კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერიკო ტურაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ვერიკო ტურაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამ­ჯე­რად მომ­ღე­რალ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს და­ვუს­ვი ჩემი სა­ხა­ლი­სო შე­კი­თხვე­ბი. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა ძა­ლი­ან იმ­ხი­ა­რუ­ლა და იუ­მორ­ნა­რე­ვი პა­სუ­ხე­ბით ახლა თქვენ გა­გა­ხა­ლი­სებთ.

- ვე­რი­კო, წარ­მო­იდ­გი­ნე, ქუ­ჩა­ში ელო­დე­ბი ტაქ­სის და ამ დროს პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ი­ა­რა თა­ვი­სი მან­ქა­ნით, გთა­ვა­ზობს წაყ­ვა­ნას.

- (იცი­ნის) პრე­ზი­დენტს თა­ვი­სი მან­ქა­ნა ჰყავს?

- კი, ცის­ფე­რია.

- (იღი­მე­ბა) პრე­ზი­დენტს პი­რა­დად ვიც­ნობ. რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდე­ბო­დი მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, აბა, უარს ხომ არ ვე­ტყო­დი?!. მაგ­რამ თან ბევ­რს ვი­ცი­ნებ­დი. გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტი სა­ჭეს­თან ცოტა უც­ნა­უ­რია.

- ანრი ჯო­ხა­ძე გიხ­სნის სიყ­ვა­რულს...

- აუ, არა!.. ანრი სიყ­ვა­რულს ვერ ამიხ­სნის. გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც გვა­კავ­ში­რებს. ჩვე­ნი მე­გობ­რის შვი­ლი გვყავს მო­ნათ­ლუ­ლი. ამი­ტო­მაც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვერ ჩავცვივ­დე­ბით, თუმ­ცა მსმე­ნია უა­რე­სი შემ­თხვე­ვე­ბიც, მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი შვი­ლის ნათ­ლი­ას რომ ცო­ლად მიჰ­ყვე­ბი­ან. ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ამას არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, გოგი დო­ლი­ძის შვი­ლი გი­ჩი­ვის, მა­მა­ჩე­მის სიმ­ღე­რა რა­ტომ შე­ას­რუ­ლეო.

- არა მგო­ნია, რომ ასე­თი რამ მოხ­დეს, რად­გან სიმ­ღე­რა­ზე უფ­ლე­ბე­ბი კომ­პო­ზი­ტორს აქვს და არა შემ­სრუ­ლე­ბელს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­ვი­ცავ­დი ჩემს უფ­ლე­ბებს. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა რომ გა­მოთ­ქვას პრე­ტენ­ზია, სიმ­ღე­რას "წვი­მა მო­გო­ნე­ბებს ას­ვე­ლებს" სხვა რა­ტომ ას­რუ­ლებ­სო, მგო­ნი, არ იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი. ბევ­რი მღე­რის სხვე­ბის სიმ­ღე­რებს.

- მა­რი­ამ საჯა­იას მა­გივ­რად პარ­ლა­მენ­ტში ად­გილს გთ­ავა­ზო­ბენ.

- არ ვიცი, მა­რი­ამ სა­ჯა­ია რო­გორ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს, მაგ­რამ ერთი რამ კი ვიცი, ჯო­ბია, ყვე­ლამ ის საქ­მე აკე­თოს, რაც კარ­გად გა­მოს­დის და რა­შიც ერ­კვე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მე, რა თქმა უნდა, უარს ვი­ტყო­დი ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რად­გან ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ ვარ.

- უც­ნო­ბი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ბრი­ლი­ან­ტის უძ­ვირ­ფა­სეს ბე­ჭედს გიგ­ზავ­ნის. მი­ი­ღებ ამ სა­ჩუ­ქარს?

- შე­იძ­ლე­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბის­გან იმ წუ­თას მი­ვი­ღო, მაგ­რამ მერე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუ­ნებ. თუკი ის ადა­მი­ა­ნი მომ­წონს, ვიც­ნობ და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას აქვს რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ვა, შე­საძ­ლოა, და­ვი­ტო­ვო, მაგ­რამ სხვა შემ­თხვე­ვა­ში მი­ვაბ­რუ­ნებ. სი­მარ­თლე გი­თხრა, ყო­ფი­ლა სა­ჩუქ­რე­ბი, მაგ­რამ ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დე­ბი არა­ვის გა­მო­უგ­ზავ­ნია ჩემ­თვის. არც ისე­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, გა­და­მი­ხე­დავს და ახა­ლი მან­ქა­ნა მდგა­რა ეზო­ში, ჩემ­თვის კი გა­სა­ღე­ბი ამო­უ­ტა­ნი­ათ (იცი­ნის). ისე, ასე­თი სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბა­ზე კი დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. ამას ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ (იცი­ნის). ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქოს და მერე ვი­თომ ვერ ვი­პო­ვე ის ადა­მი­ა­ნი, რომ და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა სა­ჩუ­ქა­რი (იღი­მე­ბა). ზო­გა­დად, ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. არ არის სწო­რი, სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის­თვის გჭირ­დე­ბა. ამას არ ვა­კე­თებ, ამი­ტო­მაც არ მყავს მან­ქა­ნა (იცი­ნის).

- კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 50 ლარს გთხოვს შემ­დეგ ხელ­ფა­სამ­დე.

- ვა­ი­მე, კო­ბას არ ვიც­ნობ, ვი­ფიქ­რებ­დი, "კო­მე­დი შო­უ­დან" მი­რე­კა­ვენ-მეთ­ქი. თუ შემ­ხვდე­ბო­და და მე­ტყო­და, რომ ნამ­დვი­ლად ის არის და 50 ლარი სჭირ­დე­ბა, არ ვა­სეს­ხებ­დი, ვა­ჩუ­ქებ­დი.

- "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გამ­გზავ­რე­ბენ ერთი პი­რო­ბით, თუ ფა­ნო­ღურ სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებ.

- "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მთლად ბო­დე­თი ვი­დე­ქი (იცი­ნის), მაგ­რამ არა მგო­ნია, ისე­თი ფორ­მა­ტი იყოს, სა­დაც ფა­ნო­ღე­ბი სრულ­დე­ბა. თუმ­ცა დიდი შან­სია, რომ მო­ე­წო­ნოთ, თუკი კარ­გად შე­ფუ­თავ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ფა­ნოღს არ შე­ვას­რუ­ლებ­დი.

- გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი დუ­ეტს გთა­ვა­ზობს.

- ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი საქ­მე, რე­პერ­ტუ­ა­რი და ჰყავს თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი, არ მომ­წონს, რო­დე­საც დგა­ნან და ამ ყვე­ლა­ფერს მუქ ფე­რებ­ში წარ­მო­ა­ჩე­ნენ. გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს თა­ვი­სი სტი­ლი და ჟან­რი აქვს, რო­მე­ლიც ჩემ­სას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუკი ხუმ­რო­ბით შე­ვას­რუ­ლებ­დით დუ­ეტს, რა­ტო­მაც არა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად, არა მგო­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო დუ­ე­ტი გა­მოგ­ვი­ვი­დეს.

- შენ, ნინო ძო­წე­ნი­ძე­სა და თამ­თა ჭე­ლი­ძეს "მუ­ლენ რუჟ­ში" გიწ­ვე­ვენ გუ­ლახ­დი­ლი სა­მო­სით გა­მო­სას­ვლე­ლად.

- ხომ ვიმ­ღე­რეთ ერთხელ გუ­ლახ­დი­ლად? ამა­ზე მეტი გუ­ლახ­დი­ლი რა უნდა იყოს, მა­შინ სულ შიშ­ვე­ლი უნდა გა­მოხ­ვი­დე. პე­რან­გი და ქვე­და საც­ვა­ლი მეც­ვა. ეს სა­ა­ხალ­წლო პრო­ექ­ტი იყო და ჩემი აზ­რით, ისე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი ტრანსსექ­სუ­ა­ლის პა­რიკ­ში, რომ პედ­რო ალ­მო­დო­ვა­რის გმირს უფრო ვგავ­დი, ვიდ­რე "მუ­ლენ რუ­ჟის" მო­ცეკ­ვა­ვეს (იცი­ნის). ამ ჩა­ნა­წერს ჩემს მე­გობ­რებს ვუგ­ზავ­ნი ხოლ­მე და ერ­თად ვხა­ლი­სობთ. ეს უფრო კლო­უ­ნა­დას ჰგავ­და, ვიდ­რე ნამ­დვილ "მუ­ლენ რუჟს", თუმ­ცა თუკი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­და­ღე­ბა იქ­ნე­ბო­და და კარ­გი პრო­ექ­ტი, ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი.

- კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კა შენი ფო­ტო­თი იწყე­ბა და ზედ აწე­რია - "იძებ­ნე­ბა".

- (იცი­ნის) ჯერ გა­მე­ცი­ნე­ბო­და, მერე კი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვას და­ვი­წყებ­დი. ძველ ცოდ­ვებს გა­ვიხ­სე­ნებ­დი...

- მაია ასა­თი­ა­ნის მა­გივ­რად გთა­ვა­ზო­ბენ "პრო­ფი­ლის" წაყ­ვა­ნას.

- არა, არ მინ­და. ეს მა­ი­ას გა­და­ცე­მაა და მისი წაყ­ვა­ნა ფან­ტას­ტი­კუ­ად გა­მოს­დის, ამი­ტომ ჯო­ბია, მან გა­აგ­რძე­ლოს "პრო­ფი­ლის" წაყ­ვა­ნა. მე სხვა პრო­ექტს გა­ვა­კე­თებ­დი. სხვა­თა შო­რის, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თო. პო­ლი­ტი­კა ყვე­ლას მოჰ­ბეზ­რდა. თა­ნაც, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა ჩვენს ტე­ლე­სივ­რცე­ში არ არის. ჩვენ მა­ინც ვუშ­ვე­ლოთ ჩვენს თა­ვებს (იცი­ნის)!..

- ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის ჰიმნს შე­ას­რუ­ლებ­დი?

- სა­არ­ჩევ­ნოდ? არა. ისე ვიმ­ღე­რებ­დი შალ­ვას­თან ერ­თად კლუბ­ში. პო­ლი­ტი­კა აღარ მინ­და. სა­ერ­თოდ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­სა და ტურ­ნე­ებ­ზე უარს ვი­ტყვი. აღარ მინ­და და იმი­ტომ. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ისე­თი დრო დად­გე­ბა, ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს გა­ა­კე­თებს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ში მომ­ღერ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. თუკი ისევ შეს­თა­ვა­ზე­ბენ, ის და­ფიქ­რდე­ბა, უღირს თუ არა. ამის გამო და-ძმა, ნა­თე­სა­ვე­ბი და კო­ლე­გე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­კიდ­ნენ. ჯო­ბია, შო­უ­ბიზ­ნე­სი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე იყოს, არც სუ­პერ­სტა­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან სა­ჭი­რო.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის ახა­ლი სიმ­ღე­რა და ვარ­სკვლა­ვუ­რი კლი­პი 14 ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვერიკო ტურაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ვერიკო ტურაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამჯერად მომღერალ ვერიკო ტურაშვილს დავუსვი ჩემი სახალისო შეკითხვები. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემმა რესპონდენტმა ძალიან იმხიარულა და იუმორნარევი პასუხებით ახლა თქვენ გაგახალისებთ.

- ვერიკო, წარმოიდგინე, ქუჩაში ელოდები ტაქსის და ამ დროს პრეზიდენტმა გამოიარა თავისი მანქანით, გთავაზობს წაყვანას.

- (იცინის) პრეზიდენტს თავისი მანქანა ჰყავს?

- კი, ცისფერია.

- (იღიმება) პრეზიდენტს პირადად ვიცნობ. რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი მის შემოთავაზებას, აბა, უარს ხომ არ ვეტყოდი?!. მაგრამ თან ბევრს ვიცინებდი. გამიკვირდებოდა, პრეზიდენტი საჭესთან ცოტა უცნაურია.

- ანრი ჯოხაძე გიხსნის სიყვარულს...

- აუ, არა!.. ანრი სიყვარულს ვერ ამიხსნის. გარდა იმისა, რომ კარგი მეგობრები ვართ, ნათელმირონობაც გვაკავშირებს. ჩვენი მეგობრის შვილი გვყავს მონათლული. ამიტომაც ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩავცვივდებით, თუმცა მსმენია უარესი შემთხვევებიც, მაგალითად, საკუთარი შვილის ნათლიას რომ ცოლად მიჰყვებიან. ეს ჩემთვის მიუღებელია და ამას არასდროს გავაკეთებდი.

- წარმოიდგინე, გოგი დოლიძის შვილი გიჩივის, მამაჩემის სიმღერა რატომ შეასრულეო.

- არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, რადგან სიმღერაზე უფლებები კომპოზიტორს აქვს და არა შემსრულებელს. ასეთ შემთხვევაში დავიცავდი ჩემს უფლებებს. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემმა ნათესავმა რომ გამოთქვას პრეტენზია, სიმღერას "წვიმა მოგონებებს ასველებს" სხვა რატომ ასრულებსო, მგონი, არ იქნება სერიოზული. ბევრი მღერის სხვების სიმღერებს.

- მარიამ საჯა­იას მაგივრად პარლამენტში ადგილს გთ­ავაზობენ.

- არ ვიცი, მარიამ საჯაია როგორ ასრულებს თავის მოვალეობებს, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, ჯობია, ყველამ ის საქმე აკეთოს, რაც კარგად გამოსდის და რაშიც ერკვევა. შესაბამისად, მე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი ამ შეთავაზებაზე, რადგან ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ.

- უცნობი თაყვანისმცემელი ბრილიანტის უძვირფასეს ბეჭედს გიგზავნის. მიიღებ ამ საჩუქარს?

- შეიძლება, დაბნეულობისგან იმ წუთას მივიღო, მაგრამ მერე აუცილებლად დავუბრუნებ. თუკი ის ადამიანი მომწონს, ვიცნობ და ჩვენს ურთიერთობას აქვს რაიმე პერსპექტივა, შესაძლოა, დავიტოვო, მაგრამ სხვა შემთხვევაში მივაბრუნებ. სიმართლე გითხრა, ყოფილა საჩუქრები, მაგრამ ბრილიანტის ბეჭდები არავის გამოუგზავნია ჩემთვის. არც ისეთი შემთხვევა ყოფილა, გადამიხედავს და ახალი მანქანა მდგარა ეზოში, ჩემთვის კი გასაღები ამოუტანიათ (იცინის). ისე, ასეთი საჩუქრის მიღებაზე კი დავფიქრდებოდი. ამას ხუმრობით ვამბობ (იცინის). ხომ შეიძლება, ვინმემ მანქანა მაჩუქოს და მერე ვითომ ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომ დამებრუნებინა საჩუქარი (იღიმება). ზოგადად, ძვირფასი საჩუქრების მიღება უცნობი ადამიანებისგან არ მიმაჩნია სწორად. არ არის სწორი, საჩუქარი მიიღო ადამიანისგან, რომელიც უბრალოდ, ძვირად ღირებული საჩუქრებისთვის გჭირდება. ამას არ ვაკეთებ, ამიტომაც არ მყავს მანქანა (იცინის).

- კობა დავითაშვილი 50 ლარს გთხოვს შემდეგ ხელფასამდე.

- ვაიმე, კობას არ ვიცნობ, ვიფიქრებდი, "კომედი შოუდან" მირეკავენ-მეთქი. თუ შემხვდებოდა და მეტყოდა, რომ ნამდვილად ის არის და 50 ლარი სჭირდება, არ ვასესხებდი, ვაჩუქებდი.

- "ევროვიზიაზე" გამგზავრებენ ერთი პირობით, თუ ფანოღურ სიმღერას შეასრულებ.

- "ევროვიზიაზე" მთლად ბოდეთი ვიდექი (იცინის), მაგრამ არა მგონია, ისეთი ფორმატი იყოს, სადაც ფანოღები სრულდება. თუმცა დიდი შანსია, რომ მოეწონოთ, თუკი კარგად შეფუთავ. ამის მიუხედავად, "ევროვიზიაზე" ფანოღს არ შევასრულებდი.

- გია სურამელაშვილი დუეტს გთავაზობს.

- ყველას აქვს თავისი საქმე, რეპერტუარი და ჰყავს თავისი მსმენელი, არ მომწონს, როდესაც დგანან და ამ ყველაფერს მუქ ფერებში წარმოაჩენენ. გია სურამელაშვილს თავისი სტილი და ჟანრი აქვს, რომელიც ჩემსას არ შეესაბამება. თუკი ხუმრობით შევასრულებდით დუეტს, რატომაც არა, მაგრამ სერიოზულად, არა მგონია, რომ საინტერესო დუეტი გამოგვივიდეს.

- შენ, ნინო ძოწენიძესა და თამთა ჭელიძეს "მულენ რუჟში" გიწვევენ გულახდილი სამოსით გამოსასვლელად.

- ხომ ვიმღერეთ ერთხელ გულახდილად? ამაზე მეტი გულახდილი რა უნდა იყოს, მაშინ სულ შიშველი უნდა გამოხვიდე. პერანგი და ქვედა საცვალი მეცვა. ეს საახალწლო პროექტი იყო და ჩემი აზრით, ისე გამოვიყურებოდი ტრანსსექსუალის პარიკში, რომ პედრო ალმოდოვარის გმირს უფრო ვგავდი, ვიდრე "მულენ რუჟის" მოცეკვავეს (იცინის). ამ ჩანაწერს ჩემს მეგობრებს ვუგზავნი ხოლმე და ერთად ვხალისობთ. ეს უფრო კლოუნადას ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ "მულენ რუჟს", თუმცა თუკი ხარისხიანი გადაღება იქნებოდა და კარგი პროექტი, ალბათ დავფიქრდებოდი.

- კრიმინალური ქრონიკა შენი ფოტოთი იწყება და ზედ აწერია - "იძებნება".

- (იცინის) ჯერ გამეცინებოდა, მერე კი სიტუაციაში გარკვევას დავიწყებდი. ძველ ცოდვებს გავიხსენებდი...

- მაია ასათიანის მაგივრად გთავაზობენ "პროფილის" წაყვანას.

- არა, არ მინდა. ეს მაიას გადაცემაა და მისი წაყვანა ფანტასტიკუად გამოსდის, ამიტომ ჯობია, მან გააგრძელოს "პროფილის" წაყვანა. მე სხვა პროექტს გავაკეთებდი. სხვათა შორის, ტელევიზიიდან მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გადაცემის მომზადებაზე. ვფიქრობ, მუსიკალური გადაცემა გავაკეთო. პოლიტიკა ყველას მოჰბეზრდა. თანაც, მუსიკალური გადაცემა ჩვენს ტელესივრცეში არ არის. ჩვენ მაინც ვუშველოთ ჩვენს თავებს (იცინის)!..

- ლეიბორისტების ჰიმნს შეასრულებდი?

- საარჩევნოდ? არა. ისე ვიმღერებდი შალვასთან ერთად კლუბში. პოლიტიკა აღარ მინდა. საერთოდ, წინასაარჩევნო კონცერტებსა და ტურნეებზე უარს ვიტყვი. აღარ მინდა და იმიტომ. იმედი მაქვს, მომავალი არჩევნებისთვის ისეთი დრო დადგება, ყველა თავის საქმეს გააკეთებს. წინასაარჩევნო კონცერტებში მომღერლები ძირითადად ფინანსური დაინტერესების გამო მონაწილეობდნენ. თუკი ისევ შესთავაზებენ, ის დაფიქრდება, უღირს თუ არა. ამის გამო და-ძმა, ნათესავები და კოლეგები ერთმანეთს გადაეკიდნენ. ჯობია, შოუბიზნესი პოლიტიკის გარეშე იყოს, არც სუპერსტარი პოლიტიკოსები არიან საჭირო.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ვერიკო ტურაშვილის ახალი სიმღერა და ვარსკვლავური კლიპი 14 ქართველი მსახიობით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება