პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერმა "იცის"!
მერმა "იცის"!

შე­სავ­ლის ნაც­ვლად

ძა­ლი­ან აი­რია გა­სულ დღე­ებ­ში ამინ­დიც და ქვე­ყა­ნაც. ამინ­დი ჯან­და­ბას - ზამ­თა­რია და ხან დარი იქ­ნე­ბა და ხან ავ­და­რი, და­რია თუ ავ­და­რი­ა­ა­ა­აა, მიშა მა­გა­რი­ა­ა­ა­აა!!! ა, ჰო... ეს მა­შინ... ისა... წა­მომ­ცდა... ჰოდა, ამინდმა აუ­რია - აუ­რია, მაგ­რამ ხალ­ხი და ქვე­ყა­ნაც "აიჭ­რა" რა­ღაც­ნა­ი­რად...

აგე, რუ­სებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ესენ­გე­ში მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბაო! სა­ნამ არ და­ი­გი­ნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ცალ­კე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ცალ­კე და პრე­მი­ე­რის სპეც-წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ცალ­კე, მარ­თლა შე­მე­შინ­და, ისე და­ბე­ჯი­თე­ბით გა­მო­ა­ცხა­და ეს ვი­ღაც დიდ­ჩი­ნო­სან­მა რუს­მა მინ­სკში.

თუმ­ცა ეგე­ნი ეგრე არი­ან - მე­ლას რაც ელან­დე­ბო­და, ის ესიზ­მრე­ბო­დაო... მე­ლა­ზე გა­მახ­სენ­და: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 85 წლის გახ­და 25 იან­ვარს, რამ­დე­ნი­მე კად­რი აჩ­ვე­ნეს ტე­ლე­არ­ხებ­მა, ძა­ლი­ან მო­ტე­ხი­ლა, მაგ­რამ არც ისე, რომ ერთი ქარ­თუ­ლი ზღაპ­რის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა არ გამ­ხსე­ნე­ბო­და, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ფი­ას­კო­ზე შე­ვარ­დნა­ძის რე­აქ­ცია წარ­მო­ვიდ­გი­ნე: "მე­ლია იცი­ნის, იცი­ნის, კვდე­ბა სი­ცი­ლით!" - გახ­სოვთ "მე­ლია და მწყერ­ჩი­ტა"?

სა­ქარ­თვე­ლოს ორი თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი გა­და­ა­ყე­ნა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და, ცხა­დია, მოჰ­ყვა ამ ამ­ბავს დიდი გნი­ა­სი "ნაც­მოს" მხრი­დან. ისე, რა მიკ­ვირს იცით? ამ ახალ მთავ­რო­ბას რა­ტომ ჰკი­დია ბევ­რი რამ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მის იმიჯ­ზე არ­ცთუ კარ­გად იმოქ­მე­დოს? კარ­გი, "რუს­თა­ველ­ში" სტუ­რუა და­აბ­რუ­ნეს, შე­უ­ვა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტია და თუკი ულ­ტი­მა­ტუ­მი და­ა­ყე­ნა - მე უნდა ვიყო მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რიც და მმარ­თვე­ლი­ცო, უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო, სტუ­რუაა ბო­ლოს და ბო­ლოს, ასაკ­შიც არის და ღმერ­თმა დიდ­ხანს აცო­ცხლოს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი კი­დევ შექ­მნის იქ რა­მეს; მაგ­რამ ოპე­რა­ში იმ კაცს რას ერ­ჩოდ­ნენ? ან თუ ერ­ჩოდ­ნენ, იქ­ნებ ჩვენ - სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც იტყვი­ან, "ძაღ­ლად ჩაგ­ვაგ­დონ" და აგ­ვიხ­სნან?

თბი­ლი­სის ერთი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა არ იყოს - მე თუ მკი­თხავს კაცი, სა­ერ­თოდ არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა ათა­სი­დან ერთი დი­რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, მაგ­რამ რო­დე­საც ამ დი­რექ­ტორს 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში "წლის სა­უ­კე­თე­სო დი­რექ­ტო­რის" წო­დე­ბას ანი­ჭებ, ხოლო 2013 წლის იან­ვარ­ში დარ­ღვე­ვე­ბის­თვის ხსნი, მი­ნის­ტრი რო ხარ და პრო­ფე­სო­რი, სა­ნამ ხელს მო­ა­წერ ბრძა­ნე­ბას, უნდა და­ფიქ­რდე, იქ­ნებ ჩემ­ნა­ირ პრო­ვო­კა­ტორს რამე უხერ­ხუ­ლი კი­თხვა გა­უჩ­ნდეს?

ამა­სო­ბა­ში, თბი­ლი­სე­ლი "მარ­შრუტ­კის" მძღო­ლე­ბიც გა­ი­ფიც­ნენ - ამ წუ­თებ­შიც მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე არი­ან მე­რი­ა­ში და ღმერ­თმა ნუ ქნას, თქვენ რომ ამ "პრო­ვო­კა­ცი­ას" წა­ი­კი­თხავთ, ისევ ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მეტ­როს ამა­რა იყოს მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქი, მაგ­რამ მე სხვა რამ მა­დარ­დებს: რაც უფრო დათ­ბე­ბა (და­რია თუ ავ­და­რი­ა­ა­აა...), კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს გა­ფიც­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - რა ჯო­ბია კარგ თბი­ლი­სურ სა­ღა­მოს ქუ­ჩა­ში დგო­მას, მუ­შა­ო­ბის დედა არ ვა­ტი­რე?!

თბი­ლი­სი თბი­ლი­სად, მაგ­რამ მე­ო­რე დე­და­ქა­ლა­ქიც ხომ გვაქვს? ქუ­თა­ის­ში ყას­ბე­ბი გა­ი­ფიც­ნენ და დარ­ჩა, "სა­ვარ­დო და სა­მა­ი­სო" "ბი­კენ­ტი­ას ქა­ბა­ბის" გა­რე­შე. ამა­საც გა­უძ­ლებ­და კაცი, მაგ­რამ ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი რომ და­ი­ჭი­რეს და მისი ძმის "ბარ­ამ­ბოც" რომ და­ა­ყა­და­ღეს?! კარ­გი, რა!!! - არც ლუდი, არც ხორ­ცი და აღარც "ში­კო­ლა­თი" ბავ­შვებს?! გა­ფიც­ვე­ბი ვჭა­მოთ?!

თან ზე­დაც ეს ამ­ნის­ტია... ის ხალ­ხი რომ გა­მო­დის ცი­ხე­ე­ბი­დან, მო­სა­პა­რა­ვი არა­ფე­რი უნდა დახ­ვდეთ (ეს "ნა­ცე­ბის" "დეჟურ­ნი შუტ­კაა")?! რო­გორც მი­ხე­ილ ცო­ტაპ­რე­ზი­დენ­ტო­ბა­დარ­ჩე­ნი­ლი ამ­ბობს, - ეს ამ­ნის­ტია ბე­ბი­ა­მის მზი­ას კი არ მი­უ­ღია, "ოც­ნე­ბამ" მი­ი­ღო და თუ "გა­ა­ჩი­ნა", კი­დეც "არ­ჩი­ნოს".

სხვა­თა შო­რის, ბე­ბი­ე­ბი მეც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ამ­დე­ნი პა­ტი­ვი ვერ ვეცი. და თუკი რამე მომ­წონს სა­ა­კაშ­ვილ­ში, ის არის, რომ დუ­ბა­ი­დან და კის­ლო­ვოდსკი­დან და­წყე­ბუ­ლი, არც სტრას­ბურგს აკ­ლებს - ევ­რო­საბ­ჭოს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი იც­ნობს მზია ბე­ბი­ას.

P.S. მთა­ვა­რი საპ­რო­ვო­კა­ციო გა­სულ კვი­რა­ში მა­ინც თბი­ლი­სის მე­რის ახა­ლი "მარ­გა­ლი­ტი" იყო: მთავ­რო­ბა ჩუ­კე­ნო­ბას შე­ეშ­ვას და საქ­მეს მი­ხე­დო­სო! მერე წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­მაც არა­ნაკ­ლე­ბი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია: მაგ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ვი­ციო!.. ლა­მის ჩა­იფ­სა სი­ცი­ლით სრუ­ლი­ად "ნა­ც­ფე­ის­ბუკ­სა­ზო­გა­დო­ე­ბამ"!

ერთი გა­მა­გე­ბი­ნეთ, რა გა­ცი­ნებთ, თქვე ჩე­მი­სე­ბო?! დე­და­ქა­ლა­ქის მერი რომ სა­ბო­ლო­ოდ შე­უდ­გა გა­მოქლი­ა­ვე­ბის გზას და სა­ა­კაშ­ვილს ემ­სგავ­სე­ბა?! თუ იმ სკვერ­ში, სა­დაც ეს უმ­სგავ­სო­ბა თქვა, იქვე რომ და­ა­ყო­ლა: აი, ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ ახლა აქო და ის ბავ­შვე­ბი რომ დე­დებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა თქვაო? რო­მე­ლი უფრო სა­მარ­ცხვი­ნოა, წუ­ლუ­კი­ან­მა რომ "არ იცის", თუ უგუ­ლა­ვამ რომ "იცის"?

პრო­ვო­კა­ტო­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მერმა "იცის"!

მერმა "იცის"!

შესავლის ნაცვლად

ძალიან აირია გასულ დღეებში ამინდიც და ქვეყანაც. ამინდი ჯანდაბას - ზამთარია და ხან დარი იქნება და ხან ავდარი, დარია თუ ავდარიააააა, მიშა მაგარიააააა!!! ა, ჰო... ეს მაშინ... ისა... წამომცდა... ჰოდა, ამინდმა აურია - აურია, მაგრამ ხალხი და ქვეყანაც "აიჭრა" რაღაცნაირად...

აგე, რუსებმა, საქართველოსთან ესენგეში მის დაბრუნებაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებაო! სანამ არ დაიგინა ევროინტეგრაციის მინისტრმა ცალკე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცალკე და პრემიერის სპეც-წარმომადგენელმა ცალკე, მართლა შემეშინდა, ისე დაბეჯითებით გამოაცხადა ეს ვიღაც დიდჩინოსანმა რუსმა მინსკში.

თუმცა ეგენი ეგრე არიან - მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო... მელაზე გამახსენდა: ედუარდ შევარდნაძე 85 წლის გახდა 25 იანვარს, რამდენიმე კადრი აჩვენეს ტელეარხებმა, ძალიან მოტეხილა, მაგრამ არც ისე, რომ ერთი ქართული ზღაპრის ცნობილი ფრაზა არ გამხსენებოდა, როდესაც "ნაციონალების" ფიასკოზე შევარდნაძის რეაქცია წარმოვიდგინე: "მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით!" - გახსოვთ "მელია და მწყერჩიტა"?

საქართველოს ორი თეატრის მმართველი გადააყენა კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან და, ცხადია, მოჰყვა ამ ამბავს დიდი გნიასი "ნაცმოს" მხრიდან. ისე, რა მიკვირს იცით? ამ ახალ მთავრობას რატომ ჰკიდია ბევრი რამ, რამაც შეიძლება მის იმიჯზე არცთუ კარგად იმოქმედოს? კარგი, "რუსთაველში" სტურუა დააბრუნეს, შეუვალი ავტორიტეტია და თუკი ულტიმატუმი დააყენა - მე უნდა ვიყო მთავარი რეჟისორიც და მმართველიცო, უნდა დააკმაყოფილო, სტურუაა ბოლოს და ბოლოს, ასაკშიც არის და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, კარგი იქნება, თუკი კიდევ შექმნის იქ რამეს; მაგრამ ოპერაში იმ კაცს რას ერჩოდნენ? ან თუ ერჩოდნენ, იქნებ ჩვენ - საზოგადოება, ჟურნალისტები, ადამიანები, როგორც იტყვიან, "ძაღლად ჩაგვაგდონ" და აგვიხსნან?

თბილისის ერთი სკოლის დირექტორისა არ იყოს - მე თუ მკითხავს კაცი, საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს მინისტრის ბრძანება ათასიდან ერთი დირექტორის გადაყენებას, მაგრამ როდესაც ამ დირექტორს 2012 წლის დეკემბერში "წლის საუკეთესო დირექტორის" წოდებას ანიჭებ, ხოლო 2013 წლის იანვარში დარღვევებისთვის ხსნი, მინისტრი რო ხარ და პროფესორი, სანამ ხელს მოაწერ ბრძანებას, უნდა დაფიქრდე, იქნებ ჩემნაირ პროვოკატორს რამე უხერხული კითხვა გაუჩნდეს?

ამასობაში, თბილისელი "მარშრუტკის" მძღოლებიც გაიფიცნენ - ამ წუთებშიც მოლაპარაკებაზე არიან მერიაში და ღმერთმა ნუ ქნას, თქვენ რომ ამ "პროვოკაციას" წაიკითხავთ, ისევ ავტობუსებისა და მეტროს ამარა იყოს მილიონნახევრიანი ქალაქი, მაგრამ მე სხვა რამ მადარდებს: რაც უფრო დათბება (დარია თუ ავდარიაააა...), კიდევ უფრო მოიმატებს გაფიცვების რაოდენობა - რა ჯობია კარგ თბილისურ საღამოს ქუჩაში დგომას, მუშაობის დედა არ ვატირე?!

თბილისი თბილისად, მაგრამ მეორე დედაქალაქიც ხომ გვაქვს? ქუთაისში ყასბები გაიფიცნენ და დარჩა, "სავარდო და სამაისო" "ბიკენტიას ქაბაბის" გარეშე. ამასაც გაუძლებდა კაცი, მაგრამ ცეზარ ჩოჩელი რომ დაიჭირეს და მისი ძმის "ბარამბოც" რომ დააყადაღეს?! კარგი, რა!!! - არც ლუდი, არც ხორცი და აღარც "შიკოლათი" ბავშვებს?! გაფიცვები ვჭამოთ?!

თან ზედაც ეს ამნისტია... ის ხალხი რომ გამოდის ციხეებიდან, მოსაპარავი არაფერი უნდა დახვდეთ (ეს "ნაცების" "დეჟურნი შუტკაა")?! როგორც მიხეილ ცოტაპრეზიდენტობადარჩენილი ამბობს, - ეს ამნისტია ბებიამის მზიას კი არ მიუღია, "ოცნებამ" მიიღო და თუ "გააჩინა", კიდეც "არჩინოს".

სხვათა შორის, ბებიები მეც მიყვარდა, მაგრამ ამდენი პატივი ვერ ვეცი. და თუკი რამე მომწონს სააკაშვილში, ის არის, რომ დუბაიდან და კისლოვოდსკიდან დაწყებული, არც სტრასბურგს აკლებს - ევროსაბჭოს ყველა თანამშრომელი იცნობს მზია ბებიას.

P.S. მთავარი საპროვოკაციო გასულ კვირაში მაინც თბილისის მერის ახალი "მარგალიტი" იყო: მთავრობა ჩუკენობას შეეშვას და საქმეს მიხედოსო! მერე წულუკიანის განცხადებამაც არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია: მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიციო!.. ლამის ჩაიფსა სიცილით სრულიად "ნაცფეისბუკსაზოგადოებამ"!

ერთი გამაგებინეთ, რა გაცინებთ, თქვე ჩემისებო?! დედაქალაქის მერი რომ საბოლოოდ შეუდგა გამოქლიავების გზას და სააკაშვილს ემსგავსება?! თუ იმ სკვერში, სადაც ეს უმსგავსობა თქვა, იქვე რომ დააყოლა: აი, ბავშვები თამაშობენ ახლა აქო და ის ბავშვები რომ დედებს ეკითხებოდნენ, რა თქვაო? რომელი უფრო სამარცხვინოა, წულუკიანმა რომ "არ იცის", თუ უგულავამ რომ "იცის"?

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"