კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა კალმახელიძე - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ჩემი სუსტი წერტილია
ხათუნა კალმახელიძე - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ჩემი სუსტი წერტილია

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ნება მი­ბო­ძეთ, გულ­წრფე­ლად გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი გან­ცდე­ბი, რაც ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რი­სა და მწუ­ხა­რე­ბის შე­დე­გად გა­დავ­წყვი­ტე. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბილ კად­რებს, ეს იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე თავ­ზარ­დამ­ცე­მი და შემ­ზა­რა­ვი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ოდეს­მე მი­ნა­ხავს და გან­მიც­დია. ეს არის პი­რა­დად ჩემი უდი­დე­სი ტრა­გე­დია.

მე მსგავ­სი რამ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, არა­სო­დეს და­მიშ­ვია, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სიზ­მარ­შიც კი არ დამ­სიზ­მრე­ბია - მე­ტიც, ბევ­რი მი­ზე­ზი მქონ­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში წა­მე­ბას ად­გი­ლი არ ჰქონ­და. იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სტრას­ბურ­გშიც ჩა­ვე­დი და წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის პერ­სპექ­ტი­ვა­საც მი­ვე­სალ­მე. ჩემ­თვის ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი ცი­ხე­ე­ბის პი­რო­ბებ­ში სას­ჯე­ლის მოხ­და წა­მე­ბის ტოლ­ფა­სი იყო, ამი­ტომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი, მაგ­რამ კად­რე­ბი, რაც ყვე­ლამ ვნა­ხეთ ჩემ­თვის იყო შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი.

მე უზო­მოდ ვწუხ­ვარ და ეს გრძნო­ბა არა­სო­დეს შე­მიმ­სუ­ბუქ­დე­ბა. ჩემ­თვის ეს კად­რე­ბი ვინ­მეს რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თა­ვის დრო­ზე, გარ­წმუ­ნებთ, რომ გან­გაშს ავ­ტეხ­დი უმალ­ვე, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით და ვინ იცის რამ­დენ ადა­მი­ანს ავა­რი­დებ­დით მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნას მთე­ლი იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მზად­დე­ბო­და და ინა­ხე­ბო­და ეს კად­რე­ბი.

ეს არის ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ნა­ნუ­ლის და გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გად­მოგ­ცეთ, რა ემო­ცია იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. იმ დღეს, რო­დე­საც კად­რე­ბი გა­დი­ო­და ეთერ­ში, ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ატრო­ფი­რე­ბუ­ლი, ნა­წყე­ნი, გულ­და­წყვე­ტი­ლი. იმა­ვე დღეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ ვნა­ხე, მაგ­რამ ჩემ­თვის ნა­თე­ლი იყო, რომ მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნის არა­ვი­თა­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მქონ­და. იმ ღა­მეს­ვე ვთხო­ვე პრე­ზი­დენტს გა­დად­გო­მის უფ­ლე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მომ­დევ­ნო დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი. ის იყო შეძრწუ­ნე­ბუ­ლი და გა­ნიც­დი­და ამ ყვე­ლა­ფერს.

იმ ღა­მეს გვი­ან, გო­ნივ­რუ­ლად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლი. მაგ­რამ ფირ­ზე ასა­ხუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის გან­საც­დე­ლი იყო უმ­ძი­მე­სი, ისე­თი, რო­მელ­საც ჩემი გან­საც­დე­ლი ვერ შე­ედ­რე­ბა და მე ვთვლი, რომ არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია სა­ერ­თოდ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რის, ამი­ტომ გთხოვთ, სწო­რედ გა­მი­გოთ, რად­გან არა­ვი­თარ კონ­კრე­ტულ რე­აქ­ცი­ას არ ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ მინ­და გულ­წრფე­ლად გა­გი­ზი­ა­როთ რამ­დე­ნი­მე რამ, რაც ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში და­უ­ღა­ლა­ვად ვმუ­შა­ობ­დით იმის­თვის, რომ გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი გა­კეთ­და, წინ კი­დევ უამ­რა­ვი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ჩემი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში. მე ამ ტრა­გი­კულ­მა ფაქ­ტმა შემძრა და ყვე­ლა ჩემს მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მეს, ყვე­ლა სი­ახ­ლეს, რა­საც სუ­ლით და გუ­ლით ვა­კე­თებ­დი, ყვე­ლა წვრილ­მან თუ მნიშ­ვნე­ლო­ვან წინსვლას დიდი ხაზი გა­და­უს­ვა. ყვე­ლა­ფე­რი გახ­და სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვნე­ლო.

ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი პი­რა­დად ჩემს შე­სა­ხებ სა­უ­ბარს, გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო მე­ტად მი­მაჩ­ნდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს არ მო­ე­წო­ნე­ბო­და ჩემი სა­მი­ნის­ტროს მძი­მე პრო­ფი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ჩემს შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ვა­კუ­უმ­მა, ესეთ ურ­თუ­ლეს სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­სურ­ვე­ლი ნი­ა­და­გი შექ­მნა ჩემს ირ­გვლივ ცი­ლის­წა­მე­ბის, უამ­რა­ვი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სოცქსე­ლე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­ნიღ­ბუ­ლი სა­ხე­ლით სრუ­ლი­ად მარ­ტი­ვი გახ­და.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჭო­რე­ბის და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ამ ისეთ ზღვარს მი­აღ­წია ჩემ­თვის, რომ ვე­ღა­რა­ფერს ვი­ჯე­რებ­დი. მე მჯე­რო­და, რომ ჩემი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბით გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი ამ ყვე­ლა­ფერს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლო ცი­ლის­წა­მე­ბა პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი სი­მარ­თლეს სიც­რუ­ი­სა­გან ვე­ღარ არ­ჩევს.

კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბი­სას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ისე­თი­ვე ტყუ­ი­ლი იყო, რო­გორც ჩემ­ზე რომ ამ­ბობ­დნენ საფ­ლა­ვებს ათხრე­ვი­ნებს პა­ტიმ­რებ­სო, ხან ფეხ­საც­მლის ქუს­ლე­ბით ცემს და ასე შემ­დეგ. ამ­დენ­მა ტყუ­ილ­მა და ჭორ­მა ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია და სამ­წუ­ხა­როდ, გამ­ხა­და ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­სულ სა­ჩივ­რებს, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ­დე მო­დი­ო­და შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ეგ­ზავ­ნე­ბო­და რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა სა­ჩი­ვა­რი სა­ჭი­რო­ებს მოკ­ვლე­ვას და გა­მო­ძი­ე­ბას კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ. ეხლა, რო­დე­საც აღარ ვარ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე მსურს მო­გიყ­ვეთ, რომ მე 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩემ­მა ოჯახ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად გა­მიშ­ვა.

ევ­რო­პა­ში მი­ვი­ღე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა, ხოლო ამე­რი­კა­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ეკო­ნი­მი­კის გან­ხრით და მა­გის­ტრის წო­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ხრით. შე­ვე­ცა­დე შე­მერ­ჩია პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც ძლი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ად­გე­ბო­და. 15 წე­ლი­წად­ზე მეტი მო­მი­წია სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა და უამ­რა­ვი სირ­თუ­ლეს გა­და­ლახ­ვა მო­მი­წია. მე გა­ვი­ზარ­დე და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში.

ამე­რი­კა­ში, შერ­ჩე­ვი­თი კურ­სე­ბის ფარ­გლებ­ში არა ერთი კურ­სი ამირ­ჩე­ვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში. მე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი და მა­გის­ტრა­ტუ­რის შემ­დგომ ვი­ყა­ვი ოპ­ტი­მიზ­მი­თა და წინსვლის დიდი სურ­ვი­ლით გამ­სჭვა­ლუ­ლი.

მჯე­რო­და, რომ ჩემი გა­ნათ­ლე­ბით შე­უძ­ლე­ბელს შევ­ძლებ­დი. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ნა­ზე და ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მო­მი­წო­დებდ­ბენ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა­კენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი სო­ცო­ცხლით სავ­სე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის იმე­დით და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და სახ­ლში, მშობ­ლებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­გა­რე­ო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ჩემი იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი, ვფიქ­რობ, იყო ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და მი­ხა­რო­და, რომ ჩემი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში.

ამ­დე­ნი ხნის გან­შო­რე­ბამ ისე ქნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მყავ­და სა­მე­გობ­რო წრე, ნაც­ნო­ბე­ბი, არ ვიც­ნობ­დი შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს, ასე ვთქვათ. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა არის ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე მას­ში შე­მა­ვალ სფე­რო­ებ­ში ჩა­ხე­დუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ ზო­გა­დად ვი­ცო­დი, რომ რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც არ ვი­ყა­ვი ჩა­ხე­დუ­ლი, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მხო­ლოდ ვფიქ­რობ­დი, რომ რად­გან რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს - ესე იგი ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად გა­ვერ­კვე­ვი ყვე­ლა­ფერ­ში და შე­ვუდ­გე­ბი საქ­მეს, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად. რა თქმა უნდა კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მაგ­რამ იმ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, რაც გა­მაჩ­ნდა. ჩემი პი­რა­დი გად­მო­სა­ხე­დი­დან, უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა და თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იყო.

მე რა თქმა უნდა გარ­კვე­უ­ლი დრო დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ჩემი უმ­თავ­რე­სი მო­ტი­ვა­ცია იყო ის, რომ შევ­ძლებ­დი ბევ­რი კარ­გი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. 2010 წლის და­სა­წყის­ში ჯერ არ იყო ამოქ­მე­დე­ბუ­ლი 3 ახა­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი იყო ძა­ლი­ან მძი­მე. ზო­გა­დად, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობ­და უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

სა­ჭი­რო იყო გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რაც სხვა რე­ფორ­მებს გახ­დი­და შე­საძ­ლე­ბელს და ასე შემ­დეგ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო: 1. თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბა; 2. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; 3. ხა­რის­ხი­ან ჯან­დაც­ვა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; 4. მსჯავ­რდე­ბულ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია; 5. არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

მე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­წყებ თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე სა­უ­ბარს, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ ეს იყო სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ მსჯავ­რდე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა არის ყვე­ლა­ზე ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი. თა­ნამ­შრომ­ლის მიერ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა არ მოხ­სნის პრობ­ლე­მას, თუ თა­ნამ­შრო­მელს არ ვას­წავ­ლეთ ის, რა­საც მის­გან მო­ვი­თხოვთ. ძვე­ლი პი­რო­ბე­ბი და გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა არა­ნა­ი­რად არ უწყობ­და ხელს თა­ნამ­შრო­მელს და არ უქ­მნი­და მას მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მის გა­რე­მოს.

ახა­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უამ­რავ პრობ­ლე­მას წყვეტს, მათ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის თვალ­საზ­რი­სით. ახალ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თა­ნამ­შრო­მელს გა­აჩ­ნია პი­რო­ბე­ბი, რომ იყოს ნაკ­ლე­ბად და­ძა­ბუ­ლი და იმოქ­მე­დოს კა­ნო­ნის პარ­გლებ­ში.

მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა, რათა უფრო მომ­თხოვ­ნი ყო­ფი­ლი­ყო თა­ნამ­შრო­მელ­თა შერ­ჩე­ვის წესი და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო შე­დე­გის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო მათი ტრე­ი­ნინ­გი.

ამ­დე­ნი ვა­კან­სია ქმნი­და სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მელ­შიც თა­ნამ­შრომ­ლებს სტან­დარ­ტუ­ლის მა­გივ­რად კვი­რა­ში მრა­ვალ­ჯერ უწევ­დათ მო­რი­გე­ო­ბა, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად იმას ნიშ­ნავ­და, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი პრაქ­ტი­კაა და ვფიქ­რობ, სე­რი­ო­ზუ­ლად მოქ­მე­დებს თა­ნამ­შრომ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ხელ­ფა­სე­ბი იყო ძა­ლი­ან და­ბა­ლი. მე შევ­ძე­ლი, რომ მი­ნი­მა­ლუ­რად მა­ინც გა­მე­ზარ­და ხელ­ფა­სი, მაგ­რამ ეს იყო მი­ზე­რი.

რა თქმა უნდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ნელ-ნელა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და გვეთ­ქვა, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და. 2010 წელს ამ კუ­თხით ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, ვი­ნა­ი­დან მაგ დროს ჯერ მხო­ლოდ ახა­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იხ­სნე­ბო­და ნელ-ნელა და არც ბი­უ­ჯე­ტი იძ­ლე­ო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. 2011-ში იყო წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მე გა­მი­მარ­თლა, რომ სას­წავ­ლო ცენ­ტრში ძა­ლი­ან სან­დო და მონ­დო­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­დნენ.

ეს ცვლი­ლე­ბე­ბი იყო ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რთუ­ლი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის ჯერ მხო­ლოდ და­სა­წყო­სი. 2011-ში მო­ხერ­ხდა მცი­რე­დი ზრდა ბი­უ­ჯეტ­ში. ჩვენ დავ­ნერ­გეთ ტრე­ი­ნინ­გის სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი მე­თო­დი. ადრე, ტრე­ნინ­გი იყო ძა­ლი­ან სა­ბა­ზი­სო და სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სი, ვი­ნა­ი­დან ბევ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ სა­ერ­თოდ არ ის­წავ­ლე­ბო­და.

მე მო­ვი­ნა­ხუ­ლე რა­მო­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რჩე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გავ­ხა­დეთ სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნის წესი და სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი მომ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი. თუ ადრე თა­ნამ­შრო­მელს მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით ტრე­ნინგზე მო­რი­გე­ო­ბი­დან აგ­ზავ­ნიდ­ნენ და იმ თა­ნამ­შრო­მელს მთე­ლი ტრე­ნინ­გის მან­ძილ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად ეძი­ნა - ამი­ე­რი­დან ტრე­ნინ­გი იყო რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ან რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბა­ზა­ზე რჩე­ბოდ­ნენ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. მთა­ვა­რი იყო, რომ ისი­ნი ამი­ე­რი­დან კონ­ცენ­ტრა­ცი­ას შეძ­ლებ­დნენ მხო­ლოდ ტრე­ნინგზე. ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­ღე­ბულ იქნა ისე­თი თე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ძა­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, აგ­რე­სი­ის მარ­თვა, ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. მსგავ­სი თე­მე­ბი მათ­თვის იყო სი­ახ­ლე. მეტ­მა და­ფი­ნან­სე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა გაგ­ვე­ზარ­და საშ­ტა­ტო რა­ო­დე­ნო­ბა და და­ვი­მა­ტეთ ფსი­ქო­ლო­გი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­ზე და­დებ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტს, რომ გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო არის თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტუ­რი, აგ­რე­სი­უ­ლი, ლი­დე­რი, პა­სი­უ­რი. მოკ­ლედ, არის თუ არა ის ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­სა­ფე­რი­სი. ჩვენ შევ­ქმე­ნით სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნის ახა­ლი წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვით პო­ტენ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი, დე­პარ­ტა­მენ­ტთან გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლის შემ­დგომ მო­დის რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ან ინ­ტენ­სი­ურ კურ­სზე, სა­დაც ყვე­ლა სა­ჭი­რო თე­მას სწავ­ლობს სიღ­რმი­სე­უ­ლად. შემ­დეგ იგი გა­დის პრაქ­ტი­კას და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რათა დარ­წმუნ­დეს, რომ ეს სწო­რედ ის გა­რე­მოა, სა­დაც მის­თვის მუ­შა­ო­ბა მი­სა­ღე­ბია. შემ­დეგ უკვე ბრუნ­დე­ბა სას­წავ­ლო ცენ­ტრში და აბა­რებს ძა­ლი­ან მომ­თხოვნ გა­მოც­დას ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რაც მან შე­ის­წავ­ლა. ქუ­ლა­თა შე­ფა­სე­ბა და­წეს­და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი, მაგ­რამ ეს იყო ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი.

მე იმე­დი მქონ­და, რომ იმ და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბით, რა­საც მო­მა­ვალ წელს ვა­პი­რებ­დით სას­წავ­ლო ცენ­ტრში, ჩვენ ეტა­პობ­რი­ვად გავ­ფილტრავ­დით თა­ნამ­შრომ­ლებს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში. ჩა­ვა­ნაც­ვლებ­დით ახა­ლი-უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, მცოდ­ნე კად­რე­ბით რომ­ლებ­საც ძვე­ლი მუ­შა­ო­ბის სტან­დარ­ტის მეხ­სი­ე­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­დათ და მათ­თვის მი­სა­ღე­ბი მხო­ლოდ ნას­წავ­ლი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდას აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებ­და და მე მქონ­და პი­რო­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავზრდი­დით თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სებს. რა თქმა უნდა შემ­დგომ სა­ჭი­როა იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს. თუ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ფერ ნას­წავლს ივი­წყებს და სხვა ყა­ი­და­ზე გა­და­დის-მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი წყალ­შია გა­დაყ­რი­ლი.

მა­ღა­ლი დო­ნის ტრე­ნინ­გე­ბი, მომ­თხოვ­ნი გა­მოც­და, კარ­გი ხელ­ფა­სი, ფორ­მა, და­ზღვე­ვა და კარ­გი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი იყო ის, რაც მოგ­ვცემ­და მუ­შა­ო­ბის მა­ღალ სტან­დარტს და თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იმუ­შა­ვებ­და. სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი, მაგ­რამ ჩემი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ­დი შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რის მეშ­ვე­ო­ბით დე­პარ­ტა­მენ­ტის მხრი­დან.

ზო­გი­ერ­თი რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა ჩემ­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რათა შე­მექ­მნა პა­ტიმ­რის წა­ხა­ლი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. კო­დექსში მხო­ლოდ სა­მარ­ტოო სა­კა­ნი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მსგავს პრაქ­ტი­კას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სის­ტე­მებ­ში გა­ვე­ცა­ნი, სა­დაც უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ბერ­კე­ტი მოქ­მე­დებს. ამ მხრივ გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნის და ვი­დეო პა­ემ­ნის შექ­მნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ეძ­ლე­ო­და სა­შუ­ა­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ცი­ვი­ლუ­რი, ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბით ერე­გუ­ლი­რე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია. მე ვცდი­ლობ­დი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ცი­ვი­ლი­ზა­ცია შე­მე­ტა­ნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მე­სა­უბ­რა ცვლი­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ვეს­წრე­ბო­დი ტრე­ი­ნინ­გებს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რომ მეთ­ქვა, რომ მუ­შა­ო­ბის დროს მხო­ლოდ ნას­წავ­ლით უნდა ეხელ­მძღვა­ნე­ლათ და ამით ხაზი გა­მეს­ვა პი­რა­დად ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ტრე­ი­ნინ­გე­ბის მი­მართ. ვამ­ბობ­დი, რომ პა­ტიმ­რო­ბი­სა­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი და პირ­ველ რიგ­ში უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ პა­ტი­მა­რი ადა­მი­ა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი სა­ჭი­რო­ე­ბა იყო. ცუდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ნიშ­ნავს არა მხო­ლოდ ცუდ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს, არა­მედ არა­ა­დეკ­ვა­ტურ პი­რო­ბებს ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად, არა­ვი­თარ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბას და ასე შემ­დეგ. 2010 წელს გა­იხ­სნა 3 ახა­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი შვე­ბა მო­ი­ტა­ნა ყო­ველ­მხრივ, პირ­ველ რიგ­ში კი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის კუ­თხით. შე­იქ­მნა სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი (თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­ი­წყო). მარ­თა­ლია 100 პრო­ცენ­ტით ბედ­ნი­ე­რი არ ვი­ყა­ვი არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით, ვი­ნა­ი­დან არა­საკ­მა­რი­სი ფარ­თი იყო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის, რაც მო­მა­ვალ­ში ახალ მშე­ნებ­ლო­ბებს მო­ი­თხოვ­და.

ლა­ი­თუ­რის პრო­ექ­ტში შე­ვე­ცა­დე ყო­ველ­გვა­რი საკ­მა­რი­სი ფარ­თი ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სათ­ვის, და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზით, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის­თვის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­სა­ღე­ბი­სათ­ვის და ასე შემ­დეგ. ეს იყო დიდი პრო­ექ­ტი, რომ­ლის ხარ­ჯზე და­ი­ხუ­რე­ბო­და შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში სა­ფუძ­ველს ჩა­უყ­რი­და თითო პა­ტი­მარ­ზე 4 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სტან­დარ­ტის და­ნერგვას.

2011 წელს სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბის რე­მონ­ტის­თვის 1 მი­ლი­ო­ნი ლარი ჩაგ­ვე­რი­ცხა, რაც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს გა­და­ვე­ცი რუს­თა­ვის #6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­მონ­ტი­სათ­ვის. ჩემ­თვის ეს გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ვიდ­რე სა­მი­ნის­ტროს რე­მონ­ტი, რად­გან პი­რო­ბე­ბი ერ­თერთ კორ­პუს­ში იყო ძა­ლი­ან ცუდი. შე­დე­გად, და­მონ­ტაჟ­და გა­ნი­ე­რი ფან­ჯრე­ბი, გა­უმ­ჯო­ბეს­და პი­რო­ბე­ბი. ზო­გა­დად, ვწუხ­ვარ, რომ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ იყო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მა გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ატ­ლან­ტი­სის პროგ­რა­მი­სა. ამი­ტომ, მანდ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით გა­ვა­კე­თე­ბი­ნე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ე­მა­ნი უვა­დო პა­ტიმ­რე­ბი­სათ­ვის. პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვაც თავ­და­პირ­ვე­ლად მანდ ავა­მოქ­მე­დეთ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი ფარ­თი იყო, ამი­ტომ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით გა­ვა­კე­თე­ბი­ნე სახ­ლის კი­ნო­თე­ატ­რი.

ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, იმი­ტომ, რომ პა­ტიმ­რე­ბი რა­ღა­ცის მო­ლო­დინ­ში მა­ინც იქ­ნე­ბოდ­ნენ, რა­ღაც ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი მა­ინც გა­უჩ­ნდე­ბო­დათ, ვი­ნა­ი­დან ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი არ ჰქონ­დათ და ამით მა­ინც გა­ი­ხა­რებ­დნენ. იმე­დი მქონ­და, რომ სის­ტე­მა­ტი­უ­რად თუ არა,წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით მა­ინც იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის კი­ნო­თე­ატ­რი. შე­იძ­ლე­ბა წვრილ­მა­ნია, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­დენს ნიშ­ნავს ეს ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში იხ­დის სას­ჯელს. მე იმე­დი მქონ­და, რომ რო­დე­საც დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ი­ნა­ხავ­და, რომ ეს უწყი­ნა­რი პრო­ექ­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი იყო და წა­ხა­ლი­სე­ბის­თვი­საც იყო გა­მო­სა­დე­გი - მსგავს ინფრას­ტრუქ­ტუ­რას უკვე ყვე­ლა და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ავა­მოქ­მე­დებ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ამ პა­ტა­რა კი­ნო­თე­ატ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ვე­ღარ მო­ვას­წა­რი.

2010 წლამ­დე ჯან­დაც­ვა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში იყო ძა­ლი­ან მწი­რი და უხა­რის­ხო, ამი­ტომ ამ სფე­როს პრაქ­ტი­კუ­ლად თავ­და­ყი­რა და­ყე­ნე­ბა იყო სა­ჭი­რო. 2010 წლი­დან ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი უკვე არა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას, არა­მედ სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად მე მქონ­და ბევ­რი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დეთ ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბა (რაც მა­ინც არ იყო ბო­ლომ­დე საკ­მა­რი­სი) და უმ­თავ­რე­სი ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­ნერგვა - ანუ პა­ტი­მარს ეყო­ლე­ბო­და პი­რა­დი ექი­მი, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­და ჯან­დაც­ვის ხა­რისხს და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას. ამ თე­მა­ზე მოკ­ლედ სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, ვი­ნა­ი­დან იმ­დე­ნი ნი­უ­ან­სის მოგ­ვა­რე­ბა დაგ­ვჭირ­და, რომ მიგ­ვეღ­წია იმი­სათ­ვის, რაც დღეს არ­სე­ბობს, რომ ყო­ფი­ლი­ყო სი­სუფ­თა­ვე, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა, სწო­რი მიდ­გო­მა, სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რა­თი - ანუ პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის "ან­კე­ტა".

2010 წელს ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ მსჯავ­რდე­ბულ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 950-მდე პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე ადა­მი­ა­ნით აჭარ­ბებ­და ლი­მიტს. ეს კი ძვე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იყო, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ თით­ქმის ყვე­ლა ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო (ჩვენ მო­ვა­წყეთ თამ­ბა­ქოს და­ნე­ბე­ბის აქ­ცია და თუ არ ვცდე­ბი 9 ადა­მი­ან­მა და­ა­ნე­ბა სი­გა­რეტს თავი). ზო­გა­დად 2010-2011 იყო კულ­მი­ნა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა პრობ­ლე­მის აკუ­მუ­ლი­რე­ბა და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და ჯან­დაც­ვის პი­რო­ბებ­ში პრობ­ლე­მებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად იჩი­ნა თავი.

ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის და­მარ­ცხე­ბა იყო ჩემი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ჩემს ერ­თერთ მო­ად­გი­ლეს, რო­მე­ლიც კუ­რი­რებ­და ამ სა­კითხს, პრაქ­ტი­კუ­ლად ფერი არ ედო სა­ხე­ზე, იმ­დენს მუ­შა­ობ­და. მან ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ამ სფე­რო­ში, რის­თვი­საც მე მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ. ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის და­სა­მარ­ცხებ­ლად მთა­ვა­რი იყო სრუ­ლი­ად ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა. გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო ძა­ლი­ან ბევ­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლი იყო ისე­თი მიდ­გო­მის და­წე­სე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად რე­ჟი­მის ინ­ტე­რე­სი არა­სო­დეს შე­ა­ფერ­ხებ­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტე­რესს. მე პი­რა­დად ხში­რად ვთათ­ბი­რობ­დი ექი­მებ­თან და ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ­დი იმა­ზე, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩემ­თვის პი­რა­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მათ უნდა ცოდ­ნო­დათ, რომ მათ­გან მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა იყო მი­სა­ღე­ბი. ჩვენ გავ­ზარ­დეთ მედ­პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და რო­გორც იქნა შევ­ქმე­ნით საკ­მა­ოდ კარ­გი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი. ბევ­რი მათ­გა­ნი პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­შიც მუ­შა­ობ­და.

უამ­რა­ვი რამ შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლო, მა­გა­ლი­თად ის, რომ შე­იქ­მნა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო, შე­იქ­მნა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა, გა­იხ­სნა სა­მო­ქა­ლა­ქო აფ­თი­ა­ქე­ბი (სა­დაც არა­ვი­თა­რი სიძ­ვი­რე არ იყო), მრა­ვალ­ჯერ გა­ი­ზარ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, შე­იქ­მნა სრულ­ყო­ფი­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ავ­ლი­ნა ექთ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის გა­მოვ­ლე­ნით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, რიგ­დე­ბო­და ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის პრე­ვენ­ცი­ის და სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი, და­წეს­და პა­ცი­ენ­ტის იზო­ლა­ცია სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და სხვა მრა­ვა­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბი­თი ტენ­დენ­ცია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ზეც 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს.

ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ვას­წა­რი ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის გახ­სნა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ფუს­ფუ­სებ­დი და სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დი მის ამოქ­მე­დე­ბას.

პა­ტიმ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო და სა­ინ­ტე­რე­სო თემა, მაგ­რამ მუდ­მი­ვად არ გვყოფ­ნი­და ფარ­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის. მუდ­მი­ვად იდგა ის პრობ­ლე­მა, რომ 3000 კა­ცი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სამ­ყო­ფი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მა და და­საქ­მე­ბა ვერ ექ­ნე­ბო­და. მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ მო­ვა­ხერ­ხე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნის ამოქ­მე­დე­ბა.

მე უაღ­რე­სად მი­ხა­რო­და ის, რომ ეს რე­ფორ­მა სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი იყო პა­ტიმ­რი­სათ­ვის და მისი ოჯა­ხი­სათ­ვის, რა­საც ნა­თე­სა­ვე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით ხში­რად მა­ტყო­ბი­ნებ­დნენ. მი­ხა­რო­და, რომ მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ნა­ხუ­ლობ­დნენ გან­ცალ­კე­ვე­ბით, რომ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ეფე­რე­ბოდ­ნენ, რომ ზო­გი­ერ­თი პა­ტი­მა­რი შვილს პირ­ვე­ლად ეხე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მის ამოქ­მე­დე­ბას და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მე მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი იმი­სა, რომ იგი შე­იც­ვლი­და აზრს, ვი­ნა­ი­დან გრძელ­ვა­დი­ან პა­ე­მანს არა­ვი­თა­რი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ მო­უ­ტა­ნია და სას­ტუმ­რო­ე­ბი და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც ამოქ­მედ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა კა­ნონ­ში მო­ვას­წა­რით, ამი­ტომ ალ­ბათ მალე და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც ამოქ­მედ­დე­ბა ამ­გვა­რი პა­ე­მა­ნი.

ვი­დეო პა­ე­მა­ნიც იყო ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლე, რომ­ლი­თაც არა მხო­ლოდ ოჯა­ხი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უკავ­შირ­დე­ბო­და პა­ტი­მარს, თან დის­ტან­ცი­უ­რად და ხში­რად. ორი­ვე პა­ე­მან­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და პა­ტი­მარ­თან კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რე პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას პა­ტიმ­რე­ბი­სათ­ვის. არა ერ­თმა ნა­კად­მა მი­ი­ღო პრო­ფე­სი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სახ­ლებ­ში, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ში გვერ­დში ნორ­ვე­გი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამოგ­ვიდ­გა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სახ­ლი არის კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე, რო­მე­ლიც კი­დევ ბევ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­უყ­რის სა­ფუძ­ველს. მე ძა­ლი­ან მინ­დო­და ამ სივ­რცე­ში ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მკი­თხველ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მი­სათ­ვის. ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, რაც ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით რუს­თა­ვის 16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­სი­კო­სე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც უთ­ბი­ლე­სი წე­რი­ლით მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შეგ­ზავ­ნა მთხო­ვეს და ბო­ლოს დის­კიც კი ჩა­წე­რეს, რომ­ლის ერთი ასლი მეც მერ­გო.

მუ­დამ ვცდი­ლობ­დით ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მო­მა­რა­გე­ბას და კე­თილ­მო­წყო­ბას. მე და ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს არა ერთხელ შეგ­ვიგ­რო­ვე­ბია ფული წიგ­ნე­ბის სა­ყიდ­ლად. აგ­რეთ­ვე ავა­მოქ­მე­დეთ რა­მო­დე­ნი­მე სა­წარ­მო, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­გო­რი­ცაა თექა, ხეზე კვე­თა, ფლო­რა, დი­ზა­ი­ნი, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა და სხვა. ძა­ლი­ან მინ­დო­და სუ­ვე­ნი­რე­ბის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი დაგ­ვე­ფუძ­ნე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან პა­ტიმ­რებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი პა­ტა­რა ნა­კე­თო­ბე­ბი ეხერ­ხე­ბათ. პა­ტიმ­რის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ზედ ექ­ნე­ბო­და წარ­წე­რა: made in georgian prison. უმაგ­რე­სი იქ­ნე­ბო­და! შე­საძ­ლოა ტუ­რის­ტულ ცენ­ტრებ­შიც გა­ყი­დუ­ლი­ყო ორი­გი­ნა­ლუ­რი სუ­ვე­ნი­რე­ბი და გა­სამ­რჯე­ლო პა­ტი­მარს ჩა­ე­რი­ცხე­ბო­და, მისი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გახ­დე­ბო­და. ამის­თვი­საც შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იყო სა­ჭი­რო.

იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც კერ­ძო სექ­ტორ­თან და პირ­ველ ეტაპ­ზე ამის ამოქ­მე­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთ ახალ პრო­ექტს აა­მოქ­მე­დებ­და. იქვე ვგეგ­მავ­დით მა­ი­სუ­რე­ბის სტამ­ბის დად­გმას და იუ­მო­რის­ტუ­ლი წარ­წე­რე­ბის მა­ი­სუ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­ყიდ­ვას. ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, ხუმ­რო­ბის დო­ნე­ზე, მა­ი­სუ­რებ­ზე ჩემი კა­რი­კა­ტუ­რა ყო­ფი­ლი­ყო ასა­ხუ­ლი, თა­ი­გუ­ლით ხელ­ში, წარ­წე­რით "ვე­ძებ აკა­კის საფ­ლავს!". ეს ხომ ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო ჭორი იყო, რო­მე­ლიც ჩემს შე­სა­ხებ ოდეს­მე გა­მი­გია.

ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ოს­ლოს ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­და­ჭე­რით შევ­ქმე­ნით უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი­თა და ელექტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კით. გა­ვოგნ­დი, რო­დე­საც გავ­ხსე­ნით ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. ქალ­თათ­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე შევ­ქმე­ნით ახა­ლი ტი­პის პა­ე­მა­ნი - სა­ო­ჯა­ხო პა­ე­მა­ნი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას ნო­ემ­ბერ­ში ვა­პი­რებ­დით. ეს პრო­ექ­ტი იმი­ტომ მო­ვი­ფიქ­რე, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ო­ჯა­ხო ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და საკ­მაო ხან­გრძლი­ვო­ბით, რაც დე­დებს შვი­ლებ­თან ხში­რი და უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

მისი შიდა ინ­ტე­რი­ე­რი ჩემს კა­ბი­ნეტ­ში და­ფა­ზე დავ­ხა­ზე. ზუს­ტად ესე გა­ვა­კე­თე თა­ვის დრო­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნის დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სა­საც. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­სა­ღე­ბის პრო­ექ­ტის ყვე­ლა ნი­უ­ანსსაც თავს დავ­სტრი­ა­ლებ­დი, ვი­ნა­ი­დან ჩემ­თვის ეს იყო უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.

მე ძა­ლი­ან მინ­დო­და და­მე­ნერ­გა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სის­ტე­მა­ში და ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ­დი, თუმ­ცა­ღა უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა იყო სა­ჭი­რო და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ყვე­ლა­სათ­ვის საკ­მა­რი­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა უნდა და­ნერ­გი­ლი­ყო. სა­ჭი­რო იყო კარ­გი ელექტრო­ნუ­ლი ბაზა ინ­ფორ­მა­ცი­ის პი­რად საქ­მე­ებ­ში შე­სა­ნა­ხად (რა­ზეც მუ­შა­ო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ეს­ტო­ნუ­რი და ეს­პა­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით) და რაც მთა­ვა­რია - საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი სოც­მუ­შა­კის სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა.

ეს პრო­ფე­სია ზო­გა­დად ძა­ლი­ან დე­ფი­ცი­ტუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით. ამი­ტომ, ეს მიდ­გო­მა პირ­ველ ეტაპ­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი­სათ­ვის დავ­ნერ­გეთ, ისე­ვე რო­გორც პრო­ბა­ცი­ა­ში, სა­დაც სოც მუ­შა­კე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად სან­თლით სა­ძებ­ნე­ლი გაგ­ვიხ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის შევ­ქმე­ნით.

არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას და პრო­ბა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ კუ­თხით სი­ტუ­ა­ცია ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ. პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლად მუ­შა­ობ­და და სრუ­ლი­ად გახ­სნი­ლი იყო ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი­სად­მი, გა­ტარ­და მა­ღა­ლი დო­ნის რე­ფორ­მე­ბი, პრო­ბა­ცია და­ვა­კომ­პლექ­ტეთ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით, შე­მო­ვი­ღეთ ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, მა­ღა­ლი დო­ნის ტრე­ნინ­გე­ბი, შევ­ქმე­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით გან­რი­დე­ბა­ში, შევ­ქმე­ნით კარ­გი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ვა­ფარ­თო­ებ­დით სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მებს და ინ­ტენ­სი­უ­რად ვშუ­ამ­დგომ­ლობ­დით და­საქ­მე­ბა­ზე.

ძლი­ე­რი არა­სა­პა­ტიმ­რო სა­ას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მნით ჩვენ ხელს ვუ­წყობ­დით არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სიხ­ში­რეს. რაც უფრო ეფექ­ტი­ა­ნად ხდე­ბო­და არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა - მით უფრო იზ­რდე­ბო­და ამ სა­ხის სას­ჯე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­თან შე­და­რე­ბით, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის გან­ტვირ­თვის თვალ­საზ­რი­სით. მო­მა­ვა­ლი წლი­დან ვა­პი­რებ­დით სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის ბი­უ­რო­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბას, სა­დაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იქ­ნე­ბო­და ევ­რო­პუ­ლის მსგავ­სი, ად­გილ­ზე­ვე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბით და ასე შემ­დეგ.

მე ძა­ლი­ან მინ­დო­და შინა პა­ტიმ­რო­ბის სის­ტე­მის და­ნერგვაც, მაგ­რამ ამის მო­თელ­ვა მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თუ და­ი­წყე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ჯერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის, ანუ ღია ტი­პის ანა­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გახ­სნა. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა/მო­წყო­ბა მო­ვას­წა­რით, მაგ­რამ ამოქ­მე­დე­ბას იან­ვრი­დან ვა­პი­რებ­დით. ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­ახ­ლე, ახა­ლი სი­ტყვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ ბევ­რი და­სავ­ლუ­რი ანა­ლო­გი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი პრაქ­ტი­კა გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, მა­გა­ლი­თად გერ­მა­ნი­ი­დან წა­მო­ვი­ღეთ ეზოს ჭად­რა­კის უზარ­მა­ზა­რი და­ფე­ბის იდეა. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც გლ­დან­ში მდე­ბა­რე­ობს, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით თბი­ლი გა­რე­მო, სა­უ­კე­თე­სო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი გი­სო­სე­ბის გა­რე­შე.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ იგი არის მხო­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­დაც და­საქ­მე­ბაც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში გამ­გზავ­რე­ბაც. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს უმ­ტკივ­ნე­უ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბას. ჩე­მის აზ­რით ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ა­ბა­ლან­სებ­და ცი­ხე­ებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას, ამ ეტაპ­ზე. ვერ წარ­მო­იდ­გენთ რამ­დე­ნი ვი­მუ­შა­ვეთ ამ პრო­ექ­ტზე.

ჩემი მო­ად­გი­ლე პრაქ­ტი­კუ­ლად მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ცხოვ­რობ­და, მთე­ლი სული და გული ჩადო ამ პრო­ექ­ტის შექ­მნა­ში. ჩვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ვუქ­ვემ­დე­ბა­რეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და არა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, რა­ტო­მაც მას არა ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ერ­ქვა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც ვიცი, უკვე ამოქ­მედ­დე­ბა და მე ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ ამ სი­ახ­ლეს მე და ჩემ­მა გუნ­დმა ჩა­ვუ­ყა­რეთ სა­ფუძ­ვე­ლი.

მე ამ კონ­კრე­ტუ­ლი, გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბით და მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბით ვსაზ­რდო­ობ­დი. ვცდი­ლობ­დი 30 წა­მი­ან კო­მენ­ტარ­ში ჩქარ-ჩქა­რა გად­მო­მე­ცა თი­თო­ე­უ­ლი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯის მნიშ­ვნე­ლო­ბა, იმი­სათ­ვის, რომ ხალ­ხს ცოდ­ნო­და, ოჯა­ხის წევ­რებს ცოდ­ნო­დათ. მე სი­გი­ჟემ­დე მი­ხა­რო­და ყვე­ლა მიღ­წე­ვა, ყვე­ლა რე­ფორ­მა, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. მე მი­ხა­რო­და, რომ სხვა­დას­ხვა სი­ახ­ლეს იო­ტი­სო­დე­ნი შვე­ბა მოჰ­ქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

მე მქონ­და ჩემი მოქ­მე­დე­ბის სივ­რცე, რო­მელ­შიც ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ხარ­ჯე­ბო­დი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც შე­მეძ­ლო. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მე ამ­დე­ნი ხანი გავ­ძე­ლი ამ ურ­თუ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო ის, რომ მე ღრმად მწამ­და, რომ ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ კეთ­დე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ჩემ­თვის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იყო. მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და ყო­ველ­თვის გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვის­მენ­დი ყვე­ლა ცი­ლის­წა­მე­ბას და ტყუ­ილს ჩემს შე­სა­ხებ. ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის სი­ნამ­დვი­ლე, მთა­ვა­რი არის სი­მარ­თლე, მთა­ვა­რი არის, რომ მე ჩემი თა­ვის წი­ნა­შე, ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­შე ვარ მარ­თა­ლი, რად­გან მე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტე­ბით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა.

არ და­ვიღ­ლე­ბი იმის თქმით, რომ უაღ­რე­სად ვწუხ­ვარ და უაღ­რე­სად გან­ვიც­დი იმას, რაც მოხ­ვდა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სი­ხა­რუ­ლო თემა. პი­რი­ქით, საკ­მა­ოდ დამ­თრგუნ­ვე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი ნერ­ვი­უ­ლო­ბის და ენით აუ­წე­რე­ლი სტრე­სის, ჩემი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო და­მეთ­მო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის. სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნია ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც. ბოლო რა­მო­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად ვამ­ბობ­დი სახ­ლში, რომ გა­და­ვი­ღა­ლე, გა­და­ვიწ­ვი, აღარ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბაც ძა­ლი­ან მინ­დო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან - კავ­ში­რი მხო­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მქონ­და (და კი­დევ ტა­ტოს­თან, რო­მელ­მაც უაღ­რე­სად შე­მი­წყო ხელი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის). და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას მა­ინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ მუ­შა­ობ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ე­მა­ნი, რო­გო­რი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, რო­გორ მუ­შა­ობ­და სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლი, იყე­ნებ­დნენ თუ არა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ჰქონ­დათ თუ არა რა­ი­მე პრობ­ლე­მა, მა­გა­ლი­თად, ქალ­თას აღარ ყოფ­ნი­და დე­და­თა და ბავ­შვთა სახ­ლში სივ­რცე, რის გა­მოც და­ვი­წყეთ და­მა­ტე­ბი­თი ოთა­ხე­ბის მი­შე­ნე­ბა. ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში მხვდე­ბო­და, მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა იყო სა­ჭი­რო, ძი­რი­თა­დად სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მივ­დი­ო­დი რა­მო­დე­ნი­მე მი­ზე­ზით: მშე­ნებ­ლო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, ამოქ­მე­დე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის ხა­რის­ხის შე­სა­მოწ­მებ­ლად, რო­გო­რი­ცაა პა­ე­მა­ნი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­სახ­სნე­ლად და ასე შემ­დეგ. პა­ტიმ­რებს ვე­კი­თხე­ბო­დი რო­გორ იყ­ვნენ, რამ­დე­ნი ხანი ისე­ირ­ნეს, რო­გო­რი იყო იმ დღის საკ­ვე­ბი, რამე ხომ არ სჭირ­დე­ბო­დათ და ასე შემ­დეგ. არა­სო­დეს არც ერთი პა­ტიმ­რი­სათ­ვის შე­ნო­ბით არ მი­მი­მარ­თავს.

სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხებს გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. ვნა­ხუ­ლობ­დი ხდე­ბო­და თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რა­თე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი წარ­მო­ე­ბა, ფლობ­და თუ არა მთა­ვა­რი ექი­მი სი­ტუ­ა­ცი­ას სრულ­ყო­ფი­ლად, იყო თუ არა სი­სუფ­თა­ვე და სხვა. ერ­თა­დერ­თხელ, 2010 წელი იყო თუ არ ვცდე­ბი, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე ღა­მის სა­ა­თებ­ში რუს­თა­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად მო­ნა­ხუ­ლე­ბა (დე­პარ­ტა­მენტს ვთხო­ვე გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი ვი­ზი­ტი ყო­ფი­ლი­ყო). კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფერს ვე­ძებ­დი, მხო­ლოდ მე­გო­ნა შე­იძ­ლე­ბო­და რა­ი­მე თვალ­ში მომ­ხვედ­რო­და. ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო სრუ­ლი სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე, ყვე­ლას ეძი­ნა.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ღა­მის სა­ა­თებ­ში. მა­შინ ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა. სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტებ­ში იმა­საც კი ვა­მოწ­მებ­დი, იდო თუ არა სა­პო­ნი ხელ­სა­ბან­თან, იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის ზუს­ტად ესე­თი წვრილ­მა­ნით ვლინ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მუ­შა­ო­სად­მი. მე გა­მი­ჭირ­დე­ბა გად­მოგ­ცეთ რამ­დე­ნი რა­მის შეც­ვლა მოგ­ვი­წია ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი რამ გა­მო­ვას­წო­რეთ - რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სრუ­ლი­ად ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი.

მოკ­ლედ, იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩემი ბერ­კე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მე გა­მაჩ­ნდა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, რომ ბიძ­გი მი­მე­ცა ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი­სათ­ვის, თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ფორ­მე­ბი­სათ­ვის, რომ გავ­ლე­ნა მქო­ნო­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რომ ეტა­პობ­რი­ვად შე­მეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბი­სა­კენ ის, რაც შე­მეძ­ლო.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­მი­ნის­ტრო­სა­გან საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო, თა­ვი­სი იუ­რი­დი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი და სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბით. ის სა­მი­ნის­ტრო­სა­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით მდე­ბა­რო­ებ­და. მე მჯე­რო­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზოგ რე­ფორ­მას დე­პარ­ტა­მენ­ტი სკეპ­ტიკ­რად უყუ­რებ­და - ეტა­პობ­რი­ვად ის და­ი­ნა­ხავ­და, რომ რე­ფორ­მე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­სათ­ვის მომ­გე­ბი­ა­ნი იყო. ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კარ­გად იცო­და ჩემი პო­ლი­ტი­კა, ჩემი მის­წრა­ფე­ბე­ბი, ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ მე დავ­რჩი უაღ­რე­სად ნა­წყე­ნი.

მე გულ­წრფე­ლად მჯე­რო­და, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მით მე შევ­ძლებ­დი გავ­ლე­ნა მქო­ნო­და ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. მჯე­რო­და, რომ ჩემი მუ­შა­ო­ბის სტი­ლით, ჩემი მიდ­გო­მე­ბით, ჩემი ვაჟ­კა­ცუ­რი საქ­ცი­ე­ლით მე შევ­ძლებ­დი ყვე­ლა სა­ჭი­რო ბერ­კე­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას, მაგ­რამ მე ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხე. მე ვცდი­ლობ­დი მო­მე­პო­ვე­ბი­ნა ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბა. მე მი­მაჩ­ნდა, რომ ამით შევ­ძლებ­დი იმას, რომ ადა­მი­ანს მო­ე­რი­დე­ბო­და ჩემი, რომ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პი­რა­დად ჩემი პრინ­ცი­პე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და.

მე გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბო­დი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის სირ­თუ­ლე­ებს, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე, შე­სა­ბა­მი­სად მე ძა­ლი­ან მინ­დო­და თა­ნამ­შრომ­ლის­თვი­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი შეგ­ვექ­მნა, რომ მის­თვის მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლი­ყო მუ­შა­ო­ბა, რომ მას მკა­ფი­ოდ სცოდ­ნო­და რო­გორ უნდა ემუ­შა­ვა, სცოდ­ნო­და რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ა.შ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ამ კუ­თხით დიდ შე­დეგს მი­ვაღ­წევ­დი, თუ დე­პარ­ტა­მენ­ტი, ისე­ვე რო­გორც ბი­უ­ჯე­ტი შე­მი­წყობ­და ხელს. ზუს­ტად ეს რწმე­ნა მაძ­ლევ­და მოთ­მი­ნე­ბას და სტი­მულს.

მე ვარ ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ადა­მი­ა­ნი. ჩემი ოჯა­ხი ბავ­შვო­ბი­დან მე­უბ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ან­ში უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კარ­გი უნდა და­ვი­ნა­ხო, მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნო თავი, რომ ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტე­ბას მხო­ლოდ გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის გამო ჩა­დის, იმი­ტომ რომ არ იცის სხვაგ­ვა­რად რო­გორ მო­იგ­ვა­როს კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რომ უნდა შე­ვი­ცო­დო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იწყევ­ლე­ბა და იგი­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მან არ იცის, თუ სხვაგ­ვა­რად რო­გორ გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა. რომ ჩემი საქ­ცი­ე­ლით უნდა მივ­ცე მას მა­გა­ლი­თი და ვას­წავ­ლო თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, იმი­სათ­ვის, რომ მან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იყ­ვა­როს. რომ ბედ­ნი­ე­რია მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს ამ ყვე­ლა­ფერს. ჩემს თავ­ში ყო­ველ­თვის ტრი­ა­ლებს ეს პრინ­ცი­პე­ბი, რის გა­მოც ჩემ­თვის ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი. ყვე­ლა­ნი ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს, რა­ღაც ეტაპ­ზე, მაგ­რამ სწო­რი მიდ­გო­მით მჯე­რა, რომ ადა­მი­ან­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა შეგ­ვიძ­ლია ვი­ქო­ნი­ოთ.

მე ვცდი­ლობ­დი დე­პარ­ტა­მენ­ტი­სათ­ვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ რე­ფორ­მე­ბი და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი სა­კად­რო კუ­თხით იყო ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი. მე ვცდი­ლობ­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ევ­რო­პა­ში გამ­გზავ­რე­ბას, რომ თა­ვი­ან­თი თვა­ლით ენა­ხათ, თუ რა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე მინ­დო­და ტრე­ი­ნინ­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი შე­მეც­ვა­ლა.

გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ თა­ვი­სი არას­წო­რი ქმე­დე­ბით ჩრდილს აყე­ნებს ყვე­ლა თა­ვის თა­ნამ­შრო­მელს, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად.

ბო­ლო­სა­კენ, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მე შევ­ძე­ლი შე­მექ­მნა ძლი­ე­რი ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტი და პრო­ბა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და­უ­ნა­ხა­ვი არა­სო­დეს დარ­ჩე­ნი­ლა. იქ მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­დნენ და ბევრ სა­სი­კე­თო ინი­ცი­ა­ტი­ვას ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი. მე უაღ­რე­სად ვა­ფა­სებ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წვლილს. მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში ამო­მიდ­გა. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამას იმ­სა­ხუ­რებს.

აქვე, მინ­და გუ­ლი­თა­დად ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა სა­მი­ნის­ტროს. მე ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი ამ უწყე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ყო­ველ­თვის გა­მი­ხარ­დე­ბა მისი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის წინსვლა.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ უფრო პრინ­ცი­პუ­ლად არ მო­ვი­თხო­ვე მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ბერ­კე­ტი. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეც­დო­მა. მე ვნა­ნობ, რომ არ მქონ­და მოქ­მე­დე­ბის სრუ­ლი არე­ა­ლი, რომ ბევ­რი ჩემ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი უღ­რმე­სი მწუ­ხა­რე­ბა. უაღ­რე­სად გან­ვიც­დი იმას, რომ ესე­თი გან­საც­დე­ლი გხვდათ წი­ლად",-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ხათუნა კალმახელიძე - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ჩემი სუსტი წერტილია

ხათუნა კალმახელიძე - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ჩემი სუსტი წერტილია

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.

"ნება მიბოძეთ, გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე. უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია.

მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია - მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა. იმდენად დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგშიც ჩავედი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პერსპექტივასაც მივესალმე. ჩემთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ციხეების პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასი იყო, ამიტომ ინფრასტრუქტურას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ჩემთვის იყო შემაძრწუნებელი.

მე უზომოდ ვწუხვარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიმსუბუქდება. ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები.

ეს არის ჩემთვის უდიდესი სინანულის და განსაცდელის პერიოდი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ, რა ემოცია იყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი. იმავე დღეს ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე თანამდებობაზე დარჩენის არავითარი მორალური უფლება არ მქონდა. იმ ღამესვე ვთხოვე პრეზიდენტს გადადგომის უფლება, რაც საზოგადოებისათვის მომდევნო დღეს გახდა ცნობილი. ის იყო შეძრწუნებული და განიცდიდა ამ ყველაფერს.

იმ ღამეს გვიან, გონივრულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად ვიყავი სრულიად დაცლილი. მაგრამ ფირზე ასახული პატიმრების განსაცდელი იყო უმძიმესი, ისეთი, რომელსაც ჩემი განსაცდელი ვერ შეედრება და მე ვთვლი, რომ არავითარი უფლება არ გამაჩნია საერთოდ ჩემი მდგომარეობის შესახებ საუბრის, ამიტომ გთხოვთ, სწორედ გამიგოთ, რადგან არავითარ კონკრეტულ რეაქციას არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ რამდენიმე რამ, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. მე და ჩემი თანაგუნდელები ცენტრალურ აპარატში დაუღალავად ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, წინ კიდევ უამრავი იყო გასაკეთებელი, ჩემი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. მე ამ ტრაგიკულმა ფაქტმა შემძრა და ყველა ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეს, ყველა სიახლეს, რასაც სულით და გულით ვაკეთებდი, ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან წინსვლას დიდი ხაზი გადაუსვა. ყველაფერი გახდა სრულიად უმნიშვნელო.

ყოველთვის ვერიდებოდი პირადად ჩემს შესახებ საუბარს, გადაცემებში მონაწილეობას. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მიმაჩნდა, რომ საზოგადოებას ეს არ მოეწონებოდა ჩემი სამინისტროს მძიმე პროფილიდან გამომდინარე. შესაძლოა, სწორედ ჩემს შესახებ რეალური ინფორმაციის ვაკუუმმა, ესეთ ურთულეს სფეროში მუშაობის პარალელურად, სასურველი ნიადაგი შექმნა ჩემს ირგვლივ ცილისწამების, უამრავი მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად. ბოლო წლების განმავლობაში საოცრად პოპულარული გახდა სოცქსელები და ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შენიღბული სახელით სრულიად მარტივი გახდა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჭორების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტენდენციამ ისეთ ზღვარს მიაღწია ჩემთვის, რომ ვეღარაფერს ვიჯერებდი. მე მჯეროდა, რომ ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არ შეიძლება უსაფუძვლო ცილისწამება პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანი სიმართლეს სიცრუისაგან ვეღარ არჩევს.

კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებისას მეუბნებოდნენ, რომ ისეთივე ტყუილი იყო, როგორც ჩემზე რომ ამბობდნენ საფლავებს ათხრევინებს პატიმრებსო, ხან ფეხსაცმლის ქუსლებით ცემს და ასე შემდეგ. ამდენმა ტყუილმა და ჭორმა ჩემს შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია და სამწუხაროდ, გამხადა ძალიან ჩაკეტილი. რაც შეეხება ოფიციალურად შემოსულ საჩივრებს, უკლებლივ ყველა საჩივარი, რომელიც სამინისტრომდე მოდიოდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას ეგზავნებოდა რეაგირებისათვის ვინაიდან ყველა საჩივარი საჭიროებს მოკვლევას და გამოძიებას კომპეტენტური ორგანოების მიერ. ეხლა, როდესაც აღარ ვარ საჯარო მოხელე მსურს მოგიყვეთ, რომ მე 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ოჯახმა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამიშვა.

ევროპაში მივიღე საშუალო განათლება, ხოლო ამერიკაში უმაღლესი განათლება პოლიტიკურ მეცნიერებაში ეკონიმიკის განხრით და მაგისტრის წოდება საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. შევეცადე შემერჩია პროფესია, რომელშიც ძლიერი ვიქნებოდი, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა და საქართველოს გამოადგებოდა. 15 წელიწადზე მეტი მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა და უამრავი სირთულეს გადალახვა მომიწია. მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამერიკაში, შერჩევითი კურსების ფარგლებში არა ერთი კურსი ამირჩევია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მე ვიყავი ძალიან წარჩინებული, მოტივირებული სტუდენტი და მაგისტრატურის შემდგომ ვიყავი ოპტიმიზმითა და წინსვლის დიდი სურვილით გამსჭვალული.

მჯეროდა, რომ ჩემი განათლებით შეუძლებელს შევძლებდი. არასოდეს მიფიქრია საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენაზე და ჩემი მშობლები ყოველთვის მომიწოდებდბენ სამშობლოში დაბრუნებისაკენ. საქართველოში ჩამოვედი სოცოცხლით სავსე, განათლებული, ბედნიერი მომავლის იმედით და ვარდების რევოლუციით მოტივირებული. ძალიან მიხაროდა სახლში, მშობლებთან დაბრუნება. ბედნიერი ვიყავი, როდესაც საგარეოში დავიწყე მუშაობა. ჩემი იქ გატარებული პერიოდი, ვფიქრობ, იყო ძალიან ნაყოფიერი და მიხაროდა, რომ ჩემი თავის რეალიზაციის საშუალება მქონდა, ქვეყნის სამსახურში.

ამდენი ხნის განშორებამ ისე ქნა, რომ საქართველოში არ მყავდა სამეგობრო წრე, ნაცნობები, არ ვიცნობდი შიდა სამზარეულოს, ასე ვთქვათ. საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის ჩემი სუსტი წერტილი. სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნამდე მასში შემავალ სფეროებში ჩახედული საერთოდ არ ვიყავი, მხოლოდ ზოგადად ვიცოდი, რომ რეფორმა მიმდინარეობდა, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. პატიმრის უფლებების არსებულ მდგომარეობაშიც არ ვიყავი ჩახედული, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე. მხოლოდ ვფიქრობდი, რომ რადგან რეფორმა მიმდინარეობს - ესე იგი ბევრია გასაკეთებელი, შესაბამისად გავერკვევი ყველაფერში და შევუდგები საქმეს, ეტაპობრივად ყველა საკითხის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა კარგად ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას, მაგრამ იმ მწირი ინფორმაციის ფარგლებში, რაც გამაჩნდა. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, უმთავრესი ამოცანა საკადრო პოლიტიკა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ისევე როგორც არასაპატიმრო სასჯელების განვითარება იყო.

მე რა თქმა უნდა გარკვეული დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ევროპული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაგვეზიარებინა. ჩემი უმთავრესი მოტივაცია იყო ის, რომ შევძლებდი ბევრი კარგი რამ გამეკეთებინა. 2010 წლის დასაწყისში ჯერ არ იყო ამოქმედებული 3 ახალი დაწესებულება, შესაბამისად საცხოვრებელი პირობები იყო ძალიან მძიმე. ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში არსებობდა უმძიმესი მემკვიდრეობა.

საჭირო იყო გარკვეული რეფორმების გატარება, რაც სხვა რეფორმებს გახდიდა შესაძლებელს და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: 1. თანამშრომელთა კვალიფიკაციის და ცოდნის დონის ამაღლება; 2. ინფრასტრუქტურა და პირობების გაუმჯობესება; 3. ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 4. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია; 5. არასაპატიმრო სასჯელაღსრულების განვითარება.

მე მიზანმიმართულად ვიწყებ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე საუბარს, ვინაიდან სწორედ ეს იყო საწინდარი იმისა, რომ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია გარანტირებული ყოფილიყო. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება არის ყველაზე ინსტრუმენტალური. თანამშრომლის მიერ კანონდარღვევა მუდმივი პრობლემა იქნება და მხოლოდ ცალკეული რეაგირება არ მოხსნის პრობლემას, თუ თანამშრომელს არ ვასწავლეთ ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ძველი პირობები და გადატვირთულობა არანაირად არ უწყობდა ხელს თანამშრომელს და არ უქმნიდა მას მუშაობისათვის შესაბამის გარემოს.

ახალი დაწესებულება უამრავ პრობლემას წყვეტს, მათ შორის თანამშრომლისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის თვალსაზრისით. ახალ დაწესებულებაში თანამშრომელს გააჩნია პირობები, რომ იყოს ნაკლებად დაძაბული და იმოქმედოს კანონის პარგლებში.

მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სისტემაში მუშაობის პრესტიჟულობის ამაღლება, რათა უფრო მომთხოვნი ყოფილიყო თანამშრომელთა შერჩევის წესი და შესაბამისად, უფრო შედეგის მომტანი ყოფილიყო მათი ტრეინინგი.

ამდენი ვაკანსია ქმნიდა სიტუაციას, რომელშიც თანამშრომლებს სტანდარტულის მაგივრად კვირაში მრავალჯერ უწევდათ მორიგეობა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომლები დაწესებულებაში ცხოვრობდნენ. ეს ძალიან არასწორი პრაქტიკაა და ვფიქრობ, სერიოზულად მოქმედებს თანამშრომლის ფსიქოლოგიაზე. ამას ისიც ემატება, რომ ხელფასები იყო ძალიან დაბალი. მე შევძელი, რომ მინიმალურად მაინც გამეზარდა ხელფასი, მაგრამ ეს იყო მიზერი.

რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა საშუალებას იძლეოდა გვეთქვა, რომ ელემენტარული სამუშაო პირობები არსებობდა. 2010 წელს ამ კუთხით ვერაფერს გავაკეთებდი, ვინაიდან მაგ დროს ჯერ მხოლოდ ახალი დაწესებულებები იხსნებოდა ნელ-ნელა და არც ბიუჯეტი იძლეოდა ამის საშუალებას. 2011-ში იყო წინგადადგმული ნაბიჯები. მე გამიმართლა, რომ სასწავლო ცენტრში ძალიან სანდო და მონდომებული ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.

ეს ცვლილებები იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რთული მუშაობის პროცესის ჯერ მხოლოდ დასაწყოსი. 2011-ში მოხერხდა მცირედი ზრდა ბიუჯეტში. ჩვენ დავნერგეთ ტრეინინგის სრულიად ახლებური მეთოდი. ადრე, ტრენინგი იყო ძალიან საბაზისო და სრულიად არასაკმარისი, ვინაიდან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ საერთოდ არ ისწავლებოდა.

მე მოვინახულე რამოდენიმე ევროპული სასწავლო ცენტრი და ჩემი თანამშრომლების რჩევების მიხედვით, სავალდებულო გავხადეთ სრულიად ახლებური სამსახურში აყვანის წესი და სრულიად ახლებური მომზადების კურსები. თუ ადრე თანამშრომელს მოვალეობის მოხდის მიზნით ტრენინგზე მორიგეობიდან აგზავნიდნენ და იმ თანამშრომელს მთელი ტრენინგის მანძილზე პრაქტიკულად ეძინა - ამიერიდან ტრენინგი იყო რამდენიმე დღიანი ან რამდენიმე კვირიანი.

თანამშრომლები ბაზაზე რჩებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მთავარი იყო, რომ ისინი ამიერიდან კონცენტრაციას შეძლებდნენ მხოლოდ ტრენინგზე. ეტაპობრივად შემოღებულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ძალის მინიმალური გამოყენება, აგრესიის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია. მსგავსი თემები მათთვის იყო სიახლე. მეტმა დაფინანსებამ საშუალება მოგვცა გაგვეზარდა საშტატო რაოდენობა და დავიმატეთ ფსიქოლოგი, რომელიც თითოეულ თანამშრომელზე დადებდა ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომ გასაგები ყოფილიყო არის თუ არა ეს ადამიანი კონფლიქტური, აგრესიული, ლიდერი, პასიური. მოკლედ, არის თუ არა ის ამა თუ იმ თანამდებობის შესაფერისი. ჩვენ შევქმენით სამსახურში აყვანის ახალი წესი, რომლის მიხედვით პოტენციური თანამშრომელი, დეპარტამენტთან გასაუბრების გავლის შემდგომ მოდის რამდენიმე კვირიან ინტენსიურ კურსზე, სადაც ყველა საჭირო თემას სწავლობს სიღრმისეულად. შემდეგ იგი გადის პრაქტიკას დაწესებულებაში, რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის გარემოა, სადაც მისთვის მუშაობა მისაღებია. შემდეგ უკვე ბრუნდება სასწავლო ცენტრში და აბარებს ძალიან მომთხოვნ გამოცდას ყველაფერ იმაზე, რაც მან შეისწავლა. ქულათა შეფასება დაწესდა საკმაოდ მაღალი, მაგრამ ეს იყო ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი.

მე იმედი მქონდა, რომ იმ დამატებითი ცვლილებებით, რასაც მომავალ წელს ვაპირებდით სასწავლო ცენტრში, ჩვენ ეტაპობრივად გავფილტრავდით თანამშრომლებს პენიტენციურ სისტემაში. ჩავანაცვლებდით ახალი-უფრო კომპეტენტური, კვალიფიციური, მცოდნე კადრებით რომლებსაც ძველი მუშაობის სტანდარტის მეხსიერება არ ექნებოდათ და მათთვის მისაღები მხოლოდ ნასწავლი მეთოდებით მუშაობა იქნებოდა. ეს ყველაფერი თანამშრომელთა ხელფასების ზრდას აუცილებლად საჭიროებდა და მე მქონდა პირობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით მნიშვნელოვნად გავზრდიდით თანამშრომელთა ხელფასებს. რა თქმა უნდა შემდგომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ თანამშრომელმა მიღებული ცოდნის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ის დაწესებულებაში ყველაფერ ნასწავლს ივიწყებს და სხვა ყაიდაზე გადადის-მაშინ ყველაფერი წყალშია გადაყრილი.

მაღალი დონის ტრენინგები, მომთხოვნი გამოცდა, კარგი ხელფასი, ფორმა, დაზღვევა და კარგი სამუშაო პირობები იყო ის, რაც მოგვცემდა მუშაობის მაღალ სტანდარტს და თანამშრომელს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებდა. საშუალო ვადიანი პროექტი, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევდი შესაბამისი მხარდაჭერის მეშვეობით დეპარტამენტის მხრიდან.

ზოგიერთი რეფორმის გატარება ჩემთვის მიზანმიმართულად მნიშვნელოვანი იყო, რათა შემექმნა პატიმრის წახალისების საშუალება. კოდექსში მხოლოდ სამარტოო საკანი იყო გათვალისწინებული. მსგავს პრაქტიკას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სისტემებში გავეცანი, სადაც უამრავი სხვადასხვა ბერკეტი მოქმედებს. ამ მხრივ გრძელვადიანი პაემნის და ვიდეო პაემნის შექმნა მნიშვნელოვანი იყო. დაწესებულებას ეძლეოდა საშუალება სხვადასხვა ცივილური, ჰუმანური მეთოდებით ერეგულირებინა სიტუაცია. მე ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ცივილიზაცია შემეტანა დაწესებულებებში. რაც შეიძლება მეტი მესაუბრა ცვლილებების მნიშვნელობაზე, ევროპული სტანდარტების მნიშვნელობაზე, ვესწრებოდი ტრეინინგებს შეძლებისდაგვარად, რომ მეთქვა, რომ მუშაობის დროს მხოლოდ ნასწავლით უნდა ეხელმძღვანელათ და ამით ხაზი გამესვა პირადად ჩემს დამოკიდებულებაზე ტრეინინგების მიმართ. ვამბობდი, რომ პატიმრობისაგან არავინაა დაზღვეული და პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ პატიმარი ადამიანია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ საკითხის მოგვარება ერთ-ერთი უპირველესი საჭიროება იყო. ცუდი ინფრასტრუქტურა ნიშნავს არა მხოლოდ ცუდ საცხოვრებელ პირობებს, არამედ არაადეკვატურ პირობებს ჯანდაცვის განვითარების ხელშესაწყობად, არავითარ სარეაბილიტაციო საშუალებას, გადატვირთულობას და ასე შემდეგ. 2010 წელს გაიხსნა 3 ახალი დაწესებულება, რომელმაც უსერიოზულესი შვება მოიტანა ყოველმხრივ, პირველ რიგში კი საცხოვრებელი პირობების კუთხით. შეიქმნა სამედიცინო პუნქტები (თუმცა პირველადი ჯანდაცვისთვის დამატებითი მშენებლობები დაიწყო). მართალია 100 პროცენტით ბედნიერი არ ვიყავი არსებული პროექტებით, ვინაიდან არასაკმარისი ფართი იყო სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის, რაც მომავალში ახალ მშენებლობებს მოითხოვდა.

ლაითურის პროექტში შევეცადე ყოველგვარი საკმარისი ფართი ყოფილიყო გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებებისათვის, დახურული სპორტული დარბაზით, პირველადი ჯანდაცვისთვის, ფსიქოლოგიური დახმარებისათვის, სარეაბილიტაციო პროექტებისათვის, საზოგადოებრივი მისაღებისათვის და ასე შემდეგ. ეს იყო დიდი პროექტი, რომლის ხარჯზე დაიხურებოდა შემორჩენილი ძველი დაწესებულებები და რომელიც მომავალში საფუძველს ჩაუყრიდა თითო პატიმარზე 4 კვადრატული მეტრის სტანდარტის დანერგვას.

2011 წელს სამინისტროს შენობის რემონტისთვის 1 მილიონი ლარი ჩაგვერიცხა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადავეცი რუსთავის #6 დაწესებულების რემონტისათვის. ჩემთვის ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამინისტროს რემონტი, რადგან პირობები ერთერთ კორპუსში იყო ძალიან ცუდი. შედეგად, დამონტაჟდა განიერი ფანჯრები, გაუმჯობესდა პირობები. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ დაწესებულებაში არ იყო სარეაბილიტაციო პროგრამა გარდა მნიშვნელოვანი ატლანტისის პროგრამისა. ამიტომ, მანდ გამონაკლისის სახით გავაკეთებინე გრძელვადიანი პაემანი უვადო პატიმრებისათვის. პირველადი ჯანდაცვაც თავდაპირველად მანდ ავამოქმედეთ. ადმინისტრაციის შენობაში ბევრი თავისუფალი ფართი იყო, ამიტომ გამონაკლისის სახით გავაკეთებინე სახლის კინოთეატრი.

ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ პატიმრები რაღაცის მოლოდინში მაინც იქნებოდნენ, რაღაც ნათელი წერტილი მაინც გაუჩნდებოდათ, ვინაიდან ტელევიზორები არ ჰქონდათ და ამით მაინც გაიხარებდნენ. იმედი მქონდა, რომ სისტემატიურად თუ არა,წახალისების მიზნით მაინც იქნებოდა გამოყენებული სახლის კინოთეატრი. შეიძლება წვრილმანია, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს ეს ადამიანისთვის, რომელიც დახურულ რეჟიმში იხდის სასჯელს. მე იმედი მქონდა, რომ როდესაც დეპარტამენტი დაინახავდა, რომ ეს უწყინარი პროექტი სინამდვილეში ძალიან კარგი პროექტი იყო და წახალისებისთვისაც იყო გამოსადეგი - მსგავს ინფრასტრუქტურას უკვე ყველა დახურულ დაწესებულებაში ავამოქმედებდით. სამწუხაროდ, ამ პატარა კინოთეატრის მონახულება ვეღარ მოვასწარი.

2010 წლამდე ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში იყო ძალიან მწირი და უხარისხო, ამიტომ ამ სფეროს პრაქტიკულად თავდაყირა დაყენება იყო საჭირო. 2010 წლიდან ჯანდაცვის დეპარტამენტი უკვე არა სასჯელაღსრულებას, არამედ სამინისტროს ექვემდებარებოდა, შესაბამისად მე მქონდა ბევრი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯანდაცვის დაფინანსება (რაც მაინც არ იყო ბოლომდე საკმარისი) და უმთავრესი ჩვენი მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის დანერგვა - ანუ პატიმარს ეყოლებოდა პირადი ექიმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჯანდაცვის ხარისხს და ხელმისაწვდომობას. ამ თემაზე მოკლედ საუბარი მიჭირს, ვინაიდან იმდენი ნიუანსის მოგვარება დაგვჭირდა, რომ მიგვეღწია იმისათვის, რაც დღეს არსებობს, რომ ყოფილიყო სისუფთავე, მოწესრიგებულობა, სწორი მიდგომა, სამედიცინო ბარათი - ანუ პატიმრის ჯანმრთელობის "ანკეტა".

2010 წელს ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 950-მდე პაციენტი იმყოფებოდა, რაც უკვე დაახლოებით 300-მდე ადამიანით აჭარბებდა ლიმიტს. ეს კი ძველი ინფრასტრუქტურა იყო, სადაც სამწუხაროდ თითქმის ყველა ფილტვის დაავადების მქონე თამბაქოს მომხმარებელი იყო (ჩვენ მოვაწყეთ თამბაქოს დანებების აქცია და თუ არ ვცდები 9 ადამიანმა დაანება სიგარეტს თავი). ზოგადად 2010-2011 იყო კულმინაციური პერიოდი, როდესაც პატიმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად მოხდა ყველა პრობლემის აკუმულირება და ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმართავი ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის პირობებში პრობლემებმა სერიოზულად იჩინა თავი.

ტუბერკულიოზის დამარცხება იყო ჩემი ყველაზე მთავარი მიზანი. ჩემს ერთერთ მოადგილეს, რომელიც კურირებდა ამ საკითხს, პრაქტიკულად ფერი არ ედო სახეზე, იმდენს მუშაობდა. მან ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში, რისთვისაც მე მისი მადლობელი ვარ. ტუბერკულიოზის დასამარცხებლად მთავარი იყო სრულიად ახალი, თანამედროვე სამკურნალო ცენტრის მშენებლობა. გასაკეთებელი იყო ძალიან ბევრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იყო ისეთი მიდგომის დაწესება, რომლის თანახმად რეჟიმის ინტერესი არასოდეს შეაფერხებდა სამედიცინო ინტერესს. მე პირადად ხშირად ვთათბირობდი ექიმებთან და ყურადღებას ვამახვილებდი იმაზე, რომ ეს მიმართულება ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი იყო. მათ უნდა ცოდნოდათ, რომ მათგან მხოლოდ ხარისხიანი მუშაობა იყო მისაღები. ჩვენ გავზარდეთ მედპერსონალის რაოდენობა და როგორც იქნა შევქმენით საკმაოდ კარგი ექიმების ჯგუფი. ბევრი მათგანი პარალელურად სამოქალაქო სექტორშიც მუშაობდა.

უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, მაგალითად ის, რომ შეიქმნა წარმომადგენლობითი სამეთვალყურეო საბჭო, შეიქმნა პირველადი ჯანდაცვა, გაიხსნა სამოქალაქო აფთიაქები (სადაც არავითარი სიძვირე არ იყო), მრავალჯერ გაიზარდა ხელმისაწვდომობა, შეიქმნა სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურება, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა დაწესებულებაში მიავლინა ექთნები, რომლებიც მხოლოდ ტუბერკულიოზის გამოვლენით იყვნენ დაკავებულნი, რიგდებოდა ტუბერკულიოზის პრევენციის და სიმპტომების შესახებ საინფორმაციო ბროშურები, დაწესდა პაციენტის იზოლაცია საჭიროების შემთხვევაში და სხვა მრავალი. დროთა განმავლობაში დაიწყო მნიშვნელოვანი კლებითი ტენდენცია ყველა მიმართულებით, რაზეც 2012 წლის მონაცემები აშკარად მეტყველებს.

ჩემდა სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, რომლის მშენებლობას 2 წლის განმავლობაში დავფუსფუსებდი და სულმოუთქმელად ველოდი მის ამოქმედებას.

პატიმრის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გაფართოება ყოველთვის იყო ჩემთვის ყველაზე საყურადღებო და საინტერესო თემა, მაგრამ მუდმივად არ გვყოფნიდა ფართი სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის. მუდმივად იდგა ის პრობლემა, რომ 3000 კაციან დაწესებულებას სამყოფი სარეაბილიტაციო პროგრამა და დასაქმება ვერ ექნებოდა. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ მოვახერხე გრძელვადიანი პაემნის ამოქმედება.

მე უაღრესად მიხაროდა ის, რომ ეს რეფორმა სიხარულის მომტანი იყო პატიმრისათვის და მისი ოჯახისათვის, რასაც ნათესავები "ფეისბუქის" მეშვეობით ხშირად მატყობინებდნენ. მიხაროდა, რომ მეუღლეები ერთმანეთს ნახულობდნენ განცალკევებით, რომ მშობლები შვილებს ეფერებოდნენ, რომ ზოგიერთი პატიმარი შვილს პირველად ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტი ეწინააღმდეგებოდა მის ამოქმედებას დახურულ დაწესებულებებში, მე მოლოდინში ვიყავი იმისა, რომ იგი შეიცვლიდა აზრს, ვინაიდან გრძელვადიან პაემანს არავითარი სერიოზული პრობლემა არ მოუტანია და სასტუმროები დახურულ დაწესებულებებშიც ამოქმედდებოდა. შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონში მოვასწარით, ამიტომ ალბათ მალე დახურულ დაწესებულებებშიც ამოქმედდება ამგვარი პაემანი.

ვიდეო პაემანიც იყო ძალიან კარგი სიახლე, რომლითაც არა მხოლოდ ოჯახი, არამედ ნებისმიერი ადამიანი უკავშირდებოდა პატიმარს, თან დისტანციურად და ხშირად. ორივე პაემანმა მნიშვნელოვნად გაზარდა პატიმართან კონტაქტის საშუალება. მე მოხარული ვარ, რომ საფუძველი ჩავუყარე პროფესიულ განათლებას პატიმრებისათვის. არა ერთმა ნაკადმა მიიღო პროფესიის დამადასტურებელი სერთიფიკატი პროფესიული განათლების სახლებში, რომელთა განვითარებაში გვერდში ნორვეგიული ორგანიზაცია ამოგვიდგა. პროფესიული განათლების სახლი არის კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც კიდევ ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს. მე ძალიან მინდოდა ამ სივრცეში ვეფხისტყაოსნის მკითხველთა საზოგადოება ჩამოგვეყალიბებინა პენიტენციური სისტემისათვის. ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკის გაკვეთილებიც კი შემომთავაზა, რაც ძალიან გამეხარდა, განსაკუთრებით რუსთავის 16 დაწესებულების მუსიკოსებისთვის, რომლებმაც უთბილესი წერილით მუსიკალური ინსტრუმენტების შეგზავნა მთხოვეს და ბოლოს დისკიც კი ჩაწერეს, რომლის ერთი ასლი მეც მერგო.

მუდამ ვცდილობდით ბიბლიოთეკების მომარაგებას და კეთილმოწყობას. მე და ჩემს მოადგილეებს არა ერთხელ შეგვიგროვებია ფული წიგნების საყიდლად. აგრეთვე ავამოქმედეთ რამოდენიმე საწარმო, ვთანამშრომლობდით არასამთავრობოებთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, როგორიცაა თექა, ხეზე კვეთა, ფლორა, დიზაინი, განთავისუფლებისათვის მომზადება და სხვა. ძალიან მინდოდა სუვენირების დამამზადებელი მცირე საწარმოები დაგვეფუძნებინა, ვინაიდან პატიმრებს შესანიშნავი პატარა ნაკეთობები ეხერხებათ. პატიმრის მიერ დამზადებული სუვენირი პოპულარული იქნებოდა. ზედ ექნებოდა წარწერა: made in georgian prison. უმაგრესი იქნებოდა! შესაძლოა ტურისტულ ცენტრებშიც გაყიდულიყო ორიგინალური სუვენირები და გასამრჯელო პატიმარს ჩაერიცხებოდა, მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ამისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო საჭირო.

იყო მოლაპარაკებებიც კერძო სექტორთან და პირველ ეტაპზე ამის ამოქმედება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში იგეგმებოდა, რაც საქართველოში კიდევ ერთ ახალ პროექტს აამოქმედებდა. იქვე ვგეგმავდით მაისურების სტამბის დადგმას და იუმორისტული წარწერების მაისურების დამზადება-გაყიდვას. ჩემი შეთავაზება იყო, ხუმრობის დონეზე, მაისურებზე ჩემი კარიკატურა ყოფილიყო ასახული, თაიგულით ხელში, წარწერით "ვეძებ აკაკის საფლავს!". ეს ხომ ყველაზე სახალისო ჭორი იყო, რომელიც ჩემს შესახებ ოდესმე გამიგია.

ქალთა დაწესებულებაში ოსლოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერით შევქმენით უმაღლესი სტანდარტის ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო წიგნებითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით. გავოგნდი, როდესაც გავხსენით ეს ბიბლიოთეკა. ძალიან მიხაროდა. ქალთათვის საკანონმდებლო დონეზე შევქმენით ახალი ტიპის პაემანი - საოჯახო პაემანი, რომლის მშენებლობის დაწყებას ნოემბერში ვაპირებდით. ეს პროექტი იმიტომ მოვიფიქრე, რომ გრძელვადიანი პაემნისაგან განსხვავებით საოჯახო ძალიან ინტენსიურად განხორციელდებოდა და საკმაო ხანგრძლივობით, რაც დედებს შვილებთან ხშირი და უშუალო ურთიერთობის საშუალებას მისცემდა.

მისი შიდა ინტერიერი ჩემს კაბინეტში დაფაზე დავხაზე. ზუსტად ესე გავაკეთე თავის დროზე გრძელვადიანი პაემნის დაპროექტებისასაც. საზოგადოებრივი მისაღების პროექტის ყველა ნიუანსსაც თავს დავსტრიალებდი, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო უაღრესად საინტერესო პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობ.

მე ძალიან მინდოდა დამენერგა ინდივიდუალური მიდგომა სისტემაში და ამას აუცილებლად გავაკეთებდი, თუმცაღა უამრავი დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და უპირველეს ყოვლისა ყველასათვის საკმარისი სარეაბილიტაციო პროგრამების ნაირსახეობა უნდა დანერგილიყო. საჭირო იყო კარგი ელექტრონული ბაზა ინფორმაციის პირად საქმეებში შესანახად (რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობდა, ესტონური და ესპანური გამოცდილების გაზიარებით) და რაც მთავარია - საკმარისი რაოდენობის კომპეტენტური სოცმუშაკის სამსახურში აყვანა.

ეს პროფესია ზოგადად ძალიან დეფიციტურია საქართველოში ჯერჯერობით. ამიტომ, ეს მიდგომა პირველ ეტაპზე არასრულწლოვანებისათვის დავნერგეთ, ისევე როგორც პრობაციაში, სადაც სოც მუშაკები პრაქტიკულად სანთლით საძებნელი გაგვიხდა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება კი მხოლოდ და მხოლოდ სარეაბილიტაციო მიზნებისათვის შევქმენით.

არასაპატიმრო სასჯელაღსრულებას და პრობაციას რაც შეეხება, ამ კუთხით სიტუაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. პრობაციის ეროვნული სააგენტო ძალიან მონდომებულად მუშაობდა და სრულიად გახსნილი იყო ლიბერალური მიდგომებისადმი, გატარდა მაღალი დონის რეფორმები, პრობაცია დავაკომპლექტეთ მაღალკვალიფიციური კადრებით, შემოვიღეთ ელექტრონული მონიტორინგი, მაღალი დონის ტრენინგები, შევქმენით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვმონაწილეობდით განრიდებაში, შევქმენით კარგი ინფრასტრუქტურა, ვაფართოებდით სარეაბილიტაციო პროგრამებს და ინტენსიურად ვშუამდგომლობდით დასაქმებაზე.

ძლიერი არასაპატიმრო საასჯელაღსრულების სისტემის შექმნით ჩვენ ხელს ვუწყობდით არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების სიხშირეს. რაც უფრო ეფექტიანად ხდებოდა არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება - მით უფრო იზრდებოდა ამ სახის სასჯელის უპირატესობა საპატიმრო სასჯელთან შედარებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საპატიმროების განტვირთვის თვალსაზრისით. მომავალი წლიდან ვაპირებდით სრულიად ახალი ტიპის ბიუროების ამოქმედებას, სადაც ინფრასტრუქტურა იქნებოდა ევროპულის მსგავსი, ადგილზევე სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობით და ასე შემდეგ.

მე ძალიან მინდოდა შინა პატიმრობის სისტემის დანერგვაც, მაგრამ ამის მოთელვა მხოლოდ მოგვიანებით თუ დაიწყებოდა, ვინაიდან ჯერ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების შეზღუდვის, ანუ ღია ტიპის ანალოგიური დაწესებულების გახსნა. ამ დაწესებულების მშენებლობა/მოწყობა მოვასწარით, მაგრამ ამოქმედებას იანვრიდან ვაპირებდით. ეს არის ძალიან დიდი სიახლე, ახალი სიტყვა სასჯელაღსრულების კუთხით ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ბევრი დასავლური ანალოგი დავათვალიერეთ, იმისათვის, რომ ყველაზე კარგი პრაქტიკა გაგვეზიარებინა ჩვენი შესაძლებლობებით, მაგალითად გერმანიიდან წამოვიღეთ ეზოს ჭადრაკის უზარმაზარი დაფების იდეა. ამ დაწესებულებაში, რომელიც გლდანში მდებარეობს, ჩვენ უზრუნველვყავით თბილი გარემო, საუკეთესო საცხოვრებელი პირობები გისოსების გარეშე.

დაწესებულების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის მხოლოდ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, სადაც დასაქმებაც არის გათვალისწინებული და შაბათ-კვირას სახლში გამგზავრებაც. დაწესებულება უზრუნველყოფს უმტკივნეულო დაბრუნებას საზოგადოებაში, განთავისუფლებისათვის მომზადებას. ჩემის აზრით ეს დაწესებულება დააბალანსებდა ციხეებში სარეაბილიტაციო პროგრამების უკმარისობას, ამ ეტაპზე. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ვიმუშავეთ ამ პროექტზე.

ჩემი მოადგილე პრაქტიკულად მშენებლობაზე ცხოვრობდა, მთელი სული და გული ჩადო ამ პროექტის შექმნაში. ჩვენ მიზანმიმართულად დავუქვემდებარეთ დაწესებულება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რატომაც მას არა ღია ტიპის დაწესებულება, არამედ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაერქვა. დაწესებულება, როგორც ვიცი, უკვე ამოქმედდება და მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ამ სიახლეს მე და ჩემმა გუნდმა ჩავუყარეთ საფუძველი.

მე ამ კონკრეტული, გატარებული რეფორმებით და მომავალი გეგმებით ვსაზრდოობდი. ვცდილობდი 30 წამიან კომენტარში ჩქარ-ჩქარა გადმომეცა თითოეული წინგადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ხალხს ცოდნოდა, ოჯახის წევრებს ცოდნოდათ. მე სიგიჟემდე მიხაროდა ყველა მიღწევა, ყველა რეფორმა, რომლის რეალიზაციის საშუალება მომეცა. მე მიხაროდა, რომ სხვადასხვა სიახლეს იოტისოდენი შვება მოჰქონდა კონკრეტული ადამიანებისათვის.

მე მქონდა ჩემი მოქმედების სივრცე, რომელშიც ჩემი შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რაც შემეძლო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ამდენი ხანი გავძელი ამ ურთულეს თანამდებობაზე იყო ის, რომ მე ღრმად მწამდა, რომ ბევრი სასიკეთო რამ კეთდებოდა სამედიცინო, სარეაბილიტაციო და სხვა მიმართულებით, რაც ჩემთვის მამოძრავებელი ძალა იყო. მეც ადამიანი ვარ და ყოველთვის გულისტკივილით ვისმენდი ყველა ცილისწამებას და ტყუილს ჩემს შესახებ. ჩემთვის მთავარი არის სინამდვილე, მთავარი არის სიმართლე, მთავარი არის, რომ მე ჩემი თავის წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე ვარ მართალი, რადგან მე ყველაფერს ვაკეთებდი ჩემს ხელთ არსებული ბერკეტებით, რომ მდგომარეობა გამეუმჯობესებინა.

არ დავიღლები იმის თქმით, რომ უაღრესად ვწუხვარ და უაღრესად განვიცდი იმას, რაც მოხვდა. სასჯელაღსრულება არ არის სასიამოვნო და სასიხარულო თემა. პირიქით, საკმაოდ დამთრგუნველია. მიუხედავად უამრავი ნერვიულობის და ენით აუწერელი სტრესის, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობდი მაქსიმალური დრო დამეთმო სამსახურისათვის. სერიოზული ზემოქმედება იქონია ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ხშირად ვამბობდი სახლში, რომ გადავიღალე, გადავიწვი, აღარ შემიძლია, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედებაც ძალიან მინდოდა.

რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან - კავშირი მხოლოდ ხელმძღვანელობასთან მქონდა (და კიდევ ტატოსთან, რომელმაც უაღრესად შემიწყო ხელი რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის). დაწესებულების მონახულებისას მაინტერესებდა როგორ მუშაობდა გრძელვადიანი პაემანი, როგორი იყო საცხოვრებელი პირობები, როგორ მუშაობდა სამედიცინო ნაწილი, იყენებდნენ თუ არა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ჰქონდათ თუ არა რაიმე პრობლემა, მაგალითად, ქალთას აღარ ყოფნიდა დედათა და ბავშვთა სახლში სივრცე, რის გამოც დავიწყეთ დამატებითი ოთახების მიშენება. ძირითადად ყველაფერი წესრიგში მხვდებოდა, მხოლოდ არსებული საკითხების გადაჭრა იყო საჭირო, ძირითადად საყოფაცხოვრებო.

დაწესებულებაში მივდიოდი რამოდენიმე მიზეზით: მშენებლობის დასათვალიერებლად, ამოქმედებული რეფორმების ხარისხის შესამოწმებლად, როგორიცაა პაემანი და პროფესიული განათლება, ახალი ინფრასტრუქტურის გასახსნელად და ასე შემდეგ. პატიმრებს ვეკითხებოდი როგორ იყვნენ, რამდენი ხანი ისეირნეს, როგორი იყო იმ დღის საკვები, რამე ხომ არ სჭირდებოდათ და ასე შემდეგ. არასოდეს არც ერთი პატიმრისათვის შენობით არ მიმიმართავს.

სამედიცინო საკითხებს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. ვნახულობდი ხდებოდა თუ არა სამედიცინო ბარათების ადეკვატური წარმოება, ფლობდა თუ არა მთავარი ექიმი სიტუაციას სრულყოფილად, იყო თუ არა სისუფთავე და სხვა. ერთადერთხელ, 2010 წელი იყო თუ არ ვცდები, როდესაც გადავწყვიტე ღამის საათებში რუსთავის დაწესებულებების გაუფრთხილებლად მონახულება (დეპარტამენტს ვთხოვე გაუფრთხილებელი ვიზიტი ყოფილიყო). კონკრეტულად არაფერს ვეძებდი, მხოლოდ მეგონა შეიძლებოდა რაიმე თვალში მომხვედროდა. ყველა დაწესებულებაში იყო სრული სიწყნარე, სიმშვიდე, ყველას ეძინა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო სამედიცინო ნაწილის მდგომარეობა იყო ღამის საათებში. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა მოწესრიგებული სამედიცინო პუნქტები და პირველადი ჯანდაცვა. სამედიცინო პუნქტებში იმასაც კი ვამოწმებდი, იდო თუ არა საპონი ხელსაბანთან, იმიტომ, რომ ჩემთვის ზუსტად ესეთი წვრილმანით ვლინდებოდა ადამიანის დამოკიდებულება სამუშაოსადმი. მე გამიჭირდება გადმოგცეთ რამდენი რამის შეცვლა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენი რამ გამოვასწორეთ - რიგ შემთხვევებში სრულიად ელემენტარული, მაგრამ ამავდროულად ინსტრუმენტალური.

მოკლედ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, ჩემი ბერკეტების ფარგლებში, რომელიც მე გამაჩნდა, ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბიძგი მიმეცა ახლებური მიდგომებისათვის, თანამედროვე რეფორმებისათვის, რომ გავლენა მქონოდა თანამშრომლების დამოკიდებულებაზე, რომ ეტაპობრივად შემეცვალა უკეთესობისაკენ ის, რაც შემეძლო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროსაგან საკმაოდ დამოუკიდებელი იყო, თავისი იურიდიული, ფინანსური და სხვა განყოფილებებით. ის სამინისტროსაგან განცალკევებით მდებაროებდა. მე მჯეროდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რეფორმას დეპარტამენტი სკეპტიკრად უყურებდა - ეტაპობრივად ის დაინახავდა, რომ რეფორმები სინამდვილეში ყველასათვის მომგებიანი იყო. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ კარგად იცოდა ჩემი პოლიტიკა, ჩემი მისწრაფებები, ჩემი ინტერესები, შესაბამისად გავრცელებული კადრების შემდეგ მე დავრჩი უაღრესად ნაწყენი.

მე გულწრფელად მჯეროდა, რომ ადამიანური მიდგომით მე შევძლებდი გავლენა მქონოდა ბევრ მიმართულებაზე. მჯეროდა, რომ ჩემი მუშაობის სტილით, ჩემი მიდგომებით, ჩემი ვაჟკაცური საქციელით მე შევძლებდი ყველა საჭირო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მე ეს ვერ მოვახერხე. მე ვცდილობდი მომეპოვებინა ყველა თანამშრომლის სიყვარული, პატივისცემა და ნდობა. მე მიმაჩნდა, რომ ამით შევძლებდი იმას, რომ ადამიანს მოერიდებოდა ჩემი, რომ ჩემი პატივისცემიდან გამომდინარე პირადად ჩემი პრინციპებისა და პოლიტიკის მიმართ ლოიალური იქნებოდა.

მე გაგებით ვეკიდებოდი სასჯელაღსრულების სისტემის სირთულეებს, რაზეც უკვე ვისაუბრე, შესაბამისად მე ძალიან მინდოდა თანამშრომლისთვისაც შესაბამისი სამუშაო პირობები შეგვექმნა, რომ მისთვის მარტივი ყოფილიყო მუშაობა, რომ მას მკაფიოდ სცოდნოდა როგორ უნდა ემუშავა, სცოდნოდა რას ითვალისწინებს ევროპული კანონმდებლობა და ა.შ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კუთხით დიდ შედეგს მივაღწევდი, თუ დეპარტამენტი, ისევე როგორც ბიუჯეტი შემიწყობდა ხელს. ზუსტად ეს რწმენა მაძლევდა მოთმინებას და სტიმულს.

მე ვარ ძალიან მიმნდობი ადამიანი. ჩემი ოჯახი ბავშვობიდან მეუბნება, რომ ადამიანში უპირველეს ყოვლისა კარგი უნდა დავინახო, მის მდგომარეობაში ჩავაყენო თავი, რომ ადამიანი ბოროტებას მხოლოდ გაუნათლებლობის გამო ჩადის, იმიტომ რომ არ იცის სხვაგვარად როგორ მოიგვაროს კონკრეტული სიტუაცია, რომ უნდა შევიცოდო ადამიანი, რომელიც იწყევლება და იგინება, ვინაიდან მან არ იცის, თუ სხვაგვარად როგორ გამოხატოს თავისი მოსაზრება. რომ ჩემი საქციელით უნდა მივცე მას მაგალითი და ვასწავლო თავმოყვარეობა, იმისათვის, რომ მან სხვა ადამიანები შეიყვაროს. რომ ბედნიერია მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც აცნობიერებს ამ ყველაფერს. ჩემს თავში ყოველთვის ტრიალებს ეს პრინციპები, რის გამოც ჩემთვის ჩემს თანამდებობაზე მუშაობა ფსიქოლოგიურად იყო ძალიან რთული. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, რაღაც ეტაპზე, მაგრამ სწორი მიდგომით მჯერა, რომ ადამიანზე მნიშვნელოვანი გავლენა შეგვიძლია ვიქონიოთ.

მე ვცდილობდი დეპარტამენტისათვის მეჩვენებინა, რომ რეფორმები და ევროპული სტანდარტები საკადრო კუთხით იყო ერთადერთი გამოსავალი. მე ვცდილობდი თანამშრომლების ევროპაში გამგზავრებას, რომ თავიანთი თვალით ენახათ, თუ რა არის შესაძლებელი. მე მინდოდა ტრეინინგების მეშვეობით ნელ-ნელა ყველაფერი შემეცვალა.

გულდასაწყვეტია, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თავისი არასწორი ქმედებით ჩრდილს აყენებს ყველა თავის თანამშრომელს, დაუმსახურებლად.

ბოლოსაკენ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში მე შევძელი შემექმნა ძლიერი ცენტრალური აპარატი და პრობაციის სამსახური, სადაც პროფესიონალიზმი დაუნახავი არასოდეს დარჩენილა. იქ მუშაობენ შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ და ბევრ სასიკეთო ინიციატივას ჩაუყარეს საფუძველი. მე უაღრესად ვაფასებ ამ ადამიანების წვლილს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდში ამომიდგა. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამას იმსახურებს.

აქვე, მინდა გულითადად ვუსურვო წარმატება სამინისტროს. მე ყოველთვის ვიქნები ამ უწყების გულშემატკივარი და ყოველთვის გამიხარდება მისი ნებისმიერი სახის წინსვლა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ვნანობ, რომ უფრო პრინციპულად არ მოვითხოვე მეტი ძალაუფლება და ბერკეტი. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა. მე ვნანობ, რომ არ მქონდა მოქმედების სრული არეალი, რომ ბევრი ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უღრმესი მწუხარება. უაღრესად განვიცდი იმას, რომ ესეთი განსაცდელი გხვდათ წილად",-აღნიშნულია განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს