რა­ფი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უნდა ად­გენ­დეს. რუ­სეთ­სა და ევ­რო­პა­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნა არ უნდა გვეს­მო­დეს ისე, რომ ვი­ღაც უნდა "გა­დავ­რი­ოთ", რომ სიმ­ღე­რას თან უნდა მი­ვა­ყო­ლოთ ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რი, გოჭი და ში­გა­და­შიგ ჩვე­ნი დევ­გმი­რუ­ლი ის­ტო­რია წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ვინ­მეს უნა­ხავს, რომ იტა­ლი­ელ ტე­ნორს პი­ცაც შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნოს ან ია­პო­ნურ თე­ატრს სუ­ში­ზე მი­ეწ­ვია ვინ­მე? ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სუ­ლი თე­ატ­რი სტუმ­რობ­და, მაგ­რამ ალექ­სან­დრ კა­ლი­ა­გინს ბორშჩ­სა და არაყ­ზე არა­ვინ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია", - მი­თხრა პო­ეტ­მა დათო მაღ­რა­ძემ. მას­თან ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­სა და რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ზე ვი­სა­უბ­რე:

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რას რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არა მაქვს, სა­ა­კაშ­ვილ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო და იმა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო, ვიდ­რე იმ­სა­ხუ­რებს, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში იყო, მისი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი, რაც მისი ოჯა­ხის გა­რეთ არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მად იქცა, მაგ­რამ ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლი აღარ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში.

ეს თემა უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლია და აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ნი­უნ­ქტუ­რა, რო­მელ­საც ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წიო და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, რო­გორც ბრძენ­კაცს შე­ე­ფე­რე­ბა, ით­ვა­ლის­წი­ნებს რჩე­ვებს და პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რას. სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­უბ­რებს სა­სი­კე­თო შე­დე­გი რომ არ მოჰ­ყვე­ბა, ეს კარ­გად იცის ივა­ნიშ­ვილ­მა, მაგ­რამ მას ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის ბედ-იღ­ბალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს აღე­ბუ­ლი და ჩემ­სა­ვით ემო­ცი­უ­რად არ იმოქ­მე­დებს. მე ვენ­დო­ბი ამ ადა­მი­ანს. ის სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდე­ბა თუ უცხო ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ვიცი, ჩვე­ნი ხალ­ხის და სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რესს და­ი­ცავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა უსუ­სუ­რი ხალ­ხის­თვის არის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ძა­ლა­უფ­ლე­ბით პა­ტივ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი ტკბე­ბი­ან. ივა­ნიშ­ვი­ლი კი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით პა­ტივ­მოყ­ვა­რე კი არა, თავ­მოყ­ვა­რეა. ასე­თი კა­ცის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა მხო­ლოდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ტვირ­თია.

ბა­ტონ ბი­ძი­ნას უნდა, რომ სა­ა­კაშ­ვილს სახე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს და ვფიქ­რობ, ამ­ჯე­რად შე­უძ­ლე­ბელს შე­ე­ჭი­და. სა­ა­კაშ­ვილს სახე არა აქვს და რო­გორ შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს? თუმ­ცა ზოგ­ჯერ ივა­ნიშ­ვი­ლი შე­უძ­ლე­ბელს აღ­წევს ხოლ­მე და იქ­ნებ ესეც მო­ა­ხერ­ხოს. მა­გა­ლი­თად, ჯერ შე­უქ­მნას სახე და მერე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო, სა­ა­კაშ­ვილს სის­ხლი­ა­ნი არ­ლე­კი­ნი ვუ­წო­დე. ახლა მის­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა იზ­რუ­ნონ მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე, მიხ­რა-მოხ­რა­სა და მან­ქა­ნის ფერ­ზე. ჩემს თვალ­სა­წი­ერ­სა და ფიქ­რებ­ში ეს ადა­მი­ა­ნი უკვე აღარ არის, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბით გა­ვის­ტუმ­რე. სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ გვე­გო­ნოს, რომ ისევ არი­ან. რო­გორც ბოლ­შე­ვი­კე­ბის სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, კარ­გად ფლობ­დნენ პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ებს. ბო­რო­ტე­ბას ისე ფუ­თავ­დნენ, რომ ხალ­ხს ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა ჰქო­ნო­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს წა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი მარ­თა­ვენ. თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტებს ავიწ­რო­ებს ბორ­დი, რო­მელ­საც აგ­რე­სი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა მარ­თავს. ახლა ყვე­ლა პა­ტი­ო­სა­ნი ქარ­თვე­ლის ად­გი­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გვერ­დით არის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დათო მაღრაძე - "ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"

დათო მაღრაძე - "ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"

"ხელოვანის შემოქმედებით გრაფიკს და გეოგრაფიულ მიმართულებებს ხელისუფლება არ უნდა ადგენდეს. რუსეთსა და ევროპაში ქართული კულტურის წარმოჩენა არ უნდა გვესმოდეს ისე, რომ ვიღაც უნდა "გადავრიოთ", რომ სიმღერას თან უნდა მივაყოლოთ ცხელი ხაჭაპური, გოჭი და შიგადაშიგ ჩვენი დევგმირული ისტორია წარმოვაჩინოთ. ვინმეს უნახავს, რომ იტალიელ ტენორს პიცაც შემოეთავაზებინოს ან იაპონურ თეატრს სუშიზე მიეწვია ვინმე? ახლახან საქართველოს რუსული თეატრი სტუმრობდა, მაგრამ ალექსანდრ კალიაგინს ბორშჩსა და არაყზე არავინ დაუპატიჟებია", - მითხრა პოეტმა დათო მაღრაძემ. მასთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთთან პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე ვისაუბრე:

- ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას როგორ შეაფასებთ?

- არანაირი სურვილი არა მაქვს, სააკაშვილზე ვილაპარაკო და იმაზე მეტი ყურადღება მივაქციო, ვიდრე იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების სათავეში იყო, მისი პირადი პრობლემები, რაც მისი ოჯახის გარეთ არ უნდა გამოსულიყო, მთელი საქართველოს პრობლემად იქცა, მაგრამ ახლა სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლების სათავეში.

ეს თემა უკვე დამთავრებულია და აღარ განიხილება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო და ბატონი ბიძინა, როგორც ბრძენკაცს შეეფერება, ითვალისწინებს რჩევებს და პოლიტიკურ კონიუნქტურას. სააკაშვილთან საუბრებს სასიკეთო შედეგი რომ არ მოჰყვება, ეს კარგად იცის ივანიშვილმა, მაგრამ მას ქვეყნის მართვაზე, მოსახლეობის ბედ-იღბალზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ჩემსავით ემოციურად არ იმოქმედებს. მე ვენდობი ამ ადამიანს. ის სააკაშვილს შეხვდება თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, ვიცი, ჩვენი ხალხის და სამშობლოს ინტერესს დაიცავს. ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება. ძალაუფლებით პატივმოყვარე ადამიანები ტკბებიან. ივანიშვილი კი სააკაშვილისგან განსხვავებით პატივმოყვარე კი არა, თავმოყვარეა. ასეთი კაცისთვის ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ პასუხისმგებლობა და ტვირთია.

ბატონ ბიძინას უნდა, რომ სააკაშვილს სახე შეუნარჩუნოს და ვფიქრობ, ამჯერად შეუძლებელს შეეჭიდა. სააკაშვილს სახე არა აქვს და როგორ შეუნარჩუნებს? თუმცა ზოგჯერ ივანიშვილი შეუძლებელს აღწევს ხოლმე და იქნებ ესეც მოახერხოს. მაგალითად, ჯერ შეუქმნას სახე და მერე შეუნარჩუნოს. როდესაც ხელისუფლებაში იყო, სააკაშვილს სისხლიანი არლეკინი ვუწოდე. ახლა მისმა დიზაინერებმა იზრუნონ მის ჩაცმულობაზე, მიხრა-მოხრასა და მანქანის ფერზე. ჩემს თვალსაწიერსა და ფიქრებში ეს ადამიანი უკვე აღარ არის, რადგან არჩევნებით გავისტუმრე. სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ცდილობენ გვეგონოს, რომ ისევ არიან. როგორც ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები, კარგად ფლობდნენ პიარტექნოლოგიებს. ბოროტებას ისე ფუთავდნენ, რომ ხალხს ბედნიერების განცდა ჰქონოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს წასული ხელისუფლების ნარჩენები მართავენ. თავისუფალ ჟურნალისტებს ავიწროებს ბორდი, რომელსაც აგრესიული უმცირესობა მართავს. ახლა ყველა პატიოსანი ქართველის ადგილი სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი ჟურნალისტების გვერდით არის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"