სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ითხოვს
 "ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ითხოვს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის­გან კონ­კრე­ტულ კი­თხვა­ზე - აქვს თუ არა მას უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა - პა­სუხს ითხოვს.

რო­გორც გოგა ხა­ჩი­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მისი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სი და­მა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ წუ­ლუ­კი­ანს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს.

"იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ამავდრო­უ­ლად აქვს პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 31-ე მუხ­ლი კი პირ­და­პირ ითხოვს, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენ არა­ფერს ვამ­ტკი­ცებთ, ჩვენ გვაქვს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა - აქვს თუ არა თეა წუ­ლუ­კი­ანს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ამ კი­თხვა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი რამ", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ჩი­ძემ.

ამას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ამ გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის შე­სა­ხებ იცო­და". მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ჩა­მო­შო­რე­ბო­და პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბა, ერ­თგვა­რი პრე­ვენ­ცი­აა, რათა მას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და.

"თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი არის დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ არა სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი. სხვა მი­ნის­ტრებ­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გვაქვს, ხოლო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მი­მართ ეს არის კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა", - აღ­ნიშ­ნა ხა­ჩი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ სა­კი­თხის სა­ბო­ლო­ოდ გა­სარ­კვე­ვად სა­ჭი­როა მისი პი­რა­დი საქ­მის გა­მო­თხო­ვა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ითხოვს

 "ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანისგან კონკრეტულ კითხვაზე - აქვს თუ არა მას უმაღლესი იურიდიული განათლება - პასუხს ითხოვს.

როგორც გოგა ხაჩიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი განათლების შესახებ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია, არ არის საკმარისი იმისი დამადასტურებლად, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს.

"იუსტიციის მინისტრს ამავდროულად აქვს პროკურორის უფლებები. პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლი კი პირდაპირ ითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული კითხვა - აქვს თუ არა თეა წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება. ამ კითხვაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ "თეა წულუკიანმა ამ გარკვეული უხერხულობის შესახებ იცოდა". მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ თეა წულუკიანის ინიციატივა, რომ იუსტიციის მინისტრს ჩამოშორებოდა პროკურორის უფლება, ერთგვარი პრევენციაა, რათა მას თანამდებობაზე ყოფნისას აღნიშნული მუხლის მიმართ ვალდებულება არ ჰქონოდა.

"თეა წულუკიანი არის დიპლომირებული, უმაღლესი დონის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მაგრამ არა სამართლის სპეციალისტი. სხვა მინისტრებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ხოლო იუსტიციის მინისტრის მიმართ ეს არის კანონის მოთხოვნა", - აღნიშნა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხის საბოლოოდ გასარკვევად საჭიროა მისი პირადი საქმის გამოთხოვა იუსტიციის სამინისტროდან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა