კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირვალიძე პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს
 დავით კირვალიძე პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, და­ვით კირ­ვა­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნოს ასი ათას­ზე მეტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უკვე ორი დღეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა 6-კა­ცი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ნორ­მა­ლურ და გეგ­მურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას უწე­ვენ ღვი­ნის ქარ­ხნებ­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის სა­წარ­მო­ებს.

"ანა­ლო­გი­ურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას ეწე­ვა ქარ­თუ­ლი მხა­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და ამა­ში გა­საკ­ვი­რი და გა­სა­ო­ცა­რი არა­ფე­რია. 80-ზე მეტ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას და რა­მო­დე­ნი­მე წყლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, დაბ­რუნ­დეს რუ­სულ ბა­ზარ­ზე და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­დის ხელ­შემ­წყო­ბის როლ­ში მათ­თვის, რომ მო­ახ­დი­ნონ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის ინ­სპექ­ტი­რე­ბა და შემ­დეგ გა­ა­ფარ­თო­ონ თა­ვი­ან­თი სა­წარ­მოო არე­ა­ლი, რათა კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი ბა­ზა­რი და­იბ­რუ­ნონ, რა­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა მოჰ­ყვეს ხი­ლი­სა და სხვა პრო­დუქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა ამა­ვე ბა­ზარ­ზე", - აღ­ნიშ­ნა კირ­ვა­ლი­ძემ.

მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ პრო­ცეს­ში ხდე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის. "ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა რი­ტო­რი­კის გამო ჩვენ­თვის თა­ვის დრო­ზე ეს ბა­ზა­რი და­ი­ხუ­რა, დღეს იგი­ვე სტი­ლით გა­ნაგ­რძო­ბენ სა­უ­ბარს. მა­შინ, რო­დე­საც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე რჩე­ბო­და, ხოლო დღეს რე­ა­ლუ­რად ეს დარ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სიის სა­თა­ვე­შია, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის ხელ­შემ­წყო­ბი. კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ ყვე­ლას, ხე­ლოვ­ნუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვლი­ლი იყოს, რო­გორც მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა ან უფრო მე­ტიც, სა­ბო­ტა­ჟის მო­წყო­ბა ამ პრო­ცე­სის­თვის",-გა­ნა­ცხა­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, "როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის" დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პა­რას­კევს ტო­ვებს და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი უწყე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის ჩა­მოს­ვლის გამო "უკა­ნა თა­თებ­ზე დამ­დგა­რი" დახ­ვედ­რის გამო აკ­რი­ტი­კებს.

"ონიშ­ჩენ­კომ არ დაგ­ვდო პა­ტი­ვი და არ ჩა­მო­ვი­და, რად­გან ქარ­თვე­ლებს მუქ­თა­ხო­რე­ბად და უსაქ­მუ­რე­ბად მი­იჩ­ნევს, რო­გორც თვი­თონ თქვა, მაგ­რამ ჩა­მო­ვი­და მისი დე­ლე­გა­ცია და უკა­ნა თა­თებ­ზე დამ­დგა­რი შეხ­ვდნენ ჩვე­ნი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ღვი­ნის ქარ­ხნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით უს­ხამ­დნენ ღვი­ნოს და თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნე­ბენ რუს ჩი­ნოვ­ნი­კებს. გა­მახ­სენ­და გო­გო­ლის "რე­ვი­ზო­რი". არა­და, რა უნდა რუს ჩი­ნოვ­ნიკს, ჯი­ბე­ში ჩა­უ­დო ორი "კა­პი­კი" და წავა ბედ­ნი­ე­რი. თქვენ გგო­ნი­ათ მარ­თლა ქი­მი­კა­ტე­ბის გა­სა­ზო­მად არი­ან ესე­ნი ჩა­მო­სუ­ლე­ბი?!, მარ­თლა გგო­ნი­ათ, რომ ქარ­თულ ღვი­ნო­ში რა­მეა?!", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გუ­შინ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა აწუ­ხებს - "რა­ტომ ვერ გა­დავ­ლა­ხეთ რუ­სე­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბის სურ­ვი­ლი?!". "თუ, რუ­სეთ­ში, სი­ტყვა­ზე, ბა­ვა­რი­უ­ლი ძეხ­ვი შე­დის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, ჩვენ რა, ისევ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ვართ, როცა რუ­სე­თი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და და­ო­თხი­ლე­ბი დავ­რბო­დით, რათა მუ­ცე­ლი გვე­ფხა­ნა მათ­თვის?! რით ვერ გა­მო­ვე­დით იმ ეპო­ქი­დან, რით ვერ გა­დავ­ლა­ხეთ ეს კომ­პლექ­სი, რა­ღაც მო­ნუ­რი სურ­ვი­ლი, რომ მათ ვა­სი­ა­მოვ­ნოთ. ეს არ არის აბ­სტრაქ­ტუ­ლი კი­თხვა, ესაა კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა, მით უმე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა არა­ფერს კონ­კრე­ტულს არ გვპირ­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დავით კირვალიძე პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

 დავით კირვალიძე პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის შეფასებით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა, - ამის შესახებ დავით კირვალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ორი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება 6-კაციანი სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ნორმალურ და გეგმურ ინსპექტირებას უწევენ ღვინის ქარხნებსა და მინერალური წყლის საწარმოებს.

"ანალოგიურ ინსპექტირებას ეწევა ქართული მხარე სხვა ქვეყნებში საჭიროების შემთხვევაში და ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია. 80-ზე მეტ ღვინის კომპანიას და რამოდენიმე წყლის მწარმოებელ კომპანიას აქვს დაფიქსირებული სურვილი, დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე და ჩვენი ხელისუფლება გამოდის ხელშემწყობის როლში მათთვის, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ინსპექტირება და შემდეგ გააფართოონ თავიანთი საწარმოო არეალი, რათა კიდევ ერთი დამატებითი მიმზიდველი ბაზარი დაიბრუნონ, რასაც უახლოეს მომავალში უნდა მოჰყვეს ხილისა და სხვა პროდუქციის დაბრუნება ამავე ბაზარზე", - აღნიშნა კირვალიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ხდება შეურაცხყოფის მიყენება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისთვის. "ის ადამიანები, რომელთა რიტორიკის გამო ჩვენთვის თავის დროზე ეს ბაზარი დაიხურა, დღეს იგივე სტილით განაგრძობენ საუბარს. მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, ხოლო დღეს რეალურად ეს დარგი ხელისუფლების პრიორიტეტების სიის სათავეშია, ასეთი განცხადებები არ არის ხელშემწყობი. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ხელოვნული ბარიერების შექმნისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს შეიძლება ჩათვლილი იყოს, როგორც მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა ან უფრო მეტიც, საბოტაჟის მოწყობა ამ პროცესისთვის",-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე თქმით, "როსპოტრებნადზორის" დელეგაცია საქართველოს პარასკევს ტოვებს და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო "უკანა თათებზე დამდგარი" დახვედრის გამო აკრიტიკებს.

"ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ძალიან კონკრეტული კითხვა აწუხებს - "რატომ ვერ გადავლახეთ რუსების სიამოვნების სურვილი?!". "თუ, რუსეთში, სიტყვაზე, ბავარიული ძეხვი შედის შემოწმების გარეშე, ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, როცა რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და დაოთხილები დავრბოდით, რათა მუცელი გვეფხანა მათთვის?! რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური სურვილი, რომ მათ ვასიამოვნოთ. ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა, ესაა კონკრეტული კითხვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არაფერს კონკრეტულს არ გვპირდებიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ