კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან
დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან

თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, წუ­ხელ მომ­ხდა­რი შე­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი დევი სი­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

დევი სი­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში, ყიფ­ში­ძის ქ.N5ა-ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან გა­და­ას­ვე­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა უთხრეს, ეს იყო მარ­თლაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და ოჯახს და­კა­ვე­ბულ­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ კი, მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ნუ­ცუ­ბი­ძის 26-ში, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში თა­ვა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამას­თან, რო­გორც სი­რა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ არ იცი­ან, თუ ვინ იყო ჩა­მო­სუ­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან. ისი­ნი უბ­რა­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ მე­გობ­რე­ბი სა­კუ­თარ მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი.

მა­თი­ვე თქმით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ დაჭ­რი­ლი ჩა­მოჰ­ყავ­დათ კორ­პუ­სი­დან, თუმ­ცა მან ლიფ­ტში და­კარ­გა გო­ნე­ბა, სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­შინ­ვე წა­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, აქვს გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა გულ-მკერ­დის არე­ში. ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს პა­სუ­ხი მათ­თვის ერთ თვე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

გარ­და ამი­სა, მათი თქმით, იმ ადა­მი­ან­მა, ვი­საც ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და, წუ­ხელ­ვე მის­ცა პო­ლი­ცი­ე­ლებს ჩვე­ნე­ბა და უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში წუ­ხელ ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი, დევი სი­რა­ძე და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნე­თი­დან ჩა­მო­სულ მათ კი­დევ ერთ მე­გო­ბარს ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და და სი­რა­ძე სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან

დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, წუხელ მომხდარი შეთხვევის შედეგად გარდაცვლილი დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან.

დევი სირაძე საკუთარ სახლში, ყიფშიძის ქ.N5ა-ში დაახლოებით ერთი საათის წინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ეს იყო მართლაც უბედური შემთხვევა და ოჯახს დაკავებულთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

გარდაცვლილის მეუღლემ კი, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად ნუცუბიძის 26-ში, ლადო ვარძელაშვილის სახლში თავადაც იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც სირაძის ახლობლები აცხადებენ, მათ არ იციან, თუ ვინ იყო ჩამოსული საბერძნეთიდან. ისინი უბრალოდ იმას ამბობენ, რომ მეგობრები საკუთარ მეუღლეებთან ერთად იყვნენ შეკრებილი.

მათივე თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ დაჭრილი ჩამოჰყავდათ კორპუსიდან, თუმცა მან ლიფტში დაკარგა გონება, სასწრაფოს მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა საავადმყოფოში მაშინვე წაიყვანეს. როგორც ისინი ამბობენ, აქვს გამჭოლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ექსპერტიზის ბიუროს პასუხი მათთვის ერთ თვეში გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, მათი თქმით, იმ ადამიანმა, ვისაც იარაღი გაუვარდა, წუხელვე მისცა პოლიციელებს ჩვენება და უკვე დაკავებულია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში წუხელ ამავე სამინისტროს თანამშრომელი, დევი სირაძე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთიდან ჩამოსულ მათ კიდევ ერთ მეგობარს იარაღი გაუვარდა და სირაძე სასიკვდილოდ დაიჭრა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლადო ვარძელაშვილი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ