კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგლა ჟვანია - დარწმუნებული ვარ, ზურას საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება
გოგლა ჟვანია - დარწმუნებული ვარ, ზურას საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება

გოგ­ლა ჟვა­ნია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი ძმის საქ­მე უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სნე­ბა. ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის 8 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დღეს მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მის საფ­ლავ­ზე შე­იკ­რიბ­ნენ.

რო­გორც გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, თუმ­ცა, რა ეტაპ­ზეა საქ­მე, ამ დრო­ის­თვის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს.

"ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია ზუ­რას საქ­მის მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს არის უკა­ნას­კნე­ლი წლის­თა­ვი, რო­მელ­საც ჩვენ ვხვდე­ბით ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მო­მა­ვალ წლის­თავ­ზე ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ საქ­მის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს გა­ი­გებს. ჩვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. დე­ტა­ლებ­ზე ძნე­ლია სა­უ­ბა­რი, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას ხელი შე­ე­შა­ლოს. ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ეს იყო მკვლე­ლო­ბა და ამას მოწ­მობს ის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც არის საქ­მე­ში. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი ვე­რა­ფერს ვი­ტყვი", - აღ­ნიშ­ნა გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია კი აცხა­დებს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, საქ­მე ძა­ლი­ან მალე გა­იხ­სნე­ბა. "არც ფორ­სი­რე­ბა არის სა­ჭი­რო. დღე­ვან­დელ პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს სრუ­ლი ნდო­ბა რო­გორც ოჯა­ხის, ასე­ვე მე­გობ­რე­ბის მხრი­დან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხო­ფე­რი­ამ.

დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საფ­ლავ­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. გარ­და ამი­სა, მამა იო­სებ­მა გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­ლი გა­და­ი­ხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გოგლა ჟვანია - დარწმუნებული ვარ, ზურას საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება

გოგლა ჟვანია - დარწმუნებული ვარ, ზურას საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება

გოგლა ჟვანია დარწმუნებულია, რომ მისი ძმის საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების 8 წლისთავის აღსანიშნავად დღეს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დიდუბის პანთეონში მის საფლავზე შეიკრიბნენ.

როგორც გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან, თუმცა, რა ეტაპზეა საქმე, ამ დროისთვის დეტალებზე არ საუბრობს.

"ძალიან დიდი ინტერესია ზურას საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უკანასკნელი წლისთავი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლისთავზე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება და საზოგადოება ამ საქმის შესახებ სიმართლეს გაიგებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. დეტალებზე ძნელია საუბარი, რადგან შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო მკვლელობა და ამას მოწმობს ის ახალი დეტალები, რომელიც არის საქმეში. უფრო კონკრეტულად კი ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია კი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, საქმე ძალიან მალე გაიხსნება. "არც ფორსირება არის საჭირო. დღევანდელ პროკურატურას აქვს სრული ნდობა როგორც ოჯახის, ასევე მეგობრების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება", - აღნიშნა ხოფერიამ.

დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. გარდა ამისა, მამა იოსებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვილი გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ