პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანიკა, დაცარიელებული მაღაზიები, გათიშული ინტერნეტი, სატრანსპორტო კოლაფსი... -  რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა ესპანეთსა და პორტუგალიაში: რა ხდება ახლა? (ფოტო/ვიდეო)
პანიკა, დაცარიელებული მაღაზიები, გათიშული ინტერნეტი, სატრანსპორტო კოლაფსი... -  რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა ესპანეთსა და პორტუგალიაში: რა ხდება ახლა? (ფოტო/ვიდეო)

2025 წლის 28 აპ­რილს, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 12:33 სა­ათ­ზე, ეს­პა­ნეთ­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა მოხ­და. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. მას­შტა­ბურ­მა გა­თიშ­ვამ ასე­ვე იმოქ­მე­და ან­დო­რა­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ საფ­რან­გე­თის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ზე.​

ეს­პა­ნეთ­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვამ ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ფერ­ხე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია - შე­ჩერ­და მეტ­როს, რკი­ნიგ­ზის და აე­რო­პორ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა, გა­ი­თი­შა ინ­ტერ­ნე­ტი, ბან­კო­მა­ტე­ბი და შუქ­ნიშ­ნე­ბი.

სპა­ნე­თის შსს-მ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

პორ­ტუ­გა­ლი­ის ელექტრო­ქ­სე­ლის ოპე­რა­ტორ­მა REN-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა ეს­პა­ნე­თის ელექტრო­ქ­სელ­ში მომ­ხდარ­მა გა­უ­მარ­თა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რაც შე­იძ­ლე­ბა "იშ­ვი­ათ ატ­მოს­ფე­რულ ფე­ნო­მენს“ უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

გა­თიშ­ვის რა ვერ­სი­ებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ?

  • "ინ­დუ­ცი­რე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ვიბ­რა­ცია"

პორ­ტუ­გა­ლი­ის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსე­ლის ოპე­რა­ტო­რის REN-ის გან­ცხა­დე­ბით, გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყოს იშ­ვი­ა­თი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნი "ინ­დუ­ცი­რე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ვიბ­რა­ცია", რაც იწ­ვევს არა­სა­სურ­ველ ვიბ­რა­ცი­ებს მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხა­ზებ­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია ეს­პა­ნეთ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის ექ­სტრე­მა­ლურ ცვლი­ლე­ბებს.

ერთ-ერთი ვა­რა­უ­დით, ამ იშ­ვი­ათ­მა მოვ­ლე­ნამ, გა­მო­იწ­ვია სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი ევ­რო­პუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსელ­ში, რის შე­დე­გა­დაც მოხ­და გა­თიშ­ვა.

  • ხან­ძა­რი მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხაზ­ზე

მე­ო­რე ვერ­სი­ით, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში, პერ­პი­ნი­ან­სა და ნარ­ბონს შო­რის გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა და­ა­ზი­ა­ნა მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხაზი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გა­თიშ­ვა. თუმ­ცა, საფ­რან­გე­თის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ქსე­ლის ოპე­რა­ტორ­მა RTE-მ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძრის არ­სე­ბო­ბა უარ­ყო.

  • კი­ბერ­შე­ტე­ვა

ეს­პა­ნე­თის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო INCIBE და პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრი კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძი­ე­ბენ. თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლა იმის შე­სა­ხებ, რომ გა­თიშ­ვა კი­ბერ­შე­ტე­ვით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.​

რო­გორც უკვე ვთქვით, გა­თიშ­ვამ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე, აე­რო­პორ­ტებ­ზე, სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მებ­ზე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის გამო, ინ­ტერ­ნე­ტიო და მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლე­ბიც გა­ი­თი­შა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­მა გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­და­დეს, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად გე­ნე­რა­ტო­რებს იყე­ნებ­დნენ.

გა­ჩერ­და მად­რი­დის და ლი­სა­ბო­ნის მეტ­რო­ე­ბი, აე­რო­პორ­ტებ­ში და­ფიქ­სირ­და ფრე­ნე­ბის შე­ფერ­ხე­ბა.

  • მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კამ მო­იც­ვა, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მა­ღა­ზი­ე­ბი და­ა­ცა­რი­ე­ლეს. მთლი­ა­ნად გა­ი­ყი­და “პო­ვერ­ბან­კე­ბი“, წყა­ლი და საკ­ვე­ბი.

მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში უკუ­ნი სიბ­ნე­ლე იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი გზას ტე­ლე­ფო­ნით ინა­თებ­დნენ და ფე­ხით ცდი­ლობ­დნენ გვი­რა­ბე­ბი­დან გა­მოს­ვლას. ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, ათა­სო­ბით ხალ­ხი გა­ი­ჭე­და ლიფ­ტებ­ში, მა­ტა­რებ­ლებ­ში, სა­ცო­ბებ­ში. ნა­წილ­მა ღამე აე­რო­პორ­ტებ­ში გა­ა­თე­ნა.

.

  • რა ვი­თა­რე­ბაა ქვეყ­ნებ­ში ამ დრო­ის­თვის

სამ­შა­ბათს დი­ლის­თვის, ეს­პა­ნე­თის თით­ქმის 99%-ს ელექტრო­ე­ნერ­გია აღუდ­გა. პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის ოპე­რა­ტო­რის ცნო­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა 6.5 მი­ლი­ო­ნი ოჯა­ხი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6.2 მი­ლი­ონს ღა­მით აღუდ­გა.

სი­ნათ­ლე აინ­თო მად­რიდ­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ ლი­სა­ბონ­ში.

ეს­პა­ნე­თის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ქსე­ლის ოპე­რა­ტორ­მა Red Eléctrica de España-მ გა­ნა­ცხა­და, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა 6-დან 10 სა­ა­თამ­დე დას­ჭირ­დეს, თუმ­ცა სრუ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცია შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­დეს. პორ­ტუ­გა­ლი­ის ოპე­რა­ტორ­მა REN-მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქსე­ლის სრუ­ლად ნორ­მა­ლი­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთ კვი­რამ­დე გაგ­რძელ­დეს.​

პორ­ტუ­გა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ლუის მონ­ტე­ნეგ­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­თიშ­ვის წყა­რო "სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს­პა­ნე­თია“. ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პედ­რო სან­ჩეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა შე­საძ­ლო მი­ზე­ზის ანა­ლი­ზი მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ "დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის“ რის­კის გამო, სპე­კუ­ლა­ცი­ებს არ აჰ­ყვნენ.

პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ენერ­გო­ო­პე­რა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა აღ­დგე­ნი­ლი აქვს ეროვ­ნუ­ლი გა­დამ­ცე­მი ქსე­ლის ყვე­ლა ქვე­სად­გურს.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა ნელ-ნელა დას­ტა­ბი­ლურ­და, ეს­პა­ნე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში არ გა­ნახ­ლდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ასე­ვე რჩე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ეს­პა­ნე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­უქ­მდა სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­მოს­ვლა ისეთ ქა­ლა­ქებ­ში, რო­გო­რი­ცაა ბილ­ბაო, კა­დი­ზი, სე­ვი­ლია, სა­რა­გო­სა, ვიგო და სან სე­ბას­ტი­ა­ნი.

მად­რიდ­სა და ვა­ლენ­სი­ა­ში სამ­გზავ­რო ტრან­სპორ­ტი ამუ­შავ­და, თუმ­ცა "შე­ზღუ­დუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით“.

რაც შე­ე­ხე­ბა შორ მან­ძილ­ზე მოძ­რავ მა­ტა­რებ­ლებს, მა­გა­ლი­თად: მად­რიდ­სა და ბარ­სე­ლო­ნას შო­რის, ვა­ლენ­სი­ას, მა­ლა­გას სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, მი­მოს­ვლა "თან­და­თა­ნო­ბით ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში ბრუნ­დე­ბა“.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პანიკა, დაცარიელებული მაღაზიები, გათიშული ინტერნეტი, სატრანსპორტო კოლაფსი... -  რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა ესპანეთსა და პორტუგალიაში: რა ხდება ახლა? (ფოტო/ვიდეო)

პანიკა, დაცარიელებული მაღაზიები, გათიშული ინტერნეტი, სატრანსპორტო კოლაფსი... -  რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა ესპანეთსა და პორტუგალიაში: რა ხდება ახლა? (ფოტო/ვიდეო)

2025 წლის 28 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 12:33 საათზე, ესპანეთსა და პორტუგალიაში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მასშტაბურმა გათიშვამ ასევე იმოქმედა ანდორასა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონზე.​

ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვამ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია - შეჩერდა მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობა, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები.

სპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება "იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს.

გათიშვის რა ვერსიებს განიხილავენ?

  • "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია"

პორტუგალიის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორის REN-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი შესაძლოა იყოს იშვიათი ატმოსფერული ფენომენი "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია", რაც იწვევს არასასურველ ვიბრაციებს მაღალი ძაბვის ხაზებში, რაც შეიძლება გამოეწვია ესპანეთში ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს.

ერთ-ერთი ვარაუდით, ამ იშვიათმა მოვლენამ, გამოიწვია სინქრონიზაციის პრობლემები ევროპული ელექტროენერგიის ქსელში, რის შედეგადაც მოხდა გათიშვა.

  • ხანძარი მაღალი ძაბვის ხაზზე

მეორე ვერსიით, არსებობს ვარაუდი, რომ სამხრეთ საფრანგეთში, პერპინიანსა და ნარბონს შორის გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ხაზი, რამაც გამოიწვია გათიშვა. თუმცა, საფრანგეთის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერატორმა RTE-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის არსებობა უარყო.

  • კიბერშეტევა

ესპანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტო INCIBE და პორტუგალიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი კიბერშეტევის შესაძლებლობასაც იძიებენ. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება და არც ოფიციალური განცხადება გაკეთებულა იმის შესახებ, რომ გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული.​

როგორც უკვე ვთქვით, გათიშვამ იმოქმედა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აეროპორტებზე, სატრანსპორტო სისტემებზე, საავადმყოფოებსა და კომუნიკაციებზე.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ინტერნეტიო და მობილური ქსელებიც გაითიშა. საავადმყოფოებმა გეგმური ოპერაციები გადადეს, მაგრამ კრიტიკული შემთხვევების მოსაგვარებლად გენერატორებს იყენებდნენ.

გაჩერდა მადრიდის და ლისაბონის მეტროები, აეროპორტებში დაფიქსირდა ფრენების შეფერხება.

  • მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს რომ ადგილობრივებმა მაღაზიები დააცარიელეს. მთლიანად გაიყიდა “პოვერბანკები“, წყალი და საკვები.

მეტროსადგურებში უკუნი სიბნელე იყო. ადამიანები გზას ტელეფონით ინათებდნენ და ფეხით ცდილობდნენ გვირაბებიდან გამოსვლას. ორივე ქვეყანაში, ათასობით ხალხი გაიჭედა ლიფტებში, მატარებლებში, საცობებში. ნაწილმა ღამე აეროპორტებში გაათენა.

.

  • რა ვითარებაა ქვეყნებში ამ დროისთვის

სამშაბათს დილისთვის, ესპანეთის თითქმის 99%-ს ელექტროენერგია აღუდგა. პორტუგალიის ეროვნული ქსელის ოპერატორის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 6.5 მილიონი ოჯახიდან დაახლოებით 6.2 მილიონს ღამით აღუდგა.

სინათლე აინთო მადრიდსა და პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.

ესპანეთის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერატორმა Red Eléctrica de España-მ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის სრულად აღდგენა შეიძლება 6-დან 10 საათამდე დასჭირდეს, თუმცა სრული სტაბილიზაცია შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. პორტუგალიის ოპერატორმა REN-მა აღნიშნა, რომ ქსელის სრულად ნორმალიზება შეიძლება ერთ კვირამდე გაგრძელდეს.​

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ განაცხადა, რომ გათიშვის წყარო "სავარაუდოდ, ესპანეთია“. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლო მიზეზის ანალიზი მიმდინარეობს და საზოგადოება გააფრთხილა, რომ "დეზინფორმაციის“ რისკის გამო, სპეკულაციებს არ აჰყვნენ.

პორტუგალიური ენერგოოპერატორის განცხადებით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილი აქვს ეროვნული გადამცემი ქსელის ყველა ქვესადგურს.

  • მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში ვითარება ნელ-ნელა დასტაბილურდა, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში არ განახლდება სასწავლო პროცესი. ასევე რჩება გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით.

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, გაუქმდა სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბილბაო, კადიზი, სევილია, სარაგოსა, ვიგო და სან სებასტიანი.

მადრიდსა და ვალენსიაში სამგზავრო ტრანსპორტი ამუშავდა, თუმცა "შეზღუდული მომსახურებით“.

რაც შეეხება შორ მანძილზე მოძრავ მატარებლებს, მაგალითად: მადრიდსა და ბარსელონას შორის, ვალენსიას, მალაგას სხვა მიმართულებებით, მიმოსვლა "თანდათანობით ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება“.

წყარო

იხილეთ ასევე: