კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბაში" ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები მუშაობენ
"საბაში" ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები მუშაობენ

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "სა­ბა­ში" ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად ექ­სპერ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი "სა­ბას" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან იუ­წყე­ბა, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ მე­ხან­ძრე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლის შე­მორ­ჩე­ნილ კე­რებს აქ­რო­ბენ.

ამას­თან, "სა­ბას­თან" იმ­ყო­ფე­ბი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ასე­ვე იმ ფარ­თე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხან­ძა­რი არ გავ­რცელ­და.

ამას­თან, "სა­ბას" მფლო­ბელ პა­ა­ტა კა­ჭა­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ­დე­ლი ხან­ძრის შემ­დეგ ზა­რა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, კა­ჭა­რა­ვა ვა­რა­უ­დობს, რომ ეს მოკ­ლე ჩარ­თვას არ გა­მო­უწ­ვე­ვია, რო­გორც გუ­შინ ით­ქვა.

მისი თქმით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი იმ მო­ვაჭ­რე­ებს, რომ­ლებ­მაც სა­ვაჭ­რო ფარ­თე­ბი და­კარ­გეს, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ თა­ვი­სუ­ფალ ფარ­თებს სთა­ვა­ზობს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ­დე­ლი ხან­ძრის შე­დე­გად დამ­წვა­რია 6 000 კვად­რა­ტულ მეტრზე მეტი ფარ­თო­ბი.

დი­დუ­ბე­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "სა­ბა­ში" ხან­ძა­რი გუ­შინ გაჩ­ნდა. ად­გილ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 20-მდე ავ­ტო­ცის­ტერ­ნა, 3 სპეც­მან­ქა­ნა და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობ­დნენ.

ხან­ძრის შე­დე­გად შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა და ნა­წი­ლობ­რივ ჩა­მო­იშ­ლა. იმ ნა­წი­ლი­დან კი, რო­მელ­ზეც ცე­ცხლი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, მო­ვაჭ­რე­ებ­მა ავე­ჯის გა­მო­ტა­ნა მო­ას­წრეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"საბაში" ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები მუშაობენ

"საბაში" ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები მუშაობენ

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი "საბას" მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეებიც, რომლებიც ცეცხლის შემორჩენილ კერებს აქრობენ.

ამასთან, "საბასთან" იმყოფებიან დაზარალებულები და ასევე იმ ფართების მფლობელები, რომლებზეც ხანძარი არ გავრცელდა.

ამასთან, "საბას" მფლობელ პაატა კაჭარავას განცხადებით, გუშინდელი ხანძრის შემდეგ ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, კაჭარავა ვარაუდობს, რომ ეს მოკლე ჩართვას არ გამოუწვევია, როგორც გუშინ ითქვა.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტრი იმ მოვაჭრეებს, რომლებმაც სავაჭრო ფართები დაკარგეს, ალტერნატიულ თავისუფალ ფართებს სთავაზობს. მისი ინფორმაციით, გუშინდელი ხანძრის შედეგად დამწვარია 6 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი.

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე ავტოცისტერნა, 3 სპეცმანქანა და სამაშველო ჯგუფები გვიანობამდე მუშაობდნენ.

ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად დაიწვა და ნაწილობრივ ჩამოიშლა. იმ ნაწილიდან კი, რომელზეც ცეცხლი არ გავრცელებულა, მოვაჭრეებმა ავეჯის გამოტანა მოასწრეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია